პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსთაველი მოკრივეს გზა ოლიმპიადამდე - ვინ არის ლაშა გურულის მეუღლე და რაზე წუხდა 1 წლის წინ, როცა გამარჯვების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა
რუსთაველი მოკრივეს გზა ოლიმპიადამდე - ვინ არის ლაშა გურულის მეუღლე და რაზე წუხდა 1 წლის წინ, როცა გამარჯვების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა

ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბის წარ­მა­ტე­ბა პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზე გრძელ­დე­ბა. გუ­შინ, ქარ­თვე­ლი მოკ­რი­ვე ლაშა გუ­რუ­ლი ოლიმ­პი­ა­დის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში გა­ვი­და. სპორ­ტსმენ­მა ყა­ზა­ხი ბა­ზარ­ბაი მუ­ხა­მედ­სა­ბი­რი და­ა­მარ­ცხა.

ას­პა­რე­ზო­ბი­სას მე­ო­რე რა­უნდში ლა­შას წარ­ბი გა­უს­კდა და სის­ხლი წა­მო­უ­ვი­და, რის გა­მოც ბრძო­ლა ორ­ჯერ შე­ჩერ­და. თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ მსა­ჯე­ბის გა­ყო­ფი­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით (3:2) გა­ი­მარ­ჯვა. ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში გას­ვლა კი გა­რან­ტი­რე­ბულ ბრინ­ჯა­ოს მე­დალს ნიშ­ნავს.

4 აგ­ვის­ტოს ნა­ხევრფი­ნალ­ში ლაშა გუ­რუ­ლი კუ­ბელ ალ­ვა­რეს ბორ­ხეს შეხ­ვდე­ბა.

"მჯე­რა და მწამს, რომ შე­მიძ­ლია ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი გავ­ხდე. ყვე­ლა­ზე მე­ტად მი­ხა­რია, რომ ჩემი ოჯა­ხი და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გა­ვა­ხა­რე“, - აღ­ნიშ­ნა გუ­რულ­მა წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოს­ვლის შემ­დეგ.

რა გზა გან­ვლო მოკ­რი­ვემ ოლიმ­პი­ა­დამ­დე

27 წლის სპორ­ტსმე­ნი რუს­თა­ვი­დან არის. ის გახ­ლავთ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლო­სა­ნი 67 კგ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი 64 კგ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში. მან რუ­მი­ნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ახალ­გაზ­რებს შო­რის 5 ბრძო­ლა ჩა­ა­ტა­რა და ყვე­ლა მო­ი­გო.

“ლაშა გუ­რუ­ლი თავს კარ­გად გრძნობს და აგ­რძე­ლებს ას­პა­რე­ზო­ბას”, - ასე­თია სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო გუნ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ფი­რუზ ტუ­ნა­ძის შე­ფა­სე­ბა ქარ­თველ მოკ­რი­ვეს­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"ორ­თაბ­რძო­ლი­სას მი­ი­ღო ტრავ­მა. კერ­ძოდ, გვქონ­და ორი­ვე წარ­ბის ნა­ხეთ­ქი ჭრი­ლო­ბა, მოხ­და ჭრი­ლო­ბის და­მუ­შა­ვე­ბა და გა­კერ­ვა. ამ­ჟა­მად სპორ­ტსმე­ნი თავს კარ­გად გრძნობს და აგ­რძე­ლებს ას­პა­რე­ზო­ბას”, - გა­ნა­ცხა­და ფი­რუზ ტუ­ნა­ძემ.

ლაშა გუ­რულ­მა, პა­რი­ზის თა­მა­შებ­ზე მე­ო­რე შეხ­ვედ­რა მო­ი­გო და ის­ტო­რი­უ­ლი ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი გა­ი­ნაღ­და, თუმ­ცა, ქარ­თვე­ლი მოკ­რი­ვე აგ­რძე­ლებს ბრძო­ლას ოქ­როს მედ­ლის­თვის. შემ­დეგ და­პი­რის­პი­რე­ბას, გუ­რუ­ლი 4 აგ­ვის­ტოს გა­მარ­თავს.

მსგავს წარ­მა­ტე­ბას აქამ­დე ქარ­თველ­თა­გან მხო­ლოდ ორმა მოკ­რი­ვემ მი­აღ­წია: 1992 წელს ბარ­სე­ლო­ნის ოლიმ­პი­ა­და­ზე მე­სა­მე ად­გი­ლი რა­მაზ ფა­ლი­ან­მა და­ი­კა­ვა, ხოლო 2000 წელს სიდ­ნე­ი­ში ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი ვლა­დი­მერ ჭან­ტუ­რი­ამ მო­ი­პო­ვა.

ლაშა გუ­რუ­ლი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია, მისი რჩე­უ­ლი მა­რი­ამ მუმ­ლა­ძეა.

"ერ­თად გან­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბის ლაღი და ტკბი­ლი 6 წელი. მზად ვართ ცხოვ­რე­ბის ახა­ლი ეტა­პის­თვის. მიყ­ვარ­ხარ, ჩემო სა­ო­ცა­რო ადა­მი­ა­ნო. დღეს 26-ე და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ვნიშ­ნავ და ამავდრო­უ­ლად გან­ვლილ წლებს ვუ­ყუ­რებ, მად­ლო­ბე­ლი ვარ. მად­ლო­ბა ღმერ­თს. ვი­სა­ხავ ახალ მიზ­ნებს მო­მა­ვა­ლი წლის­თვის. დროა, აღ­ვნიშ­ნოთ და გან­ვა­ახ­ლოთ ცხოვ­რე­ბა ერ­თდრო­უ­ლად“ - წერ­და საყ­ვა­რელ ქალს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გუ­რუ­ლი.

2023 წლის მა­ის­ში კი მო­რი­გი წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა გუ­რულ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­ნა­ნე­ბით აღ­ნიშ­ნა, რომ მას სამ­შობ­ლო­ში არა­ვინ დახ­ვდა.

"მინ­და პირ­და­პირ გა­მოვ­თქვა ჩემი მწუ­ხა­რე­ბა ! გულ­და­სა­წყვე­ტი ფაქ­ტია, რო­დე­საც ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­მენ­ტში არც ერთი ტე­ლე­ვი­ზია არ დაგ­ვხვდა აე­რო­პორ­ტში ! (გარ­და Info rustavi )

მაგ­რამ ის უფრო გულ­და­სა­წყვე­ტი მო­მენ­ტია, რო­დე­საც ახალ თა­ო­ბას არ ანა­ხე­ბენ ამ ის­ტო­რი­ულ შე­დეგს, ვი­ნა­ი­და­ნაც სპორ­ტსმე­ნე­ბი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა­გა­ნაც მათ შე­უძ­ლი­ათ აი­ღონ მა­გა­ლი­თი. მი­ე­ცეთ მო­ტი­ვა­ცია, რათა გა­აგ­რძე­ლონ (ან და­ი­წყონ) სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა.

მარ­თა­ლია, რო­დე­საც ამო­ბენ ჯან­საღ სხე­ულ­ში ჯან­სა­ღი სუ­ლი­აო, სა­ქარ­თვე­ლოს კი ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბა პროგ­რე­სუ­ლად მო­აზ­როვ­ნე, სპორ­ტის და სამ­შობ­ლოს მოყ­ვა­რუ­ლი თა­ო­ბა.

გა­ნურ­ჩევ­ლად პრო­ფე­სი­ის და ხედ­ვი­სა ჩვენ ყვე­ლას გვაქვს სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სი, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის კე­თილ­დღე­ო­ბას გუ­ლის­ხმობს.

პ.ს მინ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩემს ქა­ლაქს, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის და ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ჩემს გვერ­დი­თაა! ასე­ვე მად­ლო­ბა ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც დღეს აე­რო­პორ­ტში დაგ­ვხვდა...“

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით
2

მაგარი ბიჭია

და

ძალიან კარგი წყვილია

არ ჯდებიან სტანდარტში და ეს ძალიან კარგია!!!!!!

წარმატებები სპორტში

და

ბედნიერება პირადში

მე მიხარია თქვენ რომ გიყურებთ.

მეტი დაფასება!!!!!!!!

მითუმეტეს რომ ბოქსი არაა ჩვენთვის მაქსიმალურად ტრადიციული!!!!!!

 

Davids
0

კი კრივი ეგრეა, ორივეს ნახევარფინალში ვინც წააგებს ბრინჯაო ეძლევა , რაც ჩემი აზრით ჯობია იმ უაზრო რეპეჟაჟებს და მესამე ადგილიზა ბრძოლებს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

რუსთაველი მოკრივეს გზა ოლიმპიადამდე - ვინ არის ლაშა გურულის მეუღლე და რაზე წუხდა 1 წლის წინ, როცა გამარჯვების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა

რუსთაველი მოკრივეს გზა ოლიმპიადამდე - ვინ არის ლაშა გურულის მეუღლე და რაზე წუხდა 1 წლის წინ, როცა გამარჯვების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა

ქართველი სპორტსმენების წარმატება პარიზის ოლიმპიადაზე გრძელდება. გუშინ, ქართველი მოკრივე ლაშა გურული ოლიმპიადის ნახევარფინალში გავიდა. სპორტსმენმა ყაზახი ბაზარბაი მუხამედსაბირი დაამარცხა.

ასპარეზობისას მეორე რაუნდში ლაშას წარბი გაუსკდა და სისხლი წამოუვიდა, რის გამოც ბრძოლა ორჯერ შეჩერდა. თუმცა, საბოლოოდ მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით (3:2) გაიმარჯვა. ნახევარფინალში გასვლა კი გარანტირებულ ბრინჯაოს მედალს ნიშნავს.

4 აგვისტოს ნახევრფინალში ლაშა გურული კუბელ ალვარეს ბორხეს შეხვდება.

"მჯერა და მწამს, რომ შემიძლია ოლიმპიური ჩემპიონი გავხდე. ყველაზე მეტად მიხარია, რომ ჩემი ოჯახი და მთელი საქართველო გავახარე“, - აღნიშნა გურულმა წარმატებული გამოსვლის შემდეგ.

რა გზა განვლო მოკრივემ ოლიმპიადამდე

27 წლის სპორტსმენი რუსთავიდან არის. ის გახლავთ მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი 67 კგ წონით კატეგორიაში და ევროპის ჩემპიონი 64 კგ წონით კატეგორიაში. მან რუმინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრებს შორის 5 ბრძოლა ჩაატარა და ყველა მოიგო.

“ლაშა გურული თავს კარგად გრძნობს და აგრძელებს ასპარეზობას”, - ასეთია საქართველოს ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის ხელმძღვანელის, ფირუზ ტუნაძის შეფასება ქართველ მოკრივესთან დაკავშირებით.

"ორთაბრძოლისას მიიღო ტრავმა. კერძოდ, გვქონდა ორივე წარბის ნახეთქი ჭრილობა, მოხდა ჭრილობის დამუშავება და გაკერვა. ამჟამად სპორტსმენი თავს კარგად გრძნობს და აგრძელებს ასპარეზობას”, - განაცხადა ფირუზ ტუნაძემ.

ლაშა გურულმა, პარიზის თამაშებზე მეორე შეხვედრა მოიგო და ისტორიული ბრინჯაოს მედალი გაინაღდა, თუმცა, ქართველი მოკრივე აგრძელებს ბრძოლას ოქროს მედლისთვის. შემდეგ დაპირისპირებას, გურული 4 აგვისტოს გამართავს.

მსგავს წარმატებას აქამდე ქართველთაგან მხოლოდ ორმა მოკრივემ მიაღწია: 1992 წელს ბარსელონის ოლიმპიადაზე მესამე ადგილი რამაზ ფალიანმა დაიკავა, ხოლო 2000 წელს სიდნეიში ბრინჯაოს მედალი ვლადიმერ ჭანტურიამ მოიპოვა.

ლაშა გურული დაოჯახებულია, მისი რჩეული მარიამ მუმლაძეა.

"ერთად განვლილი ცხოვრების ლაღი და ტკბილი 6 წელი. მზად ვართ ცხოვრების ახალი ეტაპისთვის. მიყვარხარ, ჩემო საოცარო ადამიანო. დღეს 26-ე დაბადების დღეს აღვნიშნავ და ამავდროულად განვლილ წლებს ვუყურებ, მადლობელი ვარ. მადლობა ღმერთს. ვისახავ ახალ მიზნებს მომავალი წლისთვის. დროა, აღვნიშნოთ და განვაახლოთ ცხოვრება ერთდროულად“ - წერდა საყვარელ ქალს სოციალურ ქსელში გურული.

2023 წლის მაისში კი მორიგი წარმატების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულმა გურულმა სოციალურ ქსელში დანანებით აღნიშნა, რომ მას სამშობლოში არავინ დახვდა.

"მინდა პირდაპირ გამოვთქვა ჩემი მწუხარება ! გულდასაწყვეტი ფაქტია, როდესაც ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან მომენტში არც ერთი ტელევიზია არ დაგვხვდა აეროპორტში ! (გარდა Info rustavi )

მაგრამ ის უფრო გულდასაწყვეტი მომენტია, როდესაც ახალ თაობას არ ანახებენ ამ ისტორიულ შედეგს, ვინაიდანაც სპორტსმენები არიან ადამიანები, რომელთაგანაც მათ შეუძლიათ აიღონ მაგალითი. მიეცეთ მოტივაცია, რათა გააგრძელონ (ან დაიწყონ) სპორტული კარიერა.

მართალია, როდესაც ამობენ ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულიაო, საქართველოს კი ნამდვილად სჭირდება პროგრესულად მოაზროვნე, სპორტის და სამშობლოს მოყვარული თაობა.

განურჩევლად პროფესიის და ხედვისა ჩვენ ყველას გვაქვს საერთო ინტერესი, რომელიც ქვეყნის კეთილდღეობას გულისხმობს.

პ.ს მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს ქალაქს, რომელიც ყოველთვის და ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემს გვერდითაა! ასევე მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს აეროპორტში დაგვხვდა...“

წაიკითხეთ ასევე: