სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობს ოლაფ შოლცი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულის გათავისუფლებაზე - "არავისთვის არ იყო მარტივი გადაწყვეტილების მიღება"
რას ამბობს ოლაფ შოლცი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულის გათავისუფლებაზე - "არავისთვის არ იყო მარტივი გადაწყვეტილების მიღება"

გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რი ოლაფ შოლ­ცი რუ­სეთ­სა და და­სავ­ლეთს შო­რის შემ­დგა­რი მას­შტა­ბუ­რი გაც­ვლის შე­დე­გად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლებს კელ­ნის აე­რო­პორ­ტში დახ­ვდა.

გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა ყვე­ლას, ვინც ჯერ კი­დევ რჩე­ბა რუ­სე­თის სა­პა­ტიმ­რო­ებ­ში, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გზის პოვ­ნა უსურ­ვა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას Bild ავ­რცე­ლებს.

რო­გორც შოლცმა აღ­ნიშ­ნა, ეს მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­მენ­ტია.

"მი­ვიჩ­ნევ, რომ ეს სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო. თუ თქვენ რა­ი­მე ეჭ­ვე­ბი გქონ­დათ, მათ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლებ­თან სა­უბ­რის შემ­დეგ და­კარ­გავთ. ჩვენ ვართ სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რომ­ლის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის იდეა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჩვენ გაც­ვლის შე­დე­გად და­ვაბ­რუ­ნეთ გერ­მა­ნი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა შემ­თხვე­ვა­ში, საფრ­თხე­ში იქ­ნე­ბოდ­ნენ“,- გა­ნა­ცხა­და ოლაფ შოლცმა.

შოლ­ცი ზე­ლიმ­ხან ხან­გოშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ვა­დიმ კრა­სი­კო­ვის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხსაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და მას რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უწო­და.

"არა­ვის­თვის არ იყო მარ­ტი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი მკვლე­ლის დე­პორ­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა ჰქონ­და მის­ჯი­ლი“,- გა­ნა­ცხა­და შოლცმა.

გაც­ვლის პრო­ცე­სი გერ­მა­ნი­ის იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა მარ­კო ბუშ­მან­მაც შე­ა­ფა­სა.

„ეს იყ­ვნენ პუ­ტი­ნის პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი მხო­ლოდ იმის გამო იყო და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი, რომ თა­ვის აზრს გა­მოთ­ქვამ­დნენ. მათი სი­ცო­ცხლე ბეწ­ვზე ეკი­და. გერ­მა­ნი­ის ერთ-ერთ მო­ქა­ლა­ქეს სიკ­ვდი­ლით დას­ჯა ემუქ­რე­ბო­და“,- გა­ნა­ცხა­და იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა.

ამას­თან, მან პუ­ტი­ნის­თვის ვა­დიმ კრა­სი­კო­ვის გა­და­ცე­მა ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცუდ დათ­მო­ბად შე­ა­ფა­სა, თუმ­ცა აქვე აღ­ნიშ­ნა, რომ ამ ნა­ბი­ჯის გა­რე­შე, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და სხვა პა­ტიმ­რე­ბი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლე­ბი ვერ იქ­ნე­ბოდ­ნენ.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ პა­ტიმ­რებს რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კლი­ნი­კა­ში მო­ა­თავ­სე­ბენ.

ცნო­ბის­თვის, რუ­სე­თის მხა­რის­თვის გა­და­ცე­მულ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის არი­ან: არ­ტემ დულ­ცე­ვი (გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი სლო­ვე­ნი­ი­დან), ანა დულ­ცე­ვა (გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი სლო­ვე­ნი­ი­დან), მი­ხა­ილ მი­კუ­ში­ნი (გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ნორ­ვე­გი­ი­დან), პა­ველ რუბ­ცო­ვი (გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ნორ­ვე­გი­ი­დან), რო­მან სე­ლეზ­ნი­ო­ვი (გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი აშშ-დან), ვლა­დის­ლავ კლი­უ­ში­ნი (გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი აშშ-დან), და ბერ­ლინ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის ზე­ლიმ­ხან ხან­გოშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი ვა­დიმ კრა­სი­კო­ვი (გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი გერ­მა­ნი­ი­დან).

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ ამე­რი­კელ მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის არი­ან: რე­პორ­ტი­ო­რი ევან გერშკო­ვი­ჩი, ყო­ფი­ლი სა­ზღვაო ქვე­ი­თი პოლ უი­ლა­ნი, აშშ-ისა და რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ჟურ­ნა­ლის­ტი ალსუ კურ­მა­შე­ვა და დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ვლა­დი­მირ კარა-მურ­ზა, რო­მელ­საც ასე­ვე აშშ-ში მუდ­მი­ვი ბი­ნად­რო­ბა გა­აჩ­ნია.

გერ­მა­ნი­ა­ში წავ­ლენ 5 გერ­მა­ნი­ის მო­ქა­ლა­ქე - რიკო კრი­გე­რი, კე­ვინ ლიკი, პარ­ტიკ შო­ბე­ლი, დი­ტერ ვო­რო­ნი­ნი და ჰერ­მან მო­ი­ჟე­სი, და 7 რუსი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რი - ილია ია­ში­ნი, ლი­ლია ჩა­ნი­შე­ვა, ქსე­ნია ფა­დე­ე­ვა, ვა­დიმ ოს­ტა­ნი­ნი, ან­დრეი პი­ვო­ვა­რო­ვი, ოლეგ ორ­ლო­ვი და საშა სკო­ჩი­ლენ­კო.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რას ამბობს ოლაფ შოლცი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულის გათავისუფლებაზე - "არავისთვის არ იყო მარტივი გადაწყვეტილების მიღება"

რას ამბობს ოლაფ შოლცი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულის გათავისუფლებაზე - "არავისთვის არ იყო მარტივი გადაწყვეტილების მიღება"

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთსა და დასავლეთს შორის შემდგარი მასშტაბური გაცვლის შედეგად გათავისუფლებულებს კელნის აეროპორტში დახვდა.

გაკეთებულ განცხადებაში გერმანიის კანცლერმა ყველას, ვინც ჯერ კიდევ რჩება რუსეთის საპატიმროებში, გათავისუფლების გზის პოვნა უსურვა. ამის შესახებ ინფორმაციას Bild ავრცელებს.

როგორც შოლცმა აღნიშნა, ეს მისთვის განსაკუთრებული მომენტია.

"მივიჩნევ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. თუ თქვენ რაიმე ეჭვები გქონდათ, მათ გათავისუფლებულებთან საუბრის შემდეგ დაკარგავთ. ჩვენ ვართ საზოგადოება, რომლისთვის თავისუფლების იდეა მნიშვნელოვანია. ჩვენ გაცვლის შედეგად დავაბრუნეთ გერმანიის მოქალაქეები, რომლებიც სხვა შემთხვევაში, საფრთხეში იქნებოდნენ“,- განაცხადა ოლაფ შოლცმა.

შოლცი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის უვადო პატიმრობაში მყოფი ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლების საკითხსაც გამოეხმაურა და მას რთული გადაწყვეტილება უწოდა.

"არავისთვის არ იყო მარტივი გადაწყვეტილების მიღება რამდენიმე წლის განმავლობაში პატიმრობაში მყოფი მკვლელის დეპორტაციის შესახებ, რომელსაც უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი“,- განაცხადა შოლცმა.

გაცვლის პროცესი გერმანიის იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმაც შეაფასა.

„ეს იყვნენ პუტინის პოლიტპატიმრები. ზოგიერთი მათგანი მხოლოდ იმის გამო იყო დაპატიმრებული, რომ თავის აზრს გამოთქვამდნენ. მათი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. გერმანიის ერთ-ერთ მოქალაქეს სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა“,- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ამასთან, მან პუტინისთვის ვადიმ კრასიკოვის გადაცემა ერთ-ერთ ყველაზე ცუდ დათმობად შეაფასა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯის გარეშე, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და სხვა პატიმრები გათავისუფლებულები ვერ იქნებოდნენ.

არსებული ინფორმაციით, გათავისუფლებულ პატიმრებს რამდენიმე დღის განმავლობაში კლინიკაში მოათავსებენ.

ცნობისთვის, რუსეთის მხარისთვის გადაცემულ რუსეთის მოქალაქეებს შორის არიან: არტემ დულცევი (გათავისუფლებული სლოვენიიდან), ანა დულცევა (გათავისუფლებული სლოვენიიდან), მიხაილ მიკუშინი (გათავისუფლებული ნორვეგიიდან), პაველ რუბცოვი (გათავისუფლებული ნორვეგიიდან), რომან სელეზნიოვი (გათავისუფლებული აშშ-დან), ვლადისლავ კლიუშინი (გათავისუფლებული აშშ-დან), და ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული ვადიმ კრასიკოვი (გათავისუფლებული გერმანიიდან).

გათავისუფლებულ ამერიკელ მოქალაქეებს შორის არიან: რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი, ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი, აშშ-ისა და რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა და დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის მოქალაქე ოპოზიციონერი ვლადიმირ კარა-მურზა, რომელსაც ასევე აშშ-ში მუდმივი ბინადრობა გააჩნია.

გერმანიაში წავლენ 5 გერმანიის მოქალაქე - რიკო კრიგერი, კევინ ლიკი, პარტიკ შობელი, დიტერ ვორონინი და ჰერმან მოიჟესი, და 7 რუსი პოლიტიკური პატიმარი - ილია იაშინი, ლილია ჩანიშევა, ქსენია ფადეევა, ვადიმ ოსტანინი, ანდრეი პივოვაროვი, ოლეგ ორლოვი და საშა სკოჩილენკო.

წაიკითხეთ ასევე: