მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოს ახალი "ქრაში", ზედმეტსახელად "ზვიგენი" - ვინ არის რეკორდსმენი მოცურავე, რომელიც გარეგნობის გამო სუპერ პოპულარული გახდა
მსოფლიოს ახალი "ქრაში", ზედმეტსახელად "ზვიგენი" - ვინ არის რეკორდსმენი მოცურავე, რომელიც გარეგნობის გამო სუპერ პოპულარული გახდა

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ პა­რი­ზის 2024 წლის ოლიმ­პი­ა­დამ სხვა აღ­მო­ჩე­ნებ­თან ერ­თად, იტა­ლი­ე­ლი მო­ცუ­რა­ვე, თო­მას ცე­კო­ნი მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვად აქ­ცია.

ცე­კონს ჯერ­ჯე­რო­ბით ორი მე­და­ლი აქვს ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე მი­ღე­ბუ­ლი, თუმ­ცა 23 წლის იტა­ლი­ე­ლი მო­ცუ­რა­ვე უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი მისი აღ­ნა­გო­ბი­სა და გა­რეგ­ნო­ბის გამო გახ­და. მას "ღმერ­თკაც­საც" კი უწო­დე­ბენ.

შა­ბათს ცე­კო­ნიმ და მის­მა გუნ­დმა თა­ვი­სუ­ფალ სტილ­ში გა­მოს­ვლი­სას მე­სა­მე ად­გი­ლი აიღო. სწო­რედ მედ­ლე­ბის გა­და­ცე­მი­სას მო­ექ­ცნენ ისი­ნი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი თო­მას ცე­კო­ნიმ და­უმ­სა­ხუ­რა. TikTok-ზე კი ნამ­დვილ სუ­პერ ვარ­სკვლა­ვად იქცა.

“თით­ქოს მო­დე­ლე­ბი იყ­ვნენ“, - წერს People.

ორი დღის შემ­დეგ, ორ­შა­ბათს, ცე­კო­მინ 100 მეტრზე ზურ­გზე ცურ­ვი­სას თა­ვი­სი პირ­ვე­ლი ოქრო მო­ი­პო­ვა.

"წყალ­ში სიჩ­ქა­რის, მონ­დო­მე­ბის და სი­მაღ­ლის გამო, ისი­ნი მას "ზვი­გენს" ეძა­ხი­ან. 1.97 სი­მაღ­ლით, ძნე­ლია აუზ­ში არ გა­მო­ირ­ჩე­ო­დე", - იუ­წყე­ბა იტა­ლი­უ­რი ტე­ლე­ვი­ზია RAI.

თო­მაც ცე­კო­ნი 2001 წელს ტი­ენ­ში, ვი­ჩენ­ცა­ში და­ი­ბა­და. ის სპორ­ტსმე­ნე­ბის შვი­ლია. მისი მამა მო­ჭი­და­ვეა, დედა კი ჩემ­პი­ო­ნი მო­ცი­გუ­რა­ვე­თა შო­რის.

ბავ­შვო­ბა­ში თო­მა­სი თა­მა­შობ­და ჩოგ­ბურთს და გა­მო­ირ­ჩე­ო­და ცურ­ვა­შიც.

მისი ცურ­ვის კა­რი­ე­რა 2016 წელს და­ი­წყო, რო­დე­საც იტა­ლი­ის ეროვ­ნულ­მა ახალ­გაზ­რდულ­მა ნაკ­რებ­მა პირ­ვე­ლად გა­მო­ი­ძა­ხა ევრო იუ­ნი­ორსში. ორი წლის შემ­დეგ, ბუ­ე­ნოს აი­რეს­ში გა­მარ­თულ ახალ­გაზ­რდულ ოლიმ­პი­ა­და­ზე მან პირ­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო მედ­ლე­ბი მო­ი­პო­ვა.

2020 წელს მან გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა იტა­ლი­ის რე­კორ­დი ზურ­გზე 100 მეტრზე. მომ­დევ­ნო წელს, ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­და­ზე, მან მო­ა­ხერ­ხა ვერ­ცხლის (4×100 თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით) და ბრინ­ჯა­ოს (მა­მა­კა­ცე­ბის 4×100 შე­რე­უ­ლი) მო­პო­ვე­ბა.

მე­და­ლი მო­ი­პო­ვა 2022 წელს ბუ­და­პეშ­ტში გა­მარ­თულ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, სა­დაც და­ამ­ყა­რა ახა­ლი მსოფ­ლიო რე­კორ­დი ზურ­გზე 100 მეტრზე და ეროვ­ნუ­ლი რე­კორ­დი 50 მეტრზე ზურ­გზე და 50 მეტრზე პე­პე­ლა­ში, ოთხი ოქ­რო­თი და ორი ვერ­ცხლით რომ­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე. ასე­ვე სამი ფუ­კუ­ო­კას მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე (ერთი ოქრო და ორი ვერ­ცხლი).

ახლა ოლიმ­პი­უ­რი მედ­ლით ცე­კო­ნიმ აის­რუ­ლა ოც­ნე­ბა. თუმ­ცა, სა­ვა­რა­უ­დოდ მას უამ­რა­ვი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ექ­ნე­ბა კინო ინ­დუსტრი­ი­დან და შე­საძ­ლოა, ახა­ლი მწვერ­ვა­ლე­ბიც და­ი­პყროს.

myquiz
00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალი
0

არ მეგონა თუ ასეთ პატარა ბიჭს ამდენი ტიტულები ჰქონდა,აბა წარმატებები მაშინ მას კარირაშიც და პირადშიც...გენი სხვაა👏⚘️ვაფასებ სპორტულ ოჯახებს...👏👏⚘️🤣

კესანე
0

ცეკონი კი არა ჩეკონია მისი გვარი. იწერება ასე: Ceccon. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

მსოფლიოს ახალი "ქრაში", ზედმეტსახელად "ზვიგენი" - ვინ არის რეკორდსმენი მოცურავე, რომელიც გარეგნობის გამო სუპერ პოპულარული გახდა

მსოფლიოს ახალი "ქრაში", ზედმეტსახელად "ზვიგენი" - ვინ არის რეკორდსმენი მოცურავე, რომელიც გარეგნობის გამო სუპერ პოპულარული გახდა

შეიძლება ითქვას, რომ პარიზის 2024 წლის ოლიმპიადამ სხვა აღმოჩენებთან ერთად, იტალიელი მოცურავე, თომას ცეკონი მსოფლიო ვარსკვლავად აქცია.

ცეკონს ჯერჯერობით ორი მედალი აქვს ოლიმპიურ თამაშებზე მიღებული, თუმცა 23 წლის იტალიელი მოცურავე უფრო პოპულარული მისი აღნაგობისა და გარეგნობის გამო გახდა. მას "ღმერთკაცსაც" კი უწოდებენ.

შაბათს ცეკონიმ და მისმა გუნდმა თავისუფალ სტილში გამოსვლისას მესამე ადგილი აიღო. სწორედ მედლების გადაცემისას მოექცნენ ისინი ყურადღების ცენტრში.

განსაკუთრებული აქცენტი თომას ცეკონიმ დაუმსახურა. TikTok-ზე კი ნამდვილ სუპერ ვარსკვლავად იქცა.

“თითქოს მოდელები იყვნენ“, - წერს People.

ორი დღის შემდეგ, ორშაბათს, ცეკომინ 100 მეტრზე ზურგზე ცურვისას თავისი პირველი ოქრო მოიპოვა.

"წყალში სიჩქარის, მონდომების და სიმაღლის გამო, ისინი მას "ზვიგენს" ეძახიან. 1.97 სიმაღლით, ძნელია აუზში არ გამოირჩეოდე", - იუწყება იტალიური ტელევიზია RAI.

თომაც ცეკონი 2001 წელს ტიენში, ვიჩენცაში დაიბადა. ის სპორტსმენების შვილია. მისი მამა მოჭიდავეა, დედა კი ჩემპიონი მოციგურავეთა შორის.

ბავშვობაში თომასი თამაშობდა ჩოგბურთს და გამოირჩეოდა ცურვაშიც.

მისი ცურვის კარიერა 2016 წელს დაიწყო, როდესაც იტალიის ეროვნულმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა პირველად გამოიძახა ევრო იუნიორსში. ორი წლის შემდეგ, ბუენოს აირესში გამართულ ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე მან პირველი საერთაშორისო მედლები მოიპოვა.

2020 წელს მან გააუმჯობესა იტალიის რეკორდი ზურგზე 100 მეტრზე. მომდევნო წელს, ტოკიოს ოლიმპიადაზე, მან მოახერხა ვერცხლის (4×100 თავისუფალი სტილით) და ბრინჯაოს (მამაკაცების 4×100 შერეული) მოპოვება.

მედალი მოიპოვა 2022 წელს ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც დაამყარა ახალი მსოფლიო რეკორდი ზურგზე 100 მეტრზე და ეროვნული რეკორდი 50 მეტრზე ზურგზე და 50 მეტრზე პეპელაში, ოთხი ოქროთი და ორი ვერცხლით რომში ევროპის ჩემპიონატზე. ასევე სამი ფუკუოკას მსოფლიო ჩემპიონატზე (ერთი ოქრო და ორი ვერცხლი).

ახლა ოლიმპიური მედლით ცეკონიმ აისრულა ოცნება. თუმცა, სავარაუდოდ მას უამრავი შემოთავაზება ექნება კინო ინდუსტრიიდან და შესაძლოა, ახალი მწვერვალებიც დაიპყროს.

<div class="palettepq_container" data-href="https://myquiz.ge/quiz/view/8auV4sM2gBXctw/" data-palettepq="8auV4sM2gBXctw"><span style="display: none;">myquiz</span></div>