სამართალი
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გული მატკინეს, ინტერნეტ სივრცეს რომ გადავხედე... ჩემი შვილი ასეთი აღელვებული და განცდებში არ მინახავს, თუმცა მადლიერი ვარ" - რას ჰყვება ილია სულამანიძის დედა მძიმე ფინალის შემდეგ?
"გული მატკინეს, ინტერნეტ სივრცეს რომ გადავხედე... ჩემი შვილი ასეთი აღელვებული და განცდებში არ მინახავს, თუმცა მადლიერი ვარ" - რას ჰყვება ილია სულამანიძის დედა მძიმე ფინალის შემდეგ?

პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზე გუ­შინ კი­დევ ერ­თმა ქარ­თველ­მა სპორ­ტსმენ­მა მო­ი­პო­ვა ოლიმ­პი­უ­რი ჯილ­დო. ილია სუ­ლა­მა­ნი­ძე ვერ­ცხლის მედ­ლის მფლო­ბე­ლი გახ­და.

ამ დრო­ის­თვის ეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მე­სა­მე მე­და­ლია - ძი­უ­დო­ის­ტი ლაშა ბე­ქა­უ­რი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი მე­ო­რედ გახ­და და პირ­ვე­ლი ოქ­როს მე­და­ლი მო­უ­ტა­ნა ქვე­ყა­ნას. პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზე პირ­ვე­ლი ვერ­ცხლის მე­და­ლი მსოფ­ლი­ოს სამ­გზის ჩემ­პი­ონ­მა, ტატო გრი­გა­ლაშ­ვილ­მა მო­ი­პო­ვა.

ძი­უ­დო­ის­ტი ილია სუ­ლა­მა­ნი­ძე (100 კგ) ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ფი­ნალ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ ათ­ლეტს, ზე­ლიმ კო­ცო­ევს და­უ­პი­რის­პირ­და და სამ­წუ­ხა­როდ, და­მარ­ცხდა. მთე­ლი ბრძო­ლა ქარ­თველს მიჰ­ყავ­და, ბოლო წა­მე­ბამ­დე ვა­ზა­რით იგებ­და კი­დეც, თუმ­ცა ბოლო 12 წამ­ში მი­ღე­ბუ­ლი გაფრ­თხი­ლე­ბე­ბის გამო ის შეხ­ვედ­რი­დან მოხ­სნეს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა დღემ­დე მსჯე­ლობს, რამ­დე­ნად სა­მარ­თლი­ა­ნი იყო მსა­ჯი.

რო­გორც ილი­ას დედა, მა­ნა­ნა გო­ჩე­ლაშ­ვი­ლი ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს, მსა­ჯის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამ დრო­ის­თვის გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლია.

რო­დე­საც ილი­ას დე­დას ინ­ტერ­ვი­უ­ზე და­ვუ­რე­კეთ, ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე არ შე­ეძ­ლო სა­უ­ბა­რი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შვილ­მა პირ­ვე­ლი­ვე ოლიმ­პი­ა­და­ზე, მე­და­ლი აიღო, დედა მომ­ხდარ­ზე ნერ­ვი­უ­ლობს. გა­ნიც­დის იმ კო­მენ­ტა­რებს, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ოქ­როს­თვის ბრძო­ლა­ში სპორ­ტსმენს აკ­რი­ტი­კებს. გვი­თხრა, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელს ცოტა ხნით გა­მო­ე­თი­შა.

- ქალ­ბა­ტო­ნო მა­ნა­ნა, გი­ლო­ცავთ შვი­ლის წარ­მა­ტე­ბას. ილი­ას­თვის ეს პირ­ვე­ლი ოლიმ­პი­ა­და იყო და ვერ­ცხლის მედ­ლით ბრუნ­დე­ბა სამ­შობ­ლო­ში...

- შვი­ლის თა­მა­შებს სა­ერ­თოდ ვერ ვუ­ყუ­რებ. ახლა მით უმე­ტეს. იმ დღეს, ილია რომ თა­მა­შობ­და, სა­ლო­ცავ­ზე მივ­დი­ო­დი, ფეხი და­მი­ცურ­და და ნა­ხე­ვა­რი დღე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ვა­ტა­რე. სა­ღა­მოს კი­დევ გული გვატ­კი­ნეს, მაგ­რამ არა უშავს, წინ არის ყვე­ლა­ფე­რი.

ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა შვი­ლებ­თან, ილი­ას­თან და შა­კოს­თან ერ­თად

- რას გუ­ლის­ხმობთ, ოქ­როს მო­ლო­დი­ნი ჰქონ­დათ ილი­ას­გან...

- ინ­ტერ­ნეტ სივ­რცეს რომ გა­და­ხე­დოთ, იმათ უფრო მატ­კი­ნეს გული. და­ვა­ნე­ბე თავი ყვე­ლაფ­რის წა­კი­თხვას. მსა­ჯის და­ნა­შა­უ­ლი იყო, უნდა მი­ე­ცათ იპო­ნი და თა­მა­ში და­ემ­თავ­რე­ბი­ნა. ასე წე­რენ, ვინც იცის. გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლია და ვნა­ხოთ რა იქ­ნე­ბა.

- მას შემ­დეგ, ილი­ას თუ ესა­უბ­რეთ, რო­გო­რია მისი ემო­ცი­ე­ბი...

- ძა­ლი­ან ცოტა ხანი გვე­სა­უბ­რა, ვი­ნერ­ვი­უ­ლეთ ძა­ლი­ან. ჩემი შვი­ლი ასე­თი აღელ­ვე­ბუ­ლი და გან­ცდებ­ში არ მი­ნა­ხავს. ალ­ბათ, ნა­ხავ­დით, ტა­ტა­მი­დან რომ გა­მო­ვი­და, რა დღე­ში იყო. ყვე­ლა სი­ხა­რუ­ლი ამ ნერ­ვი­უ­ლო­ბამ გა­და­ფა­რა. ილია რომ გვე­სა­უბ­რა, გვი­თხრა, არ ინერ­ვი­უ­ლო­თო. არც შე­ვი­ტყვე მას­თან ჩემი ნერ­ვი­უ­ლო­ბა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად უნდა გა­ვაძ­ლი­ე­როთ.

- ახლა რო­გორ გრძნობთ თავს, რო­გო­რია თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ტრავ­მის შემ­დეგ?

- უკე­თე­სად, მაგ­რამ ჩემს შვილს აე­რო­პორ­ტში ვერ დავ­ხვდე­ბი, რო­გორც შე­ე­ფე­რე­ბო­და... სახ­ლში ვიქ­ნე­ბი.

- ილია დინ­ჯია მის ასაკ­თან შე­და­რე­ბით. არ აქ­ტი­უ­რობს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, არ უყ­ვარს მე­დია...

- 5 წლის იყო მა­მამ რომ ძი­უ­დო­ზე შე­იყ­ვა­ნა. ძა­ლი­ან შრო­მის­მოყ­ვა­რე და დის­ციპ­ლი­ნი­ა­ნი იყო, ყვე­ლაფ­რით გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი. ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, არც ისე კარ­გი მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვიო, მას­წავ­ლებ­ლებ­მა საყ­ვე­დუ­რი გვი­თხრეს, ეს რო­გორ თქვაო. ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი იყო, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარ­და მა­თე­მა­ტი­კუ­რი საგ­ნე­ბი. ბავ­შვო­ბი­დან სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე შე­გეძ­ლო აზრს შე­კი­თხო­დი და მისი რჩე­ვით გე­სარ­გებ­ლა.

- მუ­სი­კა­ზე თქვენ შე­იყ­ვა­ნეთ, ძა­ლი­ან კარ­გად უკ­რავს პი­ა­ნი­ნო­ზე. სა­დაც ინ­სტრუ­მენტს ნა­ხავს, ყველ­გან უკ­რავს.

- მა­მას და მა­მი­დას მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა აქვთ, გე­ნე­ტი­კუ­რად აქვს ილი­ა­საც ეს. სას­წავ­ლე­ბელ­ში არ უს­წავ­ლია, ძი­უ­დოს გამო ამ­დე­ნი დრო არ ჰქონ­და. კერ­ძო მას­წავ­ლე­ბელ­თან შე­ვიყ­ვა­ნე, ჩემი ორი­ვე შვი­ლი - ილია და შაკო, ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი იყო, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი. გა­სამ­რჯე­ლოს გა­რე­შე ას­წავ­ლი­და. ერთხელ ილია და შაკო გაკ­ვე­თილ­ზე რომ იყ­ვნენ, მას­წავ­ლე­ბელს მე­გო­ბა­რი მოს­ვლია სტუმ­რად. 20 წუ­თით გვერ­დზე გა­ვიდ­ნენ სა­უბ­რობ­დნენ. შემ­დეგ გა­მო­სუ­ლა და უთ­ქვამს, დას­რულ­დაო გაკ­ვე­თი­ლი, ილი­ას უკი­თხავს, 20 წუთი ლა­პა­რა­კობ­დით, ეგ დრო დაგ­ვი­მა­ტე­თო. იცი­ნო­და მას­წავ­ლე­ბე­ლი, არ გვა­პა­ტია დრო­ის გაც­დე­ნაო. ღია კა­რის დღე­ზე ორი­ვე ძმა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად უკ­რავ­და. ილია თით­ქმის ყვე­ლა საკ­რავ­ზე უკ­რავს.

ძმე­ბი სუ­ლა­მა­ნი­ძე­ე­ბი

- ილი­ას ძმა­ზე, შა­კო­ზე მოგ­ვი­ყე­ვით...

- ილია და შაკო ერთ კლას­ში სწავ­ლობ­დნენ, ერთი წე­ლია მათ შო­რის სხვა­ო­ბა. შალ­ვა 24 წლის არის, ილია 23-ის. ერთ კლას­ში შე­ვიყ­ვა­ნე, ძა­ლი­ან კარგ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­დნენ და არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ კლას­ში მოხ­ვდნენ. შა­კოც ძი­უ­დო­ის­ტი იყო, ორი­ვე ძმა კარ­გად მი­დი­ოდ­ნენ, მაგ­რამ შა­კოს ხელი მო­ტყდა, შემ­დეგ ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა დას­ჭირ­და და დრო გა­უც­და. ორი­ვემ პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რეს, შა­კომ კი ფიტ­ნეს აკა­დე­მია. შა­კოც ძი­უ­დო­ში ცნო­ბა­დი სპორ­ტსმე­ნია, რომ გა­მარ­თლე­ბო­და და ტრავ­მა არ მი­ე­ღო, ძა­ლი­ან კარ­გი მო­ნა­ცე­მე­ბი ჰქონ­და.

- ოჯა­ხის ემო­ცი­ე­ბი რო­გო­რი იყო გუ­შინ?

- მე გვერ­დით ოთახ­ში ვი­წე­ქი მო­ტე­ხი­ლი ფე­ხის გამო. მთე­ლი მისი სა­მე­გობ­რო მე­ო­რე ოთახ­ში უყუ­რებ­დნენ. მა­მა­მი­სი ხმას ვერ იღებს, ეგ­რე­ვე ფით­რდე­ბა. ხან­და­ხან რომ შევ­ხე­დავ, მე­ში­ნია რამე არ და­ე­მარ­თოს.

ილია დე­დას­თან ერ­თად

- ქალ­ბა­ტო­ნო მა­ნა­ნა, ილი­ას­თვის ხომ ეს პირ­ვე­ლი ოლიმ­პი­ა­დაა და უკვე ასე­თი წარ­მა­ტე­ბით ბრუნ­დე­ბა...

- რა თქმა უნდა, მად­ლო­ბა უფალს, მა­გის­თვის მივ­დი­ო­დი ტა­ძარ­ში. მაგ­რამ რო­დე­საც ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­აა, რომ ყვე­ლა წერს, იპო­ნის მერე უნდა და­ემ­თავ­რე­ბი­ნა, ძნე­ლია. თო­რემ სპორ­ტსმე­ნე­ბი ილი­ა­ზე მეტი დამ­სა­ხუ­რე­ბის და ასა­კის არი­ან და ბრინ­ჯა­ოც ვერ აი­ღეს. ყვე­ლას მად­ლი­ე­რი ვართ, მწვრთნე­ლე­ბის, ხალ­ხის, მე­ტი­რე­ბა ისე­თი და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბი მო­დის. ხან­და­ხან ვფიქ­რობ, ამ ხალ­ხს ჩემ­ზე მე­ტად ხომ არ უყ­ვართ ჩემი შვი­ლი-მეთ­ქი. ეს არის ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა და ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბა. ყვე­ლა დედა იყოს ამ ქვე­ყა­ნა­ზე ბედ­ნი­ე­რი და მა­შინ ვიქ­ნე­ბი მეც ბედ­ნი­ე­რი.

myquiz

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტერეზა მეი
0

დიდი მადლობა ამ ღირსეულ მანდილოსანს, ასეთი კარგი შვილის აღზრდისათვის. <3

ბენო
0

ნუ წერთ, რომ ფინალში ილია დამარცხდა, ხომ ყველამ ვიცით, რომ არ დამარცხებულს. დაწერეთ, რომ ე.წ. ვაიზერებმა თუ დამკვიდრებლებმა გამარჯვება ილიას მეტოქეს დაუმსახურებლად მიანიჭეს...

ავტორი:

"გული მატკინეს, ინტერნეტ სივრცეს რომ გადავხედე... ჩემი შვილი ასეთი აღელვებული და განცდებში არ მინახავს, თუმცა მადლიერი ვარ" - რას ჰყვება ილია სულამანიძის დედა მძიმე ფინალის შემდეგ?

"გული მატკინეს, ინტერნეტ სივრცეს რომ გადავხედე... ჩემი შვილი ასეთი აღელვებული და განცდებში არ მინახავს, თუმცა მადლიერი ვარ" - რას ჰყვება ილია სულამანიძის დედა მძიმე ფინალის შემდეგ?

პარიზის ოლიმპიადაზე გუშინ კიდევ ერთმა ქართველმა სპორტსმენმა მოიპოვა ოლიმპიური ჯილდო. ილია სულამანიძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ამ დროისთვის ეს საქართველოსთვის მესამე მედალია - ძიუდოისტი ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონი მეორედ გახდა და პირველი ოქროს მედალი მოუტანა ქვეყანას. პარიზის ოლიმპიადაზე პირველი ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.

ძიუდოისტი ილია სულამანიძე (100 კგ) ოლიმპიური თამაშების ფინალში აზერბაიჯანელ ათლეტს, ზელიმ კოცოევს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, დამარცხდა. მთელი ბრძოლა ქართველს მიჰყავდა, ბოლო წამებამდე ვაზარით იგებდა კიდეც, თუმცა ბოლო 12 წამში მიღებული გაფრთხილებების გამო ის შეხვედრიდან მოხსნეს. საზოგადოება დღემდე მსჯელობს, რამდენად სამართლიანი იყო მსაჯი.

როგორც ილიას დედა, მანანა გოჩელაშვილი ჩვენთან ინტერვიუში აცხადებს, მსაჯის გადაწყვეტილება ამ დროისთვის გასაჩივრებულია.

როდესაც ილიას დედას ინტერვიუზე დავურეკეთ, ემოციების გარეშე არ შეეძლო საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ შვილმა პირველივე ოლიმპიადაზე, მედალი აიღო, დედა მომხდარზე ნერვიულობს. განიცდის იმ კომენტარებს, სადაც საზოგადოების ნაწილი ოქროსთვის ბრძოლაში სპორტსმენს აკრიტიკებს. გვითხრა, რომ სოციალურ ქსელს ცოტა ხნით გამოეთიშა.

- ქალბატონო მანანა, გილოცავთ შვილის წარმატებას. ილიასთვის ეს პირველი ოლიმპიადა იყო და ვერცხლის მედლით ბრუნდება სამშობლოში...

- შვილის თამაშებს საერთოდ ვერ ვუყურებ. ახლა მით უმეტეს. იმ დღეს, ილია რომ თამაშობდა, სალოცავზე მივდიოდი, ფეხი დამიცურდა და ნახევარი დღე საავადმყოფოში გავატარე. საღამოს კიდევ გული გვატკინეს, მაგრამ არა უშავს, წინ არის ყველაფერი.

ქალბატონი მანანა შვილებთან, ილიასთან და შაკოსთან ერთად

- რას გულისხმობთ, ოქროს მოლოდინი ჰქონდათ ილიასგან...

- ინტერნეტ სივრცეს რომ გადახედოთ, იმათ უფრო მატკინეს გული. დავანებე თავი ყველაფრის წაკითხვას. მსაჯის დანაშაული იყო, უნდა მიეცათ იპონი და თამაში დაემთავრებინა. ასე წერენ, ვინც იცის. გასაჩივრებულია და ვნახოთ რა იქნება.

- მას შემდეგ, ილიას თუ ესაუბრეთ, როგორია მისი ემოციები...

- ძალიან ცოტა ხანი გვესაუბრა, ვინერვიულეთ ძალიან. ჩემი შვილი ასეთი აღელვებული და განცდებში არ მინახავს. ალბათ, ნახავდით, ტატამიდან რომ გამოვიდა, რა დღეში იყო. ყველა სიხარული ამ ნერვიულობამ გადაფარა. ილია რომ გვესაუბრა, გვითხრა, არ ინერვიულოთო. არც შევიტყვე მასთან ჩემი ნერვიულობა, ფსიქოლოგიურად უნდა გავაძლიეროთ.

- ახლა როგორ გრძნობთ თავს, როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ტრავმის შემდეგ?

- უკეთესად, მაგრამ ჩემს შვილს აეროპორტში ვერ დავხვდები, როგორც შეეფერებოდა... სახლში ვიქნები.

- ილია დინჯია მის ასაკთან შედარებით. არ აქტიურობს სოციალურ ქსელში, არ უყვარს მედია...

- 5 წლის იყო მამამ რომ ძიუდოზე შეიყვანა. ძალიან შრომისმოყვარე და დისციპლინიანი იყო, ყველაფრით გაწონასწორებული. ერთ ინტერვიუში ამბობს, არც ისე კარგი მოსწავლე ვიყავიო, მასწავლებლებმა საყვედური გვითხრეს, ეს როგორ თქვაო. ძალიან ნიჭიერი იყო, განსაკუთრებულად უყვარდა მათემატიკური საგნები. ბავშვობიდან სერიოზულობით გამოირჩეოდა. პატარაობიდანვე შეგეძლო აზრს შეკითხოდი და მისი რჩევით გესარგებლა.

- მუსიკაზე თქვენ შეიყვანეთ, ძალიან კარგად უკრავს პიანინოზე. სადაც ინსტრუმენტს ნახავს, ყველგან უკრავს.

- მამას და მამიდას მუსიკალური განათლება აქვთ, გენეტიკურად აქვს ილიასაც ეს. სასწავლებელში არ უსწავლია, ძიუდოს გამო ამდენი დრო არ ჰქონდა. კერძო მასწავლებელთან შევიყვანე, ჩემი ორივე შვილი - ილია და შაკო, ჩვენი მეზობელი იყო, ძალიან კარგი ადამიანი. გასამრჯელოს გარეშე ასწავლიდა. ერთხელ ილია და შაკო გაკვეთილზე რომ იყვნენ, მასწავლებელს მეგობარი მოსვლია სტუმრად. 20 წუთით გვერდზე გავიდნენ საუბრობდნენ. შემდეგ გამოსულა და უთქვამს, დასრულდაო გაკვეთილი, ილიას უკითხავს, 20 წუთი ლაპარაკობდით, ეგ დრო დაგვიმატეთო. იცინოდა მასწავლებელი, არ გვაპატია დროის გაცდენაო. ღია კარის დღეზე ორივე ძმა არაჩვეულებრივად უკრავდა. ილია თითქმის ყველა საკრავზე უკრავს.

ძმები სულამანიძეები

- ილიას ძმაზე, შაკოზე მოგვიყევით...

- ილია და შაკო ერთ კლასში სწავლობდნენ, ერთი წელია მათ შორის სხვაობა. შალვა 24 წლის არის, ილია 23-ის. ერთ კლასში შევიყვანე, ძალიან კარგ სკოლაში სწავლობდნენ და არაჩვეულებრივ კლასში მოხვდნენ. შაკოც ძიუდოისტი იყო, ორივე ძმა კარგად მიდიოდნენ, მაგრამ შაკოს ხელი მოტყდა, შემდეგ ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და დრო გაუცდა. ორივემ პოლიტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრეს, შაკომ კი ფიტნეს აკადემია. შაკოც ძიუდოში ცნობადი სპორტსმენია, რომ გამართლებოდა და ტრავმა არ მიეღო, ძალიან კარგი მონაცემები ჰქონდა.

- ოჯახის ემოციები როგორი იყო გუშინ?

- მე გვერდით ოთახში ვიწექი მოტეხილი ფეხის გამო. მთელი მისი სამეგობრო მეორე ოთახში უყურებდნენ. მამამისი ხმას ვერ იღებს, ეგრევე ფითრდება. ხანდახან რომ შევხედავ, მეშინია რამე არ დაემართოს.

ილია დედასთან ერთად

- ქალბატონო მანანა, ილიასთვის ხომ ეს პირველი ოლიმპიადაა და უკვე ასეთი წარმატებით ბრუნდება...

- რა თქმა უნდა, მადლობა უფალს, მაგისთვის მივდიოდი ტაძარში. მაგრამ როდესაც ასეთი სიტუაციაა, რომ ყველა წერს, იპონის მერე უნდა დაემთავრებინა, ძნელია. თორემ სპორტსმენები ილიაზე მეტი დამსახურების და ასაკის არიან და ბრინჯაოც ვერ აიღეს. ყველას მადლიერი ვართ, მწვრთნელების, ხალხის, მეტირება ისეთი დადებითი ემოციები მოდის. ხანდახან ვფიქრობ, ამ ხალხს ჩემზე მეტად ხომ არ უყვართ ჩემი შვილი-მეთქი. ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება და ჩვენი გამარჯვება. ყველა დედა იყოს ამ ქვეყანაზე ბედნიერი და მაშინ ვიქნები მეც ბედნიერი.

<div class="palettepq_container" data-href="https://myquiz.ge/quiz/view/8auV4sM2gBXctw/" data-palettepq="8auV4sM2gBXctw"><span style="display: none;">myquiz</span></div>

წაიკითხეთ ასევე: