სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არაერთხელ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება და ვთხოვეთ მთავრობას გადახედოს მის ქმედებებს...  მზად ვართ აღვადგინოთ ურთიერთობა..." - აშშ-ის ელჩი
"არაერთხელ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება და ვთხოვეთ მთავრობას გადახედოს მის ქმედებებს...  მზად ვართ აღვადგინოთ ურთიერთობა..." - აშშ-ის ელჩი

მზად ვართ აღ­ვად­გი­ნოთ ურ­თი­ერ­თო­ბა, იმე­დი მაქვს, მთავ­რო­ბა გა­დად­გამს მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­ბი­ჯებს, რათა და­ვუბ­რუნ­დეთ პირ­ვან­დელ კურსს - ჩვენ ყო­ველ­თვის ვიქ­ნე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ხალ­ხის მე­გო­ბა­რი და პარტნი­ო­რი, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის ელჩმა რო­ბინ და­ნი­გან­მა მე­დი­ას გა­ნუ­ცხა­და.

და­ნი­გან­მა ისა­უბ­რა აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნის გან­ცხა­დე­ბა­ზე, რომ­ლის თა­ნახ­მად, აშშ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას 95 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის დახ­მა­რე­ბას უჩე­რებს. ელჩმა გან­მარ­ტა, თუ რამ გა­მო­იწ­ვია აშშ-ის მხრი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი და გა­ნა­ცხა­და, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს ძა­ლი­ან აწუ­ხებს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ზო­გი­ერ­თი ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქმე­დე­ბა, რო­გო­რი­ცაა კა­ნო­ნი "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის“ შე­სა­ხებ, ასე­ვე ცრუ გან­ცხა­დე­ბე­ბი აშშ-ის შე­სა­ხებ, ნე­გა­ტი­უ­რი რი­ტო­რი­კა შე­ერ­თე­ბულ შტა­ტე­ბი­სა და და­სავ­ლეთ­ზე.

ამას­თან ელჩმა ისა­უბ­რა იმ მხარ­და­ჭე­რა­ზე, რო­მელ­საც აშშ პარტნი­ო­რო­ბის 33 წლის მან­ძილ­ზე უწევს სა­ქარ­თვე­ლოს.

"ნება მო­მე­ცით და­ვი­წყოთ იმით, რომ გა­ვი­მე­ო­რო შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მთავ­რო­ბი­სა და ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის აბ­სო­ლუ­ტუ­რი მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს ხალ­ხის მი­მართ. ჩვენ უკვე 33 წე­ლია პარტნი­ო­რე­ბი ვართ. 33 წე­ლია, რაც ერ­თად ვმუ­შა­ობთ. ჩვენ ერ­თად ვიბ­რძო­დით. ჩვენ ერ­თად და­ვეხ­მა­რეთ სკო­ლე­ბი­სა და კლი­ნი­კე­ბის აშე­ნე­ბა­ში. ჩვენ ეს გა­ვა­კე­თეთ ერ­თად, რათა ხელი შე­ვუ­წყოთ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის, მისი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზას. ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ ამის გა­კე­თე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ხალ­ხის­თვის.

თქვენ იკი­თხეთ სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის გუ­შინ­დელ გან­ცხა­დე­ბა­ზე, რომ ჩვენ ვა­ჩე­რებთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დახ­მა­რე­ბას. რა­ტომ გა­ვა­კე­თეთ ეს? ჩვენ არა­ერ­თხელ გვი­ლა­პა­რა­კია სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ზო­გი­ერთ ქმე­დე­ბებ­ზე, რაც ძა­ლი­ან გვა­წუ­ხებს - ზო­გი­ერ­თი ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქმე­დე­ბა, რო­გო­რი­ცაა კა­ნო­ნი უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის შე­სა­ხებ, ასე­ვე სხვა ქმე­დე­ბე­ბი და ცრუ გან­ცხა­დე­ბე­ბი აშშ-ის შე­სა­ხებ, ნე­გა­ტი­უ­რი რი­ტო­რი­კა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და და­სავ­ლე­თის შე­სა­ხებ.

ჩვენ არა­ერ­თხელ გა­მოვ­თქვით ჩვე­ნი შეშ­ფო­თე­ბა და ვთხო­ვეთ მთავ­რო­ბას გა­და­ხე­დოს მის ქმე­დე­ბებს. ჩვენ ასე­ვე ვთქვით, რომ გა­დავ­ხე­დავთ ჩვენს ორ­მხრივ ურ­თი­ერ­თო­ბას. გუ­შინ კი მდი­ვან­მა ბლინ­კენ­მა გა­მო­ა­ცხა­და, რომ ამ გან­ხილ­ვის შე­დე­გად, ის აჩე­რებს ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილს, რო­მე­ლიც პირ­და­პირ მთავ­რო­ბას მი­ე­წო­დე­ბა. ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ სტუ­დენ­ტე­ბის, მას­წავ­ლებ­ლე­ბის, ფერ­მე­რე­ბის, მცი­რე ბიზ­ნე­სის მფლო­ბე­ლე­ბის, სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რას. ასე­ვე გაგ­რძელ­დე­ბა ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის მი­მართ. რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა თქვა, ყვე­ლა­ფე­რი გან­ხილ­ვის პრო­ცეს­შია. ევ­რო­კავ­შირ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ამ ქმე­დე­ბებ­მა და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ამ გა­მო­იწ­ვია სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბა. ჩვენ გვსურს გა­ვაგ­რძე­ლოთ ერ­თად მუ­შა­ო­ბა, რათა და­ვეხ­მა­როთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მის­წრა­ფე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას, გახ­დეს და­სავ­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტი­ე­ბის ოჯა­ხის წევ­რი.

ჩვენ მზად ვართ აღ­ვად­გი­ნოთ ეს ურ­თი­ერ­თო­ბა. იმე­დი მაქვს, მთავ­რო­ბა გა­დად­გამს მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­ბი­ჯებს, რათა და­ვუბ­რუნ­დეთ პირ­ვან­დელ კურსს. მინ­და გა­ვი­მე­ო­რო, რომ ჩვენ ყო­ველ­თვის ვიქ­ნე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ხალ­ხის მე­გო­ბა­რი და პარტნი­ო­რი”, - დას­ძი­ნა ელჩმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"არაერთხელ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება და ვთხოვეთ მთავრობას გადახედოს მის ქმედებებს...  მზად ვართ აღვადგინოთ ურთიერთობა..." - აშშ-ის ელჩი

"არაერთხელ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება და ვთხოვეთ მთავრობას გადახედოს მის ქმედებებს...  მზად ვართ აღვადგინოთ ურთიერთობა..." - აშშ-ის ელჩი

მზად ვართ აღვადგინოთ ურთიერთობა, იმედი მაქვს, მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რათა დავუბრუნდეთ პირვანდელ კურსს - ჩვენ ყოველთვის ვიქნებით საქართველოს ხალხის მეგობარი და პარტნიორი, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა მედიას განუცხადა.

დანიგანმა ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაზე, რომლის თანახმად, აშშ საქართველოს მთავრობას 95 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას უჩერებს. ელჩმა განმარტა, თუ რამ გამოიწვია აშშ-ის მხრიდან აღნიშნული ქმედებები და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან აწუხებს საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ანტიდემოკრატიული ქმედება, როგორიცაა კანონი "უცხოური გავლენის“ შესახებ, ასევე ცრუ განცხადებები აშშ-ის შესახებ, ნეგატიური რიტორიკა შეერთებულ შტატებისა და დასავლეთზე.

ამასთან ელჩმა ისაუბრა იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც აშშ პარტნიორობის 33 წლის მანძილზე უწევს საქართველოს.

"ნება მომეცით დავიწყოთ იმით, რომ გავიმეორო შეერთებული შტატების მთავრობისა და ამერიკელი ხალხის აბსოლუტური მხარდაჭერა საქართველოს ხალხის მიმართ. ჩვენ უკვე 33 წელია პარტნიორები ვართ. 33 წელია, რაც ერთად ვმუშაობთ. ჩვენ ერთად ვიბრძოდით. ჩვენ ერთად დავეხმარეთ სკოლებისა და კლინიკების აშენებაში. ჩვენ ეს გავაკეთეთ ერთად, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს დამოუკიდებლობის, მისი სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას საქართველოს ხალხისთვის.

თქვენ იკითხეთ სახელმწიფო მდივნის გუშინდელ განცხადებაზე, რომ ჩვენ ვაჩერებთ საქართველოს მთავრობის დახმარებას. რატომ გავაკეთეთ ეს? ჩვენ არაერთხელ გვილაპარაკია საქართველოს მთავრობის ზოგიერთ ქმედებებზე, რაც ძალიან გვაწუხებს - ზოგიერთი ანტიდემოკრატიული ქმედება, როგორიცაა კანონი უცხოური გავლენის შესახებ, ასევე სხვა ქმედებები და ცრუ განცხადებები აშშ-ის შესახებ, ნეგატიური რიტორიკა შეერთებული შტატებისა და დასავლეთის შესახებ.

ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება და ვთხოვეთ მთავრობას გადახედოს მის ქმედებებს. ჩვენ ასევე ვთქვით, რომ გადავხედავთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას. გუშინ კი მდივანმა ბლინკენმა გამოაცხადა, რომ ამ განხილვის შედეგად, ის აჩერებს ჩვენი დახმარების გარკვეულ ნაწილს, რომელიც პირდაპირ მთავრობას მიეწოდება. ჩვენ ვაგრძელებთ სტუდენტების, მასწავლებლების, ფერმერების, მცირე ბიზნესის მფლობელების, სამოქალაქო აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერას. ასევე გაგრძელდება ჩვენი დახმარება საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ. როგორც სახელმწიფო მდივანმა თქვა, ყველაფერი განხილვის პროცესშია. ევროკავშირმა განაცხადა, რომ ამ ქმედებებმა და დეზინფორმაციამ გამოიწვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება. ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ ერთად მუშაობა, რათა დავეხმაროთ ქართველი ხალხის მისწრაფებების რეალიზებას, გახდეს დასავლური დემოკრატიების ოჯახის წევრი.

ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ეს ურთიერთობა. იმედი მაქვს, მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რათა დავუბრუნდეთ პირვანდელ კურსს. მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ ყოველთვის ვიქნებით საქართველოს ხალხის მეგობარი და პარტნიორი”, - დასძინა ელჩმა.