საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიდი გაცვლა რუსეთსა და დასავლეთს შორის: გათავისუფლებულია 26 პირი, მათ შორის, რუსეთის მოთხოვნით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი
დიდი გაცვლა რუსეთსა და დასავლეთს შორის: გათავისუფლებულია 26 პირი, მათ შორის, რუსეთის მოთხოვნით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი

თურ­ქე­თის ეროვ­ნუ­ლი სა­დაზ­ვერ­ვო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (MIT) ცნო­ბით, ან­კა­რა­ში რუ­სეთ­სა და და­სავ­ლეთს შო­რის 26 და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რის გაც­ვლა მოხ­და.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს რუ­სეთ­სა და და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებს შო­რის და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის “ბოლო დრო­ის ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი” გაც­ვლაა, რომ­ლის ფარ­გლებ­ში 26 და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც შვი­დი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სა­პა­ტიმ­რო­ებ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ - აშშ-ში, გერ­მა­ნი­ა­ში, პო­ლო­ნეთ­ში, სლო­ვე­ნი­ა­ში, ნო­ერ­ვე­გი­ა­ში, რუ­სეთ­სა და ბე­ლა­რუს­ში.

“გაც­ვლის ოპე­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში 10 და­კა­ვე­ბუ­ლი, მათ შო­რის ორი ბავ­შვი, რუ­სეთს გა­და­ე­ცა, 13 და­კა­ვე­ბუ­ლი - გერ­მა­ნი­ას, სამი და­კა­ვე­ბუ­ლი - აშშ-ს”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში. თურ­ქე­თის ეროვ­ნულ­მა სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტომ (MIT) გა­ნა­ცხა­და, რომ კო­ორ­დი­ნა­ცი­ას უწევს პა­ტიმ­რე­ბის გაც­ვლას.

ამე­რი­კუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია Fox News-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სეთ­მა Wall Street Journal-ის ჟურ­ნა­ლის­ტი ევან გერშკო­ვი­ჩი აშშ-სთან პა­ტი­მარ­თა გაც­ვლის შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. ჟურ­ნა­ლის­ტის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა რუ­სეთ­სა და აშშ-ს შო­რის პა­ტი­მარ­თა გაც­ვლის შე­სა­ხებ და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში მოხ­და.

რუ­სე­თის სამ­თავ­რო­ბო თვითმფრი­ნა­ვი ან­კა­რა­ში ხუთ­შა­ბათს ნა­შუ­ა­დღევს და­ეშ­ვა - ინ­ფორ­მა­ცია Reuters-მა გა­ავ­რცე­ლა, უც­ნო­ბია, ვინ იმ­ყო­ფე­ბო­და თვითმფრი­ნა­ვის ბორტზე.

ევან გერშკო­ვი­ჩი

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო Bloomberg-მა დღეს შუ­ა­დღი­სას (ხუთ­შა­ბათს) გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ამე­რი­კის ორი მო­ქა­ლა­ქე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. ესე­ნი არი­ან: "Wall Street Journal"-ის რე­პორ­ტი­ო­რი ევან გერშკო­ვი­ჩი და ყო­ფი­ლი სა­ზღვაო ქვე­ი­თი პოლ უე­ლა­ნი - ორი­ვე მათ­განს ჯა­შუ­შო­ბა ედე­ბო­და ბრა­ლად.

პოლ უე­ლა­ნი 2018 წლის დე­კემ­ბერ­ში და­ა­კა­ვეს, როცა მოს­კოვ­ში შვე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. რუ­სე­თი, თა­ვის მხრივ, ამ­ტკი­ცებს, რომ იგი ჯა­შუ­შო­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რემ გა­ნა­ცხა­და, რომ უე­ლა­ნი აშშ-ის თავ­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტოს წევ­რი იყო. მას 16 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს. "ინ­ფორ­მი­რე­ბულ­მა წყა­რო­ებ­მა" რუს ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში მოს­კო­ვი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს თა­ვის 20-30 პო­ლიტ­პა­ტი­მარს, მათ შო­რის ჟურ­ნა­ლის­ტებს და ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რებს.

პოლ უე­ლა­ნი

რუ­სუ­ლი ცნო­ბე­ბის თა­ნახ­მად, უე­ლა­ნი­სა და გერშკო­ვი­ჩის გარ­და, რუ­სეთ­მა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა კი­დევ რამ­დე­ნი­მე პა­ტი­მა­რი. მათ შო­რის:

ვლა­დი­მერ კარა-მურ­ზა - 2022 წელს "უცხო ქვეყ­ნის აგენ­ტად“ გა­მო­ა­ცხა­დეს და უკ­რა­ი­ნა­ში რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის ქმე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. სა­სა­მარ­თლომ მას 25 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

ვლა­დი­მერ კარა-მურ­ზა

ილია ია­ში­ნი - სა­სა­მარ­თლომ რუ­სე­თის არ­მი­ის შე­სა­ხებ ე.წ. ყალ­ბი ცნო­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო და 8,5 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

ოლეგ ორ­ლო­ვი - ორ­ლოვს რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჯა­რე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ა­ში დას­დეს ბრა­ლი მას შემ­დეგ, რაც თქვა რომ რუ­სე­თი ტო­ტა­ლი­ტა­რულ რე­ჟი­მად იქცა და ჯორჯ ორუ­ე­ლის 1984-ს და­ემ­სგავ­სა.

ალსუ კურ­მა­შე­ვა

ალსუ კურ­მა­შე­ვა - "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" თა­თარ-ბაშ­კი­რუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ჟურ­ნა­ლისტo რო­მელ­საც ორ­მა­გი - რუ­სე­თის და აშშ-ის - მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა აქვს, მას 19 ივ­ლისს რუ­სე­თის სა­სა­მარ­თლომ 6,5 წლით მი­უ­სა­ჯა პა­ტიმ­რო­ბა.

  • The New York Times-ის წყა­რომ და­ა­დას­ტუ­რა, რომ პა­ტიმ­რებს შო­რის არის უსაფრ­თხო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის წევ­რი ვა­დიმ კრა­სი­კო­ვი, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ა­ში 2019 წელს და­ა­კა­ვეს - მას ბრა­ლად ედე­ბა ზე­ლიმ­ხან ხან­გოშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა ბერ­ლინ­ში. Frankfurter Allgemeine Zeitung-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის დე­პარ­ტა­მენ­ტი იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია ვა­დიმ კრა­სი­კო­ვის რუ­სეთ­ში ექ­სტრა­და­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით. გარ­და ამი­სა სლო­ვე­ნია გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს ორ რუს ჯა­შუშს: არ­ტემ და ანა დოლ­ჩე­ვებს.

წყა­რო

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

დიდი გაცვლა რუსეთსა და დასავლეთს შორის: გათავისუფლებულია 26 პირი, მათ შორის, რუსეთის მოთხოვნით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი

დიდი გაცვლა რუსეთსა და დასავლეთს შორის: გათავისუფლებულია 26 პირი, მათ შორის, რუსეთის მოთხოვნით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი

თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის (MIT) ცნობით, ანკარაში რუსეთსა და დასავლეთს შორის 26 დაკავებული პირის გაცვლა მოხდა.

მათი ინფორმაციით, ეს რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის დაკავებულების “ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური” გაცვლაა, რომლის ფარგლებში 26 დაკავებული იქნა გათავისუფლებული, რომლებიც შვიდი სხვადასხვა ქვეყნის საპატიმროებში იმყოფებოდნენ - აშშ-ში, გერმანიაში, პოლონეთში, სლოვენიაში, ნოერვეგიაში, რუსეთსა და ბელარუსში.

“გაცვლის ოპერაციის ფარგლებში 10 დაკავებული, მათ შორის ორი ბავშვი, რუსეთს გადაეცა, 13 დაკავებული - გერმანიას, სამი დაკავებული - აშშ-ს”, - ნათქვამია განცხადებაში. თურქეთის ეროვნულმა სადაზვერვო სააგენტომ (MIT) განაცხადა, რომ კოორდინაციას უწევს პატიმრების გაცვლას.

ამერიკული ტელეკომპანია Fox News-ის ინფორმაციით, რუსეთმა Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი აშშ-სთან პატიმართა გაცვლის შეთანხმების ფარგლებში გაათავისუფლა. ჟურნალისტის გათავისუფლება რუსეთსა და აშშ-ს შორის პატიმართა გაცვლის შესახებ დადებული ხელშეკრულების ფარგლებში მოხდა.

რუსეთის სამთავრობო თვითმფრინავი ანკარაში ხუთშაბათს ნაშუადღევს დაეშვა - ინფორმაცია Reuters-მა გაავრცელა, უცნობია, ვინ იმყოფებოდა თვითმფრინავის ბორტზე.

ევან გერშკოვიჩი

საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-მა დღეს შუადღისას (ხუთშაბათს) გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ამერიკის ორი მოქალაქე გაათავისუფლა. ესენი არიან: "Wall Street Journal"-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი და ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უელანი - ორივე მათგანს ჯაშუშობა ედებოდა ბრალად.

პოლ უელანი 2018 წლის დეკემბერში დააკავეს, როცა მოსკოვში შვებულებაში იმყოფებოდა. რუსეთი, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ იგი ჯაშუშობით იყო დაკავებული. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ უელანი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სადაზვერვო სააგენტოს წევრი იყო. მას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. "ინფორმირებულმა წყაროებმა" რუს ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ შეთანხმების ფარგლებში მოსკოვი გაათავისუფლებს თავის 20-30 პოლიტპატიმარს, მათ შორის ჟურნალისტებს და ოპოზიციონერებს.

პოლ უელანი

რუსული ცნობების თანახმად, უელანისა და გერშკოვიჩის გარდა, რუსეთმა გაათავისუფლა კიდევ რამდენიმე პატიმარი. მათ შორის:

ვლადიმერ კარა-მურზა - 2022 წელს "უცხო ქვეყნის აგენტად“ გამოაცხადეს და უკრაინაში რუსი სამხედროების ქმედებების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს. სასამართლომ მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ვლადიმერ კარა-მურზა

ილია იაშინი - სასამართლომ რუსეთის არმიის შესახებ ე.წ. ყალბი ცნობების გავრცელებაში დამნაშავედ ცნო და 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ოლეგ ორლოვი - ორლოვს რუსეთის შეიარაღებული ჯარების დისკრედიტაციაში დასდეს ბრალი მას შემდეგ, რაც თქვა რომ რუსეთი ტოტალიტარულ რეჟიმად იქცა და ჯორჯ ორუელის 1984-ს დაემსგავსა.

ალსუ კურმაშევა

ალსუ კურმაშევა - "რადიო თავისუფლების" თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტo რომელსაც ორმაგი - რუსეთის და აშშ-ის - მოქალაქეობა აქვს, მას 19 ივლისს რუსეთის სასამართლომ 6,5 წლით მიუსაჯა პატიმრობა.

  • The New York Times-ის წყარომ დაადასტურა, რომ პატიმრებს შორის არის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის წევრი ვადიმ კრასიკოვი, რომელიც გერმანიაში 2019 წელს დააკავეს - მას ბრალად ედება ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა ბერლინში. Frankfurter Allgemeine Zeitung-ის ინფორმაციით, გერმანიის ფედერალური პროკურატურის დეპარტამენტი იმედგაცრუებულია ვადიმ კრასიკოვის რუსეთში ექსტრადაციის გადაწყვეტილებით. გარდა ამისა სლოვენია გაათავისუფლებს ორ რუს ჯაშუშს: არტემ და ანა დოლჩევებს.

წყარო