საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
11 წამში მოგებული ნახევარფინალი - ილია სულამანიძე ფინალშია
11  წამში მოგებული ნახევარფინალი - ილია სულამანიძე ფინალშია

ილია სუ­ლა­მა­ნი­ძე (100 კგ) ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში შვე­ი­ცა­რი­ელ და­ნი­ელ აი­ხის და­უ­პი­რის­პირ­და და უს­წარ­ფე­სად, იპო­ნით 11 წამი გა­ი­მარ­ჯვა.

"ხომ არ დი­ღა­ლე?" - მი­მარ­თა გა­მარ­ჯვე­ბულს ხუმ­რო­ბით მის­მა მწვრთნელ­მა ლაშა გუ­ჯე­ჯი­ან­მა.

ქარ­თველ­მა ას­პა­რე­ზო­ბა მე­ო­რე წრი­დან და­ი­წყო - იტა­ლი­ელ ჯე­ნა­რო პი­რე­ლის იპო­ნით სძლია, შემ­დეგ კი ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ონს, ია­პო­ნი­ის სა­ხე­ლით მო­ას­პა­რე­ზე აა­რონ ვოლფს ვა­ზა­რით მო­უ­გო.

ის ფი­ნალ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ ათ­ლეტს, ზე­ლიმ კო­ცო­ი­ევს შეხ­ვდე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს ამ დრო­ის­თვის ოლიმ­პი­ა­და­ზე ორი მე­და­ლი აქვს. ძი­უ­დო­ის­ტი ლაშა ბე­ქა­უ­რი ორგზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. მან ფი­ნალ­ში ია­პო­ნე­ლი სან­ში­რო მუ­რაო და­ა­მარ­ცხა და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს პირ­ვე­ლი ოქ­როს მე­და­ლი მო­უ­ტა­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზე ვერ­ცხლის მე­და­ლი მსოფ­ლი­ოს სამ­გზის ჩემ­პი­ონ­მა, ტატო გრი­გა­ლაშ­ვილ­მა მო­უ­ტა­ნა.

ზა­ფხუ­ლის 33-ე ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან სპორ­ტის 10 სა­ხე­ო­ბა­ში ( ბა­ტუტ­ზე ხტო­მა, ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი სტი­ლით ჭი­და­ო­ბა, თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით ჭი­და­ო­ბა, კრი­ვი, მძლე­ოს­ნო­ბა, ტყვი­ის სრო­ლა, ფა­რი­კა­ო­ბა, ცურ­ვა, ძა­ლოს­ნო­ბა, ძი­უ­დო) 28 სპორ­ტსმე­ნი ას­პა­რე­ზობს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანია
0

მიდი ლომო მიდი, გაგვახარე

ჯემალი
0

გამარჯობაც ვერ მოასწრო

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

11 წამში მოგებული ნახევარფინალი - ილია სულამანიძე ფინალშია

11  წამში მოგებული ნახევარფინალი - ილია სულამანიძე ფინალშია

ილია სულამანიძე (100 კგ) ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში შვეიცარიელ დანიელ აიხის დაუპირისპირდა და უსწარფესად, იპონით 11 წამი გაიმარჯვა.

"ხომ არ დიღალე?" - მიმართა გამარჯვებულს ხუმრობით მისმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა.

ქართველმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო - იტალიელ ჯენარო პირელის იპონით სძლია, შემდეგ კი ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონიის სახელით მოასპარეზე აარონ ვოლფს ვაზარით მოუგო.

ის ფინალში აზერბაიჯანელ ათლეტს, ზელიმ კოცოიევს შეხვდება.

საქართველოს ამ დროისთვის ოლიმპიადაზე ორი მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა.

ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში ( ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.