მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"3000-ზე მეტი შეტყობინება მივიღე, შოკირებული და ბედნიერი ვარ... გამარჯვების შემდეგ ღიმილით მითხრა, ასეთი რა გამაჩინეო" - ინტერვიუ ლაშა ბექაურის დედასთან
"3000-ზე მეტი შეტყობინება მივიღე, შოკირებული და ბედნიერი ვარ... გამარჯვების შემდეგ ღიმილით მითხრა, ასეთი რა გამაჩინეო" - ინტერვიუ ლაშა ბექაურის დედასთან

"მე მებ­რძო­ლი ხალ­ხის ქვეყ­ნი­დან ვარ ძმაო, 300 არაგ­ვე­ლი იცი?" - ლაშა ბე­ქა­ურ­მა გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ ამ სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა ევ­როს­პორ­ტის ჟურ­ნა­ლისტს. ლაშა ბე­ქა­უ­რი ორგზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნია. მან ოლიმ­პი­ა­და­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს პირ­ვე­ლი ოქ­როს მე­და­ლი მო­უ­ტა­ნა. ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში ეს­პა­ნე­თის სა­ხე­ლით მო­ას­პა­რე­ზე ტატო მო­სახ­ლიშ­ვი­ლის და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ, ბე­ქა­უ­რი ფი­ნალ­ში ტურ­ნი­რის ერთ-ერთ უმ­თავ­რეს ფა­ვო­რიტს, ია­პო­ნელ სან­ში­რო მუ­რა­ოს და­უ­პი­რის­პირ­და.

23 წლის ქარ­თველ ძი­უ­დო­ისტს ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე კო­რე­ელ მე­ტო­ქეს­თან მო­უ­წია ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­კვე­ვა, თუმ­ცა სა­ა­მი­სოდ დიდი დრო არ დას­ჭირ­ვე­ბია - შემ­დეგ ეტაპ­ზე გა­სას­ვლე­ლად სულ წუთ­ნა­ხე­ვა­რი დას­ჭირ­და. ტო­კი­ოს ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ჩემ­პი­ონ­მა ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლუ­რი ბა­რი­ე­რი მე­ტო­ქის - ეს­პა­ნე­თის სა­ხე­ლით მო­ას­პა­რე­ზე ტრის­ტან მო­სახ­ლიშ­ვი­ლის სამი გაფრ­თხი­ლე­ბის შემ­დეგ გა­და­ლა­ხა.

გა­დამ­წყვეტ შეხ­ვედ­რა­ში ქარ­თველს მე­ტო­ქე­ო­ბას უწევ­და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ბრინ­ჯა­ოს მედ­ლის მფლო­ბე­ლი, ია­პო­ნე­ლი მუ­რაო სან­ში­რო. ეს იყო დრა­მა­ტუ­ლი შეხ­ვედ­რა, სა­დაც პირ­ვე­ლი ვა­ზა­რი ია­პო­ნელ­მა მო­ი­პო­ვა. ბე­ქა­ურ­მა ჯერ გა­ა­თა­ნაბ­რა ან­გა­რი­ში, ბრძო­ლის მი­წუ­რულს კი კი­დევ ერთი ვა­ზა­რი აიღო და იპო­ნით გა­ი­მარ­ჯვა. ლაშა ბე­ქა­უ­რი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქარ­თუ­ლი სპორ­ტის ის­ტო­რი­ა­ში გახ­და მე­ა­თე ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი, ძი­უ­დო­ში კი მეშ­ვი­დეა, ვინც კვარ­ცხლბე­კის პირ­ველ სა­ფე­ხურ­ზე ავი­და. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი გუნ­დის სა­ხე­ლით სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტსმენ­თა შე­დე­გე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ბე­ქა­უ­რის მიერ პა­რიზ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი ოქ­როს მე­და­ლი 42-ეა.

ლაშა ბე­ქა­უ­რის ოჯა­ხი სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩა­ვი­და სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ პა­რიზ­ში და მარ­თლა დი­დია მათი ემო­ცი­ე­ბი დღეს. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ულო­ცავს ლა­შას ამ დიდ გა­მარ­ჯვე­ბას და ამ დრომ­დე არ შე­წყვე­ტი­ლა მე­სი­ჯე­ბი და ზა­რე­ბი მის მშობ­ლებ­თან.

AMBEBI.GE ლა­შას დე­დას, ვიკა წიკ­ლა­ურს ტე­ლე­ფო­ნით ესა­უბ­რა:

- ვიკა, გი­ლო­ცავთ შვი­ლის ამ დიდ გა­მარ­ჯვე­ბას. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ზე­ი­მობს ლა­შას­თან ერ­თად და ოვა­ცი­ე­ბი არ წყდე­ბა. იქ­ნებ გვი­ამ­ბოთ, თქვე­ნი ემო­ცი­ე­ბი რო­გო­რია?

- სა­ო­ცა­რი ემო­ცი­ე­ბია, 3000-ზე მეტი სმს შე­ტყო­ბი­ნე­ბა მი­ვი­ღე ამ მოკ­ლე დრო­ში, ყვე­ლა გა­ხა­რე­ბუ­ლია და ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ ჩვენც. ძა­ლი­ან მი­ჭირს ახლა სა­უ­ბა­რი, მარ­თლა ისეთ ემო­ცი­ებ­ში ვარ. მე პი­რა­დად არც მი­ყუ­რე­ბია ამ თა­მა­შის­თვის, ვერ შევ­ძე­ლი ყუ­რე­ბა, დაბ­ლა ვი­ყა­ვი და­ჩო­ქი­ლი და ვლო­ცუ­ლობ­დი, სხვა არა­ფე­რი და­მი­ნა­ხავს. რომ დას­რულ­და და ლაშა გად­მოხ­ტა, მერე ამოვ­ყა­ვი მეც თავი. ეს იყო სა­ო­ცა­რი ემო­ცი­ე­ბი. რო­გორ უნდა გად­მოს­ცე ადა­მი­ან­მა ეს ყვე­ლა­ფე­რი. სი­ტყვე­ბით ვერ გად­მოს­ცემ, ჯერ ისევ შო­კი­რე­ბუ­ლი ვარ, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ და სულ თვალ­წინ წარ­მო­მიდ­გა რო­გორ გა­ა­ხა­რა ლა­შამ ამ გა­მარ­ჯვე­ბით მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო. მე აქე­დან ვერ ვხე­დავ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში რა ემო­ცი­ე­ბი იყო, მაგ­რამ ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩემს ქვე­ყა­ნას ვხე­დავ ასე გა­ხა­რე­ბულს. ახლა ილია სუ­ლა­მა­ნი­ძე და თუ­შიშ­ვი­ლიც გაგ­ვა­ხა­რე­ბენ, ახლა მათ უნდა ვუ­გულ­შე­მატ­კივ­როთ ყვე­ლამ და და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბი გა­ვუშ­ვათ მათ­კენ.

ლაშა ბე­ქა­უ­რი მშობ­ლებ­თან ერ­თად

- რო­გორ ემ­ზა­დე­ბო­და ლაშა ამ ოლიმ­პი­ა­დის­თვის?

- ფაქ­ტობ­რი­ვად, ვერ ვნა­ხუ­ლობ­დი ლა­შას. თვე­ში ერთხე­ლაც კი, სულ მო­ირ­ბენ­და და გარ­ბო­და, გა­ცი­ლე­ბა­ში ვი­ყა­ვი. სად ეცა­ლათ ჩვენ­თვის, სულ შეკ­რე­ბებ­ზე იყ­ვნენ ბი­ჭე­ბი. ყვე­ლა­ნი ძა­ლი­ან მონ­დო­მე­ბით ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ, ყვე­ლა მაქ­სი­მა­ლუ­რად კარგ ფორ­მა­ში იყო. აქ წა­მოს­ვლამ­დე ბორ­ჯომ­ში ჩა­ვა­კი­თხეთ. ამ ბი­ჭებს რომ ვუ­ყუ­რებ­დი, ყვე­ლას თვა­ლებ­ში ოქრო ბრწყი­ნავ­და, ისე­თი ემო­ცი­ე­ბით იყ­ვნენ. ოლიმ­პი­ა­დას 4 წე­ლი­წად­ში ერთხელ დიდი მომ­ზა­დე­ბა სჭირ­დე­ბა, რად­გან ყვე­ლა რჩე­უ­ლი სპორ­ტსმე­ნი გა­მო­დის. ია­პო­ნე­ლე­ბის არის ეს სპორ­ტი და მათ სხვა­ნა­ი­რი მიდ­გო­მა აქვთ, არ ღლი­ან სპორ­ტსმე­ნებს, ჩვენ­მა ბი­ჭებ­მა კი ამ ოლიმ­პი­ა­დამ­დე მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ში მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ოქ­როს მედ­ლე­ბით დაბ­რუნ­დნენ. გი­ორ­გი სარ­და­ლაშ­ვი­ლი და ტატო გრი­გა­ლაშ­ვი­ლი მსოფ­ლი­ო­ზე იყ­ვნენ და ასეთ მოკ­ლე დრო­ში კი­დევ ამ­ხე­ლა დო­ნის ჩემ­პი­ო­ნატ­ში მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ხომ ვი­ცით, რა შრო­მის ფა­სად მო­დის ეს ყვე­ლა­ფე­რი.

- თურ­მე პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, ზე­დი­ზედ ორგზის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლის მო­პო­ვე­ბა, ეს თქვენ­მა შვილ­მა შეძ­ლო და ორ­მა­გად გა­სა­ხა­რია...

- დიახ, არ მომ­ხდა­რა, რომ ორ­ჯერ ზე­დი­ზედ ოქრო აე­ღოს ოლიმ­პი­ა­და­ზე ვინ­მეს, ასე­თი შე­დე­გი არა­ვის აქვს, ეს ლა­შამ შეძ­ლო და ამით მარ­თლა დიდი ის­ტო­რია და­ი­წე­რა.

- გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ რომ ნა­ხეთ თქვე­ნი შვი­ლი, რა გი­თხრათ?

- ღი­მი­ლით მი­თხრა, ასე­თი რა გა­მა­ჩი­ნეო და მე­ფე­რებ­და. ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლია, ძა­ლი­ან კარ­გი ახალ­გაზ­რდაა. ჩვენ მთე­ლი ოჯა­ხი ვართ ჩა­მო­სუ­ლე­ბი სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ. გუ­შინ ძა­ლი­ან გვი­ან მო­ვე­დით სახ­ლში და იმ­დე­ნი წე­რი­ლი და იმ­დე­ნი ზარი შე­მო­ვი­და, რომ გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ. ყვე­ლას მინ­და მო­ვე­ფე­რო და მად­ლო­ბა ვუ­თხრა ასე­თი გულ­შე­მატ­კივ­რო­ბის­თვის და ამ დიდი სი­ხა­რუ­ლის გა­ზი­ა­რე­ბის­თვის. არ ვა­ჭარ­ბებ, ისეთ ემო­ცი­ებ­ში ვი­ყა­ვი, თა­მა­შის­თვის მარ­თლა არ მი­ყუ­რე­ბია. თბი­ლის­ში რომ ჩა­ვალ, მერე იქ ვუ­ყუ­რებ ფი­ნალს. ფრან­გე­ბი არ აჩ­ვე­ნე­ბენ, არ გად­მოს­ცე­მენ სხვა ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თა­მა­შებს. აქ ბევ­რი ქარ­თვე­ლი ცხოვ­რობს, რომ­ლებ­მაც ვერ შეძ­ლეს დას­წრე­ბა და მათ არ მი­ე­ცათ ტე­ლე­ვი­ზი­ით ამის ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ბი­ლე­თე­ბი ისე­თი ძვი­რი ღირ­და, სულ გა­დამ­ყიდ­ვე­ლებს ჰქონ­დათ. ჩვენ რომ გვხე­დავ­დნენ ქარ­თუ­ლი დრო­შით, ჩვენ­თან ერ­თად იღებ­დნენ სუ­რა­თებს. ისე უყ­ვართ ქარ­თვე­ლე­ბი. რა იცოდ­ნენ, ჩვენ ლაშა ბე­ქა­უ­რის მშობ­ლე­ბი რომ ვი­ყა­ვით, მაგ­რამ ფი­ნა­ლის დროს ისი­ნიც ლა­შას გულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ და ის­მო­და, ბე­ქა­უ­რი, ბე­ქა­უ­რი. რომ ხე­დავ­დნენ ქარ­თულ დრო­შას, ფო­ტო­ებს იღებ­დნენ ჩვენ­თან ერ­თად. გა­მარ­ჯვე­ბის მერე იძახ­დნენ - ბე­ქა­უ­რი, ბე­ქა­უ­რი, მაგ­რე­ბი ხართ, ეს ის­მო­და და ამას რომ ის­მენ, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ხარ მშო­ბე­ლი.

ლაშა სა­ო­ცა­რი შვი­ლია. მარ­თლა ძა­ლი­ან გაგ­ვა­ხა­რა, მო­მე­წო­ნა მისი ემო­ცი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ, როცა ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა - იცი, სა­მა­სი არაგ­ვე­ლის ქვეყ­ნი­დან ვარო. ორი ქარ­თვე­ლი რომ შეხ­ვდა ერ­თმა­ნეთს, ისე­თი გან­ცდა იყო, მა­ხა­რაშ­ვი­ლი ფილმში რომ ამ­ბობს, აქ რამ მო­გიყ­ვა­ნა, შენ და­ლოც­ვი­ლოო. ბევ­რი წერ­და, ხვი­ჩა და გოჩა ხომ გახ­სოვ­თო. მარ­თლა ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ემო­ცი­ე­ბი იყო. ახლა და­ვე­ლო­დე­ბით ილი­ას და თუ­შიშ­ვი­ლის გა­მოს­ვლას. გვჯე­რა, რომ ისი­ნიც გაგ­ვა­ხა­რე­ბენ ქარ­თველ გულ­შე­მატ­კი­ვა­რებს. უნდა ვუ­ქო­მა­გოთ, თო­რემ ფრან­გებ­მა გა­დაგ­ვი­ა­რეს. სა­ოც­რად გულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ თა­ვი­ანთ წარ­მო­მად­გენ­ლებს. რომ და­მარ­ცხდა ფრან­გი, ყვე­ლა­ფე­რი და­ამ­ტვრი­ეს. ბო­ლოს ფრან­გე­ბიც კი ისე მო­ი­ხიბლნენ ლა­შა­თი, რომ ბო­ლოს ისი­ნიც გულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ ფი­ნალ­ში.

- ლა­შას­თან თქვე­ნი შეხ­ვედ­რა რო­გო­რი იყო?

- ოლიმ­პი­ურ სო­ფელ­ში ჩვენ ვინ შეგ­ვიშ­ვებს. რომ გა­ი­მარ­ჯვა, ამის შემ­დეგ შე­იყ­ვა­ნეს შე­მოწ­მე­ბა­ზე დო­პინგ ცენ­ტრში. იქ ყვე­ლა სპორ­ტსმენს ამოწ­მე­ბენ და დიდ­ხანს ვე­ლო­დე­ბო­დით. შემ­დეგ და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თი ვი­ყა­ვით ერ­თად, მო­ვე­ფე­რეთ ერ­თმა­ნეთს. მა­მა­მი­სი და მისი დი­ა­ლო­გი იყო სა­ოც­რე­ბა. გე­ლას ხმა არ აქვს სა­ერ­თოდ. ისე უყ­ვი­რო­და ლა­შას. სა­ქარ­თვე­ლო გე­ლო­დე­ბა მამი, ყვი­რო­და და ღვთის­მშობ­ლის ხატს აჩ­ვე­ნებ­და. ყვე­ლა უღებ­და ამ დროს ფო­ტო­ებს. მე და გელა ვი­ღა­ცის ად­გილ­ზე დავ­ჯე­ქით წინ. გელა თვი­თონ სპორ­ტსმე­ნია და დარ­ბა­ზი­დან ეუბ­ნე­ბო­და, რო­გორ უნდა ეჭი­და­ვა. მა­მის რჩე­ვე­ბი ეს­მო­და ტა­ტამ­ზე მყოფ ლა­შას და დად­გა ეს ბედ­ნი­ე­რი წუ­თე­ბიც, მან კი­დევ ერთხელ გაგ­ვა­ხა­რა ყვე­ლა. ახ­ლობ­ლებ­მა გვი­თხრეს, გე­ლას რომ გავ­ხე­დეთ, ვტი­რო­დი­თო. სა­ქარ­თვე­ლო შენ გე­ლო­დე­ბა მამი, ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის მამა, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა გა­ა­ხა­რე მა­მიი, იძახ­და გელა, არა­ამ­ქვეყ­ნი­უ­რი ემო­ცი­ე­ბია ამ დროს. პირ­ვე­ლი ოქ­როს მე­და­ლი რომ აიღო, მა­შინ ხე­ლიც და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და და ახლა ეს მე­ო­რე დიდი ოლიმ­პი­უ­რი გა­მარ­ჯვე­ბაა. უბედ­ნი­ე­რე­სი დედა ვარ და ვტი­რი­ვარ ამ სი­ხა­რუ­ლის­გან.

- ვიკა, რო­გორც ვი­ცით, ერთი თვის წინ ლა­შამ მან­ქა­ნა გა­ჩუ­ქათ, ხში­რად გა­ნე­ბივ­რებთ სი­ურპრი­ზე­ბით?

- კი, მან­ქა­ნა მა­ჩუ­ქა, უყ­ვარს სი­ურპრი­ზე­ბი. სა­ოც­რად კარ­გი შვი­ლია ლაშა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. უყ­ვარს დე­დი­კოს და მა­მი­კოს, ოჯა­ხის წევ­რე­ბის გა­ხა­რე­ბა. დე­ბიც აქ არი­ან ჩვენ­თან ერ­თად, ვგულ­შე­მატ­კივ­რობთ მთე­ლი ოჯა­ხი. ჩვენ მშობ­ლებს გვაქვს ჩვე­ნი რი­ტუ­ა­ლი. მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი ვართ და ყო­ვე­ლი ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­ჯიბ­რის წინ მო­ნას­ტრებს და ტაძ­რებს მო­ვი­ლო­ცავთ ხოლ­მე, ახ­ლაც წა­მოს­ვლამ­დე მო­ვი­ლო­ცეთ რამ­დე­ნი­მე ტა­ძა­რი, ხატი სულ თან დაგ­ვაქვს. ღვთის­მშობ­ლის მო­უ­ლოდ­ნე­ლი სი­ხა­რუ­ლის ხატი და გა­ვი­ხა­რეთ ამ შე­დე­გით.

- რო­გორც ამ­ბო­ბენ, ლაშა შეყ­ვა­რე­ბუ­ლია და გა­მოჩ­ნდა თქვე­ნი სარ­ძლოს ფო­ტო­ე­ბი, იც­ნობთ მას?

- ლა­შას პი­რად­ზე არ უყ­ვარს სა­უ­ბა­რი, ამი­ტომ ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუკრი
0

ასეთები უნდა ვაპიაროთ და არა სამარცხვინო ბომონდები.

ეკატერინე
3

ვულოცავთ რირსეულ გამარჯვებას ლაშას ოჯახს და მთელ საქართველოს ოღონდაც თავს ნუ გადაგვაჭამთ რააააააააა თავმდაბლობას უფრო დიდი ფასი აქვს....

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"3000-ზე მეტი შეტყობინება მივიღე, შოკირებული და ბედნიერი ვარ... გამარჯვების შემდეგ ღიმილით მითხრა, ასეთი რა გამაჩინეო" - ინტერვიუ ლაშა ბექაურის დედასთან

"3000-ზე მეტი შეტყობინება მივიღე, შოკირებული და ბედნიერი ვარ... გამარჯვების შემდეგ ღიმილით მითხრა, ასეთი რა გამაჩინეო" - ინტერვიუ ლაშა ბექაურის დედასთან

"მე მებრძოლი ხალხის ქვეყნიდან ვარ ძმაო, 300 არაგველი იცი?" - ლაშა ბექაურმა გამარჯვების შემდეგ ამ სიტყვებით მიმართა ევროსპორტის ჟურნალისტს. ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. მან ოლიმპიადაზე, საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ნახევარფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილის დამარცხების შემდეგ, ბექაური ფინალში ტურნირის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტს, იაპონელ სანშირო მურაოს დაუპირისპირდა.

23 წლის ქართველ ძიუდოისტს ნახევარფინალისკენ მიმავალ გზაზე კორეელ მეტოქესთან მოუწია ურთიერთობის გარკვევა, თუმცა საამისოდ დიდი დრო არ დასჭირვებია - შემდეგ ეტაპზე გასასვლელად სულ წუთნახევარი დასჭირდა. ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა ნახევარფინალური ბარიერი მეტოქის - ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილის სამი გაფრთხილების შემდეგ გადალახა.

გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველს მეტოქეობას უწევდა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი, იაპონელი მურაო სანშირო. ეს იყო დრამატული შეხვედრა, სადაც პირველი ვაზარი იაპონელმა მოიპოვა. ბექაურმა ჯერ გაათანაბრა ანგარიში, ბრძოლის მიწურულს კი კიდევ ერთი ვაზარი აიღო და იპონით გაიმარჯვა. ლაშა ბექაური დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში გახდა მეათე ოლიმპიური ჩემპიონი, ძიუდოში კი მეშვიდეა, ვინც კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე ავიდა. საბჭოთა კავშირის და გაერთიანებული გუნდის სახელით საქართველოს სპორტსმენთა შედეგების გათვალისწინებით, ბექაურის მიერ პარიზში მოპოვებული ოქროს მედალი 42-ეა.

ლაშა ბექაურის ოჯახი სპეციალურად ჩავიდა საგულშემატკივროდ პარიზში და მართლა დიდია მათი ემოციები დღეს. მთელი საქართველო ულოცავს ლაშას ამ დიდ გამარჯვებას და ამ დრომდე არ შეწყვეტილა მესიჯები და ზარები მის მშობლებთან.

AMBEBI.GE ლაშას დედას, ვიკა წიკლაურს ტელეფონით ესაუბრა:

- ვიკა, გილოცავთ შვილის ამ დიდ გამარჯვებას. მთელი საქართველო ზეიმობს ლაშასთან ერთად და ოვაციები არ წყდება. იქნებ გვიამბოთ, თქვენი ემოციები როგორია?

- საოცარი ემოციებია, 3000-ზე მეტი სმს შეტყობინება მივიღე ამ მოკლე დროში, ყველა გახარებულია და ძალიან გახარებულები, ძალიან ბედნიერები ვართ ჩვენც. ძალიან მიჭირს ახლა საუბარი, მართლა ისეთ ემოციებში ვარ. მე პირადად არც მიყურებია ამ თამაშისთვის, ვერ შევძელი ყურება, დაბლა ვიყავი დაჩოქილი და ვლოცულობდი, სხვა არაფერი დამინახავს. რომ დასრულდა და ლაშა გადმოხტა, მერე ამოვყავი მეც თავი. ეს იყო საოცარი ემოციები. როგორ უნდა გადმოსცე ადამიანმა ეს ყველაფერი. სიტყვებით ვერ გადმოსცემ, ჯერ ისევ შოკირებული ვარ, ძალიან ბედნიერი ვარ და სულ თვალწინ წარმომიდგა როგორ გაახარა ლაშამ ამ გამარჯვებით მთელი საქართველო. მე აქედან ვერ ვხედავდი საქართველოში რა ემოციები იყო, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ქვეყანას ვხედავ ასე გახარებულს. ახლა ილია სულამანიძე და თუშიშვილიც გაგვახარებენ, ახლა მათ უნდა ვუგულშემატკივროთ ყველამ და დადებითი ემოციები გავუშვათ მათკენ.

ლაშა ბექაური მშობლებთან ერთად

- როგორ ემზადებოდა ლაშა ამ ოლიმპიადისთვის?

- ფაქტობრივად, ვერ ვნახულობდი ლაშას. თვეში ერთხელაც კი, სულ მოირბენდა და გარბოდა, გაცილებაში ვიყავი. სად ეცალათ ჩვენთვის, სულ შეკრებებზე იყვნენ ბიჭები. ყველანი ძალიან მონდომებით ემზადებოდნენ, ყველა მაქსიმალურად კარგ ფორმაში იყო. აქ წამოსვლამდე ბორჯომში ჩავაკითხეთ. ამ ბიჭებს რომ ვუყურებდი, ყველას თვალებში ოქრო ბრწყინავდა, ისეთი ემოციებით იყვნენ. ოლიმპიადას 4 წელიწადში ერთხელ დიდი მომზადება სჭირდება, რადგან ყველა რჩეული სპორტსმენი გამოდის. იაპონელების არის ეს სპორტი და მათ სხვანაირი მიდგომა აქვთ, არ ღლიან სპორტსმენებს, ჩვენმა ბიჭებმა კი ამ ოლიმპიადამდე მსოფლიო ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა და ოქროს მედლებით დაბრუნდნენ. გიორგი სარდალაშვილი და ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოზე იყვნენ და ასეთ მოკლე დროში კიდევ ამხელა დონის ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა. ხომ ვიცით, რა შრომის ფასად მოდის ეს ყველაფერი.

- თურმე პირველი შემთხვევაა, ზედიზედ ორგზის ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, ეს თქვენმა შვილმა შეძლო და ორმაგად გასახარია...

- დიახ, არ მომხდარა, რომ ორჯერ ზედიზედ ოქრო აეღოს ოლიმპიადაზე ვინმეს, ასეთი შედეგი არავის აქვს, ეს ლაშამ შეძლო და ამით მართლა დიდი ისტორია დაიწერა.

- გამარჯვების შემდეგ რომ ნახეთ თქვენი შვილი, რა გითხრათ?

- ღიმილით მითხრა, ასეთი რა გამაჩინეო და მეფერებდა. ძალიან საყვარელია, ძალიან კარგი ახალგაზრდაა. ჩვენ მთელი ოჯახი ვართ ჩამოსულები საგულშემატკივროდ. გუშინ ძალიან გვიან მოვედით სახლში და იმდენი წერილი და იმდენი ზარი შემოვიდა, რომ გაოგნებული ვარ. ყველას მინდა მოვეფერო და მადლობა ვუთხრა ასეთი გულშემატკივრობისთვის და ამ დიდი სიხარულის გაზიარებისთვის. არ ვაჭარბებ, ისეთ ემოციებში ვიყავი, თამაშისთვის მართლა არ მიყურებია. თბილისში რომ ჩავალ, მერე იქ ვუყურებ ფინალს. ფრანგები არ აჩვენებენ, არ გადმოსცემენ სხვა ქვეყნების წარმომადგენლების თამაშებს. აქ ბევრი ქართველი ცხოვრობს, რომლებმაც ვერ შეძლეს დასწრება და მათ არ მიეცათ ტელევიზიით ამის ნახვის შესაძლებლობა. ბილეთები ისეთი ძვირი ღირდა, სულ გადამყიდველებს ჰქონდათ. ჩვენ რომ გვხედავდნენ ქართული დროშით, ჩვენთან ერთად იღებდნენ სურათებს. ისე უყვართ ქართველები. რა იცოდნენ, ჩვენ ლაშა ბექაურის მშობლები რომ ვიყავით, მაგრამ ფინალის დროს ისინიც ლაშას გულშემატკივრობდნენ და ისმოდა, ბექაური, ბექაური. რომ ხედავდნენ ქართულ დროშას, ფოტოებს იღებდნენ ჩვენთან ერთად. გამარჯვების მერე იძახდნენ - ბექაური, ბექაური, მაგრები ხართ, ეს ისმოდა და ამას რომ ისმენ, ძალიან ბედნიერი ხარ მშობელი.

ლაშა საოცარი შვილია. მართლა ძალიან გაგვახარა, მომეწონა მისი ემოციური ინტერვიუ, როცა ინტერვიუში თქვა - იცი, სამასი არაგველის ქვეყნიდან ვარო. ორი ქართველი რომ შეხვდა ერთმანეთს, ისეთი განცდა იყო, მახარაშვილი ფილმში რომ ამბობს, აქ რამ მოგიყვანა, შენ დალოცვილოო. ბევრი წერდა, ხვიჩა და გოჩა ხომ გახსოვთო. მართლა ძალიან ძლიერი ემოციები იყო. ახლა დაველოდებით ილიას და თუშიშვილის გამოსვლას. გვჯერა, რომ ისინიც გაგვახარებენ ქართველ გულშემატკივარებს. უნდა ვუქომაგოთ, თორემ ფრანგებმა გადაგვიარეს. საოცრად გულშემატკივრობდნენ თავიანთ წარმომადგენლებს. რომ დამარცხდა ფრანგი, ყველაფერი დაამტვრიეს. ბოლოს ფრანგებიც კი ისე მოიხიბლნენ ლაშათი, რომ ბოლოს ისინიც გულშემატკივრობდნენ ფინალში.

- ლაშასთან თქვენი შეხვედრა როგორი იყო?

- ოლიმპიურ სოფელში ჩვენ ვინ შეგვიშვებს. რომ გაიმარჯვა, ამის შემდეგ შეიყვანეს შემოწმებაზე დოპინგ ცენტრში. იქ ყველა სპორტსმენს ამოწმებენ და დიდხანს ველოდებოდით. შემდეგ დაახლოებით ერთი საათი ვიყავით ერთად, მოვეფერეთ ერთმანეთს. მამამისი და მისი დიალოგი იყო საოცრება. გელას ხმა არ აქვს საერთოდ. ისე უყვიროდა ლაშას. საქართველო გელოდება მამი, ყვიროდა და ღვთისმშობლის ხატს აჩვენებდა. ყველა უღებდა ამ დროს ფოტოებს. მე და გელა ვიღაცის ადგილზე დავჯექით წინ. გელა თვითონ სპორტსმენია და დარბაზიდან ეუბნებოდა, როგორ უნდა ეჭიდავა. მამის რჩევები ესმოდა ტატამზე მყოფ ლაშას და დადგა ეს ბედნიერი წუთებიც, მან კიდევ ერთხელ გაგვახარა ყველა. ახლობლებმა გვითხრეს, გელას რომ გავხედეთ, ვტიროდითო. საქართველო შენ გელოდება მამი, ჩვენი ქვეყნისთვის მამა, ჩვენი ქვეყანა გაახარე მამიი, იძახდა გელა, არაამქვეყნიური ემოციებია ამ დროს. პირველი ოქროს მედალი რომ აიღო, მაშინ ხელიც დაზიანებული ჰქონდა და ახლა ეს მეორე დიდი ოლიმპიური გამარჯვებაა. უბედნიერესი დედა ვარ და ვტირივარ ამ სიხარულისგან.

- ვიკა, როგორც ვიცით, ერთი თვის წინ ლაშამ მანქანა გაჩუქათ, ხშირად განებივრებთ სიურპრიზებით?

- კი, მანქანა მაჩუქა, უყვარს სიურპრიზები. საოცრად კარგი შვილია ლაშა. განსაკუთრებული და განსხვავებული. უყვარს დედიკოს და მამიკოს, ოჯახის წევრების გახარება. დებიც აქ არიან ჩვენთან ერთად, ვგულშემატკივრობთ მთელი ოჯახი. ჩვენ მშობლებს გვაქვს ჩვენი რიტუალი. მართლმადიდებლები ვართ და ყოველი ასეთი მნიშვნელოვანი შეჯიბრის წინ მონასტრებს და ტაძრებს მოვილოცავთ ხოლმე, ახლაც წამოსვლამდე მოვილოცეთ რამდენიმე ტაძარი, ხატი სულ თან დაგვაქვს. ღვთისმშობლის მოულოდნელი სიხარულის ხატი და გავიხარეთ ამ შედეგით.

- როგორც ამბობენ, ლაშა შეყვარებულია და გამოჩნდა თქვენი სარძლოს ფოტოები, იცნობთ მას?

- ლაშას პირადზე არ უყვარს საუბარი, ამიტომ ამ კითხვაზე პასუხისგან თავს შევიკავებ.

წაიკითხეთ ასევე: