პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპის წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, KIU ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტის (FIM) სამაგისტრო პროგრამას გთავაზობთ - FIM პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო
ევროპის წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, KIU ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტის (FIM) სამაგისტრო პროგრამას გთავაზობთ - FIM პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი 2024-2025 აკა­დე­მი­უ­რი წლის­თვის აცხა­დებს რე­გის­ტრა­ცი­ას ახალ სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა­ზე - „ფი­ნან­სე­ბი და ინ­ფორ­მა­ცი­ის მე­ნე­ჯმენ­ტი“ (FIM).

FIM სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ წამ­ყვან მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში (TUM) 2004 წელს შე­იქ­მნა. 2008, 2011, 2014, 2017 და 2020 წლებ­ში იგი გერ­მა­ნი­ის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მე­ბის სა­რე­ი­ტინ­გო სის­ტე­მი­სა და CHE Master-Ranking-ის ეროვ­ნუ­ლი რე­ი­ტინ­გის სა­თა­ვე­ში მო­ექ­ცა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მის კა­რი­ე­რუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ვრცელ­დე­ბა ყვე­ლა სექ­ტორ­ზე, სა­დაც სა­ჭი­როა ფი­ნან­სუ­რი მარ­თვის მო­დე­ლე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ცოდ­ნა. პროგ­რა­მა მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს უვი­თა­რებს ისეთ უნა­რებს, რომ­ლე­ბიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია გლო­ბა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად და სა­ერ­თა­შო­რი­სო სარ­ბი­ელ­ზე აღი­ა­რე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად.

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში FIM-ის ხელ­მძღვა­ნე­ლია პრო­ფე­სო­რი რუდი ზაგსტი, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად მა­თე­მა­ტი­კუ­რი ფი­ნან­სე­ბის კა­თედ­რას ხელ­მძღვა­ნე­ლობს მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში (TUM) და FIM პროგ­რა­მის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია. პროგ­რა­მის თა­ნა­ხელ­მძღვა­ნე­ლია KIU-ს მე­ნე­ჯმენ­ტის სკო­ლის პრო­ფე­სო­რი აკა­კი ხე­ლა­ძე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი სტუ­დენ­ტე­ბის ნა­წილს სრუ­ლად და­უ­ფი­ნან­სებს FIM პროგ­რა­მა­ზე სწავ­ლის გა­და­სა­ხადს. და­მა­ტე­ბით, მა­გის­ტრან­ტებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში სას­წავ­ლო კურ­სი ტო­რონ­ტო­სა და მი­უნ­ხენ­ში გა­ი­ა­რონ. FIM-ზე რე­გის­ტრა­ცია უკვე და­ი­წყო. პროგ­რა­მა­ზე ჩა­რი­ცხვის მსურ­ველ­თა აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის მი­ღე­ბა 10 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით იწარ­მო­ებს. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის პროგ­რა­მა­ზე ჩა­რი­ცხვის წი­ნა­პი­რო­ბაა სა­ერ­თო სა­მა­გის­ტრო გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა და ზე­პი­რი გა­მოც­დის/მი­ღე­ბის ინ­ტერ­ვი­უს წარ­მა­ტე­ბით გავ­ლა. ზე­პი­რი გა­მოც­და ეტა­პობ­რი­ვად, 1 აგ­ვის­ტო­დან 17 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით ჩა­ტარ­დე­ბა.

დღეს ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სწრა­ფად მზარ­დი, რე­ი­ტინ­გუ­ლი და მო­თხოვ­ნა­დი სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტია სა­ქარ­თვე­ლო­ში. KIU-მ სტუ­დენ­ტე­ბის პირ­ვე­ლი ნა­კა­დი 2020 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე მი­ი­ღო და მოკ­ლე დრო­ში მო­ექ­ცა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის რე­ი­ტინ­გის სა­თა­ვე­ში (2021, 2022, 2023 წლის ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სა­შუ­ა­ლო სა­კონ­კურ­სო ქუ­ლის მი­ხედ­ვით). მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის (TUM) მიერ KIU აღი­ა­რე­ბულ იქნა, რო­გორც ყვე­ლა­ზე სწრა­ფად მზარ­დი და პროგ­რე­სუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტრი რე­გი­ონ­ში.

პროგ­რა­მის შე­სა­ხებ დე­ტა­ლე­ბი

სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა - „ფი­ნან­სე­ბი და ინ­ფორ­მა­ცი­ის მე­ნე­ჯმენ­ტი“ (FIM) KIU-ში, ევ­რო­პის ლი­დერ მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან (TUM) თა­ნამ­შრომ­ლო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა და მას­ში TUM-ის, ტო­რონ­ტო­სა და სხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის წამ­ყვა­ნი პრო­ფე­სო­რე­ბი არი­ან ჩარ­თულ­ნი.

პროგ­რა­მის კონ­ცენ­ტრა­ცი­ე­ბია: რა­ო­დე­ნობ­რი­ვი ფი­ნან­სე­ბი (Quantitative Finance – QF), ფი­ნან­სუ­რი მარ­თვა (Financial Management – FM), ბიზ­ნეს და სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მე­ბის ინ­ჟი­ნე­რია (Business and Information Systems Engineering – BISE).

პროგ­რა­მა­ში შე­მა­ვა­ლი სას­წავ­ლო კურ­სე­ბია: ბლო­კჩე­ი­ნე­ბის სის­ტე­მის ინ­ჟი­ნე­რია; სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კომ­პლექ­სუ­რი შე­მოწ­მე­ბა და აუ­დი­ტი; ფი­ნან­სუ­რი ეკო­ნო­მეტ­რი­კა; მან­ქა­ნათმცოდ­ნე­ო­ბა; ბიზ­ნეს პრო­ცე­სე­ბის მარ­თვა და ციფ­რუ­ლი ინო­ვა­ცია; ციფ­რუ­ლი შე­ფერ­ხე­ბა, ინო­ვა­ცია და ტრანსფორ­მა­ცია და სხვა. პროგ­რა­მა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ინ­გლი­სურ ენა­ზე.

FIM-ის კა­რი­ე­რუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი

მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია იმ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რომ­ლებ­შიც FIM პროგ­რა­მის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი შეძ­ლე­ბენ და­საქ­მე­ბას ან საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას. ეს მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია: ფი­ნან­სუ­რი სექ­ტო­რი, ფინ-ტექ სექ­ტო­რი და სა­და­ზღვე­ვო-ტექ და სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბიზ­ნე­სი, ციფ­რულ-ფი­ნან­სუ­რი სერ­ვი­სე­ბის სა­კონ­სულ­ტა­ციო მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის დი­ზა­ი­ნის ბიზ­ნე­სი, ჯან­დაც­ვა და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი სექ­ტო­რი, IT და მო­ნა­ცემ­თა მეც­ნი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა და მრა­ვა­ლი სხვა, სა­დაც ფი­ნან­სე­ბის მარ­თვის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მო­დე­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბია.

პროგ­რა­მის სა­ფა­სუ­რი და და­ფი­ნან­სე­ბა

პროგ­რა­მის ყო­ველ­წლი­უ­რი სა­ფა­სუ­რი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის შე­ად­გენს 12,250 ლარს, ხოლო უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის 7,000 ევ­როს. ამ თან­ხა­ში შე­დის: სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი, KIU-ს სტუ­დი­ოს ტი­პის ოთახ­ში ცხოვ­რე­ბის სა­ფა­სუ­რი პროგ­რა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, კამ­პუ­სის შიდა ტრან­სპორ­ტი, მი­სა­სალ­მე­ბე­ლი ნაკ­რე­ბი ლეპ­ტო­პით და სა­ჭი­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით, Office365, კორ­პო­რა­ტი­უ­ლი ნაკ­რე­ბი, ონ­ლა­ინ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ზე, მო­ნა­ცემ­თა ბა­ზებ­სა და LMS-ზე წვდო­მა.

სა­უ­კე­თე­სო კან­დი­და­ტებს KIU სთა­ვა­ზობს სწავ­ლის და­ფი­ნან­სე­ბას. და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბა ხდე­ბა გან­ცხა­დე­ბი­სა და შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­დგე­ნის სა­ფუძ­ველ­ზე. და­ფი­ნან­სე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა შე­სა­ბა­მის კა­ტე­გო­რი­ა­ზე გა­მო­ყო­ფი­ლი ბი­უ­ჯე­ტის ფარ­გლებ­ში კონ­კურ­სის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­მა­გის­ტრო გა­მოც­დებ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ქუ­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. პროგ­რა­მი­სა და გრან­ტე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლე­ბი იხ. აქ.

KIU-სა და FIM პროგ­რა­მის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია იხი­ლეთ აქ.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

ევროპის წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, KIU ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტის (FIM) სამაგისტრო პროგრამას გთავაზობთ - FIM პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

ევროპის წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, KIU ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტის (FIM) სამაგისტრო პროგრამას გთავაზობთ - FIM პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2024-2025 აკადემიური წლისთვის აცხადებს რეგისტრაციას ახალ სამაგისტრო პროგრამაზე - „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ (FIM).

FIM სამაგისტრო პროგრამა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში (TUM) 2004 წელს შეიქმნა. 2008, 2011, 2014, 2017 და 2020 წლებში იგი გერმანიის სამაგისტრო პროგრამების სარეიტინგო სისტემისა და CHE Master-Ranking-ის ეროვნული რეიტინგის სათავეში მოექცა. აღნიშნული პროგრამის კარიერული შესაძლებლობები ვრცელდება ყველა სექტორზე, სადაც საჭიროა ფინანსური მართვის მოდელებისა და ტექნოლოგიების ცოდნა. პროგრამა მომავალ პროფესიონალებს უვითარებს ისეთ უნარებს, რომლებიც აუცილებელია გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად და საერთაშორისო სარბიელზე აღიარების მოსაპოვებლად.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში FIM-ის ხელმძღვანელია პროფესორი რუდი ზაგსტი, რომელიც ამავდროულად მათემატიკური ფინანსების კათედრას ხელმძღვანელობს მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში (TUM) და FIM პროგრამის თანადამფუძნებელია. პროგრამის თანახელმძღვანელია KIU-ს მენეჯმენტის სკოლის პროფესორი აკაკი ხელაძე.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების ნაწილს სრულად დაუფინანსებს FIM პროგრამაზე სწავლის გადასახადს. დამატებით, მაგისტრანტებს შესაძლებლობა ექნებათ, პროგრამის ფარგლებში სასწავლო კურსი ტორონტოსა და მიუნხენში გაიარონ. FIM-ზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო. პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა აპლიკაციების მიღება 10 სექტემბრის ჩათვლით იწარმოებს. საქართველოს მოქალაქეებისთვის პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობაა საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება და ზეპირი გამოცდის/მიღების ინტერვიუს წარმატებით გავლა. ზეპირი გამოცდა ეტაპობრივად, 1 აგვისტოდან 17 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.

დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი, რეიტინგული და მოთხოვნადი სახელმწიფო უნივერსიტეტია საქართველოში. KIU-მ სტუდენტების პირველი ნაკადი 2020 წლის შემოდგომაზე მიიღო და მოკლე დროში მოექცა ქვეყანაში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეიტინგის სათავეში (2021, 2022, 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით). მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) მიერ KIU აღიარებულ იქნა, როგორც ყველაზე სწრაფად მზარდი და პროგრესული საგანმანათლებლო ცენტრი რეგიონში.

პროგრამის შესახებ დეტალები

სამაგისტრო პროგრამა - „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ (FIM) KIU-ში, ევროპის ლიდერ მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) თანამშრომლობით ხორციელდება და მასში TUM-ის, ტორონტოსა და სხვა უნივერსიტეტების წამყვანი პროფესორები არიან ჩართულნი.

პროგრამის კონცენტრაციებია: რაოდენობრივი ფინანსები (Quantitative Finance – QF), ფინანსური მართვა (Financial Management – FM), ბიზნეს და საინფორმაციო სისტემების ინჟინერია (Business and Information Systems Engineering – BISE).

პროგრამაში შემავალი სასწავლო კურსებია: ბლოკჩეინების სისტემის ინჟინერია; საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპლექსური შემოწმება და აუდიტი; ფინანსური ეკონომეტრიკა; მანქანათმცოდნეობა; ბიზნეს პროცესების მართვა და ციფრული ინოვაცია; ციფრული შეფერხება, ინოვაცია და ტრანსფორმაცია და სხვა. პროგრამა განხორციელდება ინგლისურ ენაზე.

FIM-ის კარიერული შესაძლებლობები

მრავალფეროვანია იმ მიმართულებების ჩამონათვალი, რომლებშიც FIM პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმებას ან საქმიანობის გაგრძელებას. ეს მიმართულებებია: ფინანსური სექტორი, ფინ-ტექ სექტორი და სადაზღვევო-ტექ და საინვესტიციო ბიზნესი, ციფრულ-ფინანსური სერვისების საკონსულტაციო მიმართულებები, კონცეპტუალური პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინის ბიზნესი, ჯანდაცვა და ფარმაცევტული სექტორი, IT და მონაცემთა მეცნიერების მიმართულება და მრავალი სხვა, სადაც ფინანსების მართვის ტექნოლოგიური მოდელების საჭიროებებია.

პროგრამის საფასური და დაფინანსება

პროგრამის ყოველწლიური საფასური საქართველოს მოქალაქეებისთვის შეადგენს 12,250 ლარს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 7,000 ევროს. ამ თანხაში შედის: სწავლის საფასური, KIU-ს სტუდიოს ტიპის ოთახში ცხოვრების საფასური პროგრამის განმავლობაში, კამპუსის შიდა ტრანსპორტი, მისასალმებელი ნაკრები ლეპტოპით და საჭირო აღჭურვილობით, Office365, კორპორატიული ნაკრები, ონლაინ ბიბლიოთეკაზე, მონაცემთა ბაზებსა და LMS-ზე წვდომა.

საუკეთესო კანდიდატებს KIU სთავაზობს სწავლის დაფინანსებას. დაფინანსების მოპოვება ხდება განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. დაფინანსება განხორციელდება შესაბამის კატეგორიაზე გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში კონკურსის საფუძველზე, სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ქულების გათვალისწინებით. პროგრამისა და გრანტების შესახებ დეტალები იხ. აქ.

KIU-სა და FIM პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

NS

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"