მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიკვიდირებულია "ჰამასის" კიდევ ერთი ლიდერი - ისრაელის თავდაცვის ძალები "ცხრა სიცოცხლის მქონე" მოჰამედ დეიფის დაღუპვას ადასტურებს
ლიკვიდირებულია "ჰამასის" კიდევ ერთი ლიდერი - ისრაელის თავდაცვის ძალები "ცხრა სიცოცხლის მქონე" მოჰამედ დეიფის დაღუპვას ადასტურებს

“ღა­ზა­ში, გა­სულ თვე­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­რა­კე­ტო დარ­ტყმის შე­დე­გად, “ჰა­მა­სის“ სამ­ხედ­რო ფრთის მე­თა­უ­რი და­ი­ღუ­პა“, - ინ­ფორ­მა­ცი­ას ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი ადას­ტუ­რებს.

ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მუ­ჰა­მედ დე­ი­ფის და­ღუპ­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია დაზ­ვერ­ვამ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ მო­ი­პო­ვა.

“2024 წლის 13 ივ­ლისს მუ­ჰა­მედ დე­ი­ფის, “ღა­ზის ბინ ლა­დე­ნის“ სიკ­ვდი­ლი “ჰა­მა­სის“, რო­გორც სამ­ხედ­რო და სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გა­ნად­გუ­რე­ბის­კენ და ჩვენ მიერ და­სა­ხუ­ლი ომის მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვის­კენ გა­დად­გმუ­ლი დიდი ნა­ბი­ჯია“, - აღ­ნიშ­ნა ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, იოავ გა­ლან­ტმა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 13 ივ­ლისს ის­რა­ელ­მა სა­რა­კე­ტო დარ­ტყმე­ბი ღა­ზა­ში, ხან იუ­ნი­სის ალ-მა­სა­ვის რა­ი­ონ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სა­რა­კე­ტო დარ­ტყმე­ბის სა­მიზ­ნე­ებს “ჰა­მა­სის“ სამ­ხედ­რო ფრთის მე­თა­უ­რი მუ­ჰა­მედ დე­ი­ფი და ხან იუ­ნი­სის ბრი­გა­დის მე­თა­უ­რი რა­ფაა სა­ლა­მე წარ­მო­ად­გენ­დნენ.

  • "ადა­მი­ა­ნი ცხრა სი­ცო­ცხლით" - ვინ არის მუ­ჰა­მედ დე­ი­ფი

ცი­ხი­დან გაქ­ცე­ვის და სულ მცი­რე, მისი შვიდ­ჯერ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ისევ ცო­ცხლად გა­დარ­ჩე­ნის შემ­დეგ, დე­იფს თით­ქმის მი­თი­უ­რი სტა­ტუ­სი აქვს ღა­ზას სექ­ტორ­ში. ინ­ფორ­მა­ცია მას­ზე მწი­რია. თუმ­ცა, ცნო­ბე­ბი, რო­მე­ლიც ის­რა­ე­ლი­სა და პა­ლეს­ტი­ნის მე­დი­ი­დან მო­დის, მის პორ­ტრეტს შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ხა­ტავს.

დე­ი­ფი ღა­ზა­ში, ხან იუ­ნის ლტოლ­ვილ­თა ბა­ნაკ­ში, 1965 წელს და­ი­ბა­და. მა­შინ ეს ტე­რი­ტო­რია ეგ­ვიპ­ტის მიერ იყო ოკუ­პი­რე­ბუ­ლი.

დე­ი­ფის ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლია მუ­ჰა­მედ დიაბ ალ-მას­რი (ასე­ვე ცნო­ბი­ლია რო­გორც აბუ ხა­ლე­დი ან ალ-დე­ი­ფი). ის ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ჰა­მა­სის გა­სამ­ხედ­რო­ე­ბულ ფრთას, იზ ალ-დინ ალ-კა­სამ ბრი­გა­დებს. პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი მას ჰა­მა­სის “ტვინს“ უწო­დე­ბენ.

მან ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი ღა­ზას ის­ლა­მურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის შემ­დეგ მი­ი­ღო. სტუ­დენ­ტო­ბის წლებ­ში ცნო­ბი­ლი იყო მსა­ხი­ო­ბო­ბის (და ზო­გა­დად თე­ატ­რის) სიყ­ვა­რუ­ლით და იქ სას­ცე­ნო და­სიც კი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. რო­დე­საც 1987 წელს ჰა­მა­სი შე­იქ­მნა, დე­ი­ფი ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, ვინც მის რი­გებს შე­უ­ერ­თდა. 1989 წელს ის ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ა­პა­ტიმ­რა და წე­ლი­წად­ზე მეტი გა­ა­ტა­რა გი­სო­სებს მიღ­მა.

  • პა­ტიმ­რო­ბის დროს დე­ი­ფი ზა­ქა­რია ალ-შორ­ბა­გი­სა და სა­ლაჰ შე­ჰა­დეს დას­თან­ხმდა, რომ ერ­თად შე­ექ­მნათ ჰა­მა­სის­გან გან­ცალ­კე­ვე­ბუ­ლი ჯგუ­ფი. მი­ზა­ნი კი ის­რა­ე­ლის ჯა­რის­კა­ცე­ბის და­ტყვე­ვე­ბა იქ­ნე­ბო­და. დღეს ცნო­ბი­ლი, რო­გორც “ალ-ქა­სა­მის ბრი­გა­დე­ბი“. ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა დე­იფ­მა ბრი­გა­დე­ბი ერთ სამ­ხედ­რო ფორ­მი­რე­ბა­ში გა­ა­ერ­თი­ა­ნა და რამ­დე­ნი­მე ბრი­გა­დის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან ერ­თად, მისი ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გახ­და.

დე­ი­ფი მო­ნა­წი­ლე­ობ­და ჰა­მა­სის“ სა­ფირ­მო ია­რა­ღის“ - რა­კე­ტის და ღა­ზას ქვეშ არ­სე­ბუ­ლი გვი­რა­ბე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში. გვი­რა­ბებს ჰა­მა­სის მებ­რძო­ლე­ბი ის­რა­ე­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­საღ­წე­ვად იყე­ნებ­დნენ. ით­ვლე­ბა, რომ დე­ი­ფი სწო­რედ ამ გვი­რა­ბებ­ში ატა­რებ­და დრო­ის უმე­ტეს ნა­წილს, სა­ი­და­ნაც ჰა­მა­სის ოპე­რა­ცი­ებს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

თუმ­ცა, მის წი­ნა­აღ­მდეგ ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი ბრალ­დე­ბა არის 1990-იანი წლე­ბის შუა ხა­ნებ­ში სამი ის­რა­ე­ლე­ლი ჯა­რის­კა­ცის და­ტყვე­ვე­ბა­სა და მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ლიკვიდირებულია "ჰამასის" კიდევ ერთი ლიდერი - ისრაელის თავდაცვის ძალები "ცხრა სიცოცხლის მქონე" მოჰამედ დეიფის დაღუპვას ადასტურებს

ლიკვიდირებულია "ჰამასის" კიდევ ერთი ლიდერი - ისრაელის თავდაცვის ძალები "ცხრა სიცოცხლის მქონე" მოჰამედ დეიფის დაღუპვას ადასტურებს

“ღაზაში, გასულ თვეში განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, “ჰამასის“ სამხედრო ფრთის მეთაური დაიღუპა“, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მუჰამედ დეიფის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია დაზვერვამ რამდენიმე საათის წინ მოიპოვა.

“2024 წლის 13 ივლისს მუჰამედ დეიფის, “ღაზის ბინ ლადენის“ სიკვდილი “ჰამასის“, როგორც სამხედრო და სამთავრობო ორგანიზაციის განადგურებისკენ და ჩვენ მიერ დასახული ომის მიზნების მიღწევისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა.

შეგახსენებთ, რომ 13 ივლისს ისრაელმა სარაკეტო დარტყმები ღაზაში, ხან იუნისის ალ-მასავის რაიონში განახორციელა. სარაკეტო დარტყმების სამიზნეებს “ჰამასის“ სამხედრო ფრთის მეთაური მუჰამედ დეიფი და ხან იუნისის ბრიგადის მეთაური რაფაა სალამე წარმოადგენდნენ.

  • "ადამიანი ცხრა სიცოცხლით" - ვინ არის მუჰამედ დეიფი

ციხიდან გაქცევის და სულ მცირე, მისი შვიდჯერ მკვლელობის მცდელობის მიუხედავად, ისევ ცოცხლად გადარჩენის შემდეგ, დეიფს თითქმის მითიური სტატუსი აქვს ღაზას სექტორში. ინფორმაცია მასზე მწირია. თუმცა, ცნობები, რომელიც ისრაელისა და პალესტინის მედიიდან მოდის, მის პორტრეტს შეძლებისდაგვარად ხატავს.

დეიფი ღაზაში, ხან იუნის ლტოლვილთა ბანაკში, 1965 წელს დაიბადა. მაშინ ეს ტერიტორია ეგვიპტის მიერ იყო ოკუპირებული.

დეიფის ნამდვილი სახელია მუჰამედ დიაბ ალ-მასრი (ასევე ცნობილია როგორც აბუ ხალედი ან ალ-დეიფი). ის ხელმძღვანელობდა ჰამასის გასამხედროებულ ფრთას, იზ ალ-დინ ალ-კასამ ბრიგადებს. პალესტინელები მას ჰამასის “ტვინს“ უწოდებენ.

მან ბაკალავრის ხარისხი ღაზას ისლამურ უნივერსიტეტში სწავლის შემდეგ მიიღო. სტუდენტობის წლებში ცნობილი იყო მსახიობობის (და ზოგადად თეატრის) სიყვარულით და იქ სასცენო დასიც კი ჩამოაყალიბა. როდესაც 1987 წელს ჰამასი შეიქმნა, დეიფი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მის რიგებს შეუერთდა. 1989 წელს ის ისრაელის ხელისუფლებამ დააპატიმრა და წელიწადზე მეტი გაატარა გისოსებს მიღმა.

  • პატიმრობის დროს დეიფი ზაქარია ალ-შორბაგისა და სალაჰ შეჰადეს დასთანხმდა, რომ ერთად შეექმნათ ჰამასისგან განცალკევებული ჯგუფი. მიზანი კი ისრაელის ჯარისკაცების დატყვევება იქნებოდა. დღეს ცნობილი, როგორც “ალ-ქასამის ბრიგადები“. ციხიდან გათავისუფლებულმა დეიფმა ბრიგადები ერთ სამხედრო ფორმირებაში გააერთიანა და რამდენიმე ბრიგადის ხელმძღვანელებთან ერთად, მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა.

დეიფი მონაწილეობდა ჰამასის“ საფირმო იარაღის“ - რაკეტის და ღაზას ქვეშ არსებული გვირაბების შემუშავებაში. გვირაბებს ჰამასის მებრძოლები ისრაელის ტერიტორიაზე შესაღწევად იყენებდნენ. ითვლება, რომ დეიფი სწორედ ამ გვირაბებში ატარებდა დროის უმეტეს ნაწილს, საიდანაც ჰამასის ოპერაციებს ხელმძღვანელობდა.

თუმცა, მის წინააღმდეგ ყველაზე სერიოზული ბრალდება არის 1990-იანი წლების შუა ხანებში სამი ისრაელელი ჯარისკაცის დატყვევებასა და მკვლელობაში მონაწილეობა.

წყარო

იხილეთ ასევე: