მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნანი ბრეგვაძე, ნუცა ბუზალაძე და სხვები აზერბაიჯანში, ბუბა კიკაბიძის ვარსკვლავის გახსნაზე -"მოულოდნელად ნანიმ ოქროს საყურე დაკარგა"
ნანი ბრეგვაძე, ნუცა ბუზალაძე და სხვები აზერბაიჯანში, ბუბა კიკაბიძის ვარსკვლავის გახსნაზე -"მოულოდნელად ნანიმ ოქროს საყურე დაკარგა"

აზერ­ბა­ი­ჯან­ში, ბა­ქოს­თან, კუ­რორტ "სიბ­რი­ზის" დი­დე­ბის ხე­ი­ვან­ში ვახ­ტანგ (ბუბა) კი­კა­ბი­ძის სა­ხე­ლო­ბის ვარ­სკვლა­ვი გა­იხ­სნა... სა­ზე­ი­მო გახ­სნა­ზე თბი­ლი­სი­დან სა­გან­გე­ბოდ არ­ტის­ტის მე­გობ­რე­ბი - ნანი ბრეგ­ვა­ძე, სოსო აბ­ზი­ა­ნი­ძე და სხვე­ბი იყ­ვნენ მიწ­ვე­უ­ლი...

სოსო აბ­ზი­ა­ნი­ძე აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გვე­სა­უბ­რა...

- აზერ­ბა­ი­ჯან­ში ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძის სა­ხე­ლო­ბის ვარ­სკვლა­ვი გა­იხ­სნა... მიწ­ვე­უ­ლე­ბი ვი­ყა­ვით - ნანი ბრეგ­ვა­ძე, ეკა მა­მა­ლა­ძე, ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე, და­ვით ხუ­ჯა­ძე, მე და სხვე­ბი... აზერ­ბა­ი­ჯან­ში დიდი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ეს­წრო, მათ შო­რის ამე­რი­კე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი დე­ვიდ ფოს­ტე­რი, ნი­კოლ შენ­ზინ­გე­რი, ქეთ­რინ მა­კ­ფი...

- აზერ­ბა­ი­ჯან­ში ბუბა კი­კა­ბი­ძე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარ­დათ...

- დიახ, ბუ­ბას პრე­ზი­დენ­ტო­ბა­ზე კენ­ჭი რომ ეყა­რა, გა­ი­მარ­ჯვებ­და, იმ­დე­ნად დიდი სიყ­ვა­რუ­ლი ჰქონ­და ხალ­ხში... აზერ­ბა­ი­ჯან­ში ვარ­სკვლა­ვე­ბის გახ­სნის პო­ლი­ტი­კა გა­სულ წელს ჩა­მო­ყა­ლიბ­და. გარ­დაც­ვლი­ლებს ვარ­სკვლავს ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად, თით­ქმის არ უხ­სნი­ან, მაგ­რამ ამ­ჯე­რად გა­მო­ნაკ­ლი­სი და­უშ­ვეს. ყვე­ლას გვახ­სოვს, ჩვე­ნი ლე­გენ­და ნანი ბრეგ­ვა­ძის და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მომ­ღერ­ლის - ემი­ნის დუ­ე­ტი "ყვა­ვი­ლე­ბის ქვე­ყა­ნა", რო­მელ­საც დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰქონ­და...

ეს სიმ­ღე­რა ბუბა კი­კა­ბი­ძეს ეკუთ­ვნო­და და ემინ­მა სთხო­ვა, ვიმ­ღე­რე­ბო. ბუ­ბამ თან­ხმო­ბა მის­ცა, მაგ­რამ რო­დე­საც ემინ­მა და­უ­რე­კა და მო­ას­მე­ნი­ნა, მყის­ვე შე­ა­წყვე­ტი­ნა და უთხრა, ეგ სიმ­ღე­რა რუ­სუ­ლად არა, ქარ­თუ­ლი უნ­დაო... ემინ­მა ერთ კვი­რა­ში შე­ის­წავ­ლა ქარ­თუ­ლი, და­უ­რე­კა და ბუ­ბამ თან­ხმო­ბა მის­ცა, ქარ­თულ ენა­ზე ემ­ღე­რა. შემ­დეგ ბუ­ბას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და, მალე გარ­და­იც­ვა­ლა და გა­მო­სა­ვა­ლი ვი­პო­ვეთ, ნანი ბრეგ­ვა­ძეს­თან ემ­ღე­რა დუ­ე­ტი, რა­საც მა­ლე­ვე ნანი ბრეგ­ვა­ძის ვარ­სკვლა­ვის გახ­სნა მოყ­ვა. ვარ­სკვლა­ვი ჯერ ბუბა კი­კა­ბი­ძის უნდა გახ­სნი­ლი­ყო, მაგ­რამ ასე მოხ­და... ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, როცა გარ­დაც­ვლილს ვარ­სკვლა­ვი გა­უხ­სნეს. ხალ­ხმაც ეს ფაქ­ტი ძა­ლი­ან დიდი სიყ­ვა­რუ­ლით მი­ი­ღო.

- რო­გორ ჩა­ი­ა­რა ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძის ვარ­სკვლა­ვის გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ამ?

- ხალ­ხმა ეს ფაქ­ტი ძა­ლი­ან დიდი სიყ­ვა­რუ­ლით მი­ი­ღო, ეს ყო­ველ­მხრივ იგ­რძნო­ბო­და.... ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი რა­მეც მოხ­და. ქალ­ბა­ტონ ნა­ნიმ საკ­მა­ოდ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ოქ­როს სა­ყუ­რე და­კარ­გა და როცა გა­ვი­გეთ, უკვე ორი სა­ა­თის წა­მო­სუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. მა­ინც გა­დავ­წყვი­ტეთ მივ­სუ­ლი­ყა­ვით, სა­დაც ვარ­სკვლა­ვის გახ­სნა­ზე უამ­რა­ვი ხალ­ხი იყო, ძლი­ე­რი ქარი და და­კარ­გუ­ლი სა­ყუ­რის პოვ­ნის იმე­დიც ნაკ­ლე­ბად გვქონ­და... რო­გორც კი მი­ვე­დით, ერთი მო­ქა­ლა­ქე მო­ვი­და და გვი­თხრა, ქალ­ბა­ტონ ნა­ნის სა­ყუ­რე და­ე­კარ­გა და მე ვი­პო­ვეო.. ასე გად­მოგ­ვცა ეს ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­ყუ­რე, რაც ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო იყო.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

ნანი ბრეგვაძე, ნუცა ბუზალაძე და სხვები აზერბაიჯანში, ბუბა კიკაბიძის ვარსკვლავის გახსნაზე -"მოულოდნელად ნანიმ ოქროს საყურე დაკარგა"

ნანი ბრეგვაძე, ნუცა ბუზალაძე და სხვები აზერბაიჯანში, ბუბა კიკაბიძის ვარსკვლავის გახსნაზე -"მოულოდნელად ნანიმ ოქროს საყურე დაკარგა"

აზერბაიჯანში, ბაქოსთან, კურორტ "სიბრიზის" დიდების ხეივანში ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა... საზეიმო გახსნაზე თბილისიდან საგანგებოდ არტისტის მეგობრები - ნანი ბრეგვაძე, სოსო აბზიანიძე და სხვები იყვნენ მიწვეული...

სოსო აბზიანიძე აზერბაიჯანიდან დაბრუნების შემდეგ გვესაუბრა...

- აზერბაიჯანში ვახტანგ კიკაბიძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა... მიწვეულები ვიყავით - ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ნუცა ბუზალაძე, დავით ხუჯაძე, მე და სხვები... აზერბაიჯანში დიდი საზოგადოება დაესწრო, მათ შორის ამერიკელი კომპოზიტორი დევიდ ფოსტერი, ნიკოლ შენზინგერი, ქეთრინ მაკფი...

- აზერბაიჯანში ბუბა კიკაბიძე განსაკუთრებულად უყვარდათ...

- დიახ, ბუბას პრეზიდენტობაზე კენჭი რომ ეყარა, გაიმარჯვებდა, იმდენად დიდი სიყვარული ჰქონდა ხალხში... აზერბაიჯანში ვარსკვლავების გახსნის პოლიტიკა გასულ წელს ჩამოყალიბდა. გარდაცვლილებს ვარსკვლავს ძალიან იშვიათად, თითქმის არ უხსნიან, მაგრამ ამჯერად გამონაკლისი დაუშვეს. ყველას გვახსოვს, ჩვენი ლეგენდა ნანი ბრეგვაძის და აზერბაიჯანელი მომღერლის - ემინის დუეტი "ყვავილების ქვეყანა", რომელსაც დიდი გამოხმაურება ჰქონდა...

ეს სიმღერა ბუბა კიკაბიძეს ეკუთვნოდა და ემინმა სთხოვა, ვიმღერებო. ბუბამ თანხმობა მისცა, მაგრამ როდესაც ემინმა დაურეკა და მოასმენინა, მყისვე შეაწყვეტინა და უთხრა, ეგ სიმღერა რუსულად არა, ქართული უნდაო... ემინმა ერთ კვირაში შეისწავლა ქართული, დაურეკა და ბუბამ თანხმობა მისცა, ქართულ ენაზე ემღერა. შემდეგ ბუბას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, მალე გარდაიცვალა და გამოსავალი ვიპოვეთ, ნანი ბრეგვაძესთან ემღერა დუეტი, რასაც მალევე ნანი ბრეგვაძის ვარსკვლავის გახსნა მოყვა. ვარსკვლავი ჯერ ბუბა კიკაბიძის უნდა გახსნილიყო, მაგრამ ასე მოხდა... ეს პირველი შემთხვევაა, როცა გარდაცვლილს ვარსკვლავი გაუხსნეს. ხალხმაც ეს ფაქტი ძალიან დიდი სიყვარულით მიიღო.

- როგორ ჩაიარა ვახტანგ კიკაბიძის ვარსკვლავის გახსნის ცერემონიამ?

- ხალხმა ეს ფაქტი ძალიან დიდი სიყვარულით მიიღო, ეს ყოველმხრივ იგრძნობოდა.... ძალიან მოულოდნელი რამეც მოხდა. ქალბატონ ნანიმ საკმაოდ ძვირადღირებული ოქროს საყურე დაკარგა და როცა გავიგეთ, უკვე ორი საათის წამოსულები ვიყავით. მაინც გადავწყვიტეთ მივსულიყავით, სადაც ვარსკვლავის გახსნაზე უამრავი ხალხი იყო, ძლიერი ქარი და დაკარგული საყურის პოვნის იმედიც ნაკლებად გვქონდა... როგორც კი მივედით, ერთი მოქალაქე მოვიდა და გვითხრა, ქალბატონ ნანის საყურე დაეკარგა და მე ვიპოვეო.. ასე გადმოგვცა ეს ძვირადღირებული საყურე, რაც ძალიან სასიამოვნო იყო.