სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება/მშენებლობის ტენდერში გამარჯვებულად ბელგიური კომპანია Jan De Nul გამოვლინდა
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება/მშენებლობის ტენდერში გამარჯვებულად ბელგიური კომპანია Jan De Nul გამოვლინდა

ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი ნავ­სად­გუ­რის სა­ზღვაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის გა­მო­ცხა­დე­ბულ სა­ერ­თა­შო­რი­სო ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად ე.წ. დიდი ოთხე­უ­ლი­დან, მსხვი­ლი ბელ­გი­უ­რი კომ­პა­ნია Jan De Nul (იან დე ნული) შე­ირ­ჩა. ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი ევ­რო­პუ­ლი კომ­პა­ნია ანაკ­ლი­ა­ში ნავ­სად­გუ­რის აკ­ვა­ტო­რი­ის დაღ­რმა­ვე­ბით და მო­ლოს (ტალ­ღისმჭრე­ლის/ტალღმტე­ხე­ლის) მშე­ნებ­ლო­ბის სა­მუ­შა­ო­ებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

"სა­ტენ­დერო კო­მი­სი­ამ არ­ჩე­ვა­ნი სა­უ­კე­თე­სო­თა შო­რის სა­უ­კე­თე­სო­ზე შე­ა­ჩე­რა. ოთხი კომ­პა­ნი­ი­დან ტენ­დერ­ში სამ­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ყვე­ლა მათ­გა­ნი ევ­რო­პუ­ლია და აქვთ სა­უ­კე­თე­სო სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­პუ­ტა­ცია აღ­ნიშ­ნულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ტენ­დერ­ში მოწ­ვე­უ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი ფლო­ბენ მსოფ­ლიო ფსკერ­დაღ­რმა­ვე­ბის ფლო­ტის 80 პრო­ცენტს. ბელ­გი­უ­რი კომ­პა­ნია „იან დე ნული“ 1938 წელს და­ფუძნ­და და მისი ბრუნ­ვა 2,5 მლრდ ევ­როა, და­საქ­მე­ბუ­ლი ჰყავს 7000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი. კომ­პა­ნია აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი პა­ნა­მის არ­ხის გა­ფარ­თო­ე­ბის პრო­ექ­ტში, გარ­და ამი­სა, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ან ახორ­ცი­ე­ლებს პრო­ექ­ტებს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნებ­ში, მათ შო­რის, ევ­რო­პა­ში, გალ­ფის ყუ­რე­ში, აფ­რი­კა­სა და სხვ.

ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი ნავ­სად­გუ­რი ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი იქ­ნე­ბა, რო­მელ­მაც უნდა და­ა­კავ­ში­როს ევ­რო­პი­სა და აზი­ის სატ­რან­სპორ­ტო სის­ტე­მე­ბი. ამ­დე­ნად, მისი მშე­ნებ­ლო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ითა­ნამ­შრომ­ლებს მხო­ლოდ მა­ღა­ლი რე­პუ­ტა­ცი­ის კომ­პა­ნი­ებ­თან და ფი­ნან­სურ ინ­სტი­ტუ­ტებ­თან. ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია ბელ­გი­უ­რი კომ­პა­ნია „იან დე ნული“, რო­მე­ლიც სა­ტენ­დერო კო­მი­სი­ამ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­სულ­ტან­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით სა­უ­კე­თე­სოდ მი­იჩ­ნია და უკვე გა­ეგ­ზავ­ნა მოწ­ვე­ვა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­სა­წყე­ბად/ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­სა­ფორ­მებ­ლად.

ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი ნავ­სად­გუ­რი ჩვე­ნი ქვეყ­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლი პრო­ექ­ტია. მისი მეშ­ვე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლომ უნდა გა­იმ­ყა­როს თა­ვი­სი გე­ოს­ტრა­ტე­გი­უ­ლი ფუნ­ქცია - და­ა­კავ­ში­როს ევ­რო­პი­სა და აზი­ის სატ­რან­სპორ­ტო სის­ტე­მე­ბი ერ­თმა­ნეთს, მო­ემ­სა­ხუ­როს ტვირთნა­კადს შუა დე­რე­ფან­ში, რო­მე­ლიც არის და­სავ­ლე­თი­სა და აღ­მო­სავ­ლე­თის უმოკ­ლე­სი და ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო გზა დღეს­დღე­ო­ბით. ანაკ­ლი­ის ნავ­სად­გუ­რი შეძ­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის მნიშ­ვნე­ლო­ვან გან­ვი­თა­რე­ბას, მო­ი­ზი­დავს სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ვეს­ტი­ცი­ებს და შექ­მნის ათა­სო­ბით ახალ სა­მუ­შაო ად­გილს. მე­ტიც, ანაკ­ლი­ის ნავ­სად­გუ­რის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს, არა­მედ შუა დე­რეფ­ნის სხვა ქვეყ­ნე­ბის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბის ამაღ­ლე­ბის­კენ.

ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვან ნავ­სად­გურ­ში პირ­ვე­ლი გე­მე­ბის მი­ღე­ბა 2029 წელს იგეგ­მე­ბა, რაც გაზ­რდის ტვირთნა­კადს სა­ქარ­თვე­ლოს სატ­რან­სპორ­ტო და ლო­გის­ტი­კუ­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გავ­ლით. ნავ­სად­გუ­რის პირ­ვე­ლი ფა­ზის გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბა წე­ლი­წად­ში 600 ათა­სი კონ­ტე­ი­ნე­რი იქ­ნე­ბა ხოლო სა­ო­რი­ენ­ტა­ციო ღი­რე­ბუ­ლე­ბა – 600 მლნ აშშ დო­ლა­რია“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება/მშენებლობის ტენდერში გამარჯვებულად ბელგიური კომპანია Jan De Nul გამოვლინდა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება/მშენებლობის ტენდერში გამარჯვებულად ბელგიური კომპანია Jan De Nul გამოვლინდა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ე.წ. დიდი ოთხეულიდან, მსხვილი ბელგიური კომპანია Jan De Nul (იან დე ნული) შეირჩა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული კომპანია ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებით და მოლოს (ტალღისმჭრელის/ტალღმტეხელის) მშენებლობის სამუშაოებს განახორციელებს.

"სატენდერო კომისიამ არჩევანი საუკეთესოთა შორის საუკეთესოზე შეაჩერა. ოთხი კომპანიიდან ტენდერში სამმა მიიღო მონაწილეობა. ყველა მათგანი ევროპულია და აქვთ საუკეთესო საერთაშორისო რეპუტაცია აღნიშნულ საქმიანობაში. ტენდერში მოწვეული კომპანიები ფლობენ მსოფლიო ფსკერდაღრმავების ფლოტის 80 პროცენტს. ბელგიური კომპანია „იან დე ნული“ 1938 წელს დაფუძნდა და მისი ბრუნვა 2,5 მლრდ ევროა, დასაქმებული ჰყავს 7000-ზე მეტი ადამიანი. კომპანია აქტიურად იყო ჩართული პანამის არხის გაფართოების პროექტში, გარდა ამისა, განახორციელა ან ახორციელებს პროექტებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის, ევროპაში, გალფის ყურეში, აფრიკასა და სხვ.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი იქნება, რომელმაც უნდა დააკავშიროს ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემები. ამდენად, მისი მშენებლობისა და განვითარებისთვის საქართველოს მთავრობა ითანამშრომლებს მხოლოდ მაღალი რეპუტაციის კომპანიებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან. ამის ნათელი მაგალითია ბელგიური კომპანია „იან დე ნული“, რომელიც სატენდერო კომისიამ საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით საუკეთესოდ მიიჩნია და უკვე გაეგზავნა მოწვევა ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად/ხელშეკრულების გასაფორმებლად.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პროექტია. მისი მეშვეობით საქართველომ უნდა გაიმყაროს თავისი გეოსტრატეგიული ფუნქცია - დააკავშიროს ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემები ერთმანეთს, მოემსახუროს ტვირთნაკადს შუა დერეფანში, რომელიც არის დასავლეთისა და აღმოსავლეთის უმოკლესი და ყველაზე უსაფრთხო გზა დღესდღეობით. ანაკლიის ნავსადგური შეძლებს საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან განვითარებას, მოიზიდავს საერთაშორისო ინვესტიციებს და შექმნის ათასობით ახალ სამუშაო ადგილს. მეტიც, ანაკლიის ნავსადგურის წარმატებული ფუნქციონირება მიმართული იქნება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ შუა დერეფნის სხვა ქვეყნების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ.

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში პირველი გემების მიღება 2029 წელს იგეგმება, რაც გაზრდის ტვირთნაკადს საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გავლით. ნავსადგურის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება ხოლო საორიენტაციო ღირებულება – 600 მლნ აშშ დოლარია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.