მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
24 წლის ასაკში ლეგენდად ქცეული არხილოსკალოელი ბიჭი, ლაშას ოლიმპიური დაბადების დღე და გამარჯვების ამსახველი ფოტორეპორტაჟი
24 წლის ასაკში ლეგენდად ქცეული არხილოსკალოელი ბიჭი, ლაშას ოლიმპიური დაბადების დღე და გამარჯვების ამსახველი ფოტორეპორტაჟი

პან­დე­მი­ის გამო 2021 წელს გა­მარ­თულ 2020 წლის ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­და­ზე ლაშა ბე­ქა­უ­რის ოლიმ­პი­უ­რი ოქრო მარ­თლაც მო­უ­ლოდ­ნე­ლი და ერ­თგვა­რი სენ­სა­ცია იყო. ბიჭი, რომ­ლის ოლიმ­პი­ა­და­ზე ას­პა­რე­ზო­ბა ტრავ­მის გამო სა­თუო იყო, ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. მისი გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი ექი­მი ზუ­რაბ კა­ხაბ­რიშ­ვი­ლი ამ­ბობ­და:

"მინ­და, ცალ­კე მი­ვუ­ლო­ცო ჩემ ექი­მებს, რომ­ლებ­მაც და­ი­ჯე­რეს. ერ­თად დავ­წე­რეთ პროგ­რა­მა და სამი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­კეთ­და ის, რაც დღეს მთელ­მა მსოფ­ლი­ომ ნახა. ძი­უ­დოს ექი­მე­ბი აღი­ა­რე­ბენ, რომ სამ კვი­რა­ში შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი მო­არ­ჩი­ნო, ერ­თად ყოფ­ნით, ერ­თად გვერ­დში დგო­მით და გა­ხა­დო ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი, იმ ტრავ­მის შემ­დეგ, რაც მან ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ბუ­და­პეშ­ტში მი­ი­ღო".

ის თავ­და­დე­ბა, რაც წინა ოლიმ­პი­ა­და­ზე ლა­შამ აჩ­ვე­ნა, გვაძ­ლევ­და იმედს, რომ და­პი­რე­ბას, - სამ­ჯერ უნდა გავ­ხდე ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნიო, აას­რუ­ლებ­და. ყვე­ლა ვე­ლო­დით მის ოქ­როს პა­რიზ­შიც. მან ჩვე­ნი მო­ლო­დი­ნე­ბი სრუ­ლად გა­ა­მარ­თლა. ფი­ნალ­ში ია­პო­ნელ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა კი კი­დევ ერთი მა­გა­ლი­თია იმი­სა, რა მი­ზან­და­სა­ხუ­ლი და ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნია ლაშა. ის შეხ­ვედ­რას ვა­ზა­რით აგებ­და, თუმ­ცა ბო­ლომ­დე იბ­რძო­ლა და და­პი­რის­პი­რე­ბის ბე­დიც შე­მო­ატ­რი­ა­ლა - ბე­ქა­ურ­მა ია­პო­ნე­ლი სან­ში­რო მუ­რაო უშან­სოდ და­ტო­ვა.

ბიჭი დე­დოფ­ლის­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ არ­ხი­ლოს­კა­ლო­დან, 2000 წლის 26 ივ­ლისს და­ი­ბა­და. ლაშა 24 წლის პა­რიზ­ში გახ­და, სა­დაც თა­ნა­გუნ­დე­ლებ­მა და­ბა­დე­ბის დღე ტორ­ტით მი­უ­ლო­ცეს.

ბე­ქა­ურ­მა 6 წლის ასაკ­ში სწო­რედ თა­ვის სო­ფელ­ში და­ი­წყო ძი­უ­დო­ში ვარ­ჯი­ში. ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ლაშა ბავ­შვო­ბის წლებს ასე იხ­სე­ნებ­და:

"გი­რე­ბი და ჰან­ტე­ლე­ბი რომ არ გვქონ­და, ქვე­ბით გვი­წევ­და ვარ­ჯი­ში. მან­ქა­ნის ძველ სა­ბუ­რა­ვებს გა­მო­ვი­ბამ­დით ქა­მარ­ზე და ისე დავ­რბო­დით, ერ­თმა­ნეთს ვე­ჯიბ­რე­ბო­დით... ჩემი სახ­ლი­დან ამ დარ­ბა­ზამ­დე, 13 კი­ლო­მეტ­რი იყო და ბი­ჭე­ბი ფე­ხით დავ­დი­ო­დით ამ მან­ძილს, ამ­ხე­ლა გზა­ზე სი­ა­რუ­ლი პა­ტა­რა ბავ­შვის­თვის ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო... ბევ­რჯერ ვარ­ჯიშ­ზე უჭ­მე­ლი წავ­სულ­ვარ, საჭ­მე­ლი არ მქო­ნია, ისე წავ­სულ­ვარ. სკო­ლის პე­რი­ოდ­ში ბავ­შვე­ბი კა­რა­ლი­ოკს ვჭამ­დით ხოლ­მე, ბუ­ფეტ­ში რომ ვე­რა­ფერს ვყი­დუ­ლობ­დით... აქ ვინც ცხოვ­რობს, ყვე­ლა მთი­დან ჩა­მო­სუ­ლია - ხევ­სუ­რე­ბი, მთი­უ­ლე­ბი, გუ­და­მაყ­რე­ლე­ბი. მე გუ­და­მაყ­რე­ლი ვარ, ზა­ფხულ­ში როცა ვა­ხერ­ხებ­დი, ავ­დი­ო­დი გუ­და­მა­ყარ­ში, ძა­ლი­ან მიყ­ვარს იქ ყოფ­ნა - ლექ­სე­ბის წერა მიყ­ვარს და იქ ყო­ველ­თვის მო­დის მუ­ზე­ბი... ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ, რომ ქარ­თვე­ლი ვარ, მთის შვი­ლი ვარ. ვა­მა­ყობ იმი­თაც, რომ 300 არაგ­ვე­ლის შთა­მო­მა­ვა­ლი ვარ და შე­ჯიბ­რზეც როცა გავ­დი­ვარ, დიდ მო­ტი­ვა­ცი­ას მაძ­ლევს - ის ხალ­ხი რომ ომში ისე თავ­და­უ­ზო­გა­ვად იბ­რძო­და, არ მაქვს უფ­ლე­ბა უკან და­ვი­ხიო, რად­გან მათი შთა­მო­მა­ვა­ლი ვარ".

იხი­ლეთ ასე­ვე:

ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი ავ­რცე­ლებს ლა­შას გა­მარ­ჯვე­ბის ამ­სახ­ველ ფო­ტო­ებს, რო­მელ­საც გთა­ვა­ზობთ:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰარუ
0

მუდამ ასეთი წარმატებები გქონდეს საქართველოსთან ერთად მეამაყები არხილოელოოო

გამვლელი
1

შენ გაიხარე ლაშა, როგორც ჩვენ გვახარებ შენ დებსა და ძმებს ! ღმერთმა ყველა მიზნისთვის მიგაღწევიოს ! ღმერთო უმრავლე შენნაირი პატრიოტი ვაჟკაცები ჩემს ქვეყანას ! ვულოცავ ამ გამარჯვებას ტელს საქართველოს !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

24 წლის ასაკში ლეგენდად ქცეული არხილოსკალოელი ბიჭი, ლაშას ოლიმპიური დაბადების დღე და გამარჯვების ამსახველი ფოტორეპორტაჟი

24 წლის ასაკში ლეგენდად ქცეული არხილოსკალოელი ბიჭი, ლაშას ოლიმპიური დაბადების დღე და გამარჯვების ამსახველი ფოტორეპორტაჟი

პანდემიის გამო 2021 წელს გამართულ 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე ლაშა ბექაურის ოლიმპიური ოქრო მართლაც მოულოდნელი და ერთგვარი სენსაცია იყო. ბიჭი, რომლის ოლიმპიადაზე ასპარეზობა ტრავმის გამო სათუო იყო, ჩემპიონი გახდა. მისი გამარჯვების შემდეგ ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი ამბობდა:

"მინდა, ცალკე მივულოცო ჩემ ექიმებს, რომლებმაც დაიჯერეს. ერთად დავწერეთ პროგრამა და სამი კვირის განმავლობაში გაკეთდა ის, რაც დღეს მთელმა მსოფლიომ ნახა. ძიუდოს ექიმები აღიარებენ, რომ სამ კვირაში შეიძლება ადამიანი მოარჩინო, ერთად ყოფნით, ერთად გვერდში დგომით და გახადო ოლიმპიური ჩემპიონი, იმ ტრავმის შემდეგ, რაც მან ჩემპიონატზე ბუდაპეშტში მიიღო".

ის თავდადება, რაც წინა ოლიმპიადაზე ლაშამ აჩვენა, გვაძლევდა იმედს, რომ დაპირებას, - სამჯერ უნდა გავხდე ოლიმპიური ჩემპიონიო, აასრულებდა. ყველა ველოდით მის ოქროს პარიზშიც. მან ჩვენი მოლოდინები სრულად გაამართლა. ფინალში იაპონელთან დაპირისპირება კი კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რა მიზანდასახული და ბრძოლისუნარიანია ლაშა. ის შეხვედრას ვაზარით აგებდა, თუმცა ბოლომდე იბრძოლა და დაპირისპირების ბედიც შემოატრიალა - ბექაურმა იაპონელი სანშირო მურაო უშანსოდ დატოვა.

ბიჭი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოდან, 2000 წლის 26 ივლისს დაიბადა. ლაშა 24 წლის პარიზში გახდა, სადაც თანაგუნდელებმა დაბადების დღე ტორტით მიულოცეს.

<blockquote class="tiktok-embed" cite="https://www.tiktok.com/@lashabekauri/video/7395678016409521415" data-video-id="7395678016409521415" style="max-width: 605px;min-width: 325px;" > <section> <a target="_blank" title="@lashabekauri" href="https://www.tiktok.com/@lashabekauri?refer=embed">@lashabekauri</a> <p>მიყვარხართ🫀</p> <a target="_blank" title="♬ original sound - Lasha Bekauri" href="https://www.tiktok.com/music/original-sound-7395678094092192528?refer=embed">♬ original sound - Lasha Bekauri</a> </section> </blockquote> <script async src="https://www.tiktok.com/embed.js"></script>

ბექაურმა 6 წლის ასაკში სწორედ თავის სოფელში დაიწყო ძიუდოში ვარჯიში. ერთ-ერთ ინტერვიუში ლაშა ბავშვობის წლებს ასე იხსენებდა:

"გირები და ჰანტელები რომ არ გვქონდა, ქვებით გვიწევდა ვარჯიში. მანქანის ძველ საბურავებს გამოვიბამდით ქამარზე და ისე დავრბოდით, ერთმანეთს ვეჯიბრებოდით... ჩემი სახლიდან ამ დარბაზამდე, 13 კილომეტრი იყო და ბიჭები ფეხით დავდიოდით ამ მანძილს, ამხელა გზაზე სიარული პატარა ბავშვისთვის ძალიან ძნელი იყო... ბევრჯერ ვარჯიშზე უჭმელი წავსულვარ, საჭმელი არ მქონია, ისე წავსულვარ. სკოლის პერიოდში ბავშვები კარალიოკს ვჭამდით ხოლმე, ბუფეტში რომ ვერაფერს ვყიდულობდით... აქ ვინც ცხოვრობს, ყველა მთიდან ჩამოსულია - ხევსურები, მთიულები, გუდამაყრელები. მე გუდამაყრელი ვარ, ზაფხულში როცა ვახერხებდი, ავდიოდი გუდამაყარში, ძალიან მიყვარს იქ ყოფნა - ლექსების წერა მიყვარს და იქ ყოველთვის მოდის მუზები... ძალიან ვამაყობ, რომ ქართველი ვარ, მთის შვილი ვარ. ვამაყობ იმითაც, რომ 300 არაგველის შთამომავალი ვარ და შეჯიბრზეც როცა გავდივარ, დიდ მოტივაციას მაძლევს - ის ხალხი რომ ომში ისე თავდაუზოგავად იბრძოდა, არ მაქვს უფლება უკან დავიხიო, რადგან მათი შთამომავალი ვარ".

იხილეთ ასევე:

ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს ლაშას გამარჯვების ამსახველ ფოტოებს, რომელსაც გთავაზობთ: