მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინდოეთის ჯუნგლებში იპოვეს ხეზე ჯაჭვით მიბმული ქალი, რომელსაც 40 დღის განმავლობაში საკვები არ მიუღია: იძებნება ქმარი - სასტიკი დანაშაულის დეტალები
ინდოეთის ჯუნგლებში იპოვეს ხეზე ჯაჭვით მიბმული ქალი, რომელსაც 40 დღის განმავლობაში საკვები არ მიუღია: იძებნება ქმარი - სასტიკი დანაშაულის დეტალები

ამე­რი­კე­ლი ქალი, რო­მე­ლიც ინ­დო­ე­თის ჯუნ­გლებ­ში ხეზე ჯაჭ­ვით მიბ­მუ­ლი იპო­ვეს, ამ­ტკი­ცებს, რომ საკ­ვე­ბის მი­ღე­ბის გა­რე­შე 40 დღე გაძ­ლო და გა­დარ­ჩა. პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის ქმარს ეძე­ბენ.

ქალი, რო­მე­ლიც ხეზე იყო მიბ­მუ­ლი რკი­ნის ჯაჭ­ვით, ტყე­ში შემ­თხვე­ვით მწყემსმა აღ­მო­ა­ჩი­ნა და პო­ლი­ცი­ას აც­ნო­ბა.

50 წლის ლა­ლი­ტა კაი კუ­მა­რი აშშ-ის მო­ქა­ლა­ქეა. მას იქვე ჰქონ­და პას­პორ­ტი და სხვა სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო დო­კუ­მენ­ტე­ბი.

  • რო­გორც ცნო­ბი­ლია, ქალი ბოლო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­დო­ეთ­ში მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. მისი მე­უღ­ლის სა­ვა­რა­უ­დო სა­ხე­ლი სა­ტი­შია და მთა­ვარ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლად ით­ვლე­ბა. ქალი არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო ვერ სა­უბ­რობს, მან პო­ლი­ცი­ას ჩვე­ნე­ბა წე­რი­ლით მის­ცა და სწო­რედ იქ და­წე­რა, რომ ხეზე ქმარ­მა მი­ა­ბა.

და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი მსხვერ­პლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

India Today-ის მოხ­სე­ნე­ბის თა­ნახ­მად, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით უკვე და­ი­კი­თხა.

ლა­ლი­ტა სო­ფელ სო­ნურ­ლის მახ­ლობ­ლად არ­სე­ბულ ტყე­ში იპო­ვეს. რე­გი­ო­ნი მუმ­ბა­ი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 280 მი­ლის და­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობს.

მას მარ­ჯვე­ნა ფეხი შე­შუ­პე­ბუ­ლი ჰქონ­და და მძი­მედ იყო დე­ჰიდ­რა­ტი­რე­ბუ­ლი. არ შე­ეძ­ლო ლა­პა­რა­კი და, სა­ვა­რა­უ­დოდ, დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ უჭა­მია.

პო­ლი­ცი­ამ სა­ტი­შის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის აღ­ძრა.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ინდოეთის ჯუნგლებში იპოვეს ხეზე ჯაჭვით მიბმული ქალი, რომელსაც 40 დღის განმავლობაში საკვები არ მიუღია: იძებნება ქმარი - სასტიკი დანაშაულის დეტალები

ინდოეთის ჯუნგლებში იპოვეს ხეზე ჯაჭვით მიბმული ქალი, რომელსაც 40 დღის განმავლობაში საკვები არ მიუღია: იძებნება ქმარი - სასტიკი დანაშაულის დეტალები

ამერიკელი ქალი, რომელიც ინდოეთის ჯუნგლებში ხეზე ჯაჭვით მიბმული იპოვეს, ამტკიცებს, რომ საკვების მიღების გარეშე 40 დღე გაძლო და გადარჩა. პოლიციელები მკვლელობის მცდელობისთვის ქმარს ეძებენ.

ქალი, რომელიც ხეზე იყო მიბმული რკინის ჯაჭვით, ტყეში შემთხვევით მწყემსმა აღმოაჩინა და პოლიციას აცნობა.

50 წლის ლალიტა კაი კუმარი აშშ-ის მოქალაქეა. მას იქვე ჰქონდა პასპორტი და სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტები.

  • როგორც ცნობილია, ქალი ბოლო 10 წლის განმავლობაში ინდოეთში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. მისი მეუღლის სავარაუდო სახელი სატიშია და მთავარ ეჭვმიტანილად ითვლება. ქალი არსებული მდგომარეობის გამო ვერ საუბრობს, მან პოლიციას ჩვენება წერილით მისცა და სწორედ იქ დაწერა, რომ ხეზე ქმარმა მიაბა.

დაუძლურებული მსხვერპლი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

India Today-ის მოხსენების თანახმად, რამდენიმე ადამიანი საქმესთან დაკავშირებით უკვე დაიკითხა.

ლალიტა სოფელ სონურლის მახლობლად არსებულ ტყეში იპოვეს. რეგიონი მუმბაიდან დაახლოებით 280 მილის დაშორებით მდებარეობს.

მას მარჯვენა ფეხი შეშუპებული ჰქონდა და მძიმედ იყო დეჰიდრატირებული. არ შეეძლო ლაპარაკი და, სავარაუდოდ, დიდი ხნის განმავლობაში არ უჭამია.

პოლიციამ სატიშის წინააღმდეგ საქმე მკვლელობის მცდელობისთვის აღძრა.

წყარო