მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლუკაშენკო მზად არის შეიწყალოს გერმანიის მოქალაქე, რომელსაც ბელარუსში სიკვდილი მიუსაჯეს - კრიგერის სკანდალური საქმის დეტალები
ლუკაშენკო მზად არის შეიწყალოს გერმანიის მოქალაქე, რომელსაც ბელარუსში სიკვდილი მიუსაჯეს - კრიგერის სკანდალური საქმის დეტალები

პრე­ზი­დენ­ტმა, ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კომ გა­და­წყვი­ტა გერ­მა­ნი­ის მო­ქა­ლა­ქე რიკო კრი­გე­რი შე­ი­წყა­ლოს - მას ბე­ლა­რუს­ში ტე­რო­რიზ­მის საქ­მე­ზე სიკ­ვდი­ლი მი­უ­სა­ჯეს.

ლუ­კა­შენ­კოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ქვეყ­ნის ლი­დე­რის პრეს­სამ­სა­ხურ­ზე დაყ­რდნო­ბით სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტო BElTA ავ­რცე­ლებს. ამას­თან, შე­წყა­ლე­ბის ბრძა­ნე­ბა, რო­მელ­საც ლუ­კა­შენ­კომ ხელი უნდა მო­ა­წე­როს, ჯერ არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა.

  • რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ლუ­კა­შენ­კოს პრეს­სამ­სა­ხურ­მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ კრი­გერ­მა შე­წყა­ლე­ბის თხოვ­ნით პრე­ზი­დენტს მი­მარ­თა. რის შემ­დე­გაც, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, კრი­გე­რის ად­ვო­კატ­მა ვლა­დი­მერ გორ­ბაჩ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მას ლუ­კა­შენ­კოს მხრი­დან “ჰუ­მა­ნიზ­მის აქ­ტის“ იმე­დი აქვს.

ის ფაქ­ტი, რომ ბე­ლა­რუ­სის სა­სა­მარ­თლომ კრი­გერს სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა, 19 ივ­ლისს გახ­და ცნო­ბი­ლი. გერ­მა­ნი­ის მო­ქა­ლა­ქეს ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს სის­ხლის სა­მარ­თლის ექ­ვსი მუხ­ლით, მათ შო­რის ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის ჩა­დე­ნის, “ექ­სტრე­მის­ტუ­ლი ფორ­მი­რე­ბის“ შექ­მნი­სა და ფა­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის მუხ­ლით.

  • რა არის ცნო­ბი­ლი კრი­გე­რის საქ­მის შე­სა­ხებ?

კრი­გე­რის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მის დე­ტა­ლე­ბი მას შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი, რაც Mediazona-Belarus-ის გა­მო­ცე­მამ მი­ი­ღო წვდო­მა გა­ნა­ჩენ­ზე და ერთ-ერ­თმა მთა­ვარ­მა ბე­ლა­რუ­სელ­მა პრო­პა­გან­დის­ტმა ლუდ­მი­ლა გლად­კა­ი­ამ, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს ეს­წრე­ბო­და, გა­მო­აქ­ვეყ­ნა თა­ვი­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი Telegram-ის არხზე.

  • წყა­რო­ე­ბის თა­ნახ­მად, 2023 წლის “არა­უგ­ვი­ა­ნეს 20 სექ­ტემ­ბრი­სა“, რიკო კრი­გე­რი, გერ­მა­ნი­ა­ში ყოფ­ნი­სას, სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით და­უ­კავ­შირ­და უკ­რა­ი­ნის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის და კა­ლი­ნოვ­სკის პოლ­კის წარ­მო­მად­გენ­ლებს (ეს არის ბე­ლო­რუ­სე­ბის სამ­ხედ­რო ფორ­მი­რე­ბა, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის მხა­რე­ზე იბ­რძვის). მათ­თან სა­უ­ბარ­ში კრი­გე­რი, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­თან­ხმდა ბე­ლო­რუ­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დი­ვერ­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

გა­ნა­ჩე­ნი­დან ირ­კვე­ვა, კრი­გე­რი მინ­სკში 2 ოქ­ტომ­ბერს ჩა­ვი­და, რო­გორც ტუ­რის­ტი, ხოლო 3 ოქ­ტომ­ბერს მო­გი­ლე­ვის რე­გი­ონ­ში ოსი­პო­ვი­ჩის რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რის მი­და­მო­ში “გა­და­ი­ღო ფო­ტო­ე­ბი კო­ორ­დი­ნა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით“. 4 ოქ­ტომ­ბერს კი იგი­ვე კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა კო­ლო­დი­შის სად­გურ­ზე, ბე­ლა­რუ­სის დე­და­ქა­ლა­ქი­დან ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თით 20 კი­ლო­მეტრში.

შემ­დეგ, გლად­კა­ი­ამ და­წე­რა, რომ გერ­მა­ნელ­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მი­ი­ღო კო­ორ­დი­ნა­ტე­ბი, სა­დაც იყო ხელ­ნა­კე­თი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა და 5 ოქ­ტომ­ბრის სა­ღა­მოს და­ა­მონ­ტა­ჟა ოზე­რიშ­ჩეს სად­გუ­რის რკი­ნიგ­ზის ლი­ან­დაგ­ზე.

აფეთ­ქე­ბა, რო­მელ­შიც კრი­გე­რი და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს, 5 ოქ­ტომ­ბერს გვი­ან მოხ­და. შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა, სა­ხელ­მწი­ფომ კი ზა­რა­ლი Mediazona-Belarus-ის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით 1639 ბე­ლა­რუ­სულ რუბ­ლად შე­ა­ფა­სა, რაც 516 აშშ დო­ლარს შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

6 ოქ­ტომ­ბერს, რო­გორც გა­ნა­ჩე­ნი­დან ირ­კვე­ვა, რიკო კრი­გე­რი მინ­სკი­დან ბა­ქო­ში უნდა გაფ­რე­ნი­ლი­ყო, მაგ­რამ და­ა­კა­ვეს.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

ლუკაშენკო მზად არის შეიწყალოს გერმანიის მოქალაქე, რომელსაც ბელარუსში სიკვდილი მიუსაჯეს - კრიგერის სკანდალური საქმის დეტალები

ლუკაშენკო მზად არის შეიწყალოს გერმანიის მოქალაქე, რომელსაც ბელარუსში სიკვდილი მიუსაჯეს - კრიგერის სკანდალური საქმის დეტალები

პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ გადაწყვიტა გერმანიის მოქალაქე რიკო კრიგერი შეიწყალოს - მას ბელარუსში ტერორიზმის საქმეზე სიკვდილი მიუსაჯეს.

ლუკაშენკოს გადაწყვეტილებას ქვეყნის ლიდერის პრესსამსახურზე დაყრდნობით სახელმწიფო სააგენტო BElTA ავრცელებს. ამასთან, შეწყალების ბრძანება, რომელსაც ლუკაშენკომ ხელი უნდა მოაწეროს, ჯერ არ გავრცელებულა.

  • რამდენიმე დღით ადრე ლუკაშენკოს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრიგერმა შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართა. რის შემდეგაც, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობდა.

მოგვიანებით, შეხვედრის შემდეგ, კრიგერის ადვოკატმა ვლადიმერ გორბაჩმა განაცხადა, რომ მას ლუკაშენკოს მხრიდან “ჰუმანიზმის აქტის“ იმედი აქვს.

ის ფაქტი, რომ ბელარუსის სასამართლომ კრიგერს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, 19 ივლისს გახდა ცნობილი. გერმანიის მოქალაქეს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის ექვსი მუხლით, მათ შორის ტერორისტული აქტის ჩადენის, “ექსტრემისტული ფორმირების“ შექმნისა და ფარული საქმიანობის მუხლით.

  • რა არის ცნობილი კრიგერის საქმის შესახებ?

კრიგერის წინააღმდეგ საქმის დეტალები მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც Mediazona-Belarus-ის გამოცემამ მიიღო წვდომა განაჩენზე და ერთ-ერთმა მთავარმა ბელარუსელმა პროპაგანდისტმა ლუდმილა გლადკაიამ, რომელიც სასამართლო პროცესს ესწრებოდა, გამოაქვეყნა თავისი შთაბეჭდილებები Telegram-ის არხზე.

  • წყაროების თანახმად, 2023 წლის “არაუგვიანეს 20 სექტემბრისა“, რიკო კრიგერი, გერმანიაში ყოფნისას, საკუთარი ინიციატივით დაუკავშირდა უკრაინის უშიშროების სამსახურის და კალინოვსკის პოლკის წარმომადგენლებს (ეს არის ბელორუსების სამხედრო ფორმირება, რომელიც უკრაინის მხარეზე იბრძვის). მათთან საუბარში კრიგერი, სავარაუდოდ, დათანხმდა ბელორუსის ტერიტორიაზე დივერსიაში მონაწილეობას.

განაჩენიდან ირკვევა, კრიგერი მინსკში 2 ოქტომბერს ჩავიდა, როგორც ტურისტი, ხოლო 3 ოქტომბერს მოგილევის რეგიონში ოსიპოვიჩის რკინიგზის სადგურის მიდამოში “გადაიღო ფოტოები კოორდინატების გამოყენებით“. 4 ოქტომბერს კი იგივე კვლევა ჩაატარა კოლოდიშის სადგურზე, ბელარუსის დედაქალაქიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 20 კილომეტრში.

შემდეგ, გლადკაიამ დაწერა, რომ გერმანელმა, სავარაუდოდ, მიიღო კოორდინატები, სადაც იყო ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა და 5 ოქტომბრის საღამოს დაამონტაჟა ოზერიშჩეს სადგურის რკინიგზის ლიანდაგზე.

აფეთქება, რომელშიც კრიგერი დაადანაშაულეს, 5 ოქტომბერს გვიან მოხდა. შედეგად არავინ დაშავებულა, სახელმწიფომ კი ზარალი Mediazona-Belarus-ის მიერ მოპოვებული მონაცემებით 1639 ბელარუსულ რუბლად შეაფასა, რაც 516 აშშ დოლარს შეესაბამება.

6 ოქტომბერს, როგორც განაჩენიდან ირკვევა, რიკო კრიგერი მინსკიდან ბაქოში უნდა გაფრენილიყო, მაგრამ დააკავეს.

წყარო

იხილეთ ასევე: