ავტორი:

ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ისმოდა შეძახილები "სიკვდილი ამერიკასა და ისრაელს"  - რა ვიდეო ვრცელდება მედიაში

ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ისმოდა შეძახილები "სიკვდილი ამერიკასა და ისრაელს"  - რა ვიდეო ვრცელდება მედიაში

"ირანის ახალმა პრეზიდენტმა ფიცი შეძახილების, "სიკვდილი ამერიკასა და ისრაელს“, ფონზე დადო", - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

  • "ჩვენ შევეცდებით მსოფლიოსთან ღირსების, სიბრძნისა და მიზანშეწონილობის საფუძველზე კონსტრუქციულად და ეფექტურად ვითანამშრომლოთ“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

Reuters-ის ცნობით, ინაუგურაციის ცერემონიაზე შეძახილები "სიკვდილი ამერიკას“ და "სიკვდილი ისრაელს“ ისმოდა.

"ისინი, ვინც იარაღს მათ აწვდიან, რომლებიც ბავშვებს კლავენ, მუსლიმებს კაცობრიობის შესახებ ვერ ასწავლიან“, - აღნიშნა მასუდ ფეზეშქიანმა.

ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას "ჰამასისა“ და "ისლამური ჯიჰადის“ ლიდერები ესწრებოდნენ. "ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე დღეს თეირანში, საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა.