პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისრაელმა ბეირუთი დაბომბა - დარტყმების სამიზნე “ჰეზბოლას” ერთ-ერთი მეთაური იყო: რა დეტალებია ამ დროისთვის ცნობილი
ისრაელმა ბეირუთი დაბომბა - დარტყმების სამიზნე “ჰეზბოლას” ერთ-ერთი მეთაური იყო: რა დეტალებია ამ დროისთვის ცნობილი

ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა ბე­ი­რუ­თი და­ბომ­ბა. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, იოავ გა­ლან­ტი ავ­რცე­ლე­ბენ.

  • ცოტა ხნის წინ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ლი­ბა­ნის დე­და­ქა­ლაქ ბე­ი­რუ­თის და­ჰი­ე­ჰის უბან­ში აფეთ­ქე­ბე­ბი გა­ის­მა. რო­გორც მე­დია წერს, აღ­ნიშ­ნუ­ლი უბა­ნი ცნო­ბი­ლია, რო­გორც “ჰეზ­ბო­ლას” ერთ-ერთი საკ­ვან­ძო პუნ­ქტი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს, რომ მათ ბე­ი­რუ­თი და­ბომ­ბეს. მათი ცნო­ბით, დარ­ტყმე­ბის სა­მიზ­ნეს “ჰეზ­ბო­ლას” ერთ-ერთი მე­თა­უ­რი წარ­მო­ად­გენ­და, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია გო­ლა­ნის მაღ­ლო­ბებ­ზე მდე­ბა­რე ქა­ლაქ მაჯ­დალ-შამსზე სა­რა­კე­ტო დარ­ტყმა­სა და ის­რა­ე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სხვა დარ­ტყმებ­ზე.

კერ­ძოდ, ის­რა­ე­ლის მე­დია ვა­რა­უ­დობს, რომ ის­რა­ე­ლის სა­მიზ­ნეს “ჰეზ­ბო­ლას” ერთ-ერთი მე­თა­უ­რი, ფუად შუქ­რი წარ­მო­ად­გენ­და, რო­მე­ლიც ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ლი­დე­რის, ჰა­სან ნას­რა­ლას უფ­რო­სი მრჩე­ვე­ლია და აშშ-ის მიერ ძებ­ნა­შია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი.

ის­რა­ე­ლის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ავი­ა­დარ­ტყმე­ბის შემ­დეგ, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა იოავ გა­ლან­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ ლი­ბა­ნურ­მა ტე­რო­რის­ტულ­მა დაჯ­გუ­ფე­ბამ “წი­თე­ლი ხაზი გა­დაკ­ვე­თა”.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

ისრაელმა ბეირუთი დაბომბა - დარტყმების სამიზნე “ჰეზბოლას” ერთ-ერთი მეთაური იყო: რა დეტალებია ამ დროისთვის ცნობილი

ისრაელმა ბეირუთი დაბომბა - დარტყმების სამიზნე “ჰეზბოლას” ერთ-ერთი მეთაური იყო: რა დეტალებია ამ დროისთვის ცნობილი

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბეირუთი დაბომბა. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები და თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი ავრცელებენ.

  • ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის დაჰიეჰის უბანში აფეთქებები გაისმა. როგორც მედია წერს, აღნიშნული უბანი ცნობილია, როგორც “ჰეზბოლას” ერთ-ერთი საკვანძო პუნქტი.

მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ მათ ბეირუთი დაბომბეს. მათი ცნობით, დარტყმების სამიზნეს “ჰეზბოლას” ერთ-ერთი მეთაური წარმოადგენდა, რომელიც პასუხისმგებელია გოლანის მაღლობებზე მდებარე ქალაქ მაჯდალ-შამსზე სარაკეტო დარტყმასა და ისრაელის წინააღმდეგ სხვა დარტყმებზე.

კერძოდ, ისრაელის მედია ვარაუდობს, რომ ისრაელის სამიზნეს “ჰეზბოლას” ერთ-ერთი მეთაური, ფუად შუქრი წარმოადგენდა, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერის, ჰასან ნასრალას უფროსი მრჩეველია და აშშ-ის მიერ ძებნაშია გამოცხადებული.

ისრაელის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ლიბანურმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ “წითელი ხაზი გადაკვეთა”.