მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირანში მოკლეს "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანიე - ის თეირანში ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იმყოფებოდა
ირანში მოკლეს "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანიე - ის თეირანში ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იმყოფებოდა

ირან­ში მოკ­ლეს "ჰა­მა­სის" პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი, ის­მა­ილ ჰა­ნიე. "ჰა­მა­სი" ადას­ტუ­რებს ინ­ფორ­მა­ცი­ას და აცხა­დე­ბენ, რომ ჰა­ნიე ის­რა­ე­ლის თავ­დას­ხმის შე­დე­გად მოკ­ლეს.

მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ჰა­ნიე, რო­მე­ლიც თე­ი­რან­ში, ირა­ნის ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე და­სას­წრე­ბად იმ­ყო­ფე­ბო­და, სას­ტუმ­რო­ში მოკ­ლეს. ის­რა­ელს სა­პა­სუ­ხო გან­ცხა­დე­ბა ჯერ არ გა­უ­კე­თე­ბია.

  • ირან­ში აცხა­დე­ბენ, რომ ჰა­ნი­ეს მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბაა და­წყე­ბუ­ლი.

"ჰა­მა­სი", რო­მე­ლიც ღა­ზას აკონ­ტრო­ლებს, აცხა­დებს, რომ "ჰა­ნიე მოკ­ლეს მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი დარ­ბე­ვი­სას".

  • ცნო­ბი­ლი ხდე­ბა ასე­ვე, რომ და­ღუ­პუ­ლია ჰა­ნი­ეს დაც­ვის ერთ-ერთი წევ­რი. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ირა­ნის ის­ლა­მუ­რი გვარ­დი­ის კორ­პუ­სის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

ცნო­ბის­თვის, ჰა­ნიე ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტის, მა­სუდ ფე­ზექ­ში­ა­ნის ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, შეხ­ვდა ირა­ნის პრე­ზი­დენტს, ასე­ვე ირა­ნის უზე­ნა­ეს ლი­დერს, აია­თო­ლა ალი ხა­მე­ნე­ის. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შეხ­ვედ­რის დროს პრე­ზი­დენ­ტმა "ჰა­მა­სის" ლი­დერს უთხრა, რომ ირა­ნი "დად­გე­ბა პა­ლეს­ტი­ნე­ლი ხალ­ხის გვერ­დით". ჰა­ნი­ემ კი, თა­ვის, მხრივ, მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და მას ასე­თი პო­ზი­ცი­ის­თვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

ირანში მოკლეს "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანიე - ის თეირანში ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იმყოფებოდა

ირანში მოკლეს "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანიე - ის თეირანში ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იმყოფებოდა

ირანში მოკლეს "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანიე. "ჰამასი" ადასტურებს ინფორმაციას და აცხადებენ, რომ ჰანიე ისრაელის თავდასხმის შედეგად მოკლეს.

მათივე განცხადებით, ჰანიე, რომელიც თეირანში, ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად იმყოფებოდა, სასტუმროში მოკლეს. ისრაელს საპასუხო განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

  • ირანში აცხადებენ, რომ ჰანიეს მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიებაა დაწყებული.

"ჰამასი", რომელიც ღაზას აკონტროლებს, აცხადებს, რომ "ჰანიე მოკლეს მოღალატეობრივი დარბევისას".

  • ცნობილი ხდება ასევე, რომ დაღუპულია ჰანიეს დაცვის ერთ-ერთი წევრი. აღნიშნულის შესახებ ირანის ისლამური გვარდიის კორპუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ცნობისთვის, ჰანიე ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზექშიანის ინაუგურაციაზე იმყოფებოდა, შეხვდა ირანის პრეზიდენტს, ასევე ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის დროს პრეზიდენტმა "ჰამასის" ლიდერს უთხრა, რომ ირანი "დადგება პალესტინელი ხალხის გვერდით". ჰანიემ კი, თავის, მხრივ, მადლობა გადაუხადა მას ასეთი პოზიციისთვის.