ავტორი:

“ჩემს სიმღერებში პოლიტიკაზე რამეს ვმღერი? გაკვირვებული ვარ! ეს არის თქვენი ევროპული თავისუფლება?” - რას ამბობს ფირცხალავა მას შემდეგ, რაც ლატვიაში შესვლა აუკრძალეს

“ჩემს სიმღერებში პოლიტიკაზე რამეს ვმღერი? გაკვირვებული ვარ! ეს არის თქვენი ევროპული თავისუფლება?” - რას ამბობს ფირცხალავა მას შემდეგ, რაც ლატვიაში შესვლა აუკრძალეს

ირაკლი ფირცხალავას ლატვიაში შესვლა ოფიციალურად აუკრძალეს. ქვეყნის მთავრობამ ის „შავ“ სიაში შეიყავანა. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა.

"მე გადავწყვიტე ირაკლი ფირცხალავა შევიყვანო ლატვიის რესპუბლიკისთვის არასასურველი პირების სიაში და ავუკრძალო ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით“, - წერს ბრაიე.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აკრძალვა კონცერტამდე ორი დღით ადრე მიუვიდა, რომლის გამართვასაც არტისტი რიგაში აპირებდა. ფირცხალავას გამოსვლა რიგის პირველ კლუბში 2 აგვისტოს იყო დაგეგმილი.

რუსულ მედიასთან მომღერალი პირველ კომენტარს აკეთებს და საუბრობს თავის ვერსიაზე, თუ რატომ ეშინია ადგილობრივ ხელისუფლებას მისი ქვეყანაში შეშვების. მუსიკოსის თქმით, ყველაზე მეტად ის აღიზიანებს, რომ რიგაში მაყურებლისთვის ვერ იმღერებს.

- რა თქმა უნდა, ეს ძალიან უსიამოვნოა, როცა იქ ჩემი გულშემატკივრებით სავსე კლუბია, რომელიც ჩემს გამოსვლას დიდი ხანია ელოდება. და უცებ ქვეყნის ხელისუფლებას ასეთი უცნაური დამოკიდებულება გაუჩნდა ხელოვანების მიმართ. ჩემს სიმღერებში პოლიტიკაზე რამეს ვმღერი? ან ამაზე ვსაუბრობ? აბსოლუტურად გაკვირვებული ვარ! და ეს არის თქვენი ევროპული თავისუფლება და შემწყნარებლობა? რატომ უნდა ვიყოთ მხოლოდ ლგბტ ადამიანების მიმართ ტოლერანტული? რაც შეეხება მომღერლებს, რომლებიც მუშაობენ რუსეთში, საქართველოში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში? - რისი ეშინიათ, ეს საკითხავია. რა მოწოდებები შემიძლია გავაკეთო, რევოლუციური? თუ ლატვიის მთავრობის დასამხობი? ეს სასაცილოა!

ირაკლის თქმით, ცოტა ხნის წინ მსგავსი შემთხვევა ესტონეთშიც მოხდა. ქვეყნის ხელისუფლებამ ფირცხალავას კონცერტის გამართვა მხოლოდ იმიტომ აუკრძალა, რომ მისი ერთ-ერთი სიმღერის სათაური არ მოეწონათ.

- ესტონეთში კონცერტი უნდა გვქონოდა და ორგანიზატორებმა კულტურის სამინისტროს თხოვნა გაუგზავნეს. ფირცხალავას შესვლაზე უარი უთხრეს და ერთ-ერთი მიზეზი ის იყო სიმღერა "Aim and Shoot" სათაური არ მოეწონათ. თითქოს ომისკენ მოვუწოდებდი, მაგრამ საერთოდ, ამ სიმღერას თუ ყურადღებით მოუსმენ, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას ეძღვნება“, - აღშფოთებულია ამბობს ფირცხალავა. - ეს აბსურდის ეპოქაა, როცა ჩვენ, ხელოვანები, პასუხისმგებელი უნდა ვიყოთ იმაზე, რასაც რეალურად არ ვაკეთებთ. ზოგიერთი მომღერალი უკრაინიდან საქართველოში მიემგზავრება მოწოდებით, შეაგროვონ ფული ყველა სახის საბრძოლო მასალისთვის და ამით მხარი დაუჭიროს ომს. და მათ შეუძლიათ ლატვიაში გამოსვლა, მაგრამ მე, ადამიანი, რომელიც ყოველთვის მხარს ვუჭერდი მშვიდობას, სიყვარულს და ღმერთს, არ შემიძლია.

წაიკითხეთ ასევე: