პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთ-ერთი ყველაზე საშინელი თავდასხმა ბავშვებზე - ცნობილია დიდ ბრიტანეთში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპული  სამი მოზარდის ვინაობა
ერთ-ერთი ყველაზე საშინელი თავდასხმა ბავშვებზე - ცნობილია დიდ ბრიტანეთში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპული  სამი მოზარდის ვინაობა

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, სა­უ­თპორ­ტში და­ნით თავ­დას­ხმის შე­დე­გად სამი ბავ­შვი და­ი­ღუ­პა. შემ­თხვე­ვა ორ­შა­ბათს, ერთ-ერთ ცეკ­ვის სკო­ლა­ში მოხ­და. პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, თავ­დას­ხმი­სას 9 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, 3 კი გარ­და­იც­ვა­ლა - 9 წლის ალი­სა და­სილ­ვა აგი­ა­რი, 6 წლის ბებე კინ­გი და 7 წლის ელსი დოტ სტენ­კომ­ბი.

ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აცხა­დე­ბენ, რომ ორი ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია.

"გუ­შინ სა­უ­თპორ­ტში მომ­ხდა­რი გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლი ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 7 ბავ­შვი მო­იყ­ვა­ნეს. სამ­წუ­ხა­როდ, მი­უ­ხე­და­ვად ჩვე­ნი მცდე­ლო­ბი­სა, სამი გარ­და­იც­ვა­ლა. დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შვე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ მკურ­ნა­ლო­ბას... ორი კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ვლო­ცუ­ლობთ ბავ­შვე­ბის­თვის და მათი ოჯა­ხე­ბის­თვის. ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ მათ დახ­მა­რე­ბას" - ნათ­ქვა­მია სა­ა­ვად­მყო­ფოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • პო­ლი­ცი­ამ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი უკვე და­ა­კა­ვა - ის 17 წლის არას­რულ­წლო­ვა­ნია. მისი ვი­ნა­ო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით არ სა­ჯა­როვ­დე­ბა. და­კა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და სამ­შა­ბათს დი­ლით და­კი­თხეა. და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვი უც­ნო­ბია.

სა­უ­თპორ­ტი პა­ტა­რა ზღვის­პი­რა კუ­რორ­ტია. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი კირ სტარ­მე­რი და სხვა ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი სამ­შა­ბათს ეწ­ვივ­ნენ თავ­დას­ხმის ად­გილს, პა­ტი­ვი მი­ა­გეს მსხვერ­პლს და მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეს სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მუ­შა­კებს, რომ­ლე­ბიც ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

ორ­შა­ბათს მომ­ხდა­რი ტრა­გე­დია დიდი ბრი­ტა­ნე­თის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­ში­ნელ თავ­დას­ხმად და­სა­ხელ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბოლო ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში და­ნით და­ნა­შა­უ­ლი გა­ი­ზარ­და, მა­სობ­რი­ვი დაჭ­რის შემ­თხვე­ვე­ბი ძალ­ზე იშ­ვი­ა­თია. 2024 წლის აპ­რი­ლამ­დე ინ­გლის­ში და­ნით თავ­დას­ხმის 48,341-მდე შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. ინ­ცი­დენ­ტე­ბის მე­ო­თხედ­ზე მეტი ლონ­დონ­ში მოხ­და.

წყა­რო: BBC

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

ერთ-ერთი ყველაზე საშინელი თავდასხმა ბავშვებზე - ცნობილია დიდ ბრიტანეთში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპული  სამი მოზარდის ვინაობა

ერთ-ერთი ყველაზე საშინელი თავდასხმა ბავშვებზე - ცნობილია დიდ ბრიტანეთში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპული  სამი მოზარდის ვინაობა

დიდ ბრიტანეთში, საუთპორტში დანით თავდასხმის შედეგად სამი ბავშვი დაიღუპა. შემთხვევა ორშაბათს, ერთ-ერთ ცეკვის სკოლაში მოხდა. პოლიციის განცხადებით, თავდასხმისას 9 ადამიანი დაშავდა, 3 კი გარდაიცვალა - 9 წლის ალისა დასილვა აგიარი, 6 წლის ბებე კინგი და 7 წლის ელსი დოტ სტენკომბი.

ბავშვთა საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ორი ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია.

"გუშინ საუთპორტში მომხდარი გულისამაჩუყებელი ინციდენტის შემდეგ, საავადმყოფოში 7 ბავშვი მოიყვანეს. სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, სამი გარდაიცვალა. დარჩენილი ბავშვები აგრძელებენ მკურნალობას... ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ვლოცულობთ ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ მათ დახმარებას" - ნათქვამია საავადმყოფოს განცხადებაში.

  • პოლიციამ ეჭვმიტანილი უკვე დააკავა - ის 17 წლის არასრულწლოვანია. მისი ვინაობა ჯერჯერობით არ საჯაროვდება. დაკავებული პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და სამშაბათს დილით დაკითხეა. დანაშაულის მოტივი უცნობია.

საუთპორტი პატარა ზღვისპირა კურორტია. პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და სხვა ოფიციალური პირები სამშაბათს ეწვივნენ თავდასხმის ადგილს, პატივი მიაგეს მსხვერპლს და მადლობა გადაუხადეს სასწრაფო დახმარების მუშაკებს, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ.

ორშაბათს მომხდარი ტრაგედია დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საშინელ თავდასხმად დასახელდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში დანით დანაშაული გაიზარდა, მასობრივი დაჭრის შემთხვევები ძალზე იშვიათია. 2024 წლის აპრილამდე ინგლისში დანით თავდასხმის 48,341-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. ინციდენტების მეოთხედზე მეტი ლონდონში მოხდა.

წყარო: BBC

წაიკითხეთ ასევე: