პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფოტოზე ორ სპორტსმენს ხედავთ, სინამდვილეში სამნი ვართ" - 7 თვის ორსული მოფარიკავე ოლიმპიადაზე: რა არის ცნობილი ეგვიპტელზე, რომლის "აღიარებამ" დიდი გამოხმაურება დაიმსახურა
"ფოტოზე ორ სპორტსმენს ხედავთ, სინამდვილეში სამნი ვართ" - 7 თვის ორსული მოფარიკავე ოლიმპიადაზე: რა არის ცნობილი ეგვიპტელზე, რომლის "აღიარებამ" დიდი გამოხმაურება დაიმსახურა

პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზე ეგ­ვიპ­ტელ­მა მო­ფა­რი­კა­ვემ ნადა ჰა­ფეს­მა, რო­მე­ლიც შვი­დი თვის ორ­სუ­ლია აშშ-ს ნაკ­რე­ბის მო­ფა­რი­კა­ვის, ელი­ზა­ბეტ ტარ­ტა­კოვ­სკის და­მარ­ცხე­ბა მო­ა­ხერ­ხა. ორ­სუ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჰა­ფეს­მა ტარ­ტა­კოვ­სკი ან­გა­რი­შით 15-13 და­ა­მარ­ცხა.

სწო­რედ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­მო­აქ­ვეყ­ნა "ინ­სტაგ­რამ­ზე" პოს­ტი სპორ­ტსმენ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ 7 თვის ორ­სუ­ლია.

"ფო­ტო­ზე ორ სპორ­ტსმენს ხე­დავთ, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი სამ­ნი ვართ: მე, ჩემი კონ­კუ­რენ­ტი და ჩემი პა­ტა­რა. გა­მოწ­ვე­ვე­ბი მქონ­და, რო­გორც ფი­ზი­კუ­რი, ასე­ვე ემო­ცი­უ­რი. ორ­სუ­ლო­ბა თა­ვის­თა­ვად რთუ­ლია. ბრძო­ლა ცხოვ­რე­ბი­სა და სპორ­ტის ბა­ლან­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად და­ძა­ბუ­ლი იყო, თუმ­ცა ღირ­და.

ამ პოსტს ვწერ, რად­გან ძა­ლი­ან ამა­ყი ვარ მერ­ვე­დფი­ნალ­ში ად­გი­ლის დამ­კვიდ­რე­ბის გამო! ამ ბედ­ნი­ე­რე­ბას ჩემს მე­უღ­ლე­სა და ოჯახს ვუ­ზი­ა­რებ" - და­წე­რა მან.

  • პა­რი­ზის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში უფრო მეტი ბავ­შვი­ა­ნი ქალი მო­ნა­წი­ლე­ობს, ვიდ­რე ოდეს­მე . ოლიმ­პი­ურ სო­ფელს პირ­ვე­ლად აქვს ბაგა-ბაღი. ოლიმ­პი­ურ­მა ნიჩ­ბო­სან­მა ჰე­ლენ გლო­ვერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ თა­მა­შე­ბი ცვლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას დე­დე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც უმაღ­ლეს დო­ნე­ზე ას­პა­რე­ზო­ბენ.

"ბევრ მა­მა­კაც სპორ­ტსმენს ჰყავს შვი­ლი. ამა­ზე არა­ვინ სა­უბ­რობს, რად­გან ეს არა­ფერს ცვლის" - აღ­ნიშ­ნა მან.

ნადა ჰა­ფე­ზი ეგ­ვიპ­ტე­ლი მო­ფა­რი­კა­ვეა. 2014 წელს იგი გახ­და ეგ­ვიპ­ტის ეროვ­ნუ­ლი სე­ნი­ორ ფა­რი­კა­ო­ბის სა­ბერ ქალ­თა ნაკ­რე­ბის წევ­რი. ჰა­ფეზ­მა აფ­რი­კის ზო­ნა­ლურ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ერთი ვერ­ცხლი (2018) და ორი ბრინ­ჯაო (2019, 2014) მო­ი­გო. გარ­და ამი­სა, იგი არის ეგ­ვიპ­ტის ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნი ტან­ვარ­ჯიშ­ში. დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს კა­ი­როს უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სა­დაც 2022 წელს მე­დი­ცი­ნის ხა­რის­ხი მი­ი­ღო.

2024 წლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე მან ამე­რი­კე­ლი ელი­ზა­ბეტ ტარ­ტა­კოვ­სკი და­ა­მარ­ცხა, თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სამ­ხრეთ კო­რე­ელ ჯეონ ჰა-იან­გთან და­მარ­ცხდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ავტორი:

"ფოტოზე ორ სპორტსმენს ხედავთ, სინამდვილეში სამნი ვართ" - 7 თვის ორსული მოფარიკავე ოლიმპიადაზე: რა არის ცნობილი ეგვიპტელზე, რომლის "აღიარებამ" დიდი გამოხმაურება დაიმსახურა

"ფოტოზე ორ სპორტსმენს ხედავთ, სინამდვილეში სამნი ვართ" - 7 თვის ორსული მოფარიკავე ოლიმპიადაზე: რა არის ცნობილი ეგვიპტელზე, რომლის "აღიარებამ" დიდი გამოხმაურება დაიმსახურა

პარიზის ოლიმპიადაზე ეგვიპტელმა მოფარიკავემ ნადა ჰაფესმა, რომელიც შვიდი თვის ორსულია აშშ-ს ნაკრების მოფარიკავის, ელიზაბეტ ტარტაკოვსკის დამარცხება მოახერხა. ორსულობის მიუხედავად, ჰაფესმა ტარტაკოვსკი ანგარიშით 15-13 დაამარცხა.

სწორედ შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა "ინსტაგრამზე" პოსტი სპორტსმენმა და აღნიშნა, რომ 7 თვის ორსულია.

"ფოტოზე ორ სპორტსმენს ხედავთ, სინამდვილეში კი სამნი ვართ: მე, ჩემი კონკურენტი და ჩემი პატარა. გამოწვევები მქონდა, როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური. ორსულობა თავისთავად რთულია. ბრძოლა ცხოვრებისა და სპორტის ბალანსის შესანარჩუნებლად დაძაბული იყო, თუმცა ღირდა.

ამ პოსტს ვწერ, რადგან ძალიან ამაყი ვარ მერვედფინალში ადგილის დამკვიდრების გამო! ამ ბედნიერებას ჩემს მეუღლესა და ოჯახს ვუზიარებ" - დაწერა მან.

  • პარიზის ოლიმპიურ თამაშებში უფრო მეტი ბავშვიანი ქალი მონაწილეობს, ვიდრე ოდესმე . ოლიმპიურ სოფელს პირველად აქვს ბაგა-ბაღი. ოლიმპიურმა ნიჩბოსანმა ჰელენ გლოვერმა განაცხადა, რომ თამაშები ცვლის დამოკიდებულებას დედების მიმართ, რომლებიც უმაღლეს დონეზე ასპარეზობენ.

"ბევრ მამაკაც სპორტსმენს ჰყავს შვილი. ამაზე არავინ საუბრობს, რადგან ეს არაფერს ცვლის" - აღნიშნა მან.

ნადა ჰაფეზი ეგვიპტელი მოფარიკავეა. 2014 წელს იგი გახდა ეგვიპტის ეროვნული სენიორ ფარიკაობის საბერ ქალთა ნაკრების წევრი. ჰაფეზმა აფრიკის ზონალურ ჩემპიონატზე ერთი ვერცხლი (2018) და ორი ბრინჯაო (2019, 2014) მოიგო. გარდა ამისა, იგი არის ეგვიპტის ეროვნული ჩემპიონი ტანვარჯიშში. დამთავრებული აქვს კაიროს უნივერსიტეტი, სადაც 2022 წელს მედიცინის ხარისხი მიიღო.

2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მან ამერიკელი ელიზაბეტ ტარტაკოვსკი დაამარცხა, თუმცა, მოგვიანებით, სამხრეთ კორეელ ჯეონ ჰა-იანგთან დამარცხდა.