სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფინანსური პრობლემების გამო დაწყებული ფარიკაობა და 5 ოლიმპიური მედალი, წარუმატებელი პირადი ცხოვრებისა და კარიერული სკანდალის ფონზე -  უკრაინელი მოფარიკავის "სთორი"
ფინანსური პრობლემების გამო დაწყებული ფარიკაობა და 5 ოლიმპიური მედალი, წარუმატებელი პირადი ცხოვრებისა და კარიერული სკანდალის ფონზე -  უკრაინელი მოფარიკავის "სთორი"

უკ­რა­ი­ნელ­მა მო­ფა­რი­კა­ვემ ოლგა ჰარ­ლან­მა პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზე სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას პირ­ვე­ლი მე­და­ლი მო­უ­ტა­ნა და ბრინ­ჯა­ოს პრი­ზი­ო­რი გახ­და.

"რა მე­და­ლიც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ჩემ­თვის ის ოქ­რო­სია. იმი­ტომ რომ, ყვე­ლა­ფე­რი რის გავ­ლაც გვი­წევს, რის გავ­ლაც უწევს თი­თო­ე­ულ უკ­რა­ი­ნელს, ამის გად­მო­ცე­მა უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამ გა­მარ­ჯვე­ბას ვუ­ძღვნი ჩვენს დამ­ცველ კა­ცებ­სა და ქა­ლებს, ასე­ვე იმ სპორ­ტსმე­ნებს, რომ­ლე­ბიც, სამ­წუ­ხა­როდ, აქ ვერ ჩა­მო­ვიდ­ნენ, იმი­ტომ რომ ისი­ნი რუ­სეთ­მა მოკ­ლა" - გა­ნა­ცხა­და ოლ­გამ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ.

უკ­რა­ი­ნელ სპორ­ტსმენ­მა გა­მარ­ჯვე­ბამ­დე სა­ინ­ტე­რე­სო გზა გან­ვლო. ის გარ­და სპორ­ტუ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბი­სა არა­ერ­თხელ გახ­და ყვი­თე­ლი მე­დი­ის ინ­ტე­რე­სი. ქვე­ვით ოლ­გას ცხოვ­რე­ბა­ზე მო­გიყ­ვე­ბით.

რო­გორ და­ი­წყო ჰარ­ლან­მა ფა­რი­კა­ო­ბა

გო­გო­ნა უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ ნი­კო­ლა­ევ­ში და­ი­ბა­და, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­ცხოვ­რებ­ლად კი­ევ­ში გა­და­ვი­და. მა­მა­მი­სი ნა­ოს­ნო­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, თა­ვად კი სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვებ­ზე და­დი­ო­და. ფა­რი­კა­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა არც ყო­ფი­ლი­ყო მის ცხოვ­რე­ბა­ში, რომ არა ოჯახ­ში ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი.

”მახ­სოვს, რომ ფეხ­საც­მე­ლი მო­მე­წო­ნა და ძვი­რი ღირ­და. ჩემს ოჯახს საკ­მა­ოდ რთუ­ლი პე­რი­ო­დი ჰქონ­და და ამი­ტომ თან­ხა, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო იყო ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბი­სა და სე­მი­ნა­რე­ბის­თვის, ვერ ვიხ­დი­დით. ეს გახ­და მი­ზე­ზი, რომ ცეკ­ვას თავი და­ვა­ნე­ბე“, - აღი­ა­რა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ცხრა წლის ასაკ­ში ოლგა ფა­რი­კა­ო­ბა­ზე მი­იყ­ვა­ნეს. ჰარ­ლა­ნის პირ­ვე­ლი მწვრთნე­ლი მისი ბიძა იყო. ხუთი წლის შემ­დეგ, სპორ­ტსმე­ნი პირ­ვე­ლად გა­მო­ვი­და ზრდას­რულ­თა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, სა­დაც მე­ო­თხე­დფი­ნა­ლამ­დე მი­აღ­წია. სამი წლის შემ­დეგ, 18 წლის ასაკ­ში, პე­კი­ნის ოლიმ­პი­ა­და­ზე გუნ­დურ გა­მოს­ვლა­ში ოქრო მო­ი­გო. კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ოლ­გამ ოთხჯერ მო­ი­პო­ვა ოლიმ­პი­უ­რი მე­და­ლი და ხუთ­ჯერ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი გახ­და.

წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და ჭო­რე­ბი

ჰარ­ლა­ნი არა­სო­დეს მა­ლავ­და პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ სი­ახ­ლე­ებს. 2014 წლის აგ­ვის­ტო­ში მო­ფა­რი­კა­ვე დი­მიტ­რი ბო­ი­კო­ზე და­ქორ­წინ­და, მაგ­რამ ისი­ნი ოთხი წლის შემ­დეგ და­შორ­დნენ. ქა­ლის თქმით, მათ­თვის რთუ­ლი იყო დის­ტან­ცი­უ­რად ურ­თი­ერ­თო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა - ოლ­გას ქმარ­მა გა­და­წყვი­ტა სა­მუ­შა­ოდ აშშ-ში წა­სუ­ლი­ყო, მას კი არ სურ­და უკ­რა­ი­ნის და­ტო­ვე­ბა.

”რო­დე­საც 7 თვე არ გვე­ნა­ხა ერ­თმა­ნე­თი, მივ­ხვდი, რომ, ეს ადა­მი­ა­ნი უკვე უცხო იყო ჩემ­თვის. მა­შინ ერთი კვი­რით ჩა­მო­ვი­და და ისევ წა­ვი­და. ჩემი და­ბა­დე­ბის დღის შემ­დეგ ვუ­თხა­რი, რომ აღარ მინ­დო­და მას­თან სა­უ­ბა­რი.“ - ამ­ბობს ოლგა.

გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, მო­ფა­რი­კა­ვემ გა­ნა­ცხა­და, რომ მისი ახა­ლი რჩე­უ­ლი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი, ოლიმ­პი­უ­რი და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის მე­და­ლო­სა­ნი იტა­ლი­ე­ლი ლუ­ი­ჯი სა­მე­ლე გახ­ლდათ.

"მე მზად ვარ ჩემი სა­ი­დუმ­ლო გა­გიმ­ხი­ლოთ. მე ახალ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ვარ. თა­ვი­დან ვმა­ლავ­დით, ვფიქ­რობ­დით, რომ ხალ­ხი ამას არას­წო­რად გა­ი­გებ­და. რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ კი ჩემს მშობ­ლებს მო­ვუ­ყე­ვი“, - ჰყვე­ბო­და შოუ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში“, რო­მელ­შიც 2021 წელს მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

"კონ­კურ­სის პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ლუ­ი­ჯი ხე­დავ­და რო­გორ ვე­ფე­რე­ბო­დი ჩემს ლა­მაზ პარტნი­ორს“, - აღი­ა­რა ჰარ­ლან­მა. სა­ბო­ლო­ოდ წყვილ­მა მო­ა­ხერ­ხა სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა.

სად ცხოვ­რობს ახლა ჰარ­ლა­ნი

უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, მო­ფა­რი­კა­ვე მე­გო­ბარ ბი­ჭთან ერ­თად იტა­ლი­ა­ში ცხოვ­რობს და ვარ­ჯი­შობს.

2023 წლის ივ­ნის­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნო­ბა უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს მი­უ­ძღვნა. "ეს ჯილ­დო პირ­ველ რიგ­ში მათ­თვი­საა. ეს გა­მარ­ჯვე­ბა უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და ასე­ვე პი­რა­დად ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან მინ­დო­და გა­მარ­ჯვე­ბა მო­მე­ტა­ნა უკ­რა­ი­ნის­თვის და ჩვე­ნი მებ­რძო­ლე­ბის­თვის.“

სკან­და­ლე­ბი

2023 წლის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ოლგა ჰარ­ლან­მა 1/32 ფი­ნალ­ში რუსი ანა სმირ­ნო­ვა ან­გა­რი­შით 15:7 და­ა­მარ­ცხა. დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სმირ­ნო­ვამ მე­ტო­ქის­თვის ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვა სცა­და, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნელ­მა დაშ­ნით გზა გა­და­უ­ღო­ბა და მას მი­ახ­ლო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა. უარ­ყო­ფის ნიშ­ნად თავი გა­აქ­ნია და ამ ჟეს­ტი­თაც მი­ა­ნიშ­ნა, რომ მი­სალ­მე­ბას არ აპი­რებ­და.

სა­ბო­ლო­ოდ, ფა­რი­კა­ო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ამ 2008 წლის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ჰარ­ლა­ნი ჩა­მო­ა­შო­რა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატს და ორ­თვი­ა­ნი დის­კვა­ლი­ფი­კა­ცია მის­ცა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ოლგა დის­კვა­ლი­ფი­კა­ცია ნა­წი­ლობ­რივ მო­უხ­სნეს და მი­ლან­ში მიმ­დი­ნა­რე მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გუნ­დურ ას­პა­რე­ზო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა მის­ცეს.

მსგავ­სი ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და 2024 წლის ივ­ნის­შიც, რო­დე­საც ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ას­პა­რე­ზო­ბის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნელ­მა მო­ფა­რი­კა­ვემ, ამ­ჯე­რად ელე­ნა კრი­ვიც­კა­ი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით მო­ას­პა­რე­ზე მაია გუჩ­მა­ზო­ვას ხელი არ ჩა­მო­არ­თვა.

შეხ­ვედ­რა კრი­ვიც­კა­ი­ას გა­მარ­ჯვე­ბით, ან­გა­რი­შით 15:9 დას­რულ­და. გუჩ­მა­ზო­ვა უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო კონ­კუ­რენ­ტის საქ­ცი­ე­ლით, რო­მელ­მაც ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვა­ზე უარი თქვა.

გუჩ­მა­ზო­ვა წარ­მო­შო­ბით ვლა­დი­კავ­კა­ზე­ლია და 2017 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით ას­პა­რე­ზობს. გო­გო­ნას ბე­ბია ქარ­თვე­ლი ჰყავს, მშობ­ლე­ბი კი თა­ვი­დან ძმას ხე­ო­ბა­ში ცხოვ­რობ­დნენ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ფინანსური პრობლემების გამო დაწყებული ფარიკაობა და 5 ოლიმპიური მედალი, წარუმატებელი პირადი ცხოვრებისა და კარიერული სკანდალის ფონზე -  უკრაინელი მოფარიკავის "სთორი"

ფინანსური პრობლემების გამო დაწყებული ფარიკაობა და 5 ოლიმპიური მედალი, წარუმატებელი პირადი ცხოვრებისა და კარიერული სკანდალის ფონზე -  უკრაინელი მოფარიკავის "სთორი"

უკრაინელმა მოფარიკავემ ოლგა ჰარლანმა პარიზის ოლიმპიადაზე საკუთარ ქვეყანას პირველი მედალი მოუტანა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

"რა მედალიც არ უნდა ყოფილიყო, ჩემთვის ის ოქროსია. იმიტომ რომ, ყველაფერი რის გავლაც გვიწევს, რის გავლაც უწევს თითოეულ უკრაინელს, ამის გადმოცემა უბრალოდ შეუძლებელია. ამ გამარჯვებას ვუძღვნი ჩვენს დამცველ კაცებსა და ქალებს, ასევე იმ სპორტსმენებს, რომლებიც, სამწუხაროდ, აქ ვერ ჩამოვიდნენ, იმიტომ რომ ისინი რუსეთმა მოკლა" - განაცხადა ოლგამ გამარჯვების შემდეგ.

უკრაინელ სპორტსმენმა გამარჯვებამდე საინტერესო გზა განვლო. ის გარდა სპორტული წარმატებებისა არაერთხელ გახდა ყვითელი მედიის ინტერესი. ქვევით ოლგას ცხოვრებაზე მოგიყვებით.

როგორ დაიწყო ჰარლანმა ფარიკაობა

გოგონა უკრაინის ქალაქ ნიკოლაევში დაიბადა, მაგრამ მოგვიანებით საცხოვრებლად კიევში გადავიდა. მამამისი ნაოსნობით იყო დაკავებული, თავად კი სამეჯლისო ცეკვებზე დადიოდა. ფარიკაობა შეიძლება არც ყოფილიყო მის ცხოვრებაში, რომ არა ოჯახში ფინანსური პრობლემები.

”მახსოვს, რომ ფეხსაცმელი მომეწონა და ძვირი ღირდა. ჩემს ოჯახს საკმაოდ რთული პერიოდი ჰქონდა და ამიტომ თანხა, რომელიც საჭირო იყო ინდივიდუალური გაკვეთილებისა და სემინარებისთვის, ვერ ვიხდიდით. ეს გახდა მიზეზი, რომ ცეკვას თავი დავანებე“, - აღიარა მოგვიანებით ინტერვიუში.

ცხრა წლის ასაკში ოლგა ფარიკაობაზე მიიყვანეს. ჰარლანის პირველი მწვრთნელი მისი ბიძა იყო. ხუთი წლის შემდეგ, სპორტსმენი პირველად გამოვიდა ზრდასრულთა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც მეოთხედფინალამდე მიაღწია. სამი წლის შემდეგ, 18 წლის ასაკში, პეკინის ოლიმპიადაზე გუნდურ გამოსვლაში ოქრო მოიგო. კარიერის განმავლობაში ოლგამ ოთხჯერ მოიპოვა ოლიმპიური მედალი და ხუთჯერ მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

წარუმატებელი პირადი ცხოვრება და ჭორები

ჰარლანი არასოდეს მალავდა პირად ცხოვრებაში არსებულ სიახლეებს. 2014 წლის აგვისტოში მოფარიკავე დიმიტრი ბოიკოზე დაქორწინდა, მაგრამ ისინი ოთხი წლის შემდეგ დაშორდნენ. ქალის თქმით, მათთვის რთული იყო დისტანციურად ურთიერთობის შენარჩუნება - ოლგას ქმარმა გადაწყვიტა სამუშაოდ აშშ-ში წასულიყო, მას კი არ სურდა უკრაინის დატოვება.

”როდესაც 7 თვე არ გვენახა ერთმანეთი, მივხვდი, რომ, ეს ადამიანი უკვე უცხო იყო ჩემთვის. მაშინ ერთი კვირით ჩამოვიდა და ისევ წავიდა. ჩემი დაბადების დღის შემდეგ ვუთხარი, რომ აღარ მინდოდა მასთან საუბარი.“ - ამბობს ოლგა.

განქორწინების შემდეგ, მოფარიკავემ განაცხადა, რომ მისი ახალი რჩეული ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონატების მედალოსანი იტალიელი ლუიჯი სამელე გახლდათ.

"მე მზად ვარ ჩემი საიდუმლო გაგიმხილოთ. მე ახალ ურთიერთობაში ვარ. თავიდან ვმალავდით, ვფიქრობდით, რომ ხალხი ამას არასწორად გაიგებდა. რამდენიმე თვის შემდეგ კი ჩემს მშობლებს მოვუყევი“, - ჰყვებოდა შოუ "ცეკვავენ ვარსკვლავებში“, რომელშიც 2021 წელს მონაწილეობდა.

"კონკურსის პერიოდი ძალიან რთული იყო ჩემს ცხოვრებაში. ლუიჯი ხედავდა როგორ ვეფერებოდი ჩემს ლამაზ პარტნიორს“, - აღიარა ჰარლანმა. საბოლოოდ წყვილმა მოახერხა სირთულეების გადალახვა.

სად ცხოვრობს ახლა ჰარლანი

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მოფარიკავე მეგობარ ბიჭთან ერთად იტალიაში ცხოვრობს და ვარჯიშობს.

2023 წლის ივნისში ევროპის ჩემპიონობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მიუძღვნა. "ეს ჯილდო პირველ რიგში მათთვისაა. ეს გამარჯვება უპირველეს ყოვლისა ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მინდოდა გამარჯვება მომეტანა უკრაინისთვის და ჩვენი მებრძოლებისთვის.“

სკანდალები

2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე ოლგა ჰარლანმა 1/32 ფინალში რუსი ანა სმირნოვა ანგარიშით 15:7 დაამარცხა. დასრულების შემდეგ, სმირნოვამ მეტოქისთვის ხელის ჩამორთმევა სცადა, მაგრამ უკრაინელმა დაშნით გზა გადაუღობა და მას მიახლოების საშუალება არ მისცა. უარყოფის ნიშნად თავი გააქნია და ამ ჟესტითაც მიანიშნა, რომ მისალმებას არ აპირებდა.

საბოლოოდ, ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ 2008 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ჰარლანი ჩამოაშორა მსოფლიო ჩემპიონატს და ორთვიანი დისკვალიფიკაცია მისცა.

მოგვიანებით, ოლგა დისკვალიფიკაცია ნაწილობრივ მოუხსნეს და მილანში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდურ ასპარეზობაში მონაწილეობის უფლება მისცეს.

მსგავსი ინციდენტი მოხდა 2024 წლის ივნისშიც, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის შემდეგ უკრაინელმა მოფარიკავემ, ამჯერად ელენა კრივიცკაიამ საქართველოს სახელით მოასპარეზე მაია გუჩმაზოვას ხელი არ ჩამოართვა.

შეხვედრა კრივიცკაიას გამარჯვებით, ანგარიშით 15:9 დასრულდა. გუჩმაზოვა უკმაყოფილო იყო კონკურენტის საქციელით, რომელმაც ხელის ჩამორთმევაზე უარი თქვა.

გუჩმაზოვა წარმოშობით ვლადიკავკაზელია და 2017 წლიდან საქართველოს სახელით ასპარეზობს. გოგონას ბებია ქართველი ჰყავს, მშობლები კი თავიდან ძმას ხეობაში ცხოვრობდნენ.