საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარიზი 2024-ის ყველაზე ასაკოვანი ოლიმპიელი, რომლის გამოსვლაც სენსაციად იქცა - ვინ არის 61 წლის მაგიდის ჩოგბურთელი, რომელიც 30 წლით უმცროს სპორტსმენებს ტოლს არ უდებს
პარიზი 2024-ის ყველაზე ასაკოვანი ოლიმპიელი, რომლის გამოსვლაც სენსაციად იქცა - ვინ არის 61 წლის მაგიდის ჩოგბურთელი, რომელიც 30 წლით უმცროს სპორტსმენებს ტოლს არ უდებს

ზო­გა­დად, დამ­კვიდ­რე­ბუ­ლია წარ­მოდ­გე­ნა, რომ სპორ­ტსმე­ნებს თა­ვი­ან­თი სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რის პიკი 30 წლამ­დე აქვთ და ხში­რად 30-35 წლის შემ­დეგ ისი­ნი კა­რი­ე­რას ას­რუ­ლე­ბენ.

თუმ­ცა ეს არ შე­ე­ხე­ბა შან­ხა­ი­ში და­ბა­დე­ბულ 61 წლის მა­გი­დის ჩოგ­ბურ­თელ ნი ქსია ლი­ანს. პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზე ის ლუქ­სემ­ბურ­გის სა­ხე­ლით გა­მო­ვი­და.

2024 წლის პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზე ლი­ა­ნი მა­გი­დის ჩოგ­ბურ­თის ყვე­ლა­ზე ასა­კო­ვა­ნი მო­თა­მა­შეა. მისი სა­ერ­თა­შო­რი­სო დე­ბი­უ­ტი 1970-იან წლებ­ში შედ­გა. პენ­სი­ა­ზე გას­ვლა და დაბ­რუ­ნე­ბა ორ­ჯერ მო­ას­წრო. ახლა კი მა­გი­დის ჩოგ­ბურ­თის ვარ­სკვლა­ვი მსოფ­ლი­ოს მაშ­ტა­ბით გახ­და.

ნი ქსია ლი­ა­ნი სენ­სა­ცი­ად იქცა მას შემ­დეგ, რაც 28 ივ­ლისს, ქალ­თა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ შე­ჯიბრში, პირ­ვე­ლი რა­უნ­დის მატჩში 31 წლის თურქ სი­ბელ ალ­ტინ­კა­ი­ას ან­გა­რი­შით 4-2 მო­უ­გო. ამით, ის გახ­და ყვე­ლა­ზე ასა­კო­ვა­ნი მა­გი­დის ჩოგ­ბურ­თე­ლი, რო­მელ­მაც ოლიმ­პი­ა­და­ზე მო­ი­გო. ამ­ჟა­მად ის მსოფ­ლი­ო­ში 53-ე ად­გილ­ზეა.

ნი ქსია ლი­ა­ნი ახალ­გაზ­რდო­ბა­ში

შან­ხა­ი­ში და­ბა­დე­ბულ­მა სპორ­ტსმენ­მა, რო­მე­ლიც ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში მე­ექ­ვსედ მო­ნა­წი­ლე­ობს, კა­რი­ე­რა ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში და­ი­წყო. ის ჩი­ნე­თის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გუნ­დის ნა­წი­ლი იყო.

20 წლის ასაკ­ში, 1983 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მა­გი­დის ჩოგ­ბურთში ოქრო მო­ი­გო. მა­შინ მა­გი­დის ჩოგ­ბურ­თი ჯერ კი­დევ არ იყო ოფი­ცი­ა­ლუ­რად ოლიმ­პი­უ­რი სა­ხე­ო­ბა, ის მხო­ლოდ 1988 წლის სე­უ­ლის ოლიმ­პი­ა­და­ზე აღი­ა­რეს.

1989 წელს, ჩი­ნე­თის ნაკ­რე­ბი­დან წას­ვლის შემ­დეგ, ლი­ან­გი გერ­მა­ნი­ა­ში გა­და­ვი­და. ორი წლის შემ­დეგ კი ლუქ­სემ­ბურ­გში და მას შემ­დეგ წარ­მო­ად­გენს ამ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნას.

ლი­ა­ნი პირ­ვე­ლი ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის დროს - 2000 წელს

შვე­დი მა­გი­დის ჩოგ­ბურ­თე­ლი ტომი და­ნი­ელ­სო­ნი მისი მე­უღ­ლე და მწვრთნე­ლია. წყვილს ვაჟი ჰყავს, რო­მე­ლიც ფი­ზი­ო­თე­რა­პევ­ტია.

  • “მე ვარ ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი სპორ­ტსმე­ნი და ვარ მა­გა­ლი­თი ბავ­შვე­ბის­თვის, ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ გა­ა­კე­თონ თა­ვი­ან­თი მაქ­სი­მუ­მი. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ჩემი ასა­კი არა­სო­დეს მახ­სოვს, მაგ­რამ კარ­გი იქ­ნე­ბო­და ისევ 16 წლის ვიყო!" - გა­ნა­ცხა­და მან მე­დი­ას­თან გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ.

31 ივ­ლისს ლი­ა­ნი 23 წლის სან უინ­გშას და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა

31 ივ­ლისს ლი­ან­გი და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა 23 წლის მსოფ­ლი­ოს პირ­ველ ნო­მერს ჩი­ნე­თის გუნ­დი­დან სან უინ­გშას. ბევ­რი მო­უთ­მენ­ლად ელის წყვი­ლის და­პი­რის­პი­რე­ბას, რო­მელ­თა შო­რის ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა 38 წე­ლია.

"მსოფ­ლი­ოს პირ­ველ ნო­მერ­თან თა­მა­ში ჩემ­თვის სა­უ­კე­თე­სო შან­სია. უბ­რა­ლოდ, მსურს მშვე­ნი­ე­რი მატ­ჩი მქონ­დეს, მაგ­რამ, რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ფერს ვით­ვა­ლის­წი­ნებ“, - თქვა ლი­ან­მა.

  • ნი ქსია ლი­ა­ნი - შთა­გო­ნე­ბა ყვე­ლა თა­ო­ბის­თვის

61 წლის სპორ­ტსმე­ნი მა­გი­დის ჩოგ­ბურთს 50 წელ­ზე მე­ტია თა­მა­შობს.

“ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, რომ კვლავ შე­მიძ­ლია ასე თა­ვი­სუფ­ლად ვი­თა­მა­შო კორტზე, მად­ლო­ბე­ლი ვარ. ასა­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვერ ვვარ­ჯი­შობ ისე, რო­გორც ადრე, როცა პა­ტა­რა ვი­ყა­ვი. ჩემ­თვის მთა­ვა­რია, არ დავ­შავ­დე. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, თუ რო­გორ და­ვას­ვე­ნებ სხე­ულს სწო­რად. ფი­ზი­კუ­რი ძა­ლე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად დავ­დი­ვარ სპორტ დარ­ბაზ­ში და ასე­ვე ვსტუმ­რობ ფი­ზი­ო­თე­რა­პევტს“, - ამ­ბობს ლი­ან­გი ერთ-ერთ გა­მო­ცე­მას­თან.

მისი თქმით, სურს მისი თა­ნა­ტო­ლე­ბის­თვის და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის­თვის მა­გა­ლი­თის, მო­ტი­ვა­ცი­ის მიმ­ცე­მი იყოს... მისი თქმით, და­ნე­ბე­ბა არა­სო­დეს არის გა­მო­სა­ვა­ლი.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

პარიზი 2024-ის ყველაზე ასაკოვანი ოლიმპიელი, რომლის გამოსვლაც სენსაციად იქცა - ვინ არის 61 წლის მაგიდის ჩოგბურთელი, რომელიც 30 წლით უმცროს სპორტსმენებს ტოლს არ უდებს

პარიზი 2024-ის ყველაზე ასაკოვანი ოლიმპიელი, რომლის გამოსვლაც სენსაციად იქცა - ვინ არის 61 წლის მაგიდის ჩოგბურთელი, რომელიც 30 წლით უმცროს სპორტსმენებს ტოლს არ უდებს

ზოგადად, დამკვიდრებულია წარმოდგენა, რომ სპორტსმენებს თავიანთი სპორტული კარიერის პიკი 30 წლამდე აქვთ და ხშირად 30-35 წლის შემდეგ ისინი კარიერას ასრულებენ.

თუმცა ეს არ შეეხება შანხაიში დაბადებულ 61 წლის მაგიდის ჩოგბურთელ ნი ქსია ლიანს. პარიზის ოლიმპიადაზე ის ლუქსემბურგის სახელით გამოვიდა.

2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ლიანი მაგიდის ჩოგბურთის ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა. მისი საერთაშორისო დებიუტი 1970-იან წლებში შედგა. პენსიაზე გასვლა და დაბრუნება ორჯერ მოასწრო. ახლა კი მაგიდის ჩოგბურთის ვარსკვლავი მსოფლიოს მაშტაბით გახდა.

ნი ქსია ლიანი სენსაციად იქცა მას შემდეგ, რაც 28 ივლისს, ქალთა ინდივიდუალურ შეჯიბრში, პირველი რაუნდის მატჩში 31 წლის თურქ სიბელ ალტინკაიას ანგარიშით 4-2 მოუგო. ამით, ის გახდა ყველაზე ასაკოვანი მაგიდის ჩოგბურთელი, რომელმაც ოლიმპიადაზე მოიგო. ამჟამად ის მსოფლიოში 53-ე ადგილზეა.

ნი ქსია ლიანი ახალგაზრდობაში

შანხაიში დაბადებულმა სპორტსმენმა, რომელიც ოლიმპიურ თამაშებში მეექვსედ მონაწილეობს, კარიერა ახალგაზრდა ასაკში დაიწყო. ის ჩინეთის წარმომადგენელი გუნდის ნაწილი იყო.

20 წლის ასაკში, 1983 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მაგიდის ჩოგბურთში ოქრო მოიგო. მაშინ მაგიდის ჩოგბურთი ჯერ კიდევ არ იყო ოფიციალურად ოლიმპიური სახეობა, ის მხოლოდ 1988 წლის სეულის ოლიმპიადაზე აღიარეს.

1989 წელს, ჩინეთის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ, ლიანგი გერმანიაში გადავიდა. ორი წლის შემდეგ კი ლუქსემბურგში და მას შემდეგ წარმოადგენს ამ ევროპულ ქვეყანას.

ლიანი პირველი ოლიმპიური თამაშების დროს - 2000 წელს

შვედი მაგიდის ჩოგბურთელი ტომი დანიელსონი მისი მეუღლე და მწვრთნელია. წყვილს ვაჟი ჰყავს, რომელიც ფიზიოთერაპევტია.

  • “მე ვარ ყველაზე უფროსი სპორტსმენი და ვარ მაგალითი ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ცდილობენ გააკეთონ თავიანთი მაქსიმუმი. სიმართლე გითხრათ, ჩემი ასაკი არასოდეს მახსოვს, მაგრამ კარგი იქნებოდა ისევ 16 წლის ვიყო!" - განაცხადა მან მედიასთან გამარჯვების შემდეგ.

31 ივლისს ლიანი 23 წლის სან უინგშას დაუპირისპირდება

31 ივლისს ლიანგი დაუპირისპირდება 23 წლის მსოფლიოს პირველ ნომერს ჩინეთის გუნდიდან სან უინგშას. ბევრი მოუთმენლად ელის წყვილის დაპირისპირებას, რომელთა შორის ასაკობრივი სხვაობა 38 წელია.

"მსოფლიოს პირველ ნომერთან თამაში ჩემთვის საუკეთესო შანსია. უბრალოდ, მსურს მშვენიერი მატჩი მქონდეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვითვალისწინებ“, - თქვა ლიანმა.

  • ნი ქსია ლიანი - შთაგონება ყველა თაობისთვის

61 წლის სპორტსმენი მაგიდის ჩოგბურთს 50 წელზე მეტია თამაშობს.

“ძალიან გამიმართლა, რომ კვლავ შემიძლია ასე თავისუფლად ვითამაშო კორტზე, მადლობელი ვარ. ასაკიდან გამომდინარე ვერ ვვარჯიშობ ისე, როგორც ადრე, როცა პატარა ვიყავი. ჩემთვის მთავარია, არ დავშავდე. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ დავასვენებ სხეულს სწორად. ფიზიკური ძალების შესანარჩუნებლად დავდივარ სპორტ დარბაზში და ასევე ვსტუმრობ ფიზიოთერაპევტს“, - ამბობს ლიანგი ერთ-ერთ გამოცემასთან.

მისი თქმით, სურს მისი თანატოლებისთვის და მომავალი თაობისთვის მაგალითის, მოტივაციის მიმცემი იყოს... მისი თქმით, დანებება არასოდეს არის გამოსავალი.

წყარო

იხილეთ ასევე: