ავტორი:

რთული ორთაბრძოლა და დუელიდან მოხსნილი მეტოქე - ტატო გრიგალაშვილმა პირველი დაპირისპირება მოიგო

რთული ორთაბრძოლა და დუელიდან მოხსნილი მეტოქე - ტატო გრიგალაშვილმა პირველი დაპირისპირება მოიგო

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადა საკმაოდ წარუმატებლად დავიწყეთ, თუმცა დღეს ტატამზე გავიდა ჩვენი ოლიმპიური ნაკრების ერთ-ერთი მთავარი იმედი ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ). მან პირველი შეხვედრა მოლდოველ მიჰაილ ლატისევთან გამართა - ბრძოლა რთული გამოვიდა, მეტოქეებს დამატებით დროში მოუწიათ ბრძოლის გაგრძელება, თუმცა საბოლოოდ, მოლდოველი აკრძალული ილეთის გამო დაპირისპირებიდან მოხსნეს. შესაბამისად, ტატომ გამარჯვება მოიპოვა.

ტატო მერვედფინალში ავსტრიის სახელით მოასპარეზე შამილ ბორჩაშვილს შეხვდება, რომელიც საქართველოდან არის და წინა ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორია.

შეგახსენებთ, ის ოლიმპიადას მსოფლიოს ზედიზედ სამჯერ მოპოვებული ჩემპიონობით შეხვდა, პარიზში კი მე-2 ნომრად არის განთესილი. ის წინა ოლიმპიადაზეც ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა ერთი შეცდომა ძვირად დაუჯდა...

ამჯერად დიდი იმედი გვაქვს, რომ ტატო ბოლომდე გავა და ნანატრ გამარჯვებას მოიპოვებს.

იხილეთ ასევე: