კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - ნარკოდანაშაულის ბრალდებით 28 პირია დაკავებული, მათ შორის, 16 ნარკორეალიზატორია
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - ნარკოდანაშაულის ბრალდებით 28 პირია დაკავებული, მათ შორის, 16 ნარკორეალიზატორია

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის, თბი­ლი­სის, აჭა­რის, სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის, კა­ხე­თის და იმე­რე­თის დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თად, ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით 28 პირი და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბულ­თა შო­რის 16 ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რია. ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ასე­ვე, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

„სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ ნივთმტკი­ცე­ბად სხვა­დას­ხვა სა­ხის დიდი და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბია ამო­ღე­ბუ­ლი. პო­ლი­ცი­ამ ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო გა­სა­ღე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის­გან, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ნარ­კო­ტი­კე­ბის სა­კონ­ტრო­ლო შეს­ყიდ­ვა და აღ­ნიშ­ნუ­ლი შეს­ყიდ­ვე­ბის ფა­რუ­ლი აუ­დიო-ვი­დეო ჩა­წე­რა.

დიდი და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის, ასე­ვე, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „მა­რი­ხუ­ა­ნას“ უკა­ნო­ნო გა­სა­ღე­ბის, გა­სა­ღე­ბის მცდე­ლო­ბის და გა­სა­ღე­ბის მომ­ზა­დე­ბის ფაქ­ტებ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან: 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.გ., 2005 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ბ., 2002 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს.ტ.,

1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.კ., 2004 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.ს., 2005 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ო. და წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი პი­რე­ბი: 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.გ., 2003 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ს., ასე­ვე, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი: 1998 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ე.ტ., 1998 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.მ., 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.პ., 1998 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ.მ.,

1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს.გ., 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.კ., 1998 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.მ. და 2005 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ო.ა.

დიდი და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის, ასე­ვე, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „მა­რი­ხუ­ა­ნას“ უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში უკა­ნო­ნოდ შე­მო­ტა­ნის, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შემ­ცვე­ლი მცე­ნა­რის უკა­ნო­ნო და­თეს­ვა-მოყ­ვა­ნი­სა და კულ­ტი­ვი­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან: 1987 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჩ.ი., 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.ო., 2002 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.მ., 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.კ., 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.შ., 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.ა., 1958 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ა. და წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი 1975 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პ.ჩ.

ასე­ვე, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი: 2002 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ.მ., წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ღ.ა., 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს.ს. და 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.დ.

და­ნა­შა­უ­ლე­ბი 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ჩხრე­კი­სას, ასე­ვე, მათ მიერ მი­თი­თე­ბუ­ლი ლო­კა­ცი­ე­ბი­დან სხვა­დას­ხვა სა­ხის გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის: „კო­კა­ი­ნი“, „ჰე­რო­ი­ნი“ „ალფა პვპ“, „მე­ტა­დო­ნი“, „მდმა“, „მე­ფედ­რო­ნი“, „ლი­ზერ­გი­დი“, „კე­ტა­მი­ნი“, „ბუპ­რე­ნორ­ფი­ნი“, „სუ­ბო­ტექ­სი“, „ექ­სტა­ზი“, „მე­ტამ­ფე­ტა­მი­ნი“, „მა­რი­ხუ­ა­ნა“ და ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბის შემ­ცვე­ლი მცე­ნა­რე „კა­ნა­ფი“ ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, პო­ლი­ცი­ის მიერ ნივთმტკი­ცე­ბად არის ამო­ღე­ბუ­ლი სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ფული და ელექტრო სას­წო­რე­ბი ამო­ი­ღო.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე, 261-ე, 262-ე, 265-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 273-ე პრი­მა და 19-273-ე პრი­მა მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - ნარკოდანაშაულის ბრალდებით 28 პირია დაკავებული, მათ შორის, 16 ნარკორეალიზატორია

შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - ნარკოდანაშაულის ბრალდებით 28 პირია დაკავებული, მათ შორის, 16 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, კახეთის და იმერეთის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 28 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის 16 ნარკორეალიზატორია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულები არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

„სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებია ამოღებული. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო გასაღების, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1980 წელს დაბადებული მ.გ., 2005 წელს დაბადებული გ.ბ., 2002 წელს დაბადებული ს.ტ.,

1996 წელს დაბადებული გ.კ., 2004 წელს დაბადებული ბ.ს., 2005 წელს დაბადებული გ.ო. და წარსულში ნასამართლევი პირები: 2001 წელს დაბადებული მ.გ., 2003 წელს დაბადებული ა.ს., ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1998 წელს დაბადებული ე.ტ., 1998 წელს დაბადებული დ.მ., 1997 წელს დაბადებული ა.პ., 1998 წელს დაბადებული კ.მ.,

1995 წელს დაბადებული ს.გ., 1999 წელს დაბადებული ი.კ., 1998 წელს დაბადებული მ.მ. და 2005 წელს დაბადებული ო.ა.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1987 წელს დაბადებული ჩ.ი., 1981 წელს დაბადებული ვ.ო., 2002 წელს დაბადებული თ.მ., 1985 წელს დაბადებული ი.კ., 1979 წელს დაბადებული ლ.შ., 1999 წელს დაბადებული ლ.ა., 1958 წელს დაბადებული გ.ა. და წარსულში ნასამართლევი 1975 წელს დაბადებული პ.ჩ.

ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2002 წელს დაბადებული კ.მ., წარსულში ნასამართლევი 1994 წელს დაბადებული ღ.ა., 1991 წელს დაბადებული ს.ს. და 1992 წელს დაბადებული ა.დ.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „კოკაინი“, „ჰეროინი“ „ალფა პვპ“, „მეტადონი“, „მდმა“, „მეფედრონი“, „ლიზერგიდი“, „კეტამინი“, „ბუპრენორფინი“, „სუბოტექსი“, „ექსტაზი“, „მეტამფეტამინი“, „მარიხუანა“ და ნარკოტიკულ საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად არის ამოღებული სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და ელექტრო სასწორები ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე, 265-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.