სამართალი
პოლიტიკა
მეცნიერება
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველები, რომლებიც პარიზის ოლიმპიადაზე სხვა ქვეყნების სახელით ასპარეზობენ: "თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ორი დროშის ქვეშ ვიბრძვი"
ქართველები, რომლებიც პარიზის ოლიმპიადაზე სხვა ქვეყნების სახელით ასპარეზობენ: "თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ორი დროშის ქვეშ ვიბრძვი"

პა­რი­ზის 2024 წლის ოლიმ­პი­ურ­მა თა­მა­შებ­მა სტარ­ტი 26 ივ­ლისს აიღო. სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბის მიღ­მა კი­დევ არა­ერ­თი ქარ­თვე­ლი ას­პა­რე­ზობს, რომ­ლე­ბიც სხვა ქვეყ­ნე­ბის სა­ხე­ლით გა­მო­დი­ან.

ძი­უ­დო­ის­ტთა შე­ჯიბ­რი 27 ივ­ლისს და­ი­წყო და სამ აგ­ვის­ტოს დას­რულ­დე­ბა. ას­პა­რე­ზო­ბის პირ­ველ დღეს ვერ­ცხლის მე­და­ლი მო­ი­პო­ვა თბი­ლის­ში და­ბა­დე­ბულ­მა და გაზ­რდილ­მა, საფ­რან­გე­თის სა­ხე­ლით მო­ას­პა­რე­ზე ლუკა მხე­ი­ძემ, რო­მე­ლიც 2020 წელს, ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­და­ზე ბრინ­ჯა­ოს დას­ჯერ­და. ის - 60 კი­ლოგ­რამ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­მო­დის. გავ­რცელ­და ვი­დეო, რო­მელ­შიც ჩანს, საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი რო­გორ უხ­დის მად­ლო­ბას ქარ­თველ ფა­ლა­ვანს.

ლუკა სა­ქარ­თვე­ლო­დან საფ­რან­გეთ­ში დე­დას­თან ერ­თად, ლტოლ­ვი­ლად 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ, 12 წლის ასაკ­ში წა­ვი­და. ბი­ჭუ­ნამ ფრან­გუ­ლი ერთი სი­ტყვაც კი არ იცო­და, მის­თვის ად­ვი­ლი არ ყო­ფი­ლა უცხო ქვე­ყა­ნა­ში წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა და ოლიმ­პი­ურ მედ­ლე­ბამ­დე მის­ვლა.

"მი­უ­ხე­და­ვად ფი­ნალ­ში წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბი­სა, მა­ინც ძა­ლი­ან მი­ხა­რია... მა­ინც კარ­გია ვერ­ცხლის მე­და­ლი. ვიბ­რძო­ლე იმ ია­რა­ღით, რაც მქონ­და", - გა­ნა­ცხა­და ძი­უ­დო­ის­ტმა საფ­რან­გე­თის ტე­ლე­ვი­ზი­ის მიკრო­ფონ­თან, ბრძო­ლის შემ­დეგ.

კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი, რო­მე­ლიც ოლიმ­პი­ა­და­ზე ეს­პა­ნე­თის სა­ხე­ლით წასრდგე­ბა ნიკო შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლია. მას უკვე აქვს სამი მე­და­ლი ძი­უ­დო­ის­ტთა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი და რამ­დე­ნი­მე ბრინ­ჯაო ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი­დან. ეს არ არის მისი პირ­ვე­ლი გა­მოს­ვლა ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე, შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლი ეს­პა­ნე­თის სა­ხე­ლით 2020 წლის ტო­კი­ოს ილიმ­პი­ა­და­ზე წასრდგა.

ეს­პა­ნეთ­ში ნი­კო­ლოზს ხან­და­ხან მხო­ლოდ "ნიკო შე­რას“ ეძა­ხი­ან. ის თბი­ლის­ში და­ი­ბა­და, 14 წლი­დან ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რობს და 10 წე­ლია, რაც ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეა. 2018 წელს შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლი გახ­და პირ­ვე­ლი ეს­პა­ნე­ლი, რო­მელ­მაც მო­ი­პო­ვა ძი­უ­დო­ში მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი. ეს­პა­ნუ­რე­ნო­ვან პოდ­კასტთან სა­უბ­რი­სას შე­რა­ზა­დიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ამა­ყობს, რომ ორი ქვე­ყა­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. "თავს ისე ვგრძნობ, თით­ქოს ორი დრო­შის ქვეშ ვიბ­რძვი“, - თქვა ნი­კამ.

ნი­კო­ლოზ შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლი პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზე 2 აგ­ვის­ტოს წარ­სდგე­ბა.

ნი­კო­ლოზ შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლის მსგავ­სად, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბულ-გაზ­რდი­ლი ძი­უ­დო­ის­ტია ტრის­ტან მო­სახ­ლიშ­ვი­ლიც, რო­მე­ლიც ასე­ვე ეს­პა­ნე­თის ღირ­სე­ბას და­ი­ცავს პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზე. მო­სახ­ლიშ­ვი­ლი თე­ლავ­ში და­ი­ბა­და და 2020 წლამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით ჭი­და­ობ­და.

26 წლის მო­სახ­ლიშ­ვი­ლი პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზე მედ­ლის­თვის 31 ივ­ლისს იბ­რძო­ლებს.

27 წლის თორ­ნი­კე ჭკა­დუ­აც ქარ­თვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტია, რო­მე­ლიც პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზე ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­ხე­ლით წარ­სდგა. ის 27 ივ­ლისს, - 60 კი­ლოგ­რამ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში შამპ-დე-მარს არე­ნა­ზე გა­მარ­თულ შე­ჯიბრში ყა­ზახ ძი­უ­დო­ისტს იელ­დოს სმე­ტოვს და­უ­პი­რის­პირ­და. ბრძო­ლა სმე­ტო­ვის გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და. თორ­ნი­კე ჭკა­დუ­ას ქარ­თვე­ლი მშობ­ლე­ბი ჰყავს, თუმ­ცა იგი ნი­დერ­ლან­დებ­ში, კერ­ძოდ კი ლე­უ­ვარ­დენ­ში და­ი­ბა­და.

იგი სა­ქარ­თვე­ლოს საკ­მა­ოდ ხში­რი სტუ­მა­რია და რო­გორც მე­დია წერს, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბაც აქვს. თორ­ნი­კე ჭკა­დუ­ას­თვის პა­რი­ზის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი კა­რი­ე­რა­ში მე­ო­რეა, მან პირ­ვე­ლად ტო­კი­ო­ში იას­პა­რე­ზა, თუმ­ცა იმ­ჟა­მა­დაც უმედ­ლოდ დარ­ჩა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პა­რიზ­ში სხვა ქვეყ­ნე­ბის დრო­შე­ბით კი­დევ რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი გა­მო­დის, მათ შო­რის, უშან­გი კო­კა­უ­რი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ძი­უ­დო­ის­ტია, იგი პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზე აზერ­ბა­ი­ჯანს წარ­მო­ად­გენს.

უშან­გიმ 2016 წელს რიოს ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზეც აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ხე­ლით იჭი­და­ვა.

კი­დევ ერთი ძი­უ­დო­ის­ტი, ვინც უცხო ქვეყ­ნის სა­ხე­ლით გა­მო­დის ვანო რე­ვა­ზიშ­ვი­ლია, რომ­ლის მა­მაც, გი­ორ­გი რე­ვა­ზიშ­ვი­ლი ცნო­ბი­ლი ძი­უ­დო­ის­ტია.

ვანო 2016 წლამ­დე შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე სა­ბერ­ძნე­თის სა­ხე­ლით გა­მო­დი­ო­და, 2018 წლი­დან კი თურ­ქეთ­ში გა­და­ვი­და და ვე­დატ ალ­ბა­ი­რა­ქის სა­ხე­ლით ას­პა­რე­ზობს. იგი პა­რიზ­ში მედ­ლის მო­პო­ვე­ბას თურ­ქე­თის სა­ხე­ლით შე­ე­ცა­და, თუმ­ცა მერ­ვე­დფი­ნალ­ში და­მარ­ცხდა.

გო­რე­ლი ნუგ­ზარ ტა­ტა­ლაშ­ვილი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ას­პა­რე­ზობ­და.

2022 წლი­დან კი არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბის სა­ხე­ლით გა­მო­დის და პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზეც ამ ქვეყ­ნის დრო­შით წარ­სდგა. ტა­ტა­ლაშ­ვილ­მა ოლიმ­პი­ა­და­ზე პირ­ვე­ლად 2012 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში იას­პა­რე­ზა.

სა­ქარ­თვე­ლო­დან არის ოლიმ­პი­ა­და­ზე ავ­სტრი­ის სა­ხე­ლით მო­ას­პა­რე­ზე ძი­უ­დო­ის­ტი, ვა­ჰიდ ბორ­ჩაშ­ვი­ლიც, მისი ძმა შა­მი­ლიც ძი­უ­დო­ის­ტია, რო­მელ­მაც ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი სწო­რედ ავ­სტრი­ის სა­ხე­ლით მო­ი­პო­ვა. ბორ­ჩაშ­ვი­ლე­ბი პან­კი­სი­დან არი­ან.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
.
0

ხალხო დაფიქრდით რა რას წერთ. თუ გყავს 100 პროფესიონალი ძიუდოისტი და ნაკრებში აგყავს მხოლოდ 10 დანარჩენმა 90 რა ქნან?? სოფლის ბირჟებზე იჭიდაონ და იქ ასახელონ ქვეყანა ღუ რა ქნან ერთი?! მიდიან და სხვა ქვეყნის ნაკრებებში გამოდიან. მოსაპარად წასვლას ისევ საჭიდაოდ წასვლა ჯობს დამიჯერეთ. ბენაცვალე თითოეულ მათგანს

ნინიკო
14

ორი ქვეყნის დროშის ქვეშ არ იბრძვით, არამედ იმ დროშის ქვეშ რომელ ქვეყანასაც წარმოადგენთ. თქვენი ტალანტი და გამარჯვება საქართველოს არას არგებს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

ქართველები, რომლებიც პარიზის ოლიმპიადაზე სხვა ქვეყნების სახელით ასპარეზობენ: "თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ორი დროშის ქვეშ ვიბრძვი"

ქართველები, რომლებიც პარიზის ოლიმპიადაზე სხვა ქვეყნების სახელით ასპარეზობენ: "თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ორი დროშის ქვეშ ვიბრძვი"

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურმა თამაშებმა სტარტი 26 ივლისს აიღო. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მიღმა კიდევ არაერთი ქართველი ასპარეზობს, რომლებიც სხვა ქვეყნების სახელით გამოდიან.

ძიუდოისტთა შეჯიბრი 27 ივლისს დაიწყო და სამ აგვისტოს დასრულდება. ასპარეზობის პირველ დღეს ვერცხლის მედალი მოიპოვა თბილისში დაბადებულმა და გაზრდილმა, საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძემ, რომელიც 2020 წელს, ტოკიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს დასჯერდა. ის - 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდის. გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი როგორ უხდის მადლობას ქართველ ფალავანს.

ლუკა საქართველოდან საფრანგეთში დედასთან ერთად, ლტოლვილად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 12 წლის ასაკში წავიდა. ბიჭუნამ ფრანგული ერთი სიტყვაც კი არ იცოდა, მისთვის ადვილი არ ყოფილა უცხო ქვეყანაში წარმატების მიღწევა და ოლიმპიურ მედლებამდე მისვლა.

"მიუხედავად ფინალში წარუმატებლობისა, მაინც ძალიან მიხარია... მაინც კარგია ვერცხლის მედალი. ვიბრძოლე იმ იარაღით, რაც მქონდა", - განაცხადა ძიუდოისტმა საფრანგეთის ტელევიზიის მიკროფონთან, ბრძოლის შემდეგ.

კიდევ ერთი ქართველი, რომელიც ოლიმპიადაზე ესპანეთის სახელით წასრდგება ნიკო შერაზადიშვილია. მას უკვე აქვს სამი მედალი ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული და რამდენიმე ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატიდან. ეს არ არის მისი პირველი გამოსვლა ოლიმპიურ თამაშებზე, შერაზადიშვილი ესპანეთის სახელით 2020 წლის ტოკიოს ილიმპიადაზე წასრდგა.

ესპანეთში ნიკოლოზს ხანდახან მხოლოდ "ნიკო შერას“ ეძახიან. ის თბილისში დაიბადა, 14 წლიდან ესპანეთში ცხოვრობს და 10 წელია, რაც ამ ქვეყნის მოქალაქეა. 2018 წელს შერაზადიშვილი გახდა პირველი ესპანელი, რომელმაც მოიპოვა ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. ესპანურენოვან პოდკასტთან საუბრისას შერაზადიშვილმა განაცხადა, რომ ამაყობს, რომ ორი ქვეყანის წარმომადგენელია. "თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ორი დროშის ქვეშ ვიბრძვი“, - თქვა ნიკამ.

ნიკოლოზ შერაზადიშვილი პარიზის ოლიმპიადაზე 2 აგვისტოს წარსდგება.

ნიკოლოზ შერაზადიშვილის მსგავსად, საქართველოში დაბადებულ-გაზრდილი ძიუდოისტია ტრისტან მოსახლიშვილიც, რომელიც ასევე ესპანეთის ღირსებას დაიცავს პარიზის ოლიმპიადაზე. მოსახლიშვილი თელავში დაიბადა და 2020 წლამდე საქართველოს სახელით ჭიდაობდა.

26 წლის მოსახლიშვილი პარიზის ოლიმპიადაზე მედლისთვის 31 ივლისს იბრძოლებს.

27 წლის თორნიკე ჭკადუაც ქართველი ძიუდოისტია, რომელიც პარიზის ოლიმპიადაზე ნიდერლანდების სახელით წარსდგა. ის 27 ივლისს, - 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში შამპ-დე-მარს არენაზე გამართულ შეჯიბრში ყაზახ ძიუდოისტს იელდოს სმეტოვს დაუპირისპირდა. ბრძოლა სმეტოვის გამარჯვებით დასრულდა. თორნიკე ჭკადუას ქართველი მშობლები ჰყავს, თუმცა იგი ნიდერლანდებში, კერძოდ კი ლეუვარდენში დაიბადა.

იგი საქართველოს საკმაოდ ხშირი სტუმარია და როგორც მედია წერს, საქართველოს მოქალაქეობაც აქვს. თორნიკე ჭკადუასთვის პარიზის ოლიმპიური თამაშები კარიერაში მეორეა, მან პირველად ტოკიოში იასპარეზა, თუმცა იმჟამადაც უმედლოდ დარჩა.

აღსანიშნავია, რომ პარიზში სხვა ქვეყნების დროშებით კიდევ რამდენიმე ქართველი გამოდის, მათ შორის, უშანგი კოკაური, რომელიც საქართველოში დაბადებული ძიუდოისტია, იგი პარიზის ოლიმპიადაზე აზერბაიჯანს წარმოადგენს.

უშანგიმ 2016 წელს რიოს ოლიმპიურ თამაშებზეც აზერბაიჯანის სახელით იჭიდავა.

კიდევ ერთი ძიუდოისტი, ვინც უცხო ქვეყნის სახელით გამოდის ვანო რევაზიშვილია, რომლის მამაც, გიორგი რევაზიშვილი ცნობილი ძიუდოისტია.

ვანო 2016 წლამდე შეჯიბრებებზე საბერძნეთის სახელით გამოდიოდა, 2018 წლიდან კი თურქეთში გადავიდა და ვედატ ალბაირაქის სახელით ასპარეზობს. იგი პარიზში მედლის მოპოვებას თურქეთის სახელით შეეცადა, თუმცა მერვედფინალში დამარცხდა.

გორელი ნუგზარ ტატალაშვილი საქართველოს ნაკრებში დიდი ხნის განმავლობაში ასპარეზობდა.

2022 წლიდან კი არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელით გამოდის და პარიზის ოლიმპიადაზეც ამ ქვეყნის დროშით წარსდგა. ტატალაშვილმა ოლიმპიადაზე პირველად 2012 წელს საქართველოს ნაკრებში იასპარეზა.

საქართველოდან არის ოლიმპიადაზე ავსტრიის სახელით მოასპარეზე ძიუდოისტი, ვაჰიდ ბორჩაშვილიც, მისი ძმა შამილიც ძიუდოისტია, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი სწორედ ავსტრიის სახელით მოიპოვა. ბორჩაშვილები პანკისიდან არიან.