მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“თეორიულად რომ დავუშვათ “ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, უკან მოგვრჩება ევროინტეგრაციაც და ყველაფერიც; ერთი კვირა არ დასჭირდებათ იმისთვის, რომ აქ გახსნან მეორე ფრონტი“ - პრემიერი
“თეორიულად რომ დავუშვათ “ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, უკან მოგვრჩება ევროინტეგრაციაც და ყველაფერიც; ერთი კვირა არ დასჭირდებათ იმისთვის, რომ აქ გახსნან მეორე ფრონტი“ - პრემიერი

“ერთი მე­სი­ჯი, რის გა­ტა­ნა­საც ცდი­ლო­ბენ კო­ლექ­ტი­უ­რი “ნაც­მოძ­რა­ო­ბა“ და მათი მფარ­ვე­ლე­ბი, არის ის, რომ თუ “ნაც­მოძ­რა­ო­ბა“ არ დაბ­რუნ­დე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, მა­შინ არ იქ­ნე­ბა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია; მინ­და, გა­რან­ტია მივ­ცე ყვე­ლას, რომ თე­ო­რი­უ­ლად რომ და­ვუშ­ვათ “ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ დაბ­რუ­ნე­ბა, სა­ერ­თოდ უკან მოგ­ვრჩე­ბა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­აც და ყვე­ლა­ფე­რიც“, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ "იმე­დის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ არ­ჩე­ვა არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა იმი­სათ­ვის, რომ ქვე­ყა­ნამ გა­ნაგ­რძოს წინსვლა.

“თე­ო­რი­უ­ლად რომ და­ვუშ­ვათ “ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ დაბ­რუ­ნე­ბა, სა­ერ­თოდ უკან მოგ­ვრჩე­ბა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­აც და ყვე­ლა­ფე­რიც. გა­რან­ტი­ას ვიძ­ლე­ვი იმი­სა, რომ თუ ასე­თი თე­ო­რი­უ­ლი სცე­ნა­რი შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, ერთი კვი­რა არ დას­ჭირ­დე­ბათ იმის­თვის, რომ აქ გახ­სნან მე­ო­რე ფრონ­ტი. პი­ა­რუ­ლა­დაც კი არ შე­ფუ­თა­ვენ ამ ყვე­ლა­ფერს. პირ­და­პირ შე­უდ­გე­ბი­ან საქ­მეს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ არ­ჩე­ვა არის პი­რი­ქით აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა იმი­სათ­ვის, რომ ქვე­ყა­ნამ გა­ნაგ­რძოს წინსვლა ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, მათ შო­რის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე“, - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა "იმე­დის" ეთერ­ში.

ამას­თან, პრე­მი­ერ - მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ისა­უბ­რა.

“ჩვენ ვნა­ხეთ ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი, მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა სლო­ვა­კეთ­ში, ვნა­ხეთ ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი, მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა აშშ-ში, ერთი და იგი­ვე ხელ­წე­რა, ეს არის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტექ­სტი და ეს ძა­ლე­ბი მოქ­მე­დე­ბენ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

“არ­სე­ბობს სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტექ­სტი, არ­სე­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი კონ­ტექ­სტი და ამ კონ­ტექ­სტე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მგო­ნი, არა­ვის­თვის გა­საკ­ვი­რი არ უნდა იყოს, რომ ასე­თი გეგ­მე­ბი ვი­ღა­ცის თავ­ში იხარ­შე­ბა და მზად­დე­ბა. სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტექსტს რაც შე­ე­ხე­ბა, არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი ხელ­წე­რა, რო­მე­ლიც უკვე თვალ­ნა­თე­ლი გახ­და, ჩვენ ვნა­ხეთ ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი, მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა სლო­ვა­კეთ­ში, ვნა­ხეთ ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი, მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა აშშ-ში, ერთი და იგი­ვე ხელ­წე­რა, ეს არის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტექ­სტი და ეს ძა­ლე­ბი მოქ­მე­დე­ბენ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, მათ აქვთ ამის რე­სურ­სი.

რაც შე­ე­ხე­ბა ად­გი­ლობ­რივ კონ­ტექსტს, იცით, რომ “ნაც­მოძ­რა­ო­ბა“ არის ყვე­ლაფ­რის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი. ერთ-ერთი, რი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ ისი­ნი, როცა იყ­ვნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, იყო მკვლე­ლო­ბე­ბი, პირ­და­პირ ქუ­ჩა­ში კლავ­დნენ ახალ­გაზ­რდებს, ათე­უ­ლო­ბით ახალ­გაზ­რდა პირ­და­პირ ქუ­ჩა­ში მოკ­ლეს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მათ­გან არა­ვის უნდა გა­უკ­ვირ­დეს ასე­თი ტი­პის და­ნა­შა­უ­ლის ჩა­ფიქ­რე­ბა, მომ­ზა­დე­ბა. ესაა სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რი­ვი კონ­ტექ­სტი, და­ნარ­ჩე­ნი უნდა და­ად­გი­ნოს გა­მო­ძი­ე­ბამ,“- აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ შე­იძ­ლე­ბო­და გამ­ხდა­რი­ყო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ამ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გან­ზრახ­ვის სა­მიზ­ნე, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ უპა­სუ­ხა, რომ იგი ქვეყ­ნის მშვი­დო­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის გა­რან­ტია.

"ერთი მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო - ის არის მთა­ვა­რი გა­რან­ტი იმი­სა, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში არის მშვი­დო­ბა და ქვე­ყა­ნა სტა­ბი­ლუ­რად ვი­თარ­დე­ბა. ის არის მთა­ვა­რი გა­რან­ტი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის რომ ამ გეგ­მე­ბის მთა­ვა­რი ად­რე­სა­ტი იყო, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ლო­გი­კუ­რია, აქ გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რია. რაც შე­ე­ხე­ბა კონ­ტექსტს, აქ კი­დევ ერთხელ მინ­და გა­ვიხ­სე­ნო სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი, რო­მე­ლიც გან­ხორ­ცი­ელ­და რამ­დე­ნი­მე თვის წინ. ეს იყო ერთ-ერთი ევ­რო­კო­მის­რის სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც მოგ­ვა­წო­დეს კონ­კრე­ტუ­ლი მე­სი­ჯი, რაც ამ ევ­რო­კო­მი­სარ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღი­ა­რა თა­ვად და გა­ნა­ცხა­და, რომ ის სა­უბ­რობ­და მკვლე­ლო­ბის რის­კებ­ზე, უბ­რა­ლოდ მან და­ა­ზუს­ტა, რომ პო­ლა­რი­ზა­ცია იქ­ნე­ბო­და ის, ვინც გვეს­რო­და ტყვი­ას,“- აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, ვი­ნა­ი­დან ზარი უშუ­ა­ლოდ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან გან­ხორ­ცი­ელ­და, ალ­ბათ ამ მი­ზე­ზით დარ­ჩა სა­ზო­გა­დო­ე­ბას გან­ცდა, რომ უშუ­ა­ლოდ პრე­მი­ე­რის მი­სა­მარ­თით იყო გაფრ­თხი­ლე­ბა.“რე­ა­ლუ­რად, მრავ­ლო­ბით­ში იყო სა­უ­ბა­რი და სი­ტყვე­ბი იყო ასე ნათ­ქვა­მი - თქვენ უნდა იყოთ ფრთხი­ლად, ნა­ხეთ, რა და­ე­მარ­თა ფი­ცოს სლო­ვა­კეთ­ში. სი­ტყვა­სი­ტყვით ასე იყო ნათ­ქვა­მი ეს ყვე­ლა­ფე­რი. მხო­ლო­ბი­თი იყო, თუ მრავ­ლო­ბი­თი, ამას ვერ გა­არ­ჩევ ვერც ქარ­თულ­ში და ვერც ინ­გლი­სურ­ში, ენის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუმ­ცა ასე იყო ნათ­ქვა­მი რე­ა­ლუ­რად - ფრთხი­ლად იყა­ვით, ნა­ხეთ, რა და­ე­მარ­თა ფი­ცოს სლო­ვა­კეთ­ში,“- აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, რის­კე­ბი რჩე­ბა იქამ­დე, ვიდ­რე უკ­რა­ი­ნა­ში ომი არ დას­რულ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

“თეორიულად რომ დავუშვათ “ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, უკან მოგვრჩება ევროინტეგრაციაც და ყველაფერიც; ერთი კვირა არ დასჭირდებათ იმისთვის, რომ აქ გახსნან მეორე ფრონტი“ - პრემიერი

“თეორიულად რომ დავუშვათ “ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, უკან მოგვრჩება ევროინტეგრაციაც და ყველაფერიც; ერთი კვირა არ დასჭირდებათ იმისთვის, რომ აქ გახსნან მეორე ფრონტი“ - პრემიერი

“ერთი მესიჯი, რის გატანასაც ცდილობენ კოლექტიური “ნაცმოძრაობა“ და მათი მფარველები, არის ის, რომ თუ “ნაცმოძრაობა“ არ დაბრუნდება ხელისუფლებაში, მაშინ არ იქნება ევროინტეგრაცია; მინდა, გარანტია მივცე ყველას, რომ თეორიულად რომ დავუშვათ “ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, საერთოდ უკან მოგვრჩება ევროინტეგრაციაც და ყველაფერიც“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნების“ არჩევა არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს წინსვლა.

“თეორიულად რომ დავუშვათ “ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, საერთოდ უკან მოგვრჩება ევროინტეგრაციაც და ყველაფერიც. გარანტიას ვიძლევი იმისა, რომ თუ ასეთი თეორიული სცენარი შეიძლება წარმოვიდგინოთ, ერთი კვირა არ დასჭირდებათ იმისთვის, რომ აქ გახსნან მეორე ფრონტი. პიარულადაც კი არ შეფუთავენ ამ ყველაფერს. პირდაპირ შეუდგებიან საქმეს. აქედან გამომდინარე, “ქართული ოცნების“ არჩევა არის პირიქით აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს წინსვლა ყველა მიმართულებით, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა "იმედის" ეთერში.

ამასთან, პრემიერ - მინისტრმა ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა.

“ჩვენ ვნახეთ ტერორისტული აქტი, მკვლელობის მცდელობა სლოვაკეთში, ვნახეთ ტერორისტული აქტი, მკვლელობის მცდელობა აშშ-ში, ერთი და იგივე ხელწერა, ეს არის საერთაშორისო კონტექსტი და ეს ძალები მოქმედებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“არსებობს საერთაშორისო კონტექსტი, არსებობს ადგილობრივი კონტექსტი და ამ კონტექსტების გათვალისწინებით მგონი, არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ასეთი გეგმები ვიღაცის თავში იხარშება და მზადდება. საერთაშორისო კონტექსტს რაც შეეხება, არსებობს გარკვეული ხელწერა, რომელიც უკვე თვალნათელი გახდა, ჩვენ ვნახეთ ტერორისტული აქტი, მკვლელობის მცდელობა სლოვაკეთში, ვნახეთ ტერორისტული აქტი, მკვლელობის მცდელობა აშშ-ში, ერთი და იგივე ხელწერა, ეს არის საერთაშორისო კონტექსტი და ეს ძალები მოქმედებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ აქვთ ამის რესურსი.

რაც შეეხება ადგილობრივ კონტექსტს, იცით, რომ “ნაცმოძრაობა“ არის ყველაფრის შემსრულებელი. ერთ-ერთი, რითაც გამოირჩეოდნენ ისინი, როცა იყვნენ ხელისუფლებაში, იყო მკვლელობები, პირდაპირ ქუჩაში კლავდნენ ახალგაზრდებს, ათეულობით ახალგაზრდა პირდაპირ ქუჩაში მოკლეს, აქედან გამომდინარე, მათგან არავის უნდა გაუკვირდეს ასეთი ტიპის დანაშაულის ჩაფიქრება, მომზადება. ესაა საერთაშორისო და ადგილობრივი კონტექსტი, დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ,“- აღნიშნა პრემიერმა.

კითხვაზე, თუ რატომ შეიძლებოდა გამხდარიყო ბიძინა ივანიშვილი ამ დანაშაულებრივი განზრახვის სამიზნე, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ იგი ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილური განვითარების გარანტია.

"ერთი მარტივი მიზეზის გამო - ის არის მთავარი გარანტი იმისა, რომ ამ ქვეყანაში არის მშვიდობა და ქვეყანა სტაბილურად ვითარდება. ის არის მთავარი გარანტი. აქედან გამომდინარე, ის რომ ამ გეგმების მთავარი ადრესატი იყო, აბსოლუტურად ლოგიკურია, აქ გასაკვირი არაფერია. რაც შეეხება კონტექსტს, აქ კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო სატელეფონო ზარი, რომელიც განხორციელდა რამდენიმე თვის წინ. ეს იყო ერთ-ერთი ევროკომისრის სატელეფონო ზარი, რომლის მეშვეობითაც მოგვაწოდეს კონკრეტული მესიჯი, რაც ამ ევროკომისარმა მოგვიანებით აღიარა თავად და განაცხადა, რომ ის საუბრობდა მკვლელობის რისკებზე, უბრალოდ მან დააზუსტა, რომ პოლარიზაცია იქნებოდა ის, ვინც გვესროდა ტყვიას,“- აღნიშნა პრემიერმა.მთავრობის მეთაურის განცხადებით, ვინაიდან ზარი უშუალოდ პრემიერ-მინისტრთან განხორციელდა, ალბათ ამ მიზეზით დარჩა საზოგადოებას განცდა, რომ უშუალოდ პრემიერის მისამართით იყო გაფრთხილება.“რეალურად, მრავლობითში იყო საუბარი და სიტყვები იყო ასე ნათქვამი - თქვენ უნდა იყოთ ფრთხილად, ნახეთ, რა დაემართა ფიცოს სლოვაკეთში. სიტყვასიტყვით ასე იყო ნათქვამი ეს ყველაფერი. მხოლობითი იყო, თუ მრავლობითი, ამას ვერ გაარჩევ ვერც ქართულში და ვერც ინგლისურში, ენის სპეციფიკიდან გამომდინარე, თუმცა ასე იყო ნათქვამი რეალურად - ფრთხილად იყავით, ნახეთ, რა დაემართა ფიცოს სლოვაკეთში,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, რისკები რჩება იქამდე, ვიდრე უკრაინაში ომი არ დასრულდება.