კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ოცნება“ ვერ გაიმარჯვებს ტოტალური გაყალბების გარეშე - 60%-ის აღება რომ უნდა, არ გამოუვა" - პაატა ზაქარეიშვილი
"ქართული ოცნება“ ვერ გაიმარჯვებს ტოტალური გაყალბების გარეშე - 60%-ის აღება რომ უნდა, არ გამოუვა" - პაატა ზაქარეიშვილი

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ვერ გა­ი­მარ­ჯვებს ტო­ტა­ლუ­რი გა­ყალ­ბე­ბის გა­რე­შე, - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მე­ში“ გა­ნა­ცხა­და.

  • ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა "ედი­სონ რი­სერ­ჩის“ კვლე­ვე­ბი შე­ა­ფა­სა და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გუნ­დი უმ­რავ­ლე­სო­ბით ვე­ღარ გა­ი­მარ­ჯვებს, თუმ­ცა სა­ჭი­როა, შემ­დეგ უკვე, პარ­ლა­მენ­ტში შე­სუ­ლი ოპო­ზი­ცია გა­ერ­თი­ან­დეს, რათა "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ მთავ­რო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა ვე­ღარ შეძ­ლოს.

"თუ ჩვენ კვლე­ვე­ბის შემ­დეგ გვე­ბა­დე­ბა კი­თხვე­ბი, რამ­დე­ნად სწო­რად ასა­ხავს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხარ­დამ­ჭერ­თა პრო­ცენ­ტუ­ლო­ბას, იგი­ვე კი­თხვე­ბი უნდა გვე­ბა­დე­ბო­დეს სხვა პარ­ტი­ებ­ზეც, რომ­ლე­ბიც კვლე­ვის მი­ხედ­ვით 5%-იან ბა­რი­ერს ლა­ხავს. თუ ყვე­ლა პარ­ტი­ის მი­მართ ვიქ­ნე­ბით ობი­ექ­ტუ­რე­ბი და კრი­ტი­კუ­ლე­ბი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ რე­ი­ტინ­გში ცდო­მი­ლე­ბას და­ვუშ­ვებთ, უარ­ყო­ფით ან და­დე­ბით კონ­ტექ­სტში, ასე­თი­ვე ცდო­მი­ლე­ბა უნდა და­ვუშ­ვათ სხვა პარ­ტი­ე­ბის მი­მარ­თაც. ასე­თი ობი­ექ­ტუ­რო­ბა იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას, ვთქვათ, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ვე­რაფ­რით იღებს იმ რა­ო­დე­ნო­ბას, რაც დღეს აქვს პარ­ლა­მენ­ტში, თუ ტო­ტა­ლუ­რად არ გა­ა­ყალ­ბა. 4-5%-ით გა­ყალ­ბე­ბა, რაც ბოლო არ­ჩევ­ნებ­ზე გა­ა­კე­თა "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ , (ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ზე ქუ­თა­ის­ში წა­ა­გო მკა­ფი­ოდ, მაგ­რამ მა­ინც მი­ა­ყა­რა ხმე­ბი), 50-50-ზე ჯდე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა-ოპო­ზი­ცი­ის ხმე­ბი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის 50% არ არის სუფ­თა, მას აუ­ცი­ლებ­ლად "წაყ­რი­ლი“ აქვს რა­ღაც ხმე­ბი. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ვერ გა­ი­მარ­ჯვებს ტო­ტა­ლუ­რი გა­ყალ­ბე­ბის გა­რე­შე და ტო­ტა­ლუ­რი გა­ყალ­ბე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად იყ­ვი­რებს.

"ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ 60%-ის აღე­ბა რომ უნდა, არ გა­მო­უ­ვა და ეს 60% შე­იძ­ლე­ბა ერ­თი­ა­ნი ოპო­ზი­ცი­ის მხა­რეს აღ­მოჩ­ნდეს. დღეს ოპო­ზი­ცია ერ­თი­ა­ნი არ არის და ეს ძა­ლი­ან კარ­გია, მაგ­რამ, შიგ­ნით პარ­ლა­მენ­ტში ვერ­ცერთ ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ას ვერ ექ­ნე­ბა იმ­ხე­ლა უმ­რავ­ლე­სო­ბა, რომ მთავ­რო­ბა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს, ბი­უ­ჯე­ტი მი­ი­ღოს, კა­ნო­ნე­ბი მი­ი­ღოს, ამი­ტომ ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­უ­რი სუ­ბი­ექ­ტი უნდა გა­ერ­თი­ან­დეს, რათა აჯო­ბოს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“. ამის შან­სი მა­ღა­ლია, თუ, რა თქმა უნდა, "ოც­ნე­ბამ“ არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი გა­ყალ­ბე­ბა, ეს კი არ გა­მო­უ­ვა, თუ ამომ­რჩე­ვე­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რად მივა არ­ჩევ­ნებ­ზე და ხმას არ მის­ცემს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"ქართული ოცნება“ ვერ გაიმარჯვებს ტოტალური გაყალბების გარეშე - 60%-ის აღება რომ უნდა, არ გამოუვა" - პაატა ზაქარეიშვილი

"ქართული ოცნება“ ვერ გაიმარჯვებს ტოტალური გაყალბების გარეშე - 60%-ის აღება რომ უნდა, არ გამოუვა" - პაატა ზაქარეიშვილი

"ქართული ოცნება“ ვერ გაიმარჯვებს ტოტალური გაყალბების გარეშე, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "რეზიუმეში“ განაცხადა.

  • ზაქარეიშვილმა "ედისონ რისერჩის“ კვლევები შეაფასა და აღნიშნა, რომ სახელისუფლებო გუნდი უმრავლესობით ვეღარ გაიმარჯვებს, თუმცა საჭიროა, შემდეგ უკვე, პარლამენტში შესული ოპოზიცია გაერთიანდეს, რათა "ქართულმა ოცნებამ“ მთავრობის ჩამოყალიბება ვეღარ შეძლოს.

"თუ ჩვენ კვლევების შემდეგ გვებადება კითხვები, რამდენად სწორად ასახავს "ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა პროცენტულობას, იგივე კითხვები უნდა გვებადებოდეს სხვა პარტიებზეც, რომლებიც კვლევის მიხედვით 5%-იან ბარიერს ლახავს. თუ ყველა პარტიის მიმართ ვიქნებით ობიექტურები და კრიტიკულები, "ქართული ოცნების“ რეიტინგში ცდომილებას დავუშვებთ, უარყოფით ან დადებით კონტექსტში, ასეთივე ცდომილება უნდა დავუშვათ სხვა პარტიების მიმართაც. ასეთი ობიექტურობა იძლევა საშუალებას, ვთქვათ, რომ "ქართული ოცნება“ ვერაფრით იღებს იმ რაოდენობას, რაც დღეს აქვს პარლამენტში, თუ ტოტალურად არ გააყალბა. 4-5%-ით გაყალბება, რაც ბოლო არჩევნებზე გააკეთა "ქართულმა ოცნებამ“ , (ადგილობრივ არჩევნებზე ქუთაისში წააგო მკაფიოდ, მაგრამ მაინც მიაყარა ხმები), 50-50-ზე ჯდება ხელისუფლება-ოპოზიციის ხმები, ხელისუფლებისთვის 50% არ არის სუფთა, მას აუცილებლად "წაყრილი“ აქვს რაღაც ხმები. "ქართული ოცნება“ ვერ გაიმარჯვებს ტოტალური გაყალბების გარეშე და ტოტალური გაყალბება აუცილებლად იყვირებს.

"ქართულ ოცნებას“ 60%-ის აღება რომ უნდა, არ გამოუვა და ეს 60% შეიძლება ერთიანი ოპოზიციის მხარეს აღმოჩნდეს. დღეს ოპოზიცია ერთიანი არ არის და ეს ძალიან კარგია, მაგრამ, შიგნით პარლამენტში ვერცერთ ოპოზიციურ პარტიას ვერ ექნება იმხელა უმრავლესობა, რომ მთავრობა ჩამოაყალიბოს, ბიუჯეტი მიიღოს, კანონები მიიღოს, ამიტომ ყველა ოპოზიციური სუბიექტი უნდა გაერთიანდეს, რათა აჯობოს "ქართულ ოცნებას“. ამის შანსი მაღალია, თუ, რა თქმა უნდა, "ოცნებამ“ არ განახორციელა ძალიან სერიოზული გაყალბება, ეს კი არ გამოუვა, თუ ამომრჩეველი მაქსიმალურად მივა არჩევნებზე და ხმას არ მისცემს "ქართულ ოცნებას“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.