პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტეფანე, ნინო ქათამაძე, ნიკოლოზ რაჭველი ლაიმა ვაიკულესა და ალა პუგაჩოვასთან ერთად - რატომ აკრიტიკებენ ქართველ მომღერლებს და რა ფესტივალი ჩატარდა რეალურად იურმალაში
სტეფანე, ნინო ქათამაძე, ნიკოლოზ რაჭველი ლაიმა ვაიკულესა და ალა პუგაჩოვასთან ერთად  - რატომ აკრიტიკებენ ქართველ მომღერლებს და რა ფესტივალი ჩატარდა რეალურად იურმალაში

ცნო­ბი­ლი ლატ­ვი­ე­ლი მომ­ღერ­ლის, ლა­ი­მა ვა­ი­კუ­ლეს და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლი "Laima Rendezvous Jūrmala" სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იურ­მა­ლას "ძინ­ტა­რის" დარ­ბაზ­ში ტარ­დე­ბო­და.

ის, რომ ალა პუ­გა­ჩო­ვა ფეს­ტი­ვა­ლის სტუმ­რებს შო­რის იყო, გა­საკ­ვი­რი არ ყო­ფი­ლა: ის ფეს­ტი­ვალ­ზე გა­სულ წელ­საც იმ­ყო­ფე­ბო­და.

სიმ­ბო­ლუ­რია, რომ პრი­მა­დო­ნა ფეს­ტი­ვა­ლის პირ­ვე­ლი­ვე სა­ღა­მოს მი­ვი­და, სა­დაც ძი­რი­თა­დად უკ­რა­ი­ნე­ლი არ­ტის­ტე­ბი გა­მო­დი­ოდ­ნენ.

  • ალა დარ­ბაზ­ში იჯდა იმ უკ­რა­ი­ნელ სამ­ხედ­რო­ებ­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც ლატ­ვი­ა­ში რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას გა­დი­ან. ისი­ნი ლა­ი­მა ვა­ი­კუ­ლემ პი­რა­დად მი­იწ­ვია თა­ვის მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზე.

პუ­გა­ჩო­ვა ფეს­ტი­ვა­ლის მე­სა­მე სა­ღა­მო­ზეც მი­ვი­და, მას მაქ­სიმ გალ­კი­ნიც ახ­ლდა.

”ბრა­ვო, ალა!” - ყვი­რო­და მა­ყუ­რე­ბე­ლი, რო­დე­საც დარ­ბაზ­ში შე­ვი­და. მაქ­სიმ გალ­კი­ნი ფეს­ტი­ვა­ლის და­ხურ­ვი­სას მო­უ­ლოდ­ნე­ლად სცე­ნა­ზე ავი­და და ნა­ხე­ვარ­სა­ა­თი­ა­ნი კონ­ცერ­ტი გა­მარ­თა, სა­დაც რამ­დე­ნი­მე პა­რო­დი­ის შემ­დეგ, უკ­რა­ი­ნუ­ლი სიმ­ღე­რა შე­ას­რუ­ლა.

აგ­ვის­ტო­ში გალ­კინს შვი­დი კონ­ცერ­ტი აქვს და­გეგ­მი­ლი ლატ­ვი­ის სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში, მათ შო­რის ორი კონ­ცერ­ტი ძინ­ტა­რის დარ­ბაზ­ში.

ფეს­ტი­ვა­ლის მე­ო­რე და მე­სა­მე სა­ღა­მო რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის კრი­ტი­კის ნა­თე­ლი დე­მონ­სტრი­რე­ბა იყო, - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია. მაქ­სიმ პოკ­როვ­სკიმ (ჯგუ­ფი "Nogu Svelo"), რო­მე­ლიც ახლა შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ცხოვ­რობს, ან­ტი­სა­ო­მა­რი სიმ­ღე­რე­ბი შე­ას­რუ­ლა, ისე­ვე რო­გორც დუ­ეტ­მა "BI-2", რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში "უცხო­ე­თის აგენ­ტად" გა­მო­ა­ცხა­დეს.

ფეს­ტი­ვა­ლის და­ხურ­ვი­სას კი­დევ ერ­თმა რუ­სეთ­ში უცხო­ე­თის აგენ­ტად გა­მო­ცხა­დე­ბულ­მა ან­დრეი მა­კა­რე­ვიჩ­მა იმ­ღე­რა. და­სას­რულს კი ის­რა­ე­ლის ჰიმ­ნი შე­ას­რუ­ლა.

სა­ფეს­ტი­ვა­ლო კონ­ცერ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. მათ შო­რის იყ­ვნენ ქარ­თვე­ლე­ბი - ნინო ქა­თა­მა­ძე, ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი და სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ეს არ არის კონ­კურ­სი "ახა­ლი ტალ­ღა“, რო­მე­ლიც იურ­მა­ლა­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ტარ­დე­ბო­და და ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­კურ­სი 2021 წლი­დან სოჭ­ში ტარ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო კი უკვე წლე­ბია აღარ მო­ნა­წი­ლე­ობს.

2021 წელს სა­ქარ­თვე­ლოს­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით კონ­კურ­სზე ნა­თია რიგ­ვა­ვამ იმ­ღე­რა. წელს კი, ჩვენ­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია მო­ნა­წი­ლე­ობს.

რო­გორც ჩანს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი იურ­მა­ლა­ში გა­მარ­თულ­მა ფეს­ტი­ვალ­მა და­აბ­ნია და ის "ახალ ტალ­ღას­თან" გა­ა­ი­გი­ვეს. სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვილს ალა პუ­გა­ჩო­ვას­თან და გალ­კინ­თან გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტოს კო­მენ­ტა­რებ­ში უწე­რენ:

"ალა პუ­გა­ჩო­ვას ქე­ბას თუ მო­ვის­მენ­დი, არ ვე­ლო­დი, სტეფ, შენ­გან. ის ქა­თა­მა­ძე ომის შემ­დეგ იურ­მა­ლა­ზეც იდგა და არ მიკ­ვირს. აი, შენ­გან ცოტა გა­მიკ­ვირ­და!“

"ხალ­ხო, ალამ თა­ვი­სი სამ­შობ­ლო და­ტო­ვა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და ოპო­ზი­ცი­უ­რა­დაა გან­წყო­ბი­ლი. ნამ­დვი­ლად არ არის პუ­ტი­ნის­ტი! ლა­ი­მა ხომ სა­ერ­თოდ ლატ­ვი­ე­ლია“.

"ეს ის სა­ზო­გა­დო­ე­ბა არაა? რუს ჩვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ა­ნებ­ზე და არა პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე რომ ამ­ბობ­დნენ, ქვე­ყა­ნა­ში არ უნდა ვუშ­ვებ­დეთ, ასე­თე­ბი არი­ან, ისე­თე­ბი არი­ა­ნო და ამ ხალ­ხმა რუ­სეთ­ში მყოფ ნუცა ბუ­ზა­ლა­ძეს "ქვე­ბი" ეს­რო­ლა", - წე­რენ კო­მენ­ტა­რებ­ში.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

სტეფანე, ნინო ქათამაძე, ნიკოლოზ რაჭველი ლაიმა ვაიკულესა და ალა პუგაჩოვასთან ერთად - რატომ აკრიტიკებენ ქართველ მომღერლებს და რა ფესტივალი ჩატარდა რეალურად იურმალაში

სტეფანე, ნინო ქათამაძე, ნიკოლოზ რაჭველი ლაიმა ვაიკულესა და ალა პუგაჩოვასთან ერთად  - რატომ აკრიტიკებენ ქართველ მომღერლებს და რა ფესტივალი ჩატარდა რეალურად იურმალაში

ცნობილი ლატვიელი მომღერლის, ლაიმა ვაიკულეს დაფუძნებული ფესტივალი "Laima Rendezvous Jūrmala" სამი დღის განმავლობაში იურმალას "ძინტარის" დარბაზში ტარდებოდა.

ის, რომ ალა პუგაჩოვა ფესტივალის სტუმრებს შორის იყო, გასაკვირი არ ყოფილა: ის ფესტივალზე გასულ წელსაც იმყოფებოდა.

სიმბოლურია, რომ პრიმადონა ფესტივალის პირველივე საღამოს მივიდა, სადაც ძირითადად უკრაინელი არტისტები გამოდიოდნენ.

  • ალა დარბაზში იჯდა იმ უკრაინელ სამხედროებთან ერთად, რომლებიც ლატვიაში რეაბილიტაციას გადიან. ისინი ლაიმა ვაიკულემ პირადად მიიწვია თავის მუსიკალურ ფესტივალზე.

პუგაჩოვა ფესტივალის მესამე საღამოზეც მივიდა, მას მაქსიმ გალკინიც ახლდა.

”ბრავო, ალა!” - ყვიროდა მაყურებელი, როდესაც დარბაზში შევიდა. მაქსიმ გალკინი ფესტივალის დახურვისას მოულოდნელად სცენაზე ავიდა და ნახევარსაათიანი კონცერტი გამართა, სადაც რამდენიმე პაროდიის შემდეგ, უკრაინული სიმღერა შეასრულა.

აგვისტოში გალკინს შვიდი კონცერტი აქვს დაგეგმილი ლატვიის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ორი კონცერტი ძინტარის დარბაზში.

ფესტივალის მეორე და მესამე საღამო რუსეთის უკრაინაში შეჭრის კრიტიკის ნათელი დემონსტრირება იყო, - წერს ადგილობრივი მედია. მაქსიმ პოკროვსკიმ (ჯგუფი "Nogu Svelo"), რომელიც ახლა შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, ანტისაომარი სიმღერები შეასრულა, ისევე როგორც დუეტმა "BI-2", რომელიც რუსეთში "უცხოეთის აგენტად" გამოაცხადეს.

ფესტივალის დახურვისას კიდევ ერთმა რუსეთში უცხოეთის აგენტად გამოცხადებულმა ანდრეი მაკარევიჩმა იმღერა. დასასრულს კი ისრაელის ჰიმნი შეასრულა.

საფესტივალო კონცერტებში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. მათ შორის იყვნენ ქართველები - ნინო ქათამაძე, ნიკოლოზ რაჭველი და სტეფანე მღებრიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ეს არ არის კონკურსი "ახალი ტალღა“, რომელიც იურმალაში წლების განმავლობაში ტარდებოდა და ქართველი შემსრულებლებიც მონაწილეობდნენ. აღნიშნული კონკურსი 2021 წლიდან სოჭში ტარდება. საქართველო კი უკვე წლებია აღარ მონაწილეობს.

2021 წელს საქართველოსგან დამოუკიდებლად, საქართველოს სახელით კონკურსზე ნათია რიგვავამ იმღერა. წელს კი, ჩვენგან დამოუკიდებლად საქართველოს სახელით რუსეთში მცხოვრები ქართველი შემსრულებელი ხვიჩა კვარაცხელია მონაწილეობს.

როგორც ჩანს, საზოგადოების ნაწილი იურმალაში გამართულმა ფესტივალმა დააბნია და ის "ახალ ტალღასთან" გააიგივეს. სტეფანე მღებრიშვილს ალა პუგაჩოვასთან და გალკინთან გამოქვეყნებული ფოტოს კომენტარებში უწერენ:

"ალა პუგაჩოვას ქებას თუ მოვისმენდი, არ ველოდი, სტეფ, შენგან. ის ქათამაძე ომის შემდეგ იურმალაზეც იდგა და არ მიკვირს. აი, შენგან ცოტა გამიკვირდა!“

"ხალხო, ალამ თავისი სამშობლო დატოვა პროტესტის ნიშნად და ოპოზიციურადაა განწყობილი. ნამდვილად არ არის პუტინისტი! ლაიმა ხომ საერთოდ ლატვიელია“.

"ეს ის საზოგადოება არაა? რუს ჩვეულებრივ ადამიანებზე და არა პოლიტიკოსებზე რომ ამბობდნენ, ქვეყანაში არ უნდა ვუშვებდეთ, ასეთები არიან, ისეთები არიანო და ამ ხალხმა რუსეთში მყოფ ნუცა ბუზალაძეს "ქვები" ესროლა", - წერენ კომენტარებში.

წაიკითხეთ ასევე: