მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიცოცხლე დედამიწაზე შესაძლოა გაცილებით უფრო ადრეული იყოს, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა - რა აღმოაჩინეს გაბონში და რას აცხადებენ მეცნიერები?
სიცოცხლე დედამიწაზე შესაძლოა გაცილებით უფრო ადრეული იყოს, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა - რა აღმოაჩინეს გაბონში და რას აცხადებენ მეცნიერები?

მეც­ნი­ერ­თა ჯგუ­ფი აცხა­დებს, რომ მათ აღ­მო­ა­ჩი­ნეს ახა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ამ­ყა­რებს მათ თე­ო­რი­ას, რომ კომ­პლექ­სუ­რი სი­ცო­ცხლის ფორ­მა დე­და­მი­წა­ზე შე­საძ­ლოა, 1.5 მი­ლი­არ­დი წლით ადრე გაჩ­ნდა, ვიდ­რე აქამ­დე მი­იჩ­ნე­ო­და.

გუნ­დი გა­ბო­ნი­დან ამ­ბობს, რომ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ღრმად, ქა­ნებ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს და ის აჩ­ვე­ნებს, რომ ცხო­ვე­ლუ­რი სი­ცო­ცხლის­თვის სა­ჭი­რო გა­რე­მო პი­რო­ბე­ბი 2.1 მი­ლი­არ­დი წლის წინ არ­სე­ბობ­და.

თუმ­ცა, მა­თი­ვე თქმით, ორ­გა­ნიზ­მე­ბი ხმე­ლე­თით გარ­შე­მორ­ტყმულ ზღვა­ში ცხოვ­რობ­დნენ, გლო­ბა­ლუ­რად არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლან და სა­ბო­ლო­ოდ, გა­და­შენ­დნენ.

ეს იდე­ე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სხვავ­დე­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლი აზ­როვ­ნე­ბის­გან და ყვე­ლა მეც­ნი­ე­რი მათ არ ეთან­ხმე­ბა.

ექ­სპერტთა უმ­რავ­ლე­სო­ბა მი­იჩ­ნევს, რომ ცხო­ვე­ლუ­რი სი­ცო­ცხლე და­ახ­ლო­ე­ბით 635 მი­ლი­ო­ნი წლის წინ გაჩ­ნდა.

ფრან­სვილ­ში, გა­ბონ­ში ნა­პოვ­ნი აქამ­დე აუხ­სნე­ლი ფორ­მა­ცი­ის ნა­მარ­ხე­ბის გარ­შე­მო დე­ბა­ტე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ნა­მარ­ხე­ბის გარ­შე­მო მეც­ნი­ე­რებ­მა ქა­ნე­ბი შე­ის­წავ­ლეს, რათა ენა­ხათ, ჩან­და თუ არა მათ­ში ისე­თი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­გო­რი­ცაა ჟანგბა­დი და ფოს­ფო­რი, რომ­ლე­ბიც სი­ცო­ცხლის­თვის იქ­ნე­ბო­და სა­ჭი­რო.

კარ­დი­ფის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ერ­ნესტ ჩი ფრუ თე­მა­ზე მეც­ნი­ერ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო გუნდთან ერ­თად მუ­შა­ობ­და.

მან BBC News-ს უთხრა, რომ თუ მისი თე­ო­რია სწო­რია, ეს სი­ცო­ცხლის ფორ­მე­ბი ლორ­წო­ვა­ნი ობის მსგავ­სი იქ­ნე­ბო­და - უტვი­ნო ერ­თუ­ჯრე­დი­ა­ნი ორ­გა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც სპო­რე­ბით მრავ­ლდე­ბა.

მაგ­რამ ლონ­დო­ნის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კო­ლე­ჯის პრო­ფე­სორ გრე­ჰემ შილდს, რო­მე­ლიც კვლე­ვა­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და, გარ­კვე­უ­ლი ეჭ­ვე­ბი აქვს.

პირ­ვე­ლი მი­ნიშ­ნე­ბა იმა­ზე, რომ სი­ცო­ცხლის კომ­პლექ­სუ­რი ფორ­მა შე­იძ­ლე­ბა და­წყე­ბუ­ლი­ყო უფრო ადრე, ვიდ­რე ცნო­ბი­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით 10 წლის წინ გაჩ­ნდა, ე.წ. ფრან­სვი­ლის ფორ­მა­ცი­ის აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ.

ჩი ფრუმ და მის­მა კო­ლე­გებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ფორ­მა­ცია შედ­გე­ბო­და ნა­მარ­ხე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც სი­ცო­ცხლის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­ზე მი­უ­თი­თებ­დნენ, რო­მელ­საც შე­ეძ­ლო "რხე­ვა" და და­მო­უ­კი­დებ­ლად მოძ­რა­ო­ბა.

ეს აღ­მო­ჩე­ნე­ბი ყვე­ლა მეც­ნი­ერს არ უღი­ა­რე­ბია.

თე­ო­რი­ის­თვის მეტი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად, ჩი ფრუმ და მის­მა გუნ­დმა ახლა გა­ბონ­ში, ქა­ნე­ბი­დან აღე­ბუ­ლი ნა­ლე­ქის ნი­მუ­შე­ბი გა­ა­ა­ნა­ლი­ზეს.

ქა­ნის ქი­მი­ურ­მა შე­მად­გენ­ლო­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ სი­ცო­ცხლის­თვის სა­ჭი­რო "ლა­ბო­რა­ტო­რია" სწო­რედ ამ ფორ­მა­ცი­ის გა­მო­ჩე­ნამ­დე შე­იქ­მნა.

მათი მო­საზ­რე­ბით, ჟანგბა­დი­სა და ფოს­ფო­რის მა­ღა­ლი დონე წყალ­ქვეშ, ორი კონ­ტი­ნენ­ტუ­რი ფი­ლის შე­ჯა­ხე­ბით წარ­მო­იქ­მნა, რა­მაც ვულ­კა­ნუ­რი აქ­ტი­ვო­ბა გა­მო­იწ­ვია.

შე­ჯა­ხე­ბამ წყლის ნა­წი­ლი ოკე­ა­ნე­ე­ბის­გან გა­მოჰ­ყო და "საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით მდი­და­რი მცი­რე სიღ­რმის შიდა ზღვა" შექ­მნა.

ჩი ფრუს თქმით, ამ და­ცულ გა­რე­მო­ში არ­სე­ბობ­და პი­რო­ბე­ბი, რაც ფო­ტო­სინ­თე­ზის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ო­და და წყალ­ში ჟანგბა­დის მნიშ­ვნე­ლო­ვან რა­ო­დე­ნო­ბას აგ­რო­ვებ­და.

"ეს უზ­რუნ­ველ­ჰყოფ­და საკ­მა­რის ენერ­გი­ას, რათა ხელი შე­ე­წყო სხე­უ­ლის ზო­მის ზრდის­თვის და უფრო რთუ­ლი ქცე­ვის­თვის, რაც შე­ი­ნიშ­ნე­ბა პრი­მი­ტი­ულ, მარ­ტივ ცხო­ვე­ლი­სებრ სი­ცო­ცხლის ფორ­მებ­ში, რო­გო­რი­ცაა ის, რაც ამ პე­რი­ო­დის ნა­მარ­ხებ­შია ნა­პოვ­ნი", - გა­ნა­ცხა­და მან.

აღ­მო­ჩე­ნე­ბი სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნალ Precambrian Research-შია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი.

წყა­რო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

სიცოცხლე დედამიწაზე შესაძლოა გაცილებით უფრო ადრეული იყოს, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა - რა აღმოაჩინეს გაბონში და რას აცხადებენ მეცნიერები?

სიცოცხლე დედამიწაზე შესაძლოა გაცილებით უფრო ადრეული იყოს, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა - რა აღმოაჩინეს გაბონში და რას აცხადებენ მეცნიერები?

მეცნიერთა ჯგუფი აცხადებს, რომ მათ აღმოაჩინეს ახალი მტკიცებულება, რომელიც ამყარებს მათ თეორიას, რომ კომპლექსური სიცოცხლის ფორმა დედამიწაზე შესაძლოა, 1.5 მილიარდი წლით ადრე გაჩნდა, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.

გუნდი გაბონიდან ამბობს, რომ მტკიცებულება ღრმად, ქანებში აღმოაჩინეს და ის აჩვენებს, რომ ცხოველური სიცოცხლისთვის საჭირო გარემო პირობები 2.1 მილიარდი წლის წინ არსებობდა.

თუმცა, მათივე თქმით, ორგანიზმები ხმელეთით გარშემორტყმულ ზღვაში ცხოვრობდნენ, გლობალურად არ გავრცელებულან და საბოლოოდ, გადაშენდნენ.

ეს იდეები მნიშვნელოვნად განსხვავდება ტრადიციული აზროვნებისგან და ყველა მეცნიერი მათ არ ეთანხმება.

ექსპერტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ცხოველური სიცოცხლე დაახლოებით 635 მილიონი წლის წინ გაჩნდა.

ფრანსვილში, გაბონში ნაპოვნი აქამდე აუხსნელი ფორმაციის ნამარხების გარშემო დებატები მიმდინარეობს.

ნამარხების გარშემო მეცნიერებმა ქანები შეისწავლეს, რათა ენახათ, ჩანდა თუ არა მათში ისეთი ნივთიერებების არსებობის მტკიცებულება, როგორიცაა ჟანგბადი და ფოსფორი, რომლებიც სიცოცხლისთვის იქნებოდა საჭირო.

კარდიფის უნივერსიტეტის პროფესორი ერნესტ ჩი ფრუ თემაზე მეცნიერთა საერთაშორისო გუნდთან ერთად მუშაობდა.

მან BBC News-ს უთხრა, რომ თუ მისი თეორია სწორია, ეს სიცოცხლის ფორმები ლორწოვანი ობის მსგავსი იქნებოდა - უტვინო ერთუჯრედიანი ორგანიზმი, რომელიც სპორებით მრავლდება.

მაგრამ ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორ გრეჰემ შილდს, რომელიც კვლევაში არ მონაწილეობდა, გარკვეული ეჭვები აქვს.

პირველი მინიშნება იმაზე, რომ სიცოცხლის კომპლექსური ფორმა შეიძლება დაწყებულიყო უფრო ადრე, ვიდრე ცნობილია, დაახლოებით 10 წლის წინ გაჩნდა, ე.წ. ფრანსვილის ფორმაციის აღმოჩენის შემდეგ.

ჩი ფრუმ და მისმა კოლეგებმა განაცხადეს, რომ ფორმაცია შედგებოდა ნამარხებისგან, რომლებიც სიცოცხლის მტკიცებულებაზე მიუთითებდნენ, რომელსაც შეეძლო "რხევა" და დამოუკიდებლად მოძრაობა.

ეს აღმოჩენები ყველა მეცნიერს არ უღიარებია.

თეორიისთვის მეტი მტკიცებულების მოსაპოვებლად, ჩი ფრუმ და მისმა გუნდმა ახლა გაბონში, ქანებიდან აღებული ნალექის ნიმუშები გააანალიზეს.

ქანის ქიმიურმა შემადგენლობამ აჩვენა, რომ სიცოცხლისთვის საჭირო "ლაბორატორია" სწორედ ამ ფორმაციის გამოჩენამდე შეიქმნა.

მათი მოსაზრებით, ჟანგბადისა და ფოსფორის მაღალი დონე წყალქვეშ, ორი კონტინენტური ფილის შეჯახებით წარმოიქმნა, რამაც ვულკანური აქტივობა გამოიწვია.

შეჯახებამ წყლის ნაწილი ოკეანეებისგან გამოჰყო და "საკვები ნივთიერებებით მდიდარი მცირე სიღრმის შიდა ზღვა" შექმნა.

ჩი ფრუს თქმით, ამ დაცულ გარემოში არსებობდა პირობები, რაც ფოტოსინთეზის საშუალებას იძლეოდა და წყალში ჟანგბადის მნიშვნელოვან რაოდენობას აგროვებდა.

"ეს უზრუნველჰყოფდა საკმარის ენერგიას, რათა ხელი შეეწყო სხეულის ზომის ზრდისთვის და უფრო რთული ქცევისთვის, რაც შეინიშნება პრიმიტიულ, მარტივ ცხოველისებრ სიცოცხლის ფორმებში, როგორიცაა ის, რაც ამ პერიოდის ნამარხებშია ნაპოვნი", - განაცხადა მან.

აღმოჩენები სამეცნიერო ჟურნალ Precambrian Research-შია გამოქვეყნებული.

წყარო