2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ძიუდოს მესამე საშეჯიბრო დღეს, ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) პირველივე წრეში ფრანგ ჟოან-ბენჟამინ გაბასთან დამარცხდა.
შეგახსენებთ, საქართველოს სახელით ტატამზე ეთერ ლიპარტელიანიც (52 კგ) წარსდგება, ეთერი ასპარეზობაში ასევე პირველივე წრიდან ჩაერთვება და დიდი ბრიტანეთის სახელით მოასპარეზე ლელე ნაირნეს შეხვდება.
ლაშა შავდათუაშვილი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი სპორტსმენია, ის ფლობს ყველა სინჯის ოლიმპიურ მედალს. მან ოლიმპიური ოქრო 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა, 2016 -ში რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს დაეუფლა, 2021 წელს გამართულ 2020 წლის ოლიმპიადაზე კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
იხილეთ ასევე: