მსოფლიო
სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაბინძურებული სენა და ჩაშლილი წვრთნები - როდის მოხერხდება ტრიათლონში ოლიმპიური მედლების გათამაშება?
დაბინძურებული სენა და ჩაშლილი წვრთნები - როდის მოხერხდება ტრიათლონში ოლიმპიური მედლების გათამაშება?

ოლიმ­პი­ა­დის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა სე­ნის მდი­ნა­რე­ში ტრი­ათ­ლო­ნის წვრთნის მე­ო­რე დღე ჩა­შა­ლეს. წვრთნე­ბი ორ­შა­ბათს იყო და­გეგ­მი­ლი, თუმ­ცა პა­რიზ­ში უქ­მე­ებ­ზე წვიმ­და, რა­მაც მდი­ნა­რე და­ა­ბინ­ძუ­რა. თუმ­ცა, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის თქმით, ისი­ნი "დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან", რომ მედ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა ამ კვი­რა­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

  • ტრი­ათ­ლო­ნი - სპორ­ტის კომ­პლექ­სუ­რი და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი სა­ხე­ო­ბა. რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ვე­ლორ­ბო­ლას, ცურ­ვა­სა და მა­რა­თო­ნულ რბე­ნას. კაც­თა და ქალ­თა შო­რის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი იმარ­თე­ბა 1985 წლი­დან; მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტი - 1989 - დან, ხოლო ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის პროგ­რა­მა­შია 2000 წლი­დან.

ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­ში პა­რი­ზი 2024-ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა და მსოფ­ლიო ტრი­ათ­ლო­ნის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ გა­ნა­ცხა­დეს, რომ მათ მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ორ­შა­ბა­თის ცურ­ვის საწ­ვრთნე­ლი სე­სია გა­ე­უქ­მე­ბი­ნათ, რად­გან "წყლის ხა­რის­ხის დონე არ იძ­ლე­ვა საკ­მა­რის გა­რან­ტი­ებს" მის ჩა­სა­ტა­რებ­ლად.

ტრი­ათ­ლო­ნი პირ­ვე­ლი ოლიმ­პი­უ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბაა, რო­მე­ლიც მა­რა­თო­ნულ ცურ­ვამ­დე, თა­მა­შე­ბის მე­ო­რე კვი­რა­ში სე­ნა­ში უნდა გა­ი­მარ­თოს.

და­ბინ­ძუ­რე­ბის დო­ნის გამო ასე­ვე კვი­რას და­გეგ­მი­ლი ცურ­ვის საწ­ვრთნე­ლი სე­სია გა­უქ­მდა.

მა­მა­კაც­თა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ტრი­ათ­ლო­ნის შე­ჯიბ­რე­ბის გა­მარ­თვა სამ­შა­ბათს, დი­ლის 8:00 სა­ათ­ზეა და­გეგ­მი­ლი, ხოლო ქალ­თა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შე­ჯიბ­რე­ბა ოთხშა­ბათს ჩა­ტარ­დე­ბა.

სე­ნის წყლის ხა­რის­ხი პა­რიზ­ში და მის შე­მო­გა­რენ­ში მო­სუ­ლი წვი­მის რა­ო­დე­ნო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

მძი­მე წვი­მა, რო­გო­რიც პა­რას­კევს თა­მა­შე­ბის გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ის დროს იყო, ქა­ლა­ქის სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო სის­ტე­მას ტვირ­თავს, რაც წყალ­ში გა­უ­წ­მენ­და­ვი ჩამ­დი­ნა­რე წყლე­ბის ჩა­დი­ნე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს.

წყა­რო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

დაბინძურებული სენა და ჩაშლილი წვრთნები - როდის მოხერხდება ტრიათლონში ოლიმპიური მედლების გათამაშება?

დაბინძურებული სენა და ჩაშლილი წვრთნები - როდის მოხერხდება ტრიათლონში ოლიმპიური მედლების გათამაშება?

ოლიმპიადის ორგანიზატორებმა სენის მდინარეში ტრიათლონის წვრთნის მეორე დღე ჩაშალეს. წვრთნები ორშაბათს იყო დაგეგმილი, თუმცა პარიზში უქმეებზე წვიმდა, რამაც მდინარე დააბინძურა. თუმცა, ორგანიზატორების თქმით, ისინი "დარწმუნებულები არიან", რომ მედლებისთვის ბრძოლა ამ კვირაში გაიმართება.

  • ტრიათლონი - სპორტის კომპლექსური და ერთ-ერთი ყველაზე რთული სახეობა. რომელიც მოიცავს ველორბოლას, ცურვასა და მარათონულ რბენას. კაცთა და ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატი იმართება 1985 წლიდან; მსოფლიოს ჩემპიონატი - 1989 - დან, ხოლო ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 2000 წლიდან.

ერთობლივ განცხადებაში პარიზი 2024-ის ორგანიზატორებმა და მსოფლიო ტრიათლონის ორგანიზაციამ განაცხადეს, რომ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, ორშაბათის ცურვის საწვრთნელი სესია გაეუქმებინათ, რადგან "წყლის ხარისხის დონე არ იძლევა საკმარის გარანტიებს" მის ჩასატარებლად.

ტრიათლონი პირველი ოლიმპიური ღონისძიებაა, რომელიც მარათონულ ცურვამდე, თამაშების მეორე კვირაში სენაში უნდა გაიმართოს.

დაბინძურების დონის გამო ასევე კვირას დაგეგმილი ცურვის საწვრთნელი სესია გაუქმდა.

მამაკაცთა ინდივიდუალური ტრიათლონის შეჯიბრების გამართვა სამშაბათს, დილის 8:00 საათზეა დაგეგმილი, ხოლო ქალთა ინდივიდუალური შეჯიბრება ოთხშაბათს ჩატარდება.

სენის წყლის ხარისხი პარიზში და მის შემოგარენში მოსული წვიმის რაოდენობაზეა დამოკიდებული.

მძიმე წვიმა, როგორიც პარასკევს თამაშების გახსნის ცერემონიის დროს იყო, ქალაქის საკანალიზაციო სისტემას ტვირთავს, რაც წყალში გაუწმენდავი ჩამდინარე წყლების ჩადინებას განაპირობებს.

წყარო