პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან ვასაძის ქალიშვილის შთამბეჭდავი ქორწილი - პატარძლის ტრადიციული და თანამედროვე სამოსი, ულამაზესი "ქართული" და ვალსი მამასთან (ფოტო/ვიდეო)
ლევან ვასაძის ქალიშვილის შთამბეჭდავი ქორწილი - პატარძლის ტრადიციული და თანამედროვე სამოსი, ულამაზესი "ქართული" და ვალსი მამასთან (ფოტო/ვიდეო)

თა­თამ და ბა­თამ იქორ­წი­ნეს. ბიზ­ნეს­მენ ლე­ვან ვა­სა­ძის ქა­ლიშ­ვილ­მა თათა ვა­სა­ძემ და ბათა ზედ­გი­ნი­ძემ ჯვა­რი და­ი­წე­რეს. პა­ტა­რა­ძალს და მის ორ მეჯ­ვა­რეს მა­მის კომ­პა­ნი­ის "სა­მო­სე­ლი პირ­ვე­ლის“ კა­ბე­ბი ეც­ვათ.

ჯვრის­წე­რის შემ­დეგ ტაძ­რი­დან გა­მო­სულ­მა წყვილ­მა ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ის მი­ხედ­ვით ხმლე­ბის ქვეშ გა­ი­ა­რა. ერთ-ერთი, ვი­საც ხმა­ლი ეკა­ვა, პა­ტარ­ძლის მამა, ლე­ვან ვა­სა­ძე იყო.

სა­ქორ­წი­ლო დარ­ბაზ­ში ნეფე-პა­ტარ­ძა­ლი "მრა­ვალ­ჟა­მი­ე­რის" ფონ­ზე შე­ვი­და. სა­ღა­მო­ზე ტრა­დი­ცი­უ­ლად "ქარ­თუ­ლი" იცეკ­ვეს თა­თამ და ბა­თამ. პა­ტარ­ძალ­მა ვალ­სი იცეკ­ვა მა­მას­თან, რო­მე­ლიც ასე­ვე ძველ ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­მო­სით ეს­წრე­ბო­და შვი­ლის ქორ­წილს.

თათა ვა­სა­ძე დე­დას­თან ერ­თად

თათა ვა­სა­ძის რჩე­უ­ლი ბათა ზედ­გი­ნი­ძეა. AMBEBI.GE მა­ი­სის ბო­ლოს გიყ­ვე­ბო­დათ, რომ გო­გო­ნას რჩე­ულ­მა ხელი ეს­პა­ნეთ­ში, ერთ-ერთ კლუბ­ში სთხოვა.

თათა ვა­სა­ძე, ბიზ­ნეს­მე­ნის რი­გით მე­ო­რე შვი­ლი და პირ­ვე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლია. რო­გორც სხვა დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი, მა­ნაც მა­მის კერ­ძო სკო­ლა და­ამ­თავ­რა. გო­გო­ნა სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის მოქ­მე­დი მო­ცეკ­ვა­ვეა.

თათა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­ში გა­მომ­წე­რებს ხში­რად უზი­ა­რებს სა­კუ­თარ ფო­ტო­ებს ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბი­დან. გარ­და ცეკ­ვი­სა, შე­გახ­სე­ნებთ, რომ თათა ან­სამ­ბლის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ცეკ­ვა­ვეა, მი­ლი­ო­ნე­რის ქა­ლიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, არ­ქი­ტექ­ტუ­რის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს.

სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის სტუ­დი­ა­ში პირ­ვე­ლად 2009 წელს მი­ვი­და. ამ­ჟა­მად კი ან­სამ­ბლის ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი მო­ცეკ­ვა­ვეა და სოლო პარ­ტი­ებ­საც ას­რუ­ლებს. მისი მო­მა­ვა­ლი ცეკ­ვას უკავ­შირ­დე­ბა, "დიახ, არ­ქი­ტექ­ტო­რი მო­ცეკ­ვა­ვე ვიქ­ნე­ბი", - ამ­ბობს თათა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ლევან ვასაძის ქალიშვილის შთამბეჭდავი ქორწილი - პატარძლის ტრადიციული და თანამედროვე სამოსი, ულამაზესი "ქართული" და ვალსი მამასთან (ფოტო/ვიდეო)

ლევან ვასაძის ქალიშვილის შთამბეჭდავი ქორწილი - პატარძლის ტრადიციული და თანამედროვე სამოსი, ულამაზესი "ქართული" და ვალსი მამასთან (ფოტო/ვიდეო)

თათამ და ბათამ იქორწინეს. ბიზნესმენ ლევან ვასაძის ქალიშვილმა თათა ვასაძემ და ბათა ზედგინიძემ ჯვარი დაიწერეს. პატარაძალს და მის ორ მეჯვარეს მამის კომპანიის "სამოსელი პირველის“ კაბები ეცვათ.

ჯვრისწერის შემდეგ ტაძრიდან გამოსულმა წყვილმა ძველი ქართული ტრადიციის მიხედვით ხმლების ქვეშ გაიარა. ერთ-ერთი, ვისაც ხმალი ეკავა, პატარძლის მამა, ლევან ვასაძე იყო.

საქორწილო დარბაზში ნეფე-პატარძალი "მრავალჟამიერის" ფონზე შევიდა. საღამოზე ტრადიციულად "ქართული" იცეკვეს თათამ და ბათამ. პატარძალმა ვალსი იცეკვა მამასთან, რომელიც ასევე ძველ ქართული ტრადიციული სამოსით ესწრებოდა შვილის ქორწილს.

თათა ვასაძე დედასთან ერთად

თათა ვასაძის რჩეული ბათა ზედგინიძეა. AMBEBI.GE მაისის ბოლოს გიყვებოდათ, რომ გოგონას რჩეულმა ხელი ესპანეთში, ერთ-ერთ კლუბში სთხოვა.

თათა ვასაძე, ბიზნესმენის რიგით მეორე შვილი და პირველი ქალიშვილია. როგორც სხვა დედმამიშვილები, მანაც მამის კერძო სკოლა დაამთავრა. გოგონა სუხიშვილების მოქმედი მოცეკვავეა.

თათა სოციალური ქსელში გამომწერებს ხშირად უზიარებს საკუთარ ფოტოებს ყოველდღიური ცხოვრებიდან. გარდა ცეკვისა, შეგახსენებთ, რომ თათა ანსამბლის პროფესიონალი მოცეკვავეა, მილიონერის ქალიშვილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობს.

სუხიშვილების სტუდიაში პირველად 2009 წელს მივიდა. ამჟამად კი ანსამბლის ერთ-ერთი ძირითადი მოცეკვავეა და სოლო პარტიებსაც ასრულებს. მისი მომავალი ცეკვას უკავშირდება, "დიახ, არქიტექტორი მოცეკვავე ვიქნები", - ამბობს თათა.

წაიკითხეთ ასევე: