პარტნიორები:
    ავტორი:

    რომელი პარტიები შეძლებდნენ ბარიერის გადალახვას ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს? -  Edison Research - ის ახალი კვლევა

    რომელი პარტიები შეძლებდნენ ბარიერის გადალახვას ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს? -  Edison Research - ის ახალი კვლევა

    Edison Research-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა უმრავლესობა, 32.4% ხმას "ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 17.3% "ნაციონალურ მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელს“, 12.8% "ძლიერი საქართველო: ლელო/ხალხისთვის/თავისუფლების მოედანს“, 11.2% "საქართველოსთვის - გიორგი გახარიას“.

    რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ძალებს, სხვა პარტიების რეიტინგი ასეთია:

    კოალიცია ცვლილებებისთვის ახალი/გირჩი/დროა - 9.9%;

    "გირჩი“ - იაგო ხვიჩია 5.2%,

    "ლეიბორისტული პარტია“ 3.3%,

    "პატრიოტთა ალიანსი“ და "ალტ ინფო“ 2.6%,

    "მოქალაქეები“ 2.2%;

    "ევროპული საქართველო“ 1.9%,

    "სამართლიანობისთვის“ - ეკა ბესელია 0.9%,

    სხვა პარტიებს ასახელებს 0.4%.

    რაც შეეხება პარტიების მიმართ ლოიალობას, 72% ამბობს, რომ თავის არჩევანში დარწმუნებულია, 28% კი ფიქრობს, რომ შეიძლება, მისი არჩევანი შეიცვალოს.

    პარტიების მიხედვით ლოიალობის პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა:

    "ქართული ოცნება/ხალხის ძალა“ - დარწმუნებულია არჩევანში 85%; შეიძლება შეიცვალოს არჩევანი 15%;

    "ერთიანობა: ენმ/სტრატეგია აღმაშენებელი“ შესაბამისად 78% და 22%;

    "ძლიერი საქართველო: ლელო/ხალხისთვის/თავისუფლების მოედანი“ 65% და 35%;

    "საქართველოსთვის - გიორგი გახარია“ – 63% და 37%;

    "კოალიცია ცვლილებებისთვის: ახალი/გირჩი-დროა“ – 59% და 41%; "გირჩი“ (იაგო ხვიჩია) – 53% და 47%.

    საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას“ დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

    კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

    შესაძლო ცდომილება არის +/–2.5% საქართველოს მასშტაბით და +/– 2.5 % თბილისისთვის, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 11-24 ივლისის შუალედში.