პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამომიცდია მარცხი და ყოველთვის ვგრძნობ, რომ ღმერთი უკეთესისთვის მამზადებს" - რას წერს ოლიმპიელი გიორგი სარდალაშვილი?
"გამომიცდია მარცხი და ყოველთვის ვგრძნობ, რომ ღმერთი უკეთესისთვის მამზადებს" - რას წერს ოლიმპიელი გიორგი სარდალაშვილი?

პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზე ბრინ­ჯა­ოს მედ­ლის­თვის მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტი გი­ორ­გი სარ­და­ლაშ­ვი­ლი ეს­პა­ნელ ფრან­სის­კო გა­რი­გოს­თან და­მარ­ცხდა. სპორ­ტსმე­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს და წერს, რომ მომ­დევ­ნო ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის­თვის მო­სამ­ზა­დებ­ლად წინ ოთხი წე­ლია და მე­ტის სურ­ვი­ლი აქვს. "გა­მო­მიც­დია მარ­ცხი და ყო­ველ­თვის ვგრძნობ, რომ ღმერ­თი უკე­თე­სის­თვის მამ­ზა­დებს", - წერს სარ­და­ლაშ­ვი­ლი.

"რთუ­ლია, სი­ტყვებს მო­უ­ყა­რო თავი, მაგ­რამ თქვენ იმ­ხე­ლა სით­ბო მაგ­რძნო­ბი­ნეთ, ჩემო ქარ­თვე­ლე­ბო, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა დავ­წე­რო. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხართ, მად­ლო­ბა ყვე­ლას! სამ­წუ­ხა­როდ, ჩემი ბავ­შვო­ბის ნა­ნატ­რი ოქ­როს მე­და­ლი პა­რი­ზის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე ვერ მო­ვი­პო­ვე. იყო ბევ­რი დაბ­რკო­ლე­ბა, მაგ­რამ არ და­ვი­წყებ ამ ყვე­ლაფ­რის წე­რას, ეს ხომ ცხოვ­რე­ბაა და მე არ გა­ვურ­ბი­ვარ სირ­თუ­ლეს.

აქამ­დე არ მეს­მო­და, როცა ამ­ბობ­დნენ, გა­მოც­დი­ლე­ბით აჯო­ბაო და ახლა უკვე ვიცი, რას ნიშ­ნავს ეს ყვე­ლა­ფე­რი. მარ­ცხის შემ­დეგ მე და მწვრთნე­ლე­ბი ათ­მა­გად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ. ჩემი სურ­ვი­ლიც ათ­მა­გად მე­ტია და წინ ოთხი წელი მაქვს მო­სამ­ზა­დებ­ლად. 2020 წელს, როცა ნაკ­რებ­ში მოვ­ხვდი, იქი­დან დღემ­დე ალ­ბათ სახ­ლში, ჯამ­ში, 20-ჯერ ვიქ­ნე­ბი ნამ­ყო­ფი. სულ შეკ­რე­ბებ­ზე ვი­ყა­ვით. მე, ლექ­სო მას­წავ­ლე­ბე­ლი და და­ვით ქევ­ხიშ­ვი­ლი.

ამით კი იმის თქმა მინ­და, რომ ამ სპორ­ტს ყო­ველ­დღი­უ­რად ვაძ­ლევ 100%-ს. ამი­ტომ ეს ისე არ ჩა­ივ­ლის, ჩემი სურ­ვი­ლე­ბის 100% არ და­ვიკ­მა­ყო­ფი­ლო. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა! გა­მო­მიც­დია მარ­ცხი და ყო­ველ­თვის ვგრძნობ, რომ ღმერ­თი უკე­თე­სის­თვის მამ­ზა­დებს! დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც ჩემს მომ­ზა­დე­ბა­ში წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა, სი­ტყვე­ბი ზედ­მე­ტია, უბ­რა­ლოდ, ბრა­ვო".

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მურმანი
0

წარმატებები გიორგი, ოლიმპიური ჯილდოც გექნება შენი მიზანსწრაფულობით.

ნუ დაივიწყებ ვისი გორისა ხარ.

გოგუცა
0

ღმერთი იყოს შენი მფარველი. კარგი შვილი ხარ და წარმატება წინაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"გამომიცდია მარცხი და ყოველთვის ვგრძნობ, რომ ღმერთი უკეთესისთვის მამზადებს" - რას წერს ოლიმპიელი გიორგი სარდალაშვილი?

"გამომიცდია მარცხი და ყოველთვის ვგრძნობ, რომ ღმერთი უკეთესისთვის მამზადებს" - რას წერს ოლიმპიელი გიორგი სარდალაშვილი?

პარიზის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის მებრძოლი ქართველი ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი ესპანელ ფრანსისკო გარიგოსთან დამარცხდა. სპორტსმენი სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ მომდევნო ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებლად წინ ოთხი წელია და მეტის სურვილი აქვს. "გამომიცდია მარცხი და ყოველთვის ვგრძნობ, რომ ღმერთი უკეთესისთვის მამზადებს", - წერს სარდალაშვილი.

"რთულია, სიტყვებს მოუყარო თავი, მაგრამ თქვენ იმხელა სითბო მაგრძნობინეთ, ჩემო ქართველებო, რომ აუცილებლად უნდა დავწერო. ძალიან მიყვარხართ, მადლობა ყველას! სამწუხაროდ, ჩემი ბავშვობის ნანატრი ოქროს მედალი პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ვერ მოვიპოვე. იყო ბევრი დაბრკოლება, მაგრამ არ დავიწყებ ამ ყველაფრის წერას, ეს ხომ ცხოვრებაა და მე არ გავურბივარ სირთულეს.

აქამდე არ მესმოდა, როცა ამბობდნენ, გამოცდილებით აჯობაო და ახლა უკვე ვიცი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. მარცხის შემდეგ მე და მწვრთნელები ათმაგად მოტივირებულები ვართ. ჩემი სურვილიც ათმაგად მეტია და წინ ოთხი წელი მაქვს მოსამზადებლად. 2020 წელს, როცა ნაკრებში მოვხვდი, იქიდან დღემდე ალბათ სახლში, ჯამში, 20-ჯერ ვიქნები ნამყოფი. სულ შეკრებებზე ვიყავით. მე, ლექსო მასწავლებელი და დავით ქევხიშვილი.

ამით კი იმის თქმა მინდა, რომ ამ სპორტს ყოველდღიურად ვაძლევ 100%-ს. ამიტომ ეს ისე არ ჩაივლის, ჩემი სურვილების 100% არ დავიკმაყოფილო. ყველაფერი კარგად იქნება! გამომიცდია მარცხი და ყოველთვის ვგრძნობ, რომ ღმერთი უკეთესისთვის მამზადებს! დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემს მომზადებაში წვლილი შეიტანა, სიტყვები ზედმეტია, უბრალოდ, ბრავო".

წაიკითხეთ ასევე: