ავტორი:

“ყოფილი ცოლი ითხოვს ბრალი შეუმსუბუქდეს აშშ-ის მოქალაქეს, რომელიც თემქაზე, მასზე მაკრატლით ცდილობდა თავდასხმას - გასაშველებლად მისულებს კი მანქანა დააჯახა“ - გახმაურებული ამბის ახალი დეტალები

“ყოფილი ცოლი ითხოვს ბრალი შეუმსუბუქდეს აშშ-ის მოქალაქეს, რომელიც თემქაზე, მასზე მაკრატლით ცდილობდა თავდასხმას - გასაშველებლად მისულებს კი მანქანა დააჯახა“ - გახმაურებული ამბის ახალი დეტალები

“უვადო პატიმრობის მოლოდინში - რატომ კლავდა 28 წლის კაცი ყოფილ მეუღლეს და დასახმარებლად მისულ ორ ადამიანს. რა მოხდა თემქაზე?“ - სიუჟეტს გახმაურებულ საქმეზე კურიერი • P.S აქვეყნებს.

9 თვიანი განხილვა დასრულებულია. სამი ადამიანის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის განაჩენი 3 დღეში გახდება ცნობილი.

ყოფილი მეუღლე ყოფილი ქმრისთვის სასჯელის შემსუბუქებას ითხოვს. როგორც ადვოკატი აცხადებს, აშშ-ის მოქალაქესა და მის ყოფილ ცოლს შორის მოლაპარაკება შედგა.

“ოჯახებს ჰქონდა კომუნიკაცია ერთმანეთთან. კომპენსირებაც კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში განხორციელდა“, - აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი ზურაბ კახეთელიძე.

თავად ბრალდებულმა სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ არ ჰქონია განზრახვა, რომელიმე ადამიანი მოეკლა. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, ბრალდებული იმ დროს შეზღუდული შერაცხადი იყო.

რაც შეეხება დაზარალებულებს, რომლებიც მათ გაშველებას ცდილობდნენ და ვილკინსონმა მანქანა დააჯახა, იმედოვნებენ, რომ მოსამართლე შესაბამის სასჯელს განუსაზღვრავს.

გახმაურებული შემთხვევა თემქაზე მოხდა. აშშ-ის მოქალაქე, 28 წლის ქეისი ვილკინსონი 9 თვის წინ, თემქაზე, ქუჩაში დააკავეს. მას ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. გასაშველებლად მისულ, თვითმხილველ მამაკაცებს, რომელთაგან ერთი არასრულწლოვანი იყო, ავტომობილი დააჯახა.