პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ჩვენ არც კი გვქონია პირველი ბრძოლა! დაისვენე მოხუცო, მომენატრები" - რა ხდება ცნობილი მწვრთნელზე, რომელიც ოლიმპიურ სოფელში გარდაიცვალა
“ჩვენ არც კი გვქონია პირველი ბრძოლა! დაისვენე მოხუცო, მომენატრები" - რა ხდება ცნობილი მწვრთნელზე, რომელიც ოლიმპიურ სოფელში გარდაიცვალა

მე­დია პა­რი­ზი­დან სამ­წუ­ხა­რო ამ­ბავს ავ­რცე­ლებს. people -ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­რი­ზის ოლიმ­პი­ურ სო­ფელ­ში, შე­ჯიბ­რე­ბის და­წყე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე, სა­მო­ე­ლი კრი­ვის მწვრთნე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

მე­დი­ის ცნო­ბით, ლი­ო­ნელ ელი­კა ფა­ტუ­პა­ი­ტოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გუ­ლის გა­ჩე­რე­ბა გახ­და. მას პირ­ვე­ლა­დი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა ად­გილ­ზე­ვე აღ­მო­უ­ჩი­ნეს, თუმ­ცა გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

ინ­ფორ­მა­ცია კრი­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ამ და მის­მა სპორ­ტსმენ­მა, ოლიმ­პი­ელ­მა ატო პლო­ძიც­კი-ფა­ო­გა­ლიმ და­ა­დას­ტუ­რა.

“ვე­რა­ნა­ი­რი სი­ტყვა ვერ გა­მო­ხა­ტავს იმ წუ­ხილს, რა­საც ახლა ვგრძნობ. ჩვე­ნი ბოლო სუ­რა­თი ერ­თად, სა­ნამ დაგვტო­ვებ­დი ოს­ტა­ტო“, - და­წე­რა მის­მა მოს­წავ­ლემ, 25 წლის პლო­ძიც­კი-ფა­ო­გალ­მა თა­ვის ინ­სტაგ­რამ­ზე და ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"პირ­ვე­ლად მწვრთნელ ლი­ო­ნელს სა­მო­ას ახალ­გაზ­რდულ გუნდში შევ­ხვდი, რო­დე­საც 15 წლის ვი­ყა­ვი. ის იყო კე­თი­ლი და გუ­ლუხ­ვად გვი­ზი­ა­რებ­და არა მხო­ლოდ თა­ვის დროს, მა­ტე­რი­ა­ლურ ნივ­თებს, არა­მედ ცოდ­ნა­საც.

ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რე­ბა მწვრთნე­ლი. შენი ოც­ნე­ბა იყო ჩემ­თან და მა­მას­თან ერ­თად ოლიმ­პი­ა­და­ზე ყოფ­ნა, ახლა კი ძა­ლი­ან ადრე წახ­ვე­დი. ჩვენ არც კი გვქო­ნია პირ­ვე­ლი ბრძო­ლა ოლიმ­პი­ა­და­ზე, რო­გორც ვგეგ­მავ­დით!

და­ის­ვე­ნე მო­ხუ­ცო, მო­მე­ნატ­რე­ბი", - და­წე­რა სპორ­ტსმენ­მა “ფე­ის­ბუქ­ზე“.

ელი­კა ფა­ტუ­პა­ი­ტო იყო სა­მო­ე­ლი კრი­ვის მწვრთნე­ლი, ის პლო­ძიც­კი-ფა­ო­გალს 2024 წლის პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­დის­თვის ამ­ზა­დებ­და.

ფა­ტუ­პა­ი­ტოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ მწუ­ხა­რე­ბა გა­მოთ­ქვა კრი­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ა­მაც.

"ლა­ი­ო­ნე­ლის თავ­და­დე­ბამ და სპორ­ტი­სად­მი გა­ტა­ცე­ბამ წა­რუშ­ლე­ლი კვა­ლი და­ტო­ვა კრი­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. მისი მემ­კვიდ­რე­ო­ბა შთა­ა­გო­ნებს მო­მა­ვალ თა­ო­ბებს. ჩვენ ვლო­ცუ­ლობთ სა­მო­ას გუნდთან და ყვე­ლა იმ პირ­თან ერ­თად, ვინც და­ზა­რალ­და ამ უდი­დე­სი და­ნა­კარ­გით", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ასე­ვე იხი­ლეთ:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

“ჩვენ არც კი გვქონია პირველი ბრძოლა! დაისვენე მოხუცო, მომენატრები" - რა ხდება ცნობილი მწვრთნელზე, რომელიც ოლიმპიურ სოფელში გარდაიცვალა

“ჩვენ არც კი გვქონია პირველი ბრძოლა! დაისვენე მოხუცო, მომენატრები" - რა ხდება ცნობილი მწვრთნელზე, რომელიც ოლიმპიურ სოფელში გარდაიცვალა

მედია პარიზიდან სამწუხარო ამბავს ავრცელებს. people -ის ინფორმაციით, პარიზის ოლიმპიურ სოფელში, შეჯიბრების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, სამოელი კრივის მწვრთნელი გარდაიცვალა.

მედიის ცნობით, ლიონელ ელიკა ფატუპაიტოს გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა. მას პირველადი სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, თუმცა გადარჩენა ვერ შეძლეს.

ინფორმაცია კრივის საერთაშორისო ასოციაციამ და მისმა სპორტსმენმა, ოლიმპიელმა ატო პლოძიცკი-ფაოგალიმ დაადასტურა.

“ვერანაირი სიტყვა ვერ გამოხატავს იმ წუხილს, რასაც ახლა ვგრძნობ. ჩვენი ბოლო სურათი ერთად, სანამ დაგვტოვებდი ოსტატო“, - დაწერა მისმა მოსწავლემ, 25 წლის პლოძიცკი-ფაოგალმა თავის ინსტაგრამზე და ფოტო გამოაქვეყნა.

"პირველად მწვრთნელ ლიონელს სამოას ახალგაზრდულ გუნდში შევხვდი, როდესაც 15 წლის ვიყავი. ის იყო კეთილი და გულუხვად გვიზიარებდა არა მხოლოდ თავის დროს, მატერიალურ ნივთებს, არამედ ცოდნასაც.

ძალიან მომენატრება მწვრთნელი. შენი ოცნება იყო ჩემთან და მამასთან ერთად ოლიმპიადაზე ყოფნა, ახლა კი ძალიან ადრე წახვედი. ჩვენ არც კი გვქონია პირველი ბრძოლა ოლიმპიადაზე, როგორც ვგეგმავდით!

დაისვენე მოხუცო, მომენატრები", - დაწერა სპორტსმენმა “ფეისბუქზე“.

ელიკა ფატუპაიტო იყო სამოელი კრივის მწვრთნელი, ის პლოძიცკი-ფაოგალს 2024 წლის პარიზის ოლიმპიადისთვის ამზადებდა.

ფატუპაიტოს გარდაცვალების შესახებ მწუხარება გამოთქვა კრივის საერთაშორისო ასოციაციამაც.

"ლაიონელის თავდადებამ და სპორტისადმი გატაცებამ წარუშლელი კვალი დატოვა კრივის საზოგადოებაში. მისი მემკვიდრეობა შთააგონებს მომავალ თაობებს. ჩვენ ვლოცულობთ სამოას გუნდთან და ყველა იმ პირთან ერთად, ვინც დაზარალდა ამ უდიდესი დანაკარგით", - აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე იხილეთ: