მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიცხოვროთ ნამდვილი ადამიანისთვის შესაფერისი ცხოვრებით, ვიცხოვროთ ქრისტეში" - მეუფე შიო
"ვიცხოვროთ ნამდვილი ადამიანისთვის შესაფერისი ცხოვრებით, ვიცხოვროთ ქრისტეში" - მეუფე შიო

"შეგ­ვაძ­ლე­ბი­ნოს უფალ­მა, ვი­ცხოვ­როთ ნამ­დვი­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის შე­სა­ფე­რი­სი ცხოვ­რე­ბით, ვი­ცხოვ­როთ ქრის­ტე­ში, ღმერ­თში და იმ საღვთო ძა­ლას­თან ერ­თად, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს აძ­ლევს ყო­ვე­ლი­ვე სა­უ­კე­თე­სოს", - ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრემ, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ (მუ­ჯი­რი) სულთმო­ფე­ნო­ბი­დან მე­ხუ­თე კვი­რას ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, სამ­წუ­ხა­როდ, იშ­ვი­ა­თია დღე­ვან­დელ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ თავს ქრის­ტი­ა­ნულ­საც კი უწო­დებს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი პირ­ვე­ლად ეძი­ებ­დნენ სა­სუ­ფე­ველს და მერე - ამ და­ნარ­ჩენს და, პი­რი­ქით, რა ხში­რია, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს იპყრობს სული, რო­მე­ლიც ნამ­დვილ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს ყალ­ბი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით ანაც­ვლებს.

"სა­ხე­ლი­თა მა­მი­სა­თა და ძი­სა­თა და სუ­ლი­სა წმინ­დი­სა­თა.

ქრის­ტეს მიერ საყ­ვა­რელ­ნო მა­მა­ნო, ძმა­ნო და დანო, გი­ლო­ცავთ დღე­ვან­დელ კვი­რა დღეს.

დღეს ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ წმინ­და სა­ხა­რე­ბი­დან, რო­გორ გან­კურ­ნა უფალ­მა იესო ქრის­ტემ ორი ღა­და­რი­ნე­ლი ეშ­მა­კე­უ­ლი და შემ­დეგ იმ ქა­ლა­ქის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი რო­გორ სთხოვ­დნენ უფალს, გას­ცლო­და მათ სა­ზღვრებს, წა­სუ­ლი­ყო მათ­გან. „წადი ჩვენ­გან, არ გვინ­და, რომ შენ აქ იყო“, - უთხრეს მათ. მსგავ­სი სი­ტყვე­ბით უფ­ლის­თვის ად­რეც მი­უ­მარ­თავთ. ეს სი­ტყვე­ბი წარ­მოთ­ქვა პეტ­რე მო­ცი­ქულ­მა მას შემ­დეგ, რაც იესო ქრის­ტემ თევ­ზჭე­რის სას­წა­უ­ლი მო­ახ­დი­ნა. თქვენ გახ­სოვთ ეს ეპი­ზო­დი. მა­შინ პეტ­რე მო­ცი­ქუ­ლი გა­ნიმსჭვა­ლა დიდი მო­წი­წე­ბით, სიმ­დაბ­ლით, თა­ვი­სი ცოდ­ვე­ბის გან­ცდით, უფ­ლი­სა და მისი სიწ­მინ­დი­სად­მი მო­წი­წე­ბით და ასე­თი სი­ტყვე­ბი უთხრა: „წადი ჩემ­გან, უფა­ლო, მე არ ვარ ღირ­სი, რომ შენ ჩემ­თან იდგე, ჩემ­თან ერ­თად იყო, რად­გან მე კაცი ცოდ­ვი­ლი ვარ“. ღა­და­რი­ნე­ლებ­მა კი იმ სას­წა­უ­ლის წი­ნა­შე, რო­მე­ლიც მათ თვალ­წინ მოხ­და, ეს სი­ტყვე­ბი წარ­მოთ­ქვეს არც მო­წი­წე­ბით, არც სიმ­დაბ­ლით, არა­მედ სულ სხვა გან­ზრახ­ვით. რო­დე­საც უფალ­მა ეს ორი ეშ­მა­კე­უ­ლი გან­კურ­ნა და მათ­გან გა­მო­სუ­ლი ეშ­მა­კე­ბი ღო­რე­ბის კოლ­ტში შე­ვიდ­ნენ, ღა­და­რი­ნე­ლებ­მა და­ი­ნა­ხეს, რომ მათი ღო­რე­ბი ზღვა­ში ჩაც­ვივ­დნენ და და­ი­ხოც­ნენ. მა­შინ მათ წი­ნა­შე დად­გა ასე­თი, რა თქმა უნდა, ყალ­ბი, მაგ­რამ მათ­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი სა­კი­თხი: ან იესო ქრის­ტე თა­ვი­სი საღვთო ძა­ლით და სი­კე­თით, ან მათი ღო­რე­ბი, რომ­ლებ­შიც შე­ვიდ­ნენ ეშ­მა­კე­ბი. აქ, რა თქმა უნდა, ასე­ვე იყო მათ მიერ ამ დიდი სიწ­მინ­დის მი­უ­ღებ­ლო­ბის სურ­ვი­ლი; ისი­ნი ფიქ­რობ­დნენ, რომ ჯერ კი­დევ უც­ნო­ბია, ქრის­ტეს მიერ გა­მოვ­ლე­ნილ ძა­ლას, რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ექ­ნე­ბა იმ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი­სად­მი, რომ­ლე­ბიც ჩვენ­თვის ესო­დენ ძვირ­ფა­სია. ეს ღო­რე­ბის კოლ­ტი ჩვე­ნი არ­სე­ბო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, შე­მო­სავ­ლის წყა­რო იყო, ის აღარ არის, და­ი­ღუ­პა. მარ­თა­ლია, ქრის­ტემ ეს ორი ეშ­მა­კე­უ­ლი გან­კურ­ნა, გა­და­არ­ჩი­ნა და დიდი სას­წა­უ­ლი მოხ­და, მაგ­რამ ღირ­და კი ორი ადა­მი­ა­ნის შვე­ლა იმად, რომ მთე­ლი ჩვე­ნი ქა­ლა­ქის ღო­რე­ბის კოლ­ტი და­ღუ­პუ­ლი­ყო? ადა­მი­ა­ნი არ არის ჩვენ­თვის ესო­დენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. დიახ, ეს ორი ავად­მყო­ფი დიდ ზი­ანს გვა­ყე­ნებ­და (თქვენ გახ­სოვთ, რო­გო­რი მძვინ­ვა­რებ­დნენ ისი­ნი, ადა­მი­ა­ნე­ბი ვერც კი ბე­დავ­დნენ იმ არე­მა­რე­ში გავ­ლას), მაგ­რამ ჩვენ რო­გორ­მე ავი­ტან­დით მათ ამ ავად­მყო­ფო­ბას, რო­გორ­მე თავს და­ვი­ცავ­დით მათ­გან და ამ ჩვენს ღო­რებ­საც გა­და­ვარ­ჩენ­დით და შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებ­დით, ახლა კი, ქრის­ტეს წყა­ლო­ბით, ეს ღო­რე­ბი და­კარ­გუ­ლი­აო. და აი, მათ აირ­ჩი­ეს ქრის­ტეს გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, იმ სი­კე­თე­ე­ბის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა, რო­მელ­თაც იქმს ღმერ­თის ძალა დე­და­მი­წა­ზე. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მათე მა­ხა­რე­ბე­ლი ასე ას­რუ­ლებს ამ ეპი­ზოდს, რომ მთე­ლი ქა­ლა­ქი გა­მო­ვი­და ქრის­ტეს შე­სახ­ვედ­რად და ევედ­რე­ბო­და, გას­ცლო­და მათ სა­ზღვრებს. მთე­ლი ქა­ლა­ქი გა­მო­ვი­და, უხე­შად კი არ გა­ა­ძე­ვეს, არა­მედ ასე ზრდი­ლო­ბი­ა­ნად ევედ­რე­ბოდ­ნენ, უფა­ლო, წადი ჩვენ­გა­ნო, იმი­ტომ, რომ მათ შე­ე­შინ­დათ ამ უფრო დიდი ძა­ლის, ვიდ­რე ის სა­ში­ნე­ლი ორი ეშ­მა­კე­უ­ლი იყო.

ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, ჩვენ გან­ვი­კი­თხავთ ხოლ­მე ამ ღა­და­რი­ნე­ლებს, მაგ­რამ უფრო გვგო­ნია, რომ გან­ვი­კი­თხავთ, ვი­ნა­ი­დან სი­ნამ­დვი­ლე­ში უფრო ხში­რად ვემ­სგავ­სე­ბით მათ, იმი­ტომ რომ თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნის წი­ნა­შე დგას იგი­ვე სა­კი­თხი - რა უფრო ღი­რე­ბუ­ლია, ის, რაც მაძ­ლევს შე­მო­სა­ვალს, თუ უფ­ლის მად­ლი, ცათა სა­სუ­ფე­ვე­ლი და რა­ღაც სუ­ლი­ე­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი? აი, თუნ­დაც, მა­გა­ლი­თად, ის, რომ ადა­მი­ა­ნი და­ვა­ყე­ნოთ პირ­ველ ად­გილ­ზე და მას მი­ვა­ნი­ჭოთ უპი­რა­ტე­სო­ბა. ეს არის სა­ში­ნე­ლი სული, რო­მე­ლიც ანად­გუ­რებს ყო­ველ­გვარ სუ­ლი­ერ ფა­სე­უ­ლო­ბებს და რო­მელ­მაც გან­დევ­ნა და დევ­ნის ქრის­ტეს. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა გა­და­იქ­ცე­ვა ხოლ­მე ამ ღო­რებ­ზე ზრუნ­ვად. ყვე­ლა ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა ჰყავ­დეს ასე­თი ღორი, ან რამ­დე­ნი­მე ღორი, ან ღო­რე­ბის კოლ­ტი, რო­მელ­ზეც ყვე­ლა­ზე მე­ტად ზრუ­ნავს და დაჰ­ფო­ფი­ნებს თა­ვის სი­ცო­ცხლე­ში. ამ­რი­გად, ხში­რად ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში ბა­ტო­ნობს ამ ღა­და­რი­ნელ­თა სული, რო­მე­ლიც, ვი­მე­ო­რებ, დევ­ნის იესო ქრის­ტეს. ამ დროს უფა­ლი არა­სო­დეს აკ­ლებ­და ადა­მი­ანს მა­ტე­რი­ა­ლურ სი­კე­თეს. ხომ გვი­თხრა: „პირ­ვე­ლად ეძი­ეთ სა­სუ­ფე­ვე­ლი ღვთი­სა და სი­მარ­თლე მისი და ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­გე­მა­ტე­ბათ თქვენ“ (მთ. 6, 33). აუ­ცი­ლებ­ლად შეგ­ვე­მა­ტე­ბა. ეს არის მი­თი­თე­ბა უფ­ლი­სა, თუ რო­გორ ვი­ცხოვ­როთ ჩვენ, ადა­მი­ა­ნებ­მა; მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, რა იშ­ვი­ა­თია დღე­ვან­დელ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ თავს ქრის­ტი­ა­ნულ­საც კი უწო­დებს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი პირ­ვე­ლად ეძი­ებ­დნენ სა­სუ­ფე­ველს და მერე - ამ ყვე­ლა­ფერ და­ნარ­ჩენს. და, პი­რი­ქით, რა ხში­რია, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს იპყრობს ამ ღა­და­რი­ნელ­თა სული, რო­მე­ლიც ნამ­დვილ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს ყალ­ბი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით ანაც­ვლებს. ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ, გა­გაძ­ლი­ე­როთ და გა­გა­ხა­როთ.

შეგ­ვაძ­ლე­ბი­ნოს უფალ­მა, ვი­ცხოვ­როთ ნამ­დვი­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის შე­სა­ფე­რი­სი ცხოვ­რე­ბით, ვი­ცხოვ­როთ ქრის­ტე­ში, ღმერ­თში და იმ საღვთო ძა­ლას­თან ერ­თად, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს აძ­ლევს ყო­ვე­ლი­ვე სა­უ­კე­თე­სოს, ამინ.

დღეს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ის ბრძა­ნე­ბით, ილო­ცე­ბა სი­ბოშ­ვი­ლე­ბის გვა­რი. ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ და გამ­რავ­ლოთ და გა­გა­ხა­როთ",- გა­ნა­ცხა­და მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"ვიცხოვროთ ნამდვილი ადამიანისთვის შესაფერისი ცხოვრებით, ვიცხოვროთ ქრისტეში" - მეუფე შიო

"ვიცხოვროთ ნამდვილი ადამიანისთვის შესაფერისი ცხოვრებით, ვიცხოვროთ ქრისტეში" - მეუფე შიო

"შეგვაძლებინოს უფალმა, ვიცხოვროთ ნამდვილი ადამიანისთვის შესაფერისი ცხოვრებით, ვიცხოვროთ ქრისტეში, ღმერთში და იმ საღვთო ძალასთან ერთად, რომელიც ადამიანს აძლევს ყოველივე საუკეთესოს", - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან მეხუთე კვირას ქადაგებისას განაცხადა.

  • მისი თქმით, სამწუხაროდ, იშვიათია დღევანდელ საზოგადოებაში, რომელიც საკუთარ თავს ქრისტიანულსაც კი უწოდებს, რომ ადამიანები პირველად ეძიებდნენ სასუფეველს და მერე - ამ დანარჩენს და, პირიქით, რა ხშირია, როდესაც ადამიანებს იპყრობს სული, რომელიც ნამდვილ ღირებულებებს ყალბი ღირებულებებით ანაცვლებს.

"სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს.

დღეს ჩვენ მოვისმინეთ წმინდა სახარებიდან, როგორ განკურნა უფალმა იესო ქრისტემ ორი ღადარინელი ეშმაკეული და შემდეგ იმ ქალაქის მაცხოვრებლები როგორ სთხოვდნენ უფალს, გასცლოდა მათ საზღვრებს, წასულიყო მათგან. „წადი ჩვენგან, არ გვინდა, რომ შენ აქ იყო“, - უთხრეს მათ. მსგავსი სიტყვებით უფლისთვის ადრეც მიუმართავთ. ეს სიტყვები წარმოთქვა პეტრე მოციქულმა მას შემდეგ, რაც იესო ქრისტემ თევზჭერის სასწაული მოახდინა. თქვენ გახსოვთ ეს ეპიზოდი. მაშინ პეტრე მოციქული განიმსჭვალა დიდი მოწიწებით, სიმდაბლით, თავისი ცოდვების განცდით, უფლისა და მისი სიწმინდისადმი მოწიწებით და ასეთი სიტყვები უთხრა: „წადი ჩემგან, უფალო, მე არ ვარ ღირსი, რომ შენ ჩემთან იდგე, ჩემთან ერთად იყო, რადგან მე კაცი ცოდვილი ვარ“. ღადარინელებმა კი იმ სასწაულის წინაშე, რომელიც მათ თვალწინ მოხდა, ეს სიტყვები წარმოთქვეს არც მოწიწებით, არც სიმდაბლით, არამედ სულ სხვა განზრახვით. როდესაც უფალმა ეს ორი ეშმაკეული განკურნა და მათგან გამოსული ეშმაკები ღორების კოლტში შევიდნენ, ღადარინელებმა დაინახეს, რომ მათი ღორები ზღვაში ჩაცვივდნენ და დაიხოცნენ. მაშინ მათ წინაშე დადგა ასეთი, რა თქმა უნდა, ყალბი, მაგრამ მათთვის სერიოზული საკითხი: ან იესო ქრისტე თავისი საღვთო ძალით და სიკეთით, ან მათი ღორები, რომლებშიც შევიდნენ ეშმაკები. აქ, რა თქმა უნდა, ასევე იყო მათ მიერ ამ დიდი სიწმინდის მიუღებლობის სურვილი; ისინი ფიქრობდნენ, რომ ჯერ კიდევ უცნობია, ქრისტეს მიერ გამოვლენილ ძალას, რა დამოკიდებულება ექნება იმ მატერიალური ფასეულობებისადმი, რომლებიც ჩვენთვის ესოდენ ძვირფასია. ეს ღორების კოლტი ჩვენი არსებობის საშუალება, შემოსავლის წყარო იყო, ის აღარ არის, დაიღუპა. მართალია, ქრისტემ ეს ორი ეშმაკეული განკურნა, გადაარჩინა და დიდი სასწაული მოხდა, მაგრამ ღირდა კი ორი ადამიანის შველა იმად, რომ მთელი ჩვენი ქალაქის ღორების კოლტი დაღუპულიყო? ადამიანი არ არის ჩვენთვის ესოდენ მნიშვნელოვანი. დიახ, ეს ორი ავადმყოფი დიდ ზიანს გვაყენებდა (თქვენ გახსოვთ, როგორი მძვინვარებდნენ ისინი, ადამიანები ვერც კი ბედავდნენ იმ არემარეში გავლას), მაგრამ ჩვენ როგორმე ავიტანდით მათ ამ ავადმყოფობას, როგორმე თავს დავიცავდით მათგან და ამ ჩვენს ღორებსაც გადავარჩენდით და შევინარჩუნებდით, ახლა კი, ქრისტეს წყალობით, ეს ღორები დაკარგულიაო. და აი, მათ აირჩიეს ქრისტეს გარეშე ცხოვრება, ძვირფასო ძმებო და დებო, იმ სიკეთეების გარეშე ცხოვრება, რომელთაც იქმს ღმერთის ძალა დედამიწაზე. წარმოიდგინეთ, მათე მახარებელი ასე ასრულებს ამ ეპიზოდს, რომ მთელი ქალაქი გამოვიდა ქრისტეს შესახვედრად და ევედრებოდა, გასცლოდა მათ საზღვრებს. მთელი ქალაქი გამოვიდა, უხეშად კი არ გააძევეს, არამედ ასე ზრდილობიანად ევედრებოდნენ, უფალო, წადი ჩვენგანო, იმიტომ, რომ მათ შეეშინდათ ამ უფრო დიდი ძალის, ვიდრე ის საშინელი ორი ეშმაკეული იყო.

ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენ განვიკითხავთ ხოლმე ამ ღადარინელებს, მაგრამ უფრო გვგონია, რომ განვიკითხავთ, ვინაიდან სინამდვილეში უფრო ხშირად ვემსგავსებით მათ, იმიტომ რომ თანამედროვე საზოგადოებაშიც მრავალი ადამიანის წინაშე დგას იგივე საკითხი - რა უფრო ღირებულია, ის, რაც მაძლევს შემოსავალს, თუ უფლის მადლი, ცათა სასუფეველი და რაღაც სულიერი ღირებულებები? აი, თუნდაც, მაგალითად, ის, რომ ადამიანი დავაყენოთ პირველ ადგილზე და მას მივანიჭოთ უპირატესობა. ეს არის საშინელი სული, რომელიც ანადგურებს ყოველგვარ სულიერ ფასეულობებს და რომელმაც განდევნა და დევნის ქრისტეს. საბოლოო ჯამში, ადამიანის ცხოვრება გადაიქცევა ხოლმე ამ ღორებზე ზრუნვად. ყველა ადამიანს შეიძლება ჰყავდეს ასეთი ღორი, ან რამდენიმე ღორი, ან ღორების კოლტი, რომელზეც ყველაზე მეტად ზრუნავს და დაჰფოფინებს თავის სიცოცხლეში. ამრიგად, ხშირად ჩვენს ცხოვრებაში ბატონობს ამ ღადარინელთა სული, რომელიც, ვიმეორებ, დევნის იესო ქრისტეს. ამ დროს უფალი არასოდეს აკლებდა ადამიანს მატერიალურ სიკეთეს. ხომ გვითხრა: „პირველად ეძიეთ სასუფეველი ღვთისა და სიმართლე მისი და ეს ყველაფერი შეგემატებათ თქვენ“ (მთ. 6, 33). აუცილებლად შეგვემატება. ეს არის მითითება უფლისა, თუ როგორ ვიცხოვროთ ჩვენ, ადამიანებმა; მაგრამ, სამწუხაროდ, რა იშვიათია დღევანდელ საზოგადოებაში, რომელიც საკუთარ თავს ქრისტიანულსაც კი უწოდებს, რომ ადამიანები პირველად ეძიებდნენ სასუფეველს და მერე - ამ ყველაფერ დანარჩენს. და, პირიქით, რა ხშირია, როდესაც ადამიანებს იპყრობს ამ ღადარინელთა სული, რომელიც ნამდვილ ღირებულებებს ყალბი ღირებულებებით ანაცვლებს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და გაგახაროთ.

შეგვაძლებინოს უფალმა, ვიცხოვროთ ნამდვილი ადამიანისთვის შესაფერისი ცხოვრებით, ვიცხოვროთ ქრისტეში, ღმერთში და იმ საღვთო ძალასთან ერთად, რომელიც ადამიანს აძლევს ყოველივე საუკეთესოს, ამინ.

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ბრძანებით, ილოცება სიბოშვილების გვარი. ღმერთმა დაგლოცოთ და გამრავლოთ და გაგახაროთ",- განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.