ავტორი:

"არ არსებობს სიტყვები, რომლებიც ამ მომენტს აღწერს. მადლობა, ღმერთო" - ილია თოფურიას და ჯორჯინა უზკატეგუის შვილი შეეძინათ

"არ არსებობს სიტყვები, რომლებიც ამ მომენტს აღწერს. მადლობა, ღმერთო" - ილია თოფურიას და ჯორჯინა უზკატეგუის შვილი შეეძინათ

UFC-ის ქართველ ჩემპიონს, ილია თოფურიას და მის მეუღლეს ჯორჯინა უზკატეგუის შვილი შეეძინათ. წყვილისთვის ეს პირველი საერთო შვილია.

სასიამოვნო სიახლის შესახებ თოფურია "ინსტაგრამზე" წერს და ახალშობილის პირველ ფოტოსაც უზიარებს გულშემატკივარს.

"არ არსებობს სიტყვები, რომლებიც ამ მომენტს აღწერს. მადლობა, ღმერთო", - წერს ილია.

  • აღსანიშნავია, როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ოფურიას ჩემპიონის ტიტულის დაცვა მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ, 15 სექტემბერს მოუწევს.

ასევე ცნობილია, რომ 19 სექტემბერს, ესპანურ კინოთეატრებში ილია თოფურიაზე გადაღებული ფილმის "მატადორის“ პრემიერა გაიმართება, რომელიც მის საჩემპიონო გზაზე გვიყვება.