პარტნიორები:
    ავტორი:

    "მკვლელობაში ბრალდებული სოფელში სტუმრად იყო ჩამოსული... ამბობენ, შელაპარაკდნენო" - საჩხერეში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

    "მკვლელობაში ბრალდებული სოფელში სტუმრად იყო ჩამოსული... ამბობენ, შელაპარაკდნენო" - საჩხერეში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

    ტრაგედია დატრიალდა საჩხერეში. 18 წლის ბიჭი თანატოლმა მოკლა. მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. დანაშაულში ბრალდებულიც ასევე 18 წლის არის, ის პოლიციამ უკვე დააკავა.

    • მოკლული ახალგაზრდა გიორგი მაისურაძეა. მან გორისის საჯარო სკოლა გასულ წელს დაამთავრა.

    AMBEBI.GE-ს ადგილობრივი უყვება:

    "ნიკოლოზ შეყლაშვილი არის მკვლელობაში ბრალდებული. თბილისში ცხოვრობს, ბებიასთან იყო სტუმრად ჩამოსული. გუშინ გვიან მოხდა ეს ტრაგედია, პოლიცია დაადგენს დეტალებს. განადგურებული ვარ. შელაპარაკდნენო, ამბობენ. გიორგი ძალიან კარგი ბიჭი იყო. სხვა არაფერი ვიცი. გამოძიება იტყვის ყველაფერს".

    რა განცხადებას ავრცელებს შსს?

    "შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2006 წელს დაბადებული ნ.შ. დააკავეს.

    დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საჩხერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2006 წელს დაბადებული გ.მ. ცივი იარაღით დაჭრა. დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა".

    წაიკითხეთ ასევე: