უკრაინაში მშვიდობის დამყარება მხოლოდ გარედან არის შესაძლებელი, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
"ორივე მხარეს საკუთარი სიმართლის სჯერა. უკრაინელებს თავდაცვის უფლების სჯერათ, რუსების თქმით კი, მათ საზღვარზე ნატო-ს ჯარები და იარაღი არ სურთ. ისინი პროვოცირებულ ომს ხედავენ“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
მისივე თქმით, ორივე მხარეს სჯერა, რომ გამარჯვება შეუძლიათ და იქამდე ბრძოლა სურთ, სანამ არ გაიმარჯვებენ.
„ისინი არ დანებდებიან, ეს პირდაპირ ესკალაციას იწვევს და მშვიდობის დამყარება მხოლოდ გარედან არის შესაძლებელი“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.