საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი "ეპიდემია": სიცხე, რომელიც კლავს ადამიანებს - რა შედეგს მოგვიტანს ტემპერატურის რეკორდული ზრდა და რა არის უჩვეულო ზაფხულის სიცხეში?
ახალი "ეპიდემია": სიცხე, რომელიც კლავს ადამიანებს - რა შედეგს მოგვიტანს ტემპერატურის რეკორდული ზრდა და რა არის უჩვეულო ზაფხულის სიცხეში?

2024-მა კი­დევ ერთხელ გვაჩ­ვე­ნა, რომ კლი­მა­ტის კა­ტაკ­ლიზ­მე­ბი ის­ტო­რი­ა­ში უკვე გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია. გა­სუ­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სამი ყვე­ლა­ზე ცხე­ლი დღე გვქონ­და თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­ა­ში, რის შემ­დე­გაც ტემ­პე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­უ­ლი რე­კორ­დე­ბი მო­იხ­სნა.

  • ხალ­ხი იღუ­პე­ბა ექ­სტრე­მა­ლუ­რი სი­ცხის­გან, გა­ე­რო სა­უბ­რობს ახალ "ეპი­დე­მი­ა­ზე" პლა­ნე­ტა­რუ­ლი მას­შტა­ბით და მე­ტე­ო­რო­ლო­გე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბას აფრ­თხი­ლე­ბენ, რომ 2024 წელი ყვე­ლა­ზე ცხე­ლი აღ­მოჩ­ნდა კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში.

"მსოფ­ლი­ო­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა უფრო მე­ტა­დაა გა­ყო­ფი­ლი, ვიდ­რე ოდეს­მე უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის და აშშ-ჩი­ნე­თის და­პი­რის­პი­რე­ბის დროს, მაგ­რამ კლი­მა­ტის კრი­ზი­სი კა­ცობ­რი­ო­ბის სა­ერ­თო პრობ­ლე­მაა" - გა­ნა­ცხა­და გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ან­ტო­ნიო გუ­ტე­რეშ­მა.

მან სი­ცხეს ახა­ლი "ეპი­დე­მია" უწო­და, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე მი­ლი­არ­დი ადა­მი­ა­ნი უკვე და­ა­ზა­რა­ლა. ტემ­პე­რა­ტუ­რა ზოგ­ჯერ 50°C-მდე ადის, რაც ნო­ტიო კლი­მატ­ში ქმნის ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბელ პი­რო­ბებს.

სი­ცხე გავ­ლე­ნას ახ­დენს მო­სახ­ლე­ო­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე. შრო­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ ამ კვი­რა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მოხ­სე­ნე­ბის თა­ნახ­მად, მსოფ­ლი­ო­ში მუ­შაკ­თა 70%-ზე მეტი, ანუ თით­ქმის 2,5 მი­ლი­არ­დი ადა­მი­ა­ნი გა­ნიც­დის ექ­სტრე­მა­ლურ ტემ­პე­რა­ტუ­რას. რო­გორც კი თერ­მო­მეტ­რი 34°C-ზე მაღ­ლა აი­წევს, შრო­მის პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბა გა­ნა­ხევ­რდე­ბა, ამ­ბო­ბენ მეც­ნი­ე­რე­ბი.

ტემ­პე­რა­ტუ­რას­თან ერ­თად იზ­რდე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი ზი­ა­ნი. გა­ე­რო 2030 წლის­თვის ზა­რალს 2,4 ტრი­ლი­ონ დო­ლა­რად აფა­სებს. 1990-იან წლებ­ში ის 10-ჯერ ნაკ­ლე­ბი იყო.

რა არის უჩ­ვე­უ­ლო ზა­ფხუ­ლის სი­ცხე­ში?

გა­ე­რო-ს შე­ფა­სე­ბით, სი­ცხე ყო­ველ­წლი­უ­რად ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ ადა­მი­ანს კლავს - 30-ჯერ მეტს, ვიდ­რე და­მან­გრე­ვე­ლი ქა­რიშ­ხლე­ბი.

"გა­სა­გე­ბია, რომ ზა­ფხულ­ში სი­ცხე უჩ­ვე­უ­ლო არ არის, მაგ­რამ ექ­სტრე­მა­ლუ­რი სი­ცხე სულ უფრო ხში­რია. ის ძირს უთხრის ეკო­ნო­მი­კას, აჩე­რებს პროგ­რესს, აძ­ლი­ე­რებს უთა­ნას­წო­რო­ბას და კლავს ადა­მი­ა­ნებს", - თქვა გუ­ტე­რეს­მა.

სა­შუ­ა­ლო თვი­უ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის ცვა­ლე­ბა­დო­ბა 1991-2020 წლამ­დე

ყვე­ლა არ არის თა­ნა­ბა­რი სი­ცხის წი­ნა­შე...

რის­კის ქვეშ არი­ან მო­ხუ­ცე­ბი, ორ­სუ­ლი ქა­ლე­ბი და ღა­რი­ბე­ბი. ბოლო 12 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, პლა­ნე­ტა­ზე ტემ­პე­რა­ტუ­რამ 1,5°C-ით მე­ტად გა­და­ა­ჭარ­ბა 1850-1900 წლე­ბის წი­ნა­ინ­დუსტრი­ულ დო­ნეს. ბა­რი­ე­რი პი­რო­ბი­თია, მაგ­რამ ეს არის ზუს­ტად ის, რისი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაც მსოფ­ლი­ოს თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნამ სცა­და, რო­დე­საც 2015 წელს ხელი მო­ა­წე­რეს პა­რი­ზის შე­თან­ხმე­ბას კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად.

სით­ბუ­რი ინ­სულ­ტის მსხვერ­პლი პა­კის­ტა­ნის ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა, 27 ივ­ნისს

ეს აქამ­დე არას­დროს მომ­ხდა­რა

ის­ტო­რი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, პლა­ნე­ტა­ზე მსგავ­სი რამ ასო­ბით ათა­სი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მომ­ხდა­რა.

2024 წლის 21 ივ­ლისს დე­და­მი­წა­ზე სა­შუ­ა­ლო გლო­ბა­ლურ­მა ტემ­პე­რა­ტუ­რამ ახა­ლი რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა. ზუს­ტად ერთ დღეს გაგ­რძელ­და და 22 ივ­ლისს 17,16°C-მდე ჩა­მო­ვი­და. მე­ო­რე დღე, 23 ივ­ლი­სი, კვლავ უფრო თბი­ლი იყო და მოხ­სნა წინა რე­კორ­დი 17,08°C, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ერთი წლის წინ, 2023 წლის 6 ივ­ლისს და­ფიქ­სირ­და.

"გან­სა­კუთ­რე­ბით შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ბოლო 13 თვის ტემ­პე­რა­ტუ­რამ, რო­მელ­მაც მოხ­სნა წინა რე­კორ­დი“, - ამ­ბობს კო­პერ­ნი­კის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი კარ­ლო ბუ­ონ­ტემ­პო. "ჩვენ შე­ვე­დით აუთ­ვი­სე­ბელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც ახა­ლი სი­ურპრი­ზე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად გვე­ლო­დე­ბა უახ­ლო­ეს თვე­ებ­სა და წლებ­ში".

წყა­რო

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

ახალი "ეპიდემია": სიცხე, რომელიც კლავს ადამიანებს - რა შედეგს მოგვიტანს ტემპერატურის რეკორდული ზრდა და რა არის უჩვეულო ზაფხულის სიცხეში?

ახალი "ეპიდემია": სიცხე, რომელიც კლავს ადამიანებს - რა შედეგს მოგვიტანს ტემპერატურის რეკორდული ზრდა და რა არის უჩვეულო ზაფხულის სიცხეში?

2024-მა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ კლიმატის კატაკლიზმები ისტორიაში უკვე გარანტირებულია. გასული კვირის განმავლობაში სამი ყველაზე ცხელი დღე გვქონდა თანამედროვე ისტორიაში, რის შემდეგაც ტემპერატურის ისტორიული რეკორდები მოიხსნა.

  • ხალხი იღუპება ექსტრემალური სიცხისგან, გაერო საუბრობს ახალ "ეპიდემიაზე" პლანეტარული მასშტაბით და მეტეოროლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ 2024 წელი ყველაზე ცხელი აღმოჩნდა კაცობრიობის ისტორიაში.

"მსოფლიოში საზოგადოება უფრო მეტადაა გაყოფილი, ვიდრე ოდესმე უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის და აშშ-ჩინეთის დაპირისპირების დროს, მაგრამ კლიმატის კრიზისი კაცობრიობის საერთო პრობლემაა" - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა.

მან სიცხეს ახალი "ეპიდემია" უწოდა, რომელმაც რამდენიმე მილიარდი ადამიანი უკვე დააზარალა. ტემპერატურა ზოგჯერ 50°C-მდე ადის, რაც ნოტიო კლიმატში ქმნის ადამიანის სიცოცხლესთან შეუთავსებელ პირობებს.

სიცხე გავლენას ახდენს მოსახლეობის კეთილდღეობაზე. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ამ კვირაში გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, მსოფლიოში მუშაკთა 70%-ზე მეტი, ანუ თითქმის 2,5 მილიარდი ადამიანი განიცდის ექსტრემალურ ტემპერატურას. როგორც კი თერმომეტრი 34°C-ზე მაღლა აიწევს, შრომის პროდუქტიულობა განახევრდება, ამბობენ მეცნიერები.

ტემპერატურასთან ერთად იზრდება ეკონომიკური ზიანი. გაერო 2030 წლისთვის ზარალს 2,4 ტრილიონ დოლარად აფასებს. 1990-იან წლებში ის 10-ჯერ ნაკლები იყო.

რა არის უჩვეულო ზაფხულის სიცხეში?

გაერო-ს შეფასებით, სიცხე ყოველწლიურად ნახევარ მილიონ ადამიანს კლავს - 30-ჯერ მეტს, ვიდრე დამანგრეველი ქარიშხლები.

"გასაგებია, რომ ზაფხულში სიცხე უჩვეულო არ არის, მაგრამ ექსტრემალური სიცხე სულ უფრო ხშირია. ის ძირს უთხრის ეკონომიკას, აჩერებს პროგრესს, აძლიერებს უთანასწორობას და კლავს ადამიანებს", - თქვა გუტერესმა.

საშუალო თვიური ტემპერატურის ცვალებადობა 1991-2020 წლამდე

ყველა არ არის თანაბარი სიცხის წინაშე...

რისკის ქვეშ არიან მოხუცები, ორსული ქალები და ღარიბები. ბოლო 12 თვის განმავლობაში, პლანეტაზე ტემპერატურამ 1,5°C-ით მეტად გადააჭარბა 1850-1900 წლების წინაინდუსტრიულ დონეს. ბარიერი პირობითია, მაგრამ ეს არის ზუსტად ის, რისი შენარჩუნებაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანამ სცადა, როდესაც 2015 წელს ხელი მოაწერეს პარიზის შეთანხმებას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საბრძოლველად.

სითბური ინსულტის მსხვერპლი პაკისტანის ინტენსიური თერაპიის განყოფილება, 27 ივნისს

ეს აქამდე არასდროს მომხდარა

ისტორიული თვალსაზრისით, პლანეტაზე მსგავსი რამ ასობით ათასი წლის განმავლობაში არ მომხდარა.

2024 წლის 21 ივლისს დედამიწაზე საშუალო გლობალურმა ტემპერატურამ ახალი რეკორდი დაამყარა. ზუსტად ერთ დღეს გაგრძელდა და 22 ივლისს 17,16°C-მდე ჩამოვიდა. მეორე დღე, 23 ივლისი, კვლავ უფრო თბილი იყო და მოხსნა წინა რეკორდი 17,08°C, რომელიც მხოლოდ ერთი წლის წინ, 2023 წლის 6 ივლისს დაფიქსირდა.

"განსაკუთრებით შთაბეჭდილება მოახდინა ბოლო 13 თვის ტემპერატურამ, რომელმაც მოხსნა წინა რეკორდი“, - ამბობს კოპერნიკის ცენტრის ხელმძღვანელი კარლო ბუონტემპო. "ჩვენ შევედით აუთვისებელ ტერიტორიაზე, სადაც ახალი სიურპრიზები აუცილებლად გველოდება უახლოეს თვეებსა და წლებში".

წყარო

წაიკითხეთ ასევე:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"