პარიზში, ოლიმპიადის ცერემონია 56 წლის სელინ დიონმა გახსნა. მასზე დღეს მსოფლიო საუბრობს. ულამაზეს, თეთრ, ბზინავ კაბაში გამოწყობილი მომღერლის საოცარი ხმა ჯადოსნურად შეერწყა გარემოს და სანახაობა ნამდვილად ზღაპრული იყო.
"ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობა. ისეთივე, როგორიც საბერძნეთს 2004 წელს ჰქონდა", - ასე აფასებენ მაყურებლები შოუს.
თუმცა აქამდე მოსასვლელი გზა მომღერლისთვის თითქმის ჯოჯოხეთური იყო. მას საზოგადოების წინაშე წარდგენისთვის ორწლიანი მკურნალობის გავლა და საშინელ კრუნჩხვებთან ბრძოლა მოუწია. მომღერალი ხისტი პიროვნების სინდრომით იტანჯება, რომელიც ძლიერ ტკივილს და ტანჯვას იწვევს. მას პირველად დიაგნოზი, რომელიც მილიონიდან მხოლოდ ერთ ადამიანს აწუხებდა, 1996 წელს დაუსვეს.
ცოტა ხნის წინ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი კადრები Amazon Prime -ის დოკუმენტურ ფილმში გავრცელდა. საზოგადოებამ სრული სიცხადით აღიქვა მისი მდგომარეობა საშინელი კრუნჩხვის დროს.
ოლიმპიადაზე დაბრუნებისთვის დიონი გადიოდა ყოველდღიურ ფიზიკურ და ვოკალურ თერაპიას. ჯერ კიდევ აპრილში ფრანგულ Vogue-ს განუცხადა, რომ არ იცოდა, როდის დაბრუნდებოდა სცენაზე, მაგრამ დაამატა: “ერთი რამ არასოდეს შეჩერდება და ეს არის ნება. ეს არის ვნება. ეს ოცნებაა. ეს არის გადაწყვეტილება“.
ოლიმპიური დევიზი - Citius, Altius, Fortius (უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერად) შესაძლოა კანადელი ვარსკვლავისთვის დაწერილიყო, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში იბრძვის... იბრძვის დაუსრულებლად.
სელინ დიონის მონაწილეობა გახსნის ცერემონიალზე ბოლო წუთამდე დაფარული იყო. როცა ის კვირის დასაწყისში, პარიზში დააფიქსირეს, პრეზიდენტმა მაკრონმა უარი თქვა ამის შესახებ კომენტარი გაეკეთებინა.
“როგორც ჩანს, ის პარიზში ჩამოვიდა. მშვენიერია!“ - ჩაიცინა მან. ”უზომოდ ბედნიერი ვიქნები, თუ ის გახსნის ცერემონიას დაესწრება“.
სელინი 1968 წლის მარტში, 14 შვილიან ოჯახში დაიბადა. ოჯახს უჭირდა, თუმცა დედა ყოველთვის მხარს უჭერდა მის მუსიკალურ მონაცემებს.
ის მხოლოდ 12 წლის იყო, როცა დაწერა თავისი პირველი სიმღერა. დედამ სიმღერა პროდიუსერ რენე ანჯელილს გაუგზავნა. სიმღერის მოსმენის შემდეგ, მათ ხელშეკრულება დადეს.
რენე ანჯელილმა საკუთარი ბინა ბანკში ჩადო და სელინ დიონს მისი პირველი ალბომი დაუფინანსა.
მის პირველ კანადურ სატელევიზიო გამოსვლას 1981 წელს, მოჰყვა პირველი პრიზი 1982 წლის Yamaha-ს ფესტივალზე.
იმავე წელს, იგი გამოჩნდა პოპულარულ ფრანგულ სატელევიზიო შოუში Champs-Élysées, სადაც წამყვანმა, მისი მოსმენის შემდეგ, გამოაცხადა: "დაიმახსოვრეთ მისი სახელი: სელინ დიონი".
1988 წლისთვის სელინ დიონმა ევროვიზიის სიმღერის კონკურსში გაიმარჯვა.
1992 წელს სელინ დიონმა შეასრულა დუეტი დისნეის ფილმისთვის "ურჩხული და ლამაზმანი“ - დაიკავა პირველი ადგილი მთელს მსოფლიოში, მოიგო გრემი და ოსკარი.
Titanic ფილმის ჰიტმა My Heart Will Go On, 1998 წელს ოსკარი მოიპოვა და მოხვდა ყველაზე გაყიდვადი ფილმის ხმის ტრეკზე. იმ დროისთვის დიონი დაქორწინებული იყო თავის მენეჯერზე- რენეზე, რომელიც მასზე 26 წლით უფროსი იყო.
რენეს 1999 წელს დაუსვეს ყელის კიბოს დიაგნოზი. რადიაციული მკურნალობის დაწყებამდე წყვილმა მიმართა IVF-ს. დიონმა უფროსი ვაჟი, რენე-ჩარლზი გააჩინა 2001 წლის იანვარში მკურნალობის მხოლოდ ერთი რაუნდის შემდეგ. 42 წლის ასაკში გააჩინა ტყუპები, ნელსონი და ედი.
იმისთვის, რომ უნაყოფობისა და სპონტანური აბორტის მტკივნეული თემები ნაკლებად ტაბუდადებული ყოფილიყო, მოგვიანებით დიონმა ღიად ისაუბრა იმ სირთულეებზე.
მაგრამ წყვილის ბედნიერება ხანმოკლე იყო. სულ რაღაც ექვსი წლის შემდეგ დიონმა სიმსივნის გამო დაკარგა მისი ყველაზე დიდი სიყვარული - 73 წლის ქმარი. ორი დღის შემდეგ, მისი ერთ-ერთი ძმაც გარდაიცვალა.
მაშინ მომღერალი უკვე განიცდიდა სინდრომის ადრეულ სიმპტომებს. პირველი ნიშნები 2008 წელს იგრძნო, როდესაც მისი "Taking Chances World Tour"-ის დროს ხმის კონტროლი გაუჭირდა.
“თითქოს ვიღაც გახრჩობს. თითქოს ვიღაც უჭერს შენს ხორხს“, - ჰყვებოდა მომღერალი.
ასევე იხილეთ: