მსოფლიო
სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ქართველი მოდელი გათხოვდა - ქორწინება ნიუ-იორკში: ვინ არის თათია ახალაიას რჩეული?
ცნობილი ქართველი მოდელი გათხოვდა - ქორწინება ნიუ-იორკში: ვინ არის თათია ახალაიას რჩეული?

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მო­დელი თა­თია ახა­ლა­ია და­ო­ჯახ­და. მისი რჩე­უ­ლი ლე­ვან კო­ბა­ხი­ძეა. წყვილ­მა ამე­რი­კა­ში იქორ­წი­ნა. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თა­თია და ლე­ვა­ნი ნიუ-იორკში ცხოვ­რო­ბენ. კო­ბა­ხი­ძე კომ­პა­ნია Making Science • Sweeft-ის კო­მერ­ცი­უ­ლი დი­რექ­ტო­რია. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას შემ­დეგ, რაც თა­თი­ამ კა­რი­ე­რა შტა­ტებ­ში გა­აგ­რძე­ლა, ლე­ვან­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა და­ტო­ვა და შეყ­ვა­რე­ბულს შტა­ტებ­ში გაჰ­ყვა.

თა­თია ახა­ლა­ია მო­დის სამ­ყა­რო­ში 2017 წელს გა­მოჩ­ნდა. მას­თან ისე­თი ცნო­ბი­ლი ბრენ­დე­ბი თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ, რო­გო­რი­ცაა: MIU MIU, Dolce & Gabbana, Givenchy, Emilio Pucci, Zuhair Murad, Roberto Cavalli, Christian Siriano და სხვე­ბი.

თა­თია მოს­კოვ­ში და­ი­ბა­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ცხოვ­რებ­ლად 3 წლის ასაკ­ში მშობ­ლებ­თან ერ­თად გად­მო­ვი­და.

"ჩემი მშობ­ლე­ბი აფხა­ზე­თი­დან არი­ან, იქ გა­იც­ნეს ერ­თმა­ნე­თი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, რა­ღა­ცე­ბი მახ­სოვს, მახ­სოვს ჩემი სახ­ლი და ყო­ველ­თვის მე­ნატ­რე­ბა.

არ მინ­დო­და მო­დე­ლო­ბა, ია კიწ­მა­რიშ­ვილ­მა რამ­დენ­ჯერ­მე მთხო­ვა მის­ვლა. ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ არ მინ­დო­და. ბო­ლოს ვი­ფიქ­რე, მი­ვი­დო­დი და ავუხ­სნი­დი, რომ არ მა­ინ­ტე­რე­სებ­და ეს სფე­რო და წა­მო­ვი­დო­დი უკან. ჩემი ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ალ­ბათ, იმით აიხ­სნე­ბო­და, რომ, როცა მე ვი­წყებ­დი, მო­და­ში ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფი­გუ­რა არ გვყავ­და. ყვე­ლა ძვე­ლი მო­დე­ლი ან წამ­ყვა­ნი გახ­და, ანუ ხომ ხვდე­ბით. ეგ ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო არ იყო და ამი­ტომ არ მინ­დო­და", - ამ­ბობ­და მო­დე­ლი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

გა­სულ წელს თა­თია ახა­ლა­ია Vera Wang-ის კამ­პა­ნი­ა­ში გა­მოჩ­ნდა, ასე­ვე მისი კად­რე­ბი გა­ვი­და Charlotte Tilbury-ს სა­რეკ­ლა­მო რგოლ­ში. თა­თი­ამ ითა­ნამ­შრომ­ლა Louis Vuitton-თან, YSL-თან, Elie Saab-სა და სხვა ცნო­ბილ ბრენ­დებ­თან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ცნობილი ქართველი მოდელი გათხოვდა - ქორწინება ნიუ-იორკში: ვინ არის თათია ახალაიას რჩეული?

ცნობილი ქართველი მოდელი გათხოვდა - ქორწინება ნიუ-იორკში: ვინ არის თათია ახალაიას რჩეული?

ცნობილი ქართველი მოდელი თათია ახალაია დაოჯახდა. მისი რჩეული ლევან კობახიძეა. წყვილმა ამერიკაში იქორწინა. ჩვენი ინფორმაციით, თათია და ლევანი ნიუ-იორკში ცხოვრობენ. კობახიძე კომპანია Making Science • Sweeft-ის კომერციული დირექტორია. ჩვენი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც თათიამ კარიერა შტატებში გააგრძელა, ლევანმა საქართველოში წარმატებული კარიერა დატოვა და შეყვარებულს შტატებში გაჰყვა.

თათია ახალაია მოდის სამყაროში 2017 წელს გამოჩნდა. მასთან ისეთი ცნობილი ბრენდები თანამშრომლობენ, როგორიცაა: MIU MIU, Dolce & Gabbana, Givenchy, Emilio Pucci, Zuhair Murad, Roberto Cavalli, Christian Siriano და სხვები.

თათია მოსკოვში დაიბადა და საქართველოში საცხოვრებლად 3 წლის ასაკში მშობლებთან ერთად გადმოვიდა.

"ჩემი მშობლები აფხაზეთიდან არიან, იქ გაიცნეს ერთმანეთი. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი, რაღაცები მახსოვს, მახსოვს ჩემი სახლი და ყოველთვის მენატრება.

არ მინდოდა მოდელობა, ია კიწმარიშვილმა რამდენჯერმე მთხოვა მისვლა. ვეუბნებოდი, რომ არ მინდოდა. ბოლოს ვიფიქრე, მივიდოდი და ავუხსნიდი, რომ არ მაინტერესებდა ეს სფერო და წამოვიდოდი უკან. ჩემი ეს დამოკიდებულება, ალბათ, იმით აიხსნებოდა, რომ, როცა მე ვიწყებდი, მოდაში ერთი წარმატებული ფიგურა არ გვყავდა. ყველა ძველი მოდელი ან წამყვანი გახდა, ანუ ხომ ხვდებით. ეგ ჩემთვის საინტერესო არ იყო და ამიტომ არ მინდოდა", - ამბობდა მოდელი ერთ-ერთ ინტერვიუში.

გასულ წელს თათია ახალაია Vera Wang-ის კამპანიაში გამოჩნდა, ასევე მისი კადრები გავიდა Charlotte Tilbury-ს სარეკლამო რგოლში. თათიამ ითანამშრომლა Louis Vuitton-თან, YSL-თან, Elie Saab-სა და სხვა ცნობილ ბრენდებთან.