პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წვიმამ და დივერსიის საფრთხემ პარიზის ოლიმპიადის გახსნას ვერაფერი დააკლო - გრანდიოზული სანახაობა: აღლუმი სენაზე, ლედი გაგა, მეჩირაღდნე ზინედინ ზიდანი და "ფრანგული სასწაული" (ფოტოები)
წვიმამ და დივერსიის საფრთხემ პარიზის ოლიმპიადის გახსნას ვერაფერი დააკლო - გრანდიოზული სანახაობა: აღლუმი სენაზე, ლედი გაგა, მეჩირაღდნე ზინედინ ზიდანი და "ფრანგული სასწაული" (ფოტოები)

წვი­მი­ა­ნი დღი­სა და საფ­რან­გე­თის რკი­ნიგ­ზა­ზე კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი დი­ვერ­სი­ის საფრ­თხის მი­უ­ხე­და­ვად, პა­რიზ­ში XXXIII ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი მარ­თლაც გრან­დი­ო­ზუ­ლი სა­ნა­ხა­ო­ბით გა­იხ­სნა - ულა­მა­ზე­სი აღ­ლუ­მი სე­ნა­ზე, ფრან­გუ­ლად ამ­ღე­რე­ბუ­ლი ლედი გაგა, შთამ­ბეჭ­და­ვი მუ­სი­კა­ლუ­რი და სა­ცეკ­ვაო ნომ­რე­ბი და უამ­რა­ვი სიმ­ბო­ლო, რო­მე­ლიც საფ­რან­გე­თის ის­ტო­რი­ას, კულ­ტუ­რას თუ მწერ­ლო­ბას გვახ­სე­ნებ­და...

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ გახ­სნის თო­თო­ე­უ­ლი მო­ნაკ­ვე­თი ლა­მის ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუშს წარ­მო­ად­გენ­და... "თა­ვი­სუფ­ლე­ბა, თა­ნას­წო­რო­ბა, ძმო­ბა“ - საფ­რან­გე­თის ეს დე­ვი­ზი გახ­ლდათ გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ის სა­ფუძ­ვე­ლი.

მაშ, ასე: 26 ივ­ლი­სის სა­ღა­მოს, საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში შთამ­ბეჭ­და­ვი ცე­რე­მო­ნი­ით ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ი­წყო ზა­ფხუ­ლის XXXIII ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი.

ზა­ფხუ­ლის ოლიმ­პი­ა­დის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ის ად­გი­ლად არა სტა­დი­ო­ნი, არა­მედ მდი­ნა­რე იქცა...

ოლიმ­პი­ა­დის მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნე­ბის სპორ­ტსმე­ნე­ბის აღ­ლუ­მი სწო­რედ მდი­ნა­რე სე­ნა­ზე ჩა­ტარ­და. ყვე­ლა დე­ლე­გა­ცია გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო ნა­ვებ­ზე, რომ­ლე­ბიც აღ­ჭურ­ვი­ლი გახ­ლდათ ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბით, რათა მა­ყუ­რებ­ლებს, რომ­ლე­ბიც გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ას თვალს ტე­ლე­ვი­ზი­ით ან ინ­ტერ­ნე­ტით მი­ა­დევ­ნებ­დნენ, სპორ­ტსმე­ნე­ბის ახ­ლო­დან და­ნახ­ვა შეძ­ლე­ბო­დათ.

მდი­ნა­რე სე­ნა­ზე აღ­ლუ­მი სა­ქარ­თვე­ლოს დრო­ით 21:30 სა­ათ­ზე და­ი­წყო აუს­ტერ­ლი­ცის ხიდ­თან, სა­დაც სპორ­ტი­სა და პო­ლი­ტი­კის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი ტრი­ბუ­ნა იყო მო­წყო­ბი­ლი.

სპორ­ტსმე­ნებ­მა ნა­ვე­ბით თით­ქმის ექ­ვსი კი­ლო­მეტ­რი გა­ი­ა­რეს ტრო­კა­დე­რომ­დე, სა­დაც ოლიმ­პი­ა­დის გახ­სნის ფი­ნა­ლუ­რი შოუ ჩა­ტარ­და.

  • ჩი­რაღ­და­ნი

თა­ნა­მედ­რო­ვე ოლიმ­პი­ა­დე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია სა­ბერ­ძნე­თი­დან მას­პინ­ძელ ქა­ლა­ქამ­დე ოლიმ­პი­უ­რი ცე­ცხლის მოგ­ზა­უ­რო­ბა.

ამ­ჯე­რა­დაც 2024 წლის ოლიმ­პი­ა­დის ჩი­რაღ­და­ნი სა­ბერ­ძნეთ­ში აინ­თო და 68-დღი­ა­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბი­სა და 400 ქა­ლა­ქის გავ­ლის შემ­დეგ, 14 ივ­ლისს, ბას­ტი­ლი­ის აღე­ბის დღეს პა­რიზ­ში ჩა­ვი­და.

მას არა­ე­რე­თი მე­ჩი­რაღ­დნე ჰყავ­და. მათ შო­რის ლე­გენ­და­რუ­ლი ფრან­გი ფეხ­ბურ­თე­ლი ზი­ნე­დინ ზი­და­ნი.

ხოლო ბოლო ლო­კა­ცი­ამ­დე ჩი­რაღ­და­ნი შოუს ელე­მენ­ტე­ბით მი­ი­ტა­ნა ნიღ­ბი­ან­მა მე­ჩი­რაღ­დნემ და სწო­რედ ზი­ზუს გა­დას­ცა, რომ­ლის­გან ჩი­რაღ­და­ნი ეს­პა­ნელ­მა ჩოგ­ბურ­თელ­მა რა­ფა­ელ ნა­დალ­მა გა­და­ი­ბა­რა, მის­გან კი ეს­ტა­ფე­ტა ასე­ვე ჩოგ­ბურ­თის ამე­რი­კელ­მა ლე­გენ­და სე­რე­ნა უი­ლი­ამსმა მი­ი­ღო, შემ­დე­გი ამე­რი­კე­ლი მძლე­ო­სა­ნი კარლ ლუ­ი­სი იყო. კი­დევ ერთი სპორ­ტსმე­ნი, ვინც ამ ეს­ტა­ფე­ტა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რუ­მი­ნე­ლი სპორ­ტუ­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შე და ხუთგზის ოლიმ­პი­უ­რი მე­და­ლო­სა­ნი ნა­დია კო­მე­ნე­ჩია. შემ­დეგ ჩი­რაღ­და­ნი ფრან­გმა ვე­ტე­რან­მა ჩოგ­ბურ­თელ­მა ამე­ლი მო­რეს­მომ გა­და­ი­ბა­რა. მან კი ოლიმ­პი­უ­რი ცე­ცხლი ფრანგ კა­ლათ­ბურ­თელ ტონი პარ­კერს გა­დას­ცა, რო­მელ­მაც ჩი­რაღ­და­ნი ლუვ­რის ეზო­ში შე­ი­ტა­ნა. შემ­დეგ კი გზა პა­რა­ო­ლიმ­პი­ე­ლებ­თან ერ­თად გაგ­რძელ­და, სა­ბო­ლო­ოდ ფრან­გუ­ლი სპორ­ტის ლე­გენ­დებ­მა, მათ შო­რის ტენ­დი რი­ნერ­მა, ერ­თობ­ლი­ვად აა­გიზ­გი­ზეს ოლიმ­პი­უ­რი ცე­ცხლი, სე­ლენ დი­ო­ნის სიმ­ღე­რის ფონ­ზე.

წლე­ვან­დე­ლი ჩი­რაღ­დნის დი­ზა­ი­ნი მე­ტიუ ლე­ა­ნოს ეკუთ­ვნის.

ფო­ლა­დის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ჩი­რაღ­და­ნი 1.5 კი­ლოგ­რამს იწო­ნის. სი­მაღ­ლე­ში კი 70 სან­ტი­მეტ­რია. მისი დი­ზა­ი­ნი მდი­ნა­რის ტალ­ღე­ბის სტილ­შია გა­და­წყვე­ტი­ლი, რად­გან გახ­სნის ცე­რე­მო­ნია მდი­ნა­რე სე­ნა­ზე გა­ი­მარ­თა.

ოლიმ­პი­ა­და ოფი­ცი­ა­ლუ­რად გახ­სნი­ლად გა­მო­ა­ცხა­და საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა, რის მერე ოლიმ­პი­ე­ლებ­მა მწვრთნე­ლებ­თან და მსა­ჯებ­თან ერ­თად ფიცი და­დეს.

პა­რი­ზის 2024 წლის ოლიმ­პი­ა­და­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან 28 სპორ­ტსმე­ნი მო­ნა­წი­ლე­ობს.

პა­რიზ­ში ოლიმ­პი­უ­რი მედ­ლე­ბის­თვის იბ­რძო­ლებს სულ 206 ქვეყ­ნის 10 500 სპორ­ტსმე­ნი.

უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ომის გამო, სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ურ­მა კო­მი­ტეტ­მა რუ­სე­თის და ბე­ლა­რუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს მხო­ლოდ ნე­იტ­რა­ლუ­რი სტა­ტუ­სით, დრო­შე­ბი­სა და სხვა ეროვ­ნუ­ლი ატ­რი­ბუ­ტი­კის გა­რე­შე მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა მის­ცა.

ზა­ფხუ­ლის XXXIII ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი 11 აგ­ვის­ტოს და­ი­ხუ­რე­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ქეთი
0

ისრაელი რატომ მონაწილეობს?!!!საამმაგი მორალი!!!

???????
11

რამ გამახსენა კალიგულა? ((((( 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

წვიმამ და დივერსიის საფრთხემ პარიზის ოლიმპიადის გახსნას ვერაფერი დააკლო - გრანდიოზული სანახაობა: აღლუმი სენაზე, ლედი გაგა, მეჩირაღდნე ზინედინ ზიდანი და "ფრანგული სასწაული" (ფოტოები)

წვიმამ და დივერსიის საფრთხემ პარიზის ოლიმპიადის გახსნას ვერაფერი დააკლო - გრანდიოზული სანახაობა: აღლუმი სენაზე, ლედი გაგა, მეჩირაღდნე ზინედინ ზიდანი და "ფრანგული სასწაული" (ფოტოები)

წვიმიანი დღისა და საფრანგეთის რკინიგზაზე კოორდინირებული დივერსიის საფრთხის მიუხედავად, პარიზში XXXIII ოლიმპიური თამაშები მართლაც გრანდიოზული სანახაობით გაიხსნა - ულამაზესი აღლუმი სენაზე, ფრანგულად ამღერებული ლედი გაგა, შთამბეჭდავი მუსიკალური და საცეკვაო ნომრები და უამრავი სიმბოლო, რომელიც საფრანგეთის ისტორიას, კულტურას თუ მწერლობას გვახსენებდა...

შეიძლება ითქვას, რომ გახსნის თოთოეული მონაკვეთი ლამის ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენდა... "თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა“ - საფრანგეთის ეს დევიზი გახლდათ გახსნის ცერემონიის საფუძველი.

მაშ, ასე: 26 ივლისის საღამოს, საფრანგეთის დედაქალაქში შთამბეჭდავი ცერემონიით ოფიციალურად დაიწყო ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები.

ზაფხულის ოლიმპიადის ისტორიაში პირველად, გახსნის ცერემონიის ადგილად არა სტადიონი, არამედ მდინარე იქცა...

ოლიმპიადის მონაწილე ქვეყნების სპორტსმენების აღლუმი სწორედ მდინარე სენაზე ჩატარდა. ყველა დელეგაცია განთავსებული იყო ნავებზე, რომლებიც აღჭურვილი გახლდათ ვიდეოკამერებით, რათა მაყურებლებს, რომლებიც გახსნის ცერემონიას თვალს ტელევიზიით ან ინტერნეტით მიადევნებდნენ, სპორტსმენების ახლოდან დანახვა შეძლებოდათ.

მდინარე სენაზე აღლუმი საქართველოს დროით 21:30 საათზე დაიწყო აუსტერლიცის ხიდთან, სადაც სპორტისა და პოლიტიკის წარმომადგენლებისთვის სპეციალური ტრიბუნა იყო მოწყობილი.

სპორტსმენებმა ნავებით თითქმის ექვსი კილომეტრი გაიარეს ტროკადერომდე, სადაც ოლიმპიადის გახსნის ფინალური შოუ ჩატარდა.

  • ჩირაღდანი

თანამედროვე ოლიმპიადების განუყოფელი ნაწილია საბერძნეთიდან მასპინძელ ქალაქამდე ოლიმპიური ცეცხლის მოგზაურობა.

ამჯერადაც 2024 წლის ოლიმპიადის ჩირაღდანი საბერძნეთში აინთო და 68-დღიანი მოგზაურობისა და 400 ქალაქის გავლის შემდეგ, 14 ივლისს, ბასტილიის აღების დღეს პარიზში ჩავიდა.

მას არაერეთი მეჩირაღდნე ჰყავდა. მათ შორის ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი.

ხოლო ბოლო ლოკაციამდე ჩირაღდანი შოუს ელემენტებით მიიტანა ნიღბიანმა მეჩირაღდნემ და სწორედ ზიზუს გადასცა, რომლისგან ჩირაღდანი ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა გადაიბარა, მისგან კი ესტაფეტა ასევე ჩოგბურთის ამერიკელმა ლეგენდა სერენა უილიამსმა მიიღო, შემდეგი ამერიკელი მძლეოსანი კარლ ლუისი იყო. კიდევ ერთი სპორტსმენი, ვინც ამ ესტაფეტაში მიიღო მონაწილეობა რუმინელი სპორტული ტანმოვარჯიშე და ხუთგზის ოლიმპიური მედალოსანი ნადია კომენეჩია. შემდეგ ჩირაღდანი ფრანგმა ვეტერანმა ჩოგბურთელმა ამელი მორესმომ გადაიბარა. მან კი ოლიმპიური ცეცხლი ფრანგ კალათბურთელ ტონი პარკერს გადასცა, რომელმაც ჩირაღდანი ლუვრის ეზოში შეიტანა. შემდეგ კი გზა პარაოლიმპიელებთან ერთად გაგრძელდა, საბოლოოდ ფრანგული სპორტის ლეგენდებმა, მათ შორის ტენდი რინერმა, ერთობლივად ააგიზგიზეს ოლიმპიური ცეცხლი, სელენ დიონის სიმღერის ფონზე.

წლევანდელი ჩირაღდნის დიზაინი მეტიუ ლეანოს ეკუთვნის.

ფოლადისგან დამზადებული ჩირაღდანი 1.5 კილოგრამს იწონის. სიმაღლეში კი 70 სანტიმეტრია. მისი დიზაინი მდინარის ტალღების სტილშია გადაწყვეტილი, რადგან გახსნის ცერემონია მდინარე სენაზე გაიმართა.

ოლიმპიადა ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რის მერე ოლიმპიელებმა მწვრთნელებთან და მსაჯებთან ერთად ფიცი დადეს.

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაში საქართველოდან 28 სპორტსმენი მონაწილეობს.

პარიზში ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოლებს სულ 206 ქვეყნის 10 500 სპორტსმენი.

უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთის და ბელარუსის წარმომადგენლებს მხოლოდ ნეიტრალური სტატუსით, დროშებისა და სხვა ეროვნული ატრიბუტიკის გარეშე მონაწილეობის უფლება მისცა.

ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები 11 აგვისტოს დაიხურება.

იხილეთ ასევე: