ავტორი:

მეამა, საერთაშორისო კომპანია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ოპერირებს

მეამა, საერთაშორისო კომპანია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ოპერირებს

მეამა არის გერმანელი და ქართველი პარტნიორების მიერ დაფუძნებული კომპანია, რომელიც 2019 წლიდან აწარმოებს სასმლის კაფსულებს, კაფსულის აპარატებს, დაფქულ ყავასა და ყავის მარცვალს. ეს არის ახალგაზრდა და ამბიციური ხალხის მიერ დაარსებული კომპანია, სადაც მომავალი თაობა მომავლის პროდუქციას ქმნის.

მეამა წარმატებით ოპერირებს ევროპის 27 ქვეყანაში. მათ შორის, გერმანიაში, კიოლნში ახლახან გაიხსნა ბრენდული სივრცე, ხოლო ავსტრიაში მუშაობს ფრენჩაიზი. სამომავლოდ იგეგმება ჩრდ. ამერიკის ბაზარზე შესვლა და ფიზიკური მაღაზიების არაერთ ქვეყანაში გახსნა, რაც სხვა მიზეზებთან ერთად, გახდა იმის მოტივაცია, რომ ლუქსემბურგში, მეამას რიგით მეორე ქარხანა აშენებულიყო. ეს იყო სტრატეგიული გადაწყვეტილება, რადგან დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, საჭირო გახდა ახალი ქარხნის აშენება, ლუქსემბურგი კი ლოჯისტიკურად კარგი ადგილია და აქედან პროდუქციის გადანაწილება მარტივია იმ ქვეყნებში, სადაც მეამა ოპერირებს, ამერიკაშიც სწორედ აქედან გავა პროდუქცია.

მეამას გუნდი ქმნის არასტანდარტულ და უნიკალურ პროდუქციას. მომხმარებელს სთავაზობენ არა უბრალოდ ყავასა და ჩაის, არამედ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, როგორც პროდუქტის, ასევე სერვისის მიმართულებითაც. შესაბამისად კომპანიის ნებისმიერი კომპონენტი გამოირჩევა განსხვავებულობით, რაც მომხმარებელს ანიშნებს, რომ ეს მომავლის კომპანიაა.

სწორედ ამ ღირებულებებზე დაყრდნობით, შეიქმნა მეამას უახლესი აპარატი Versatile, რომელიც 60 ფუნქციურ პროდუქტს ამზადებს. ამ გამოგონებამ უკვე საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა და გაიმარჯვა პრესტიჟულ, ყოველწლიურ კონკურსში, Red Dot Awards, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ისეთი დიდი კომპანიები, როგორიცაა Apple, Dyson, Sony, Ferrari და სხვა. Meama Versatile დასახელდა 2024 წლის საუკეთესო პროდუქტად და დღეს, ის განთავსებულია Red Dot-ის მუზეუმში, გერმანიის ქალაქ ესენში, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩამოსული ადამიანები ნახულობენ. ეს მეამას გუნდის 4-წლიანი შრომის შედეგია, რითაც კომპანია ძალიან ამაყობს.

მეამას გუნდი თვლის, რომ ტრადიციული ყავისა და ჩაის სმის მეთოდი მოძველებულია და წინა საუკუნეს ჩაბარდა. სწორედ ამიტომ, მათი თითოეული პროდუქტი არის ინოვაციური და განსხვავებული. ისინი ქმნიან პროდუქტს იმ მიზნით, რომ მომხმარებელს მიაწოდონ ჯანსაღი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სასმელები, როგორებიცაა, მაგალითად: მულტი ვიტამინის ყავა. ეს სასმელი განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებიც დღის განმავლობაში უმეტეს საათებს მუშაობაში ატარებენ, იქნება ეს ოფისში მომუშავე ადამიანი, სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, პოლიციელი თუ სხვა. ეს სასმელი დაეხმარება ადამიანებს შეივსონ ის ვიტამინები, რომლის ნაკლებობასაც განიცდიან, რითაც პრევენციას გაუწევენ სხვადასხვა დაავადებას. ასევე, კოლაგენის ყავა სასარგებლოა, რადგან ზოგადად 25 წლის შემდეგ ადამიანის ორგანიზმი მას ნაკლებად გამოიმუშავებს, თუმცა კოლაგენი ძალიან საჭიროა, ვინაიდან ხელს უწყობს ძვლების გამაგრებას, კანისა და თმის სტრუქტურის გაუმჯობესებას და სხვა, შესაბამისად, მეამას მულტი კაფსულის ყოველდღიურად დაგემოვნება შეგივსებთ კოლაგენის დანაკლისს.

სხვა აპარატებისგან განსხვავებით, რომლებიც სასმელს 100 გრადუსზე ამზადებს და მას ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მახასიათებლებს უკარგავს, მეამას აპარატით თითოეული კაფსულა მზადდება 75 გრადუსზე, რაც არის იდეალური ტემპერატურა სასმლის ყველა ბენეფიტის შესანარჩუნებლად.

მეამა თითოეულ კაფსულას ამზადებს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ყავის მარცვლებისგან და მათი პროდუქცია არის ჯანსაღი და ნატურალური. რასაც ვერ იტყვიან ისეთი კომპანიები, როგორიცაა “ნესტლე”; “იაკობს მონარქი” და სხვა, რადგან მათი ასორტიმენტი მოიცავს ხსნად ყავას, რომელიც როგორც ყველამ ვიცით, საკმაოდ მავნებელია. ხსნადი ყავის დასამზადებლად ვარგისიანია ნებისმიერი დაბალი ხარისხის მქონე მარცვალი და შემდგომ სასურველი გემოს მისაღებად გამოიყენება სხვადასხვა ქიმიური დანამატი, რაც ჯანმრთელობისთვის საკმაოდ მავნებელია. ყოველივე ეს, კაფსულის შემთხვევაში გამორიცხულია, რაც ნიშნავს იმას, რომ კაფსულის დაგემოვნებით თქვენ ირჩევთ ჯანსაღ და ხარისხიან პროდუქციას.

მეამა 2019 წლიდან აწარმოებს მულტი კაფსულას, რაც კომპანიის მთავარი პროდუქტია. ის საკმაოდ ცნობილია ამერიკის ბაზარზე იმ კუთხით, რომ მას აწარმოებს კომპანია Keurig და ამერიკულ ბაზარზეც წამყვანი კომპანია არის, არა Starbucks, როგორც ეს ბევრს ჰგონია, არამედ სწორედ Keuring. ზოგადად, ამერიკაში მიღწეული პროგრესი ევროპაში დაახლოებით 5 წლის შემდეგ მოდის ხოლმე, თუმცა მეამა დაეწია და ამ მხრივ გაასწრო კიდევაც, რადგან უკვე არაერთი ინოვაციური პროდუქტი შექმნა და მომხმარებელს ამ ფორმატის მრავალფეროვანი ასორტიმენტი შესთავაზა.

აღსანიშნავია, რომ მეამას გენერალურ დირექტორს, თემურ ბოსტოღანაშვილს აქვს ამერიკის ბაზარზე მუშაობის 22-წლიანი გამოცდილება. სხვადასხვა დროს, ის ფინანსების მიმართულებით თანამშრომლობდა ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა: Nordion, Burloak Technologies, მუშაობდა პროექტებზე Nasa-სთა,. ბოინგთან, Lockheed Martin-თან, Pratt & Whitney-სთან და ასევე, კანადის ფედერალურ მთავრობასთანაც. თუმცა, მეამას სამუშაო კულტურამ, მისწრაფებებმა და მოქნილობამ ისიც კი გააოცა, რადგან თავისი დინამიკურობით, მეამა დასავლურ სტანდარტებსაც კი უსწრებს.

ორგანიზებული სამუშაო კულტურით, დინამიკური პროცესებითა და მონდომებით, მეამა აქტიურად აგრძელებს განვითარებას და ფართოვდება მსოფლიოს მასშტაბით. ეს არის კომპანია, რომელიც სასმლის დაგემოვნების ინოვაციურ, მრავალფუნქციურ და მოსახერხებელ გადაწყვეტილებებს გთავაზობთ.

მეამას 60 ფუნქციური სასმლის სანახავად ეწვიეთ საიტს : meama.ge

ამ ვიდეოში მეამას გერმანული გუნდის წარმომადგენელი ახლოდან დაგანახებთ Red Dot-ის დაჯილდოების ცერემონიასა და მათ გამარჯვებულ აპარატს, Meama Versatile-ს.

<iframe src="https://drive.google.com/file/d/1a-csqyJVjFu7GOX8RxFcsn61VFrP8giy/preview" width="640" height="480" allow="autoplay"></iframe>

(R)