პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰოკეის ავსტრალიელმა ვარსკვლავმა იმისთვის, რომ ოლიმპიადაზე ეთამაშა, თითი მოიკვეთა - "ეს უნდა გამეკეთებინა"
ჰოკეის ავსტრალიელმა ვარსკვლავმა იმისთვის, რომ ოლიმპიადაზე ეთამაშა, თითი მოიკვეთა - "ეს უნდა გამეკეთებინა"

ავ­სტრა­ლი­ელ­მა სა­ვე­ლე ჰო­კე­ის მო­თა­მა­შემ პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად, თი­თის ნა­წი­ლის ამ­პუ­ტა­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. მეთ დო­უსონ­მა ორი კვი­რის წინ, გუნ­დის ვარ­ჯი­ში­სას მარ­ჯვე­ნა ხე­ლის თითი მო­ი­ტე­ხა. თით­ზე ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას თვე­ე­ბი დას­ჭირ­დე­ბო­და.

  • ასე რომ, 30 წლის მო­თა­მა­შემ გა­და­წყვი­ტა, თითი სახ­სრი­დან მო­ეკ­ვე­თა, რათა ოლიმ­პი­ა­და­ზე მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ გუნ­დის წევ­რე­ბი და მწვრთნე­ლი გა­ა­ო­ცა.

ის შა­ბათს, და­ზი­ა­ნე­ბის მი­ღე­ბი­დან16 დღის შემ­დეგ, არ­გენ­ტი­ნას­თან მატჩში იას­პა­რე­ზებს.

დო­უსონ­მა მე­დი­ას უთხრა, რომ მო­ტე­ხი­ლო­ბა იმ­დე­ნად მძი­მე იყო, რომ თი­თის და­ნახ­ვი­სას გო­ნე­ბა და­კარ­გა. მას ეგო­ნა, რომ მისი ოლიმ­პი­უ­რი ოც­ნე­ბა დას­რულ­და. სას­წრა­ფოდ მი­მარ­თა პლას­ტი­კურ ქი­რურგს, რო­მელ­მაც უთხრა, რომ მო­ტე­ხი­ლი თი­თის გას­წო­რე­ბას და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დი გას­ჭირ­დე­ბო­და, ხოლო თუ მო­იკ­ვე­თავ­და თითს, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის 10 დღე საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბო­და და შეძ­ლებ­და თა­მაშს დაბ­რუ­ნე­ბო­და.

  • "გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მა­შინ­ვე მი­ვი­ღე. ეს შე­იძ­ლე­ბა ჩემი ბოლო ოლიმ­პი­ა­და იყოს, ეს უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. თუ ჩემი თი­თის ზედა ნა­წი­ლის მოკ­ვე­თა იყო ფასი, რო­მე­ლიც უნდა გა­და­მე­ხა­და, სწო­რედ ამას გა­ვა­კე­თებ­დი", - ამ­ბობს სპორ­ტსმე­ნი.

გუნ­დის კა­პი­ტან­მა არან ზა­ლევ­სკიმ გა­ნა­ცხა­და, რომ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ გუნდში შო­კის ტალ­ღა გა­მო­იწ­ვია, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, ისი­ნი დო­უსო­ნის მხა­რეს დად­გნენ. ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც დო­უსო­ნი უკი­დუ­რეს და­ზი­ა­ნე­ბას იღებს. ის 2018 წლის თა­ნა­მე­გობ­რო­ბის თა­მა­შე­ბის წინ, ჰო­კე­ის ჯო­ხის დარ­ტყმის შე­დე­გად თვა­ლის და­კარ­გვას ძლივს გა­და­ურ­ჩა. მან მა­ინც შეძ­ლო თა­მა­ში, რო­დე­საც გუნ­დმა ტურ­ნირ­ზე ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა, ხოლო ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­და­ზე ავ­სტრა­ლი­ე­ლებს ვერ­ცხლის მე­და­ლი ერ­გოთ.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Კ ო მ ბ ლ ე
7

, ქვილითაია მარცხენა ფეხს იჭრისო მართალია ნეტაა?

თბილისის და ბათუმის დინამოს პატრონები კი თავებს. თუმცა სადღა აქვთ თავები ან როდის ქონიათ? 

gaga
18

ასე აქცია ნაძირალა მთავრობებმა სპორტული გართობა ჯოჯოხეთად. სპორტული თამაშები გამოიგონეს გართობისა და გამხიარულების მიზნით. მთავრობებმა კი გამოიგონეს ოლიმპიადები, პირველობები და ათასობით სულელური შეჯიბრებები და თამაშები გადააქციეს სამკვდრო-სასიცოცხლო ომებად.

ავტორი:

ჰოკეის ავსტრალიელმა ვარსკვლავმა იმისთვის, რომ ოლიმპიადაზე ეთამაშა, თითი მოიკვეთა - "ეს უნდა გამეკეთებინა"

ჰოკეის ავსტრალიელმა ვარსკვლავმა იმისთვის, რომ ოლიმპიადაზე ეთამაშა, თითი მოიკვეთა - "ეს უნდა გამეკეთებინა"

ავსტრალიელმა საველე ჰოკეის მოთამაშემ პარიზის ოლიმპიადაზე მონაწილეობის მისაღებად, თითის ნაწილის ამპუტაციის გადაწყვეტილება მიიღო. მეთ დოუსონმა ორი კვირის წინ, გუნდის ვარჯიშისას მარჯვენა ხელის თითი მოიტეხა. თითზე ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელებას თვეები დასჭირდებოდა.

  • ასე რომ, 30 წლის მოთამაშემ გადაწყვიტა, თითი სახსრიდან მოეკვეთა, რათა ოლიმპიადაზე მიეღო მონაწილეობა. ამ გადაწყვეტილებამ გუნდის წევრები და მწვრთნელი გააოცა.

ის შაბათს, დაზიანების მიღებიდან16 დღის შემდეგ, არგენტინასთან მატჩში იასპარეზებს.

დოუსონმა მედიას უთხრა, რომ მოტეხილობა იმდენად მძიმე იყო, რომ თითის დანახვისას გონება დაკარგა. მას ეგონა, რომ მისი ოლიმპიური ოცნება დასრულდა. სასწრაფოდ მიმართა პლასტიკურ ქირურგს, რომელმაც უთხრა, რომ მოტეხილი თითის გასწორებას და რეაბილიტაციას ხანგრძლივი პერიოდი გასჭირდებოდა, ხოლო თუ მოიკვეთავდა თითს, რეაბილიტაციისთვის 10 დღე საკმარისი იქნებოდა და შეძლებდა თამაშს დაბრუნებოდა.

  • "გადაწყვეტილება მაშინვე მივიღე. ეს შეიძლება ჩემი ბოლო ოლიმპიადა იყოს, ეს უნდა გამეკეთებინა. თუ ჩემი თითის ზედა ნაწილის მოკვეთა იყო ფასი, რომელიც უნდა გადამეხადა, სწორედ ამას გავაკეთებდი", - ამბობს სპორტსმენი.

გუნდის კაპიტანმა არან ზალევსკიმ განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებამ გუნდში შოკის ტალღა გამოიწვია, მაგრამ საბოლოოდ, ისინი დოუსონის მხარეს დადგნენ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დოუსონი უკიდურეს დაზიანებას იღებს. ის 2018 წლის თანამეგობრობის თამაშების წინ, ჰოკეის ჯოხის დარტყმის შედეგად თვალის დაკარგვას ძლივს გადაურჩა. მან მაინც შეძლო თამაში, როდესაც გუნდმა ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ტოკიოს ოლიმპიადაზე ავსტრალიელებს ვერცხლის მედალი ერგოთ.

წყარო