ავტორი:

"დიახაც, ვაპირებთ, რომ რუსეთთან ვაჭრობა გავაგრძელოთ - არასდროს გვითქვამს, რომ ვაჭრობა უნდა შეწყდეს" - ვაშაძე

"დიახაც, ვაპირებთ, რომ რუსეთთან ვაჭრობა გავაგრძელოთ - არასდროს გვითქვამს, რომ ვაჭრობა უნდა შეწყდეს" - ვაშაძე

"დიახაც, ვაპირებთ, რომ რუსეთთან ვაჭრობა გავაგრძელოთ - არასდროს გვითქვამს, რომ ვაჭრობა უნდა შეწყდეს, - ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერმა, "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ვაშაძის თქმით, მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოს ეკონომიკა რუსულ ეკონომიკაზე არ იყოს დამოკიდებული.

"ძალიან გთხოვთ, „ქოცურ“ სიყალბეს ნუ გაყვებით იმიტომ, რომ სიყალბე არის მათი ხელწერა. ჩვენ, დიახაც, ვაპირებთ, რომ ვაჭრობა გავაგრძელოთ რუსეთთან. არასდროს გვითქვამს, რომ ვაჭრობა უნდა შეწყდეს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ რუსულ ეკონომიკაზე დამოკიდებული არ იყოს ჩვენი ეკონომიკა, როგორც ეს „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა. მაგალითად, ფქვილი 100% რუსეთიდან შემოდის, საწვავიც შემოდის რუსეთიდან.

მე არ მინდა, რომ დამოკიდებული ვიყოთ რუსეთზე. რაც შეეხება ვაჭრობას - 3-ჯერ მეტს დღეს რუსეთი ყიდის საქართველოში, ვიდრე საქართველო ყიდის რუსეთში. მინდა, რომ პირიქით იყოს ეს ბალანსი. ანუ, ჩვენ მეტად ვსარგებლობდეთ ამ სავაჭრო ურთიერთობით, ვიდრე რუსეთი, მაგრამ ჩვენი პრიორიტეტი არის ევროკავშირისკენ სვლა, ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა, ამერიკული და ევროპული ინვესტიციები და ერთიან საქართველოში ცხოვრება. ჩვენ არასდროს მოვუწოდებთ ხალხს ზიზღისკენ და დაპირისპირებისკენ“, - განაცხადა ვაშაძემ.