გორის მუნიციპალიტეტში ორი კვირის წინ დაკარგული ახალგაზრდის ცხედარი მაშველებმა მდინარე მტკვარში იპოვეს.
ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარებიდან თითქმის ორი კვირის განმავლობაში, ძებნა-შველის ოპერაცია მიმდინარეობდა.
სახანძრო-სამაშველო ძალების თანამშრომლები, ყველა საჭირო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენებით, ინტენსიურ რეჟიმში ატარებდნენ ძებნა-შველის ოპერაციას, რაც, თავის მხრივ, როგორც მდინარის ზედაპირისა და ფსკერის, ასევე სანაპირო ზოლის პერიმეტრის მონიტორინგს მოიცავდა.
მაშველებმა ცხედარი კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ მეტეხის სიახლოვეს, მდინარეში იპოვეს.