ავტორი:

"ქედით ვაპირებდით გადმოსვლას, 200 მეტრში შეგვხვდა დათვი, ტელეფონი დაგვიჯდა..." - რას ჰყვება სვანეთის ტყეში დაკარგული ახალგაზრდა ახლობლებთან დაბრუნების შემდეგ?

"ქედით ვაპირებდით გადმოსვლას, 200 მეტრში შეგვხვდა დათვი, ტელეფონი დაგვიჯდა..." - რას ჰყვება სვანეთის ტყეში დაკარგული ახალგაზრდა ახლობლებთან დაბრუნების შემდეგ?

გოგიტა ფარჯიანი, რომელიც მეგობართან ერთად რამდენიმე დღე სვანეთის ტყეში იყო დაკარგული და ახლახან იპოვეს, პირველ კომენტარს აკეთებს.

  • მისი თქმით, ლენტეხში ქედით სურდათ გადასვლა, თუმცა იქ დათვი შეხვდათ და მარშრუტი შეცვალეს და ტყით განაგრძეს გზა, რის შემდეგაც ოთხი დღე გზაში იყვნენ.

"ქედით ვაპირებდით გადმოსვლას, 200 მეტრში შეგხვდა დათვი. ამის გამო ქედით გადმოსვლა გადავიფიქრეთ და ტყით წამოვედით, ვიარეთ ოთხი დღე. ტელეფონი დაგვიჯდა ორივეს. ეს იყო ჩვეულებრივი თავგადასავალი, კემპინგი. შიში არ გვქონია, ღამე კარავში ვიყავით. ახლა ჩამოვედით ტყით, პირველივე ოჯახს მაღაზია ვკითხე და იქ თქვეს, მგონი თქვენ გეძებენო" - ამბობს გოგიტა ფარჯიანი "მთავარ არხთან" საუბრისას.

გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი სახლში დაბრუნების შემდეგ

ცნობისთვის, ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ 112-ში შეტყობინება 24 ივლისს შევიდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი ზემო სვანეთიდან ლასილის უღელტეხილით, ქვემო სვანეთში, ლენტეხში გადადიოდნენ. მარშრუტი კვირას დაიწყო და წესით კვირასვე უნდა ჩასულიყვნენ, თუმცა ორშაბათს მათთან კონტაქტი გაწყდა. კონტაქტის გაწყვეტამდე კი დაკარგულმა ახალგაზრდებმა ახლობლებთან დარეკვა მოასწრეს. ოჯახის წევრებს ვიდოჩანაწერებიც გადაუგზავნეს და აჩვენეს, თუ სად იმყოფებოდნენ იმ დროს.

დღეს დილიდან სამძებრო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

წაიკითხეთ ასევე: